add one
gallery images

დაუბრუნდეს მგელი სახელად ,,კოვიდი ''მის გადამჩენელს და აღმზდელს ბატონ კახას.

2020 წელს მოქალაქემ დაობლებული მგლის თვალ აუხელელი ორი ლეკვები იპოვა , მიმართა ზოპარკს მაგრამ იქ არ მიიღეს  ლეკვები. შემდგომ თავად გადაწვიტა ზრუნველობა. საწოვარათი აღზარდა ერთი ლეკვი 2 თვის ასაკში ენტერო ვირუსით დაიღუპა , მიუხედავად ვეტ ექიმთან დაყავდა სამკურნალოდ. მეორე მგელი კი ჯამრთელი გაიზარდა , ვინაიდან პანდემია იმ წელს დაიწყო სახელად კოვიდი დაარქვა. აღნიშნული მგელი იზრდეობდა ძაღლებთან ბ-ნ კახას კერძო საკალმახეში მეურნეობაში. სადაც საკვებით უზრუნველყოფილი იყო , ასევე ღამის განმალობაში თავისუფლად გადადგილდებოდა კერძო შემოღობილ ტერიტორიაზე . რამოდენიმე ხნის წინ ბ-ნ. კახას არყოფნის დროს მოხდა გაუფთხილებლობა მისმა ნაცნობებმა მგელს ალკოჰოლი მიაღებინეს , ვიდეო სოციალურ ქსელში გავცელდა ,რამაც ნებათა ღელვა გამოიწვია. გარემოს დაცვის სამსახურმა პატრონს  ჩამოართვეს მგელი, ზოპარკმა არ მიიღო  მგელი. იძულებული გახდენ კერძო დათვების თავშესაფარში გადაიყვანათ. მგელი ოჯახის დაუწერელი წესებით ცხოვრობს. მათვის ოჯახი წმიდა და წმინდაა, ოჯახის წევრებად აღიქვამდა იმ ძაღლებს და მასზე მზრუნველ პატრონსაც. განშორებით გამოწვეულმა დარდით შესაძლოა ეს მგელი დაიღუპოს . დათვების გარემოცვაშიც შესაძლოა საფთხე შეექმნას. ამიტომ უმჯობესია პატრონს დაუბრუნდეს. პატრონი პირობას დებს მის მზრუნველობას ჯეროვნად შეასრულებს. 
gallery images

სავალდებულო გახდეს ბანკისგან სესხის აღებისას პიროვნების წარდგენა ფილიალში!

21 საუკუნე მრავლისმომცველი ფინანსური მაქინაციებით გამოირჩევა. ეს კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება ვირტუალურ სივრცეში. კიბერ დანაშაულის ამ ტიპის თაღლითურმა ფორმამ "კიბერ ფიშინგმა" შესაძლოა ადამიანს მისგან მოულოდნელად დაატეხოს თავზე ახალი ამბავი არასასურველი სესხის შესახებ, რომლის ოდენობაც წარმოუდგენელი იყოს მისთვის. თუ კი მე ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, ამ შემთხვევაში სტუდენტს, რომელსაც პაროლი მავიწყდება ინტერნეტ ბანკის მოხმარებისას და ვრეკავ ფილიალში დასახმარებლად საპასუხოდ კი მეუბნებიან, რომ უსაფრთხოების მიზნით ფილიალში უნდა მივიდე, ფილიალში მისვლა მჭირდება რაღაც პაროლის გამო, რომლის უკანაც მიზეზად შესაძლოა უბრალოდ ჩემს ანგარიშზე თანხის რაოდენობის შემოწმება იყოს მეყოფა თუ არა მეტროთი სარგებლობისას, მაშინ რატომ შემიძლია მე და ჩემი მონაცემების მქონე ნებისმიერ სხვა პირს ბანკისგან სესხის გამოტანა ვირტუალურ სივრცეში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე? და თან ეს არ ეხება 10 ან 100 ლარს. შესაძლოა საქმე გვქონდეს ათასობით და ათი ათასობით ლართან. ეს ერთის მხრივ საბანკო პოლიტიკის ცუდი დამოკიდებულებაა კლიენტის მიმართ, რომელსაც სახელმწიფომ თავის დროზე ვერ დაუდო წინ ამკრძალავი ბარიერი კანონის სახით და საბანკო სექტორიც ამას შენგებულად, გულგრილად იყენებს. ბიზნესი გვასწავლის, რომ მე შენ სარგებელს მოგიტან იმ შემთხვევაში თუ კლიენტი დაგიბრუნდება და არა პროდუქტი. ამას ფინანსების ბაკალავრზეც კი ნახავთ რომელიმე წიგნში. ამავდროულად კლიენტს არ უნდა აღიქვამდე, როგორც ფულს! გაგეცნობა ადამიანი სასიამოვნოდ. გეტყვის, რომ მეგობარს თანხა აქვს ჩასარიცხი და გამოგართმევს ნდობით შენს მონაცემებს და სესხს იღებს. ეს ყველაზე გახშირებული და სტანდარტული სქემაა ფინანსური მიმართულების კიბერ დანაშაულის. ბანკი ამ დროს გეუბნება, რომ შენივე მონაცემებზე შენთვითონ ხარ პასუხისმგებელიო. რატომაც არა? სესხი ხომ გააფორმა და საქმე გაიკეთა? არადა, რომ კითხო კლიენტია მათი პრიორიტეტი და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან უკლიენტოდ ბანკი ვერ იარსებებს. ჩემს ნაცნობს უცნობი პირი გაეცნო, როგორც გარკვეულ წილად გაჭირვებული, რომელსაც მარტივი დახმარება სჭირდებოდა. საქმე იმაში იყო მისივე თქმით, რომ ამ კონკრეტულისთვის მის ნაცნობს (მესამე პირს) თანხა უნდა ჩაერიცხა (მეორე პირის) ანგარიშზე. ეს კი იმიზეზებდა, რომ თანხა რაღაც პრობლემის გამო ვერ ჯდებოდა ანგარიშზე (ტექნიკური, ვალის გამო, გაშავებული იყო ან სხვა). სთხოვა საბანკო მონაცემები, რომ ჩემი ნაცნობის ანგარიშზე დარიცხულიყო თანხა და შემდეგ თავის ანგარიშზე გადაეტანა. შეგნებულად არ დავასახელებ ვის და რა თანხა დაედო ჩემს ნაცნობს ვალად. ეს მოვლენები ხდებოდა საღამოს, არასამუშაო საათებში. სესხიც მომენტალურად დამტკიცდა. ამ დროს სესხის დამტკიცება როცა გინდა ხოლმე საბუთს საბუთზე მოგატანინებენ და საპირწონედ მთელ ცხოვრებასაც დაგადებინებენ, რომ გარანტია შეუქმნა გადამხდელი ხარ თუ არა და კიდევ რამდენიმე დღე გალოდინებენ, რომ შენთვის სასურველი სესხი აიღო. საბოლოოდ ჩემს ნაცნობს მისდის სმს-ი, რომ დაუმტკიცდა სოლიდური რაოდენობის სესხი. ბანკთან გადამოწმების შემდეგ ბანკი ამბობს, რომ არ აინტერესებს ეს ამბავი და რომ სესხი უნდა ჩაბარდეს %-ით. იგივე, რომ ნებისმიერ ადამიანს არ დაემართოს სახელმწიფოში ყველა მოქალაქის ფინანსური უსაფრთხოების მიზნით უნდა განხორციელდეს შემდეგი. ბანკში სესხის აღება თუ ვინმეს უნდა ისედაც მივა ფილიალში, მაგრამ ბანკს არ უნდა ჰქონდეს უფლება ფილიალის გარეთ სესხის გაცემაზე. არასწორია, როდესაც ბანკი იმით კმაყოფილდება, რომ ჩვენი მონაცემით ვინმე იღებს სესხს და არ აინტერესებს ეს სესხის ამღები ანგარიში ავთენტური პირის ხელში იყო თუ არა. მხოლოდ ადგილზე მისვლით შეიძლება პირის ავთენტურობის დადგენა და შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჰქონდეს ბანკს სესხის გაცემის უფლება. ეს არ ეხება მარტო ბანკებს. ნებისმიერ დაწესებულებას, რომელსაც აქვს სესხის გაცემის შესაძლებლობა სესხს უნდა გასცემდეს მხოლოდ საკუთარ ფილიალში. თუნდაც ვიდეო ზარის სერვისით სარგებლობისას ვიდეო თვალით, რომ ხედავს ბანკის წარმომადგენელი მომხმარებელს, მაგალითად კრედიტ ოფიცერი, ეს არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ამ შემთხვევაში კლიენტი ფიზიკური ფიშინგის მსხვერპლი არაა. შესაძლოა დამნაშავე ვიდეო თვალისგან მოფარებულ ადგილზე იმყოფებოდეს და მუქარის, დაშინებისა და შანტაჟის  სხვადასხვა ხერხებით აიძულებდეს კლიენტს მოიქცეს ბუნებრივად და გამოატანინოს მას ბანკიდან მაქსიმალურად დიდი ოდენობის თანხა სესხის სახით. ეს საერთოდ მოსპობს იმ კიბერ დანაშაულსა და ფინანსურ მაქინაციას, რომლის გამოძიებაც შსს-ს ძირითად შემთხვევებში საკმაოდ უჭირს და საქმე იწელება. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში თუ თანხა საზღვარგარეთ ოფშორში გაედინება. აქ პოლიციაც კი უძლური ხდება. შესაძლოა ასეთი ტიპის სქემით დაზარალებულებს ვერაფრით დავეხმაროთ ამ მომენტისთვის, მაგრამ იმის გარანტია მაინც გვექნება, რომ მათი რაოდენობა აღარ გაიზრდება. რატომაა გასამახვილებელი ყურადღება მაინცდამაინც სესხზე? იმიტომ, რომ სესხი არ წარმოადგენს ჩვეულებრივი ფინანსური გადარიცხვა-გადმორიცხვის აზრს. ეს არის X თანხა, რომელიც ზემოდან Y %-ით უნდა ჩაბარდეს პატრონს. ზუსტად ეს %-ია ბანკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟანგბადის წყარო. მის მისაღებად კი მსგავსი ტიპის დაწესებულებებს უნდა დავავალდებულოთ, რომ სესხი გასცენ მხოლოდ მათ ტერიტორიაზე/ფილიალში. ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი ასეთი ტიპის მოულოდნელად აღებული სესხი შეიძლება გახდეს სახლის, მანქანის, ოჯახის, საყვარელი ადამიანებისა და მეგობრების ან უარეს შემთხვევებში ცხოვრების საპირწონედ.  
gallery images

დაუშვით 5-16 წლის ბავშვების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ფაიზერით

არაერთი მშობელი აცხადებს, რომ სურს მათი 5-16 წლის ასაკის ბავშვის ვაქცინაცია, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ვაქცინით მოცვა არის დაბალი, ხოლო ინფექციის მაჩვენებლები მაღალია. გთხოვთ ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას, რათა ვთხოვოთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, დაუშვას 5-16 წლის ბავშვების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია შესაბამისი ავტორიზაციის მქონე ვაქცინით (Pfizer). კვლევებმა კარგი შედეგები აჩვენეს ამ ასაკობრივ ჯგუფში. დავიცვათ ჩვენი შვილები!
gallery images

ერთად, ბავშვების სიცოცხლის უფლების დასაცავად!

წინამდებარე პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ - სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა და რეაბილიტაცია, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სავალდებულო გამგზავრების შემთხვევაში. საქართველოში წლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ბოლო 5 წლის განვალობაში 683 ბავშვს დაესვა კიბოს დიაგნოზი. სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის საქართველოში მკურნალობის დაფინანსება 23 000 ლარს შეადგენს თითო ბავშვზე. აღნიშნული თანხა იმდენად მიზერულია, რომ ხშირად კვების და ხარისხიანი მედიკამენტების შეძენის საშუალებასაც არ იძლევა ოჯახებისთვის. საქართველოში შეზღუდულია ბავშვთა ონკოლოგებისა და კლინიკების რაოდენობა. არ ტარდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურები ბავშვებში, მაგალითად როგორიცაა ძვლის ტვინის გადანერგვა და სხვა მაღალტექნოლოგიური ოპერაციები. შესაბამისად, ბავშვის გადასარჩენად მშობელს უწევს შვილის საზღვარგარეთ გამგზავრება სამედიცინო მომსახურების მიღების მისაღებად, რაც საშუალოდ 150 000 დოლარი ჯდება. სახელმწიფო, იმ ბავშვს რომელსაც საზღვარგარეთ უწევს მკურნალობის მიღება მხოლოდ 30 000 ლარით ეხმარება, რაც ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო არ ეხმარება ბავშვს და ოჯახები მხოლოდ კერძო პირების კეთილი შემოწირულობების იმედად არიან დარჩენილები. ბევრი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა სწორედ ფინანსების არ ქონას! ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები წლების განმავლობაში საკონტროლო კვლევებს საჭიროებენ რაც ასევე არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. ბავშვის უფლებათა კონვენციის, ბავშვის უფლებათა კოდექსის და ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, გადარჩეს, სარგებლობდეს ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით. თითოეული ბავშვი უნდა ცხოვრობდეს უსაფრთხოდ, რათა ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას ხელი არაფერმა შეუშალოს. სახელმწიფო კი ვალდებულია ყველაფერი იღონოს ბავშვების გადარჩენისა და ბედნიერებისთვის! ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები გავერთიანდით რათა ერთად მოვითხოვოთ ბავშვების სიცოცხლის უფლების დაცვა დღეს! წინამდებარე პეტიციაზე ხელმოწერით მოვითხოვთ სახელმწიფომ იზრუნოს ბავშვებზე, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვიან, კერძოდ: სრულად დაფინანსდეს სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სავალდებულო გამგზავრების შემთხვევაში; სრულად დაფინანსდეს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საკონტროლო კვლევები მკურნალობასა და რეაბილიტაციის პერიოდში. სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა!  პროექტი ხორციელდება ააიპ ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირების მიერ, USAID და EWMI Access მხარდაჭერით!
gallery images
gallery images

1 ივნისი, ნინოობა და ბავშვთა დაცვის დღე გამოცხადდეს უქმედ

სამწუხარო რეალობაა მაგრამ დღეს მშობლები, რომლებიც მუშაობენ ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან.ვფიქრობთ, როგორც მშობლებს  ასევე ბავშვებს აქვთ უფლება ბავშვთა დაცვის დღე გაატარონ ერთად. ამ დღესთან დაკავშირებით ჩავატარეთ კვლევა, გამოვკითხეთ ბავშვები და კითხვაზე, თუ რა იყო მათთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმრავლესობის პასუხი იყო, ამ დღის მშობლებთან ერთად გატარება. თუ თქვენც იგივეს ფიქრობთ, შემოგვიერთდით და ერთად ვაჩუქოთ პატარებს და მშობლებს ერთად ყოფნის ერთი დღე. ასევე, პირველი ივნისი არის ნინოობა და ვფიქრობთ საქართველოში ეს დღე უნდა იყოს დასვენება.
gallery images

გაიხსნას ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი თბილისში

სამწუხაროდ, თბილისში არ არსებობს დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტის, კრიტიკოსის - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. ნიკო ნიკოლაძე თბილისში, გალაკტიონის ქუჩა 21-ში ოჯახთან ერთად გასული საუკუნის ოციან წლებში დასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდა. ასევე მისი ოჯახის წევრები - მეუღლე ოლღა გურამიშვილი, შვილები - გიორგი, რუსუდანი და თამარი, სიძე - მიხეილ პოლიევკტოვი, შვილიშვილი - ნიკა პოლიევკტოვ-ნიკოლაძეც ამ სახლის მობინადრენი იყვნენ. მათი მოღვაწეობაც იმსახურებს ცალ-ცალკე სახლ-მუზეუმის გახსნას. ამჟამად, ბინაში ცხოვრობს რძალი - ქალბატონი ზინაიდა პოლიევკტოვა-ნიკოლაძე, რომელიც რუდუნებით ინახავს ოჯახთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს თუ წერილს, ავეჯსა თუ სხვადასხვა ნივთს. ვფიქრობთ, რომ ქალაქისთვის და მომავალი თაობებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არსებობდეს ამ უნიკალური ადამიანების სახლ-მუზეუმი თბილისში, გალაკტიონის ქუჩა 21-ში.  
gallery images

გადავადდეს მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა 1 წლით

მოგეხსენებათ,რომ ქვეყანაში ამოქმედებულია რეგულაცია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის მიერ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წარადგინონ 2018-2020 წლის შესაბამისი კატეგორიის ფინანსური ანგარიშგება. ეს რეგულაცია ვრცელდება მე-4 კატეგორიის საწარმოებზეც.  მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ერთხეულ უკვე იქნა გადავადებული 2019 წელს,თუმცა ამის შემდგომ,2020 წლის დასაწყისში მოგეხსენებათ,რომ ქვეყანა მოიცვა მსოფლიო კოვიდპანდემიამ.ამან გამოიწვია ის,რომ დასაწყისისათვის ჩაიკეტა და დაიხურა ბევრი ბიზნესი,შემდგომში,ნაწილი იმ ბიზნესისა,რომელიც თავისი მონაცემებით მე-4 კატეგორიის საწარმოში გადიოდნენ,ან ვეღარ აღადგინეს ასე ადვილად თავიანთი საქმიანობა,ან აღდგენის შემთხვევაში უმეტესობას მოუწია კადრების შემცირება. ამას გარდა,ეს ეპიდემია შეეხო თითქმის ყველა ოჯახს,ზოგმა მოქალაქემ საკუთარ ჯანმრთელობის ხარჯზე გამოსცადა იგი , ზოგი ვერც გაუმკლავდა მას. ბოლო თვეების მონაცემებით,ვხედავთ თუ როგორ გაზრდილია სიკვდილიანობა. მოგეხსენებათ,ეს რამდენად დამთრგუნველად მოქმედებს მთელ საზოგადოებაზე. ბუღალტრები და ფინანსური  გაყოფილების წარმომადგენლებიც ამ საზოგადოების წევრები გახლავართ,რომელთაც ზოგმა საკუთარ ჯანმრთელობაზე გამოვცადეთ ამ ვერაგი ვირუსის მოქმედება,რითაც აბსოლუტურად დაგვიქვეითდა შრომისუნარიანობა და დღემდე ვებრძვით პოსტკოვიდურ მდგომარეობას,ზოგმა დავკარგეთ ახლობლები,ნაცნობები,კოლეგები. ბიზნესის მეპატრონეები ვეღარ არიან იმდენად გადახდისუნარიანები,რომ დაეფინანსებინათ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სხვადასხვა უწყებების მიერ შეთავაზებული ტრენინგები.იყო რამდენიმე უფასო კურსიც,თუმცა იქ საკმაოდ შეზღუდული იყო დამსწრეთა რაოდენობა,ან იმ პერიოდში ბევრი ბუღალტერი კოვიდს ებრძოდა. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ,რომ მთავრობის მიერ გადავადებული 2 წელი ბიზნესისთვის ახალ,უცნობ და მომაკვდინებელ პანდემიასთან ადაპტირების,მორგების და ყველაზე მთავარი ფიზიკური გადარჩენის პერიოდი იყო, ზოგი ვერ ფიზიკურად ვერ გაუმკლავდა ამ გამოწვევას და ვერც ბიზნესი გადაარჩინა. ამ სისტუაციის გამო,საწარმოების უმეტესი ნაწილი ონლაინ მუშაობაზე გადავიდა.ზოგმა ბიზნესმა ვეღარ შეძლო ბუღალტრული პროგრამების ყოველთვიური მომსახურების გადახდა და ბუღალტრებს მოუწიათ საკუთარი ძალებით,სხვადასხვა ცხრილებში ეწარმეობინათ აღიცხვა.ასევე გასათვალისწინებელია ისიც,რომ საქართველოს მასშტაბით,სხვადასხვა რეგიონებში,უფრო მეტად გართულებულია ბუღალტრული აღრიცხვიანობის წარმოება ბუღალტრული პროგრამებით,რადგან იქ ემატებათ ინტერნეტის,კომპიუტერებისა და სხვა საჭირო საშუალებების არარსებობა. ა.წ.1 ოქტომბრამდე წარსადგენი ფინანსური ანგარიშგება კი საკმაოდ მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალურ ფორმებში გადატანას მოითხოვს,რომელიც თავის მხრივ სანქცირებულია თანმდევი ფულადი პასუხისმგებლობით. გამომდინარე აქედან,მე-4 კატეგოირიის საწარმოებისთვის მოვითხოვთ კიდევ ერთი წლით,2023 წლის 1 ოქტომბრამდე იქნეს გადავადებული ამგვარი ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება.ეს პერიოდი თავის მხრივ საკმაოდ დაეხმარება ბიზნესს,როგორმე ჯერ წამოდგეს ფეხზე და შემდგომში უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგებისათვის ჯეროვანი მომზადება. საუბარია მე-4 კატეგორიის საწარმოებზე,რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში მცირე ზომის მარკეტები,მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები,საცხობები და ა. შ. იმგვარი ტიპის საწარმოები წარმოადგენენ,რომლებისთვისაც კიდევ დამატებითი რაიმე ხარჯი,ან თუნდაც დამატებითი ჯარიმის გადახდა ნიშნავს,რომ მან საბოლოოდ უნდა გააჩეროს საქმიანობა,რაც თავის მხრივ,არ უნდა იყოს ქვეყნისთვის მომგებიანი. გარდა ამისა,მე-4 კატეგორიის საწარმოებშიც უნდა დადგინდეს რაღაც ზღვარი მისი ყოველთვიური ბრუნვიდან გამომდინარე,ვინაიდან მცირე ბრუნვის მქონე საწარმოების( თვეში  7000 ლარამდე) ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა ან ნებაყოფლობითი უნდა გახდეს,ან საერთოდ მოეხსნათ ეს ვალდებულება.დაბალი ბრუნვიდან გამომდინარე,საწარმოს აღარ აქვს ფინანსური რესურსი ახა-ახალი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად აიყვანონ ახალი კადრები შრომის სპეციალისტის,აუდიტორის და ა.შ. გამომდინარე ზემოთჩამოთვლილი გარემობებიდან,მოვითხოვთ გათვალისწინებული იქნას ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის თანმხლები გამოწვევები და მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის 1 წლით გადადებული იქნას ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება.
gallery images

გაუქმდეს საბანკო საკომისიო გადასახადი კომუნალურზე

ბანკების ანგარიშზე ირიცხება თანხა სხვადასხვა კერძო კომპანიის კომუნალურების გადასახადი, რომელიც ისედაც დიდ მოგებას უტოვებს მათ. კიდევ დამატებით ყველა სააბონენტო გადასახადზე მინიმუმ 0.50 ლარი, ანუ ყოველი მომხმარებლიდან ყოველთვიურად მინიმუმ 2 ლარი (მეტიც) გამრავლებული მომხმარებლის რაოდენობაზე შეადგენს კოლოსალურ თანხას. მოვითხოვთ საკომისიოს გაუქმებას და კიდევ, კონკრეტული ანგარიში ქონდეს ყველა კომპანიას. უშუალოდ, მათ ანგარიშზე მოხდეს თანხის ჩარიცხვა და არა ბანკების „კერძო ინტერესების“ გავლით, რა თქმა უნდა არა სააბონენტოს გაზრდის და ბანკისთვის ე.წ.  „ქეშბექის“ ხარჯზე.
gallery images

გადავარჩინოთ სიცოცხლე, არა იძულებით ვაქცინაციას, არა კოვიდფაშიზმს

საქართველოს პრეზიდენტს, ქ-ნ სალომე-ნინო ზურაბიშვილს საქართველოს პარლამენტის თავ-რეს ბ-ნ კ. კუჭავას საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს ასლი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ბ-ნ გრიგოლ ლილუაშვილს ასლი საქართველოს შსს მინისტრს ბა-ნ ვახტანგ გომელაურს ასლი საქართველოს გენერალურ პროკურორს ბ-ნ ირაკლი შოთაძეს ასლი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბ-ნ ჯუანშერ ბურჭულაძეს ასლი საქართველოს დევნილთა, შრომისა და ჯან.დაცვის მინისტრს ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს პ ე ტ ი ც ი ა საქართველოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სპეციალისტთა, მეცნიერთა, ექიმთა, იურისტთა და საზოგადო მოღვაწეთა თხოვნა-პეტიცია ბავშვთა მასობრივი ვაქცინაციის თაობაზე. მოგმართავთ საქართველოს მეცნიერები, საზოგადო მოღვაწენი, დამოუკიდებელი, იურისტები და ექიმები ფართო საზოგადოების მხარსაჭერით და გთხოვთ, არ იქნეს დაშვებული ქვეყანაში ბავშვთა მასობრივი ვაქცინაცია სიცოცხლისათვის საშიში ბიოტექნოლოგიური ვაქცინებით, რომელთაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ ბავშვთა მასობრივ დაავადებებთან და გამოიწვიონ სიკვდილიანობა. ბიოლოგიურ ვაქცინებს, შესაძლებელია, ჰქონდეთ ხანგრძლივი დროის შემდეგ ნეგატიური შედეგები. ჯერ კიდევ არ დასრულებულა ვაქცინაციების ექსპერიმენტი მთელ მსოფლიოში, შუსწავლელია მათი მოქმედების შედეგები. ვინაიდან ვირუსი განუწყვეტლივ განიცდის მუტაციას, ბავშვის ორგანიზმი კი შესანიშნავად უმკლავდება ინფექციას, ბავშვთა იმუნური სისტემის წყალობით, არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს ბავშვთა ვაქცინაცია. ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამოცდილი და შესწავლილი ვაქცინით. მითუმეტეს შექმნილ სიტუაციაში, თუ ქვეყანაში ეპიდემიაა, კლასიკური აქსიომაა, რომ ეპიდემიისა და პანდემიის დროს ვაქცინაცია იკრძალება. ზრდასრულ ადამიანთა ვაქცინაციამ მიგვიყვანა ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდასთან და მოგეხსენებათ, რომ ვიმყოფებით მეოთხე ადგილზე. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ოფიციალური საერთაშორისო საიტის Worfdometers. Info/coronavirus,--ის მონაცემებით. ამ საიტზე დაფიქსირებულია მსგავსი ტენდეცია მსოფლიოს მასშტაბით. კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ახალი ბიოტექნოლოგიური ვაქცინით შეიყვანება გენი რევერტაზის სახელით, რომლითაც ხდება გადაპროგრამება ორგანიზმის უჯრედებისა სპაიკ-ცილების სინთეზზე.ამ ცილების მეშვეობით ვირუსის ცილები აღწევენ უჯრედს შიგნით, მაშინ, როდესაც ანტისხეულები ჯერ კიდევ არ გამომუშავებულა ან მათი შემცირებისას ბავშვის ორგანიზმი გახდება ,,გადაშლილი წიგნი“ - ვირუსებისაგან დაინფიცირებისათვის ადვილად შესაღწევი. იმის გამო, რომ ე.წ. ვაქცინები შეიცავენ პოლისორბატ 80-ს. არის ვარაუდი, რომ ჰემატო-ენცეფალური ბარიერი გახდეს შესაღწევად. კვლევებით დადასტურებულია, რომ იწვევენ პრიონიულ დაავადებებს, მათ შეუძლიათ შეღწევა ტვინშიც კი. სპაიკცილების მუდმივი სინთეზი გენეტიკური მასალის ჩანერგვის შედეგად გამოიწვევს იმუნური სისტემის განადგურებას ბავშვებში და ასევე რთული და გაუთვალისწინებელი დაავადებების წარმოქმნას ჩვენ, როგორც ექიმთა წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ ბავშვების მასობრივ დაინფიცირებასა და სიკვდილში დამნაშავენი იქნებიან საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი სტრუქტურები, რადგან ვაქცინის მწარმოებელი და მომწოდებელი კომპანიები საკუთარ თავზე არ იღებენ პასუხისმგებლობას, აგრეთვე პასუხისმგებლობას სრულიად არიდებს თავს სახელმწიფო და ამცრელი ექიმიც კი. ექსპერიმენტში იძულებით ჩართული საქრთველოს მოსახლეობა სრულიად დაუცველი და უფლებაშელახულია. ჯერ კიდევ არ არის გვიან, უარი ვთქვათ ამ პირობებში დაავადების თავისებურებებიდან გამომდინარე (სხვადასხვა გართულებანი, ვირუსის ხშირი მუტაციები და ა. შ) ბავშვთა ვაქცინაციაზე ამ დაავადებისათვის, მითუმეტეს დაანონსებულია ბავშვთა ვაქცინაცია 6 თვიდან 15 წლის ჩათვლით. იგივე განაცხადი იქნა ამ დღეებში გაკეთებული ორსულ ქალთა ვაქცინაციაზე. უპირობოდ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამოქალაქო სექტორში არსებული ამ დარგების მიუკერძოებელი სპეციალისტების სრული ჩართულობით, გამოძიების დასრულებამდე შწყდეს ვაქცინაციის პროცესი მოსახლეობის სწორი და სრულყოფილი ინფორმაციის მიზნით. მასმედიაში, კერძოდ კი საზოგადოებრივ მაუწყებელში მოგვეცეს პირდაპირი ეთერით სარგებლობის საშუალება გამყრელიძესა და მის კლასტერთან ერთად , რათა საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ გაერკვეს არსებულ რეალობაში. დროა, ბოლო მოეღოს და დასრულდეს ე.წ. პანდემია. პეტიციაზე ხელისმომწერნი:
gallery images

სალიტერატურო ქართული ენა ვ ი ლ ა პ ა რ ა კ ო თ და ვ წ ე რ ო თ ქ ა რ თ უ ლ ა დ

საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი სალიტერატურო ქართული ენა ვ ი ლ ა პ ა რ ა კ ო თ და ვ წ ე რ ო თ ქ ა რ თ უ ლ ა დ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში იცავს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ზრუნავს მის პოპულარიზაციაზე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე;სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციებია: სახლმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისათვის ერთიანი პროგრამისა და პოლიტიკის შემუშავება; რეკომენდაციების გაცემა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ენის მართებული გამოყენების მიზნით; სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა, სახელმწიფო ენის განვითარებისა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენისათვის."პირველი ნიშანი ერის ვინაობისა - ენაა". ფაქტობრივად, „სახელმწიფო ენის დეპარტამენტში“ არ ხდება ქართული სალიტერატურო ენის და საერთოდაც, ქართული ენის დაცვა და მისი შემდგომი პოპულარიზაცია. ამ მხრივ, პირიქით, არ არის ენის კონტროლი. შორსაა ხალხისგან, ერისგან, საზოგადოებისგან. ენა ნაგვიანდება, მახინჯდება და მსოფლიოში დამწერლობის მქონე 14 ენათა შორის არსებული უნიკალური ქართული ენა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, განწირულია და ხელიდან გვეცლება! ამის შესახებ ფართო მსჯელობა გაიმართა ჩვენი საინიციატოვო ჯგუფის მიერ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვემართა თქვენთვის თხოვნით, რათა თავად „სახელმწიფო ენის დეპარტამენტში“ შეიქმნას „ქართული სალიტერატურო ენის“ დაცვის ასე ვთქვათ, განყოფილება, რომელიც მიხედავს მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს! ეს ნაბიჯი უფრო მეტად დაეხმარება დეპარტამენტს სახელმწიფო ენის დაცვის საქმეში, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით დეპარტამენტს აშკარად არ ჰყავს სათანადო კადრი. ფაქტია! ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ „ქართული სალიტერატურო ენის“ დაცვას, მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს უხელმძღვანელოს ხალხის წარმომადგენელმა, ხალხის რჩეულმა ენათმეცნიერმა ბატონმა იოსებ (სოსო) ლებანიძემ, ოფიციალურად ჩაუდგეს სათავეში ამ საქმეს და მოახდინოს ენის მონიტორინგი. ბ-ნი იოსებ (სოსო) ლებანიძე ძალისხმევას არ იშურებს ქართული ენის დასაცავად. ინტერნეტიდან მისი შენიშვნები მართლმეტყველებასა და მართლწერაში, მართლაცდა, საინტერესო და საქმიანია, მაგრამ არამასშტაბური, მოგეხსენებათ, იმ შედეგს არ იძლევა, რასაც ოფიციალური. ეს კი აუცილებელია! ამის შესახებ საზოგადოებასთან შეთანხმებით იმსჯელა ჩვენმა საინიციატოვო ჯგუფმა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი ქართველი ხალხის მოწოდებაა, ნება და თხოვნაა თქვენდამი. სწორედ ეს სჭირდება ქართულ ენას, ქვეყანას, ხალხს, მომავალს! და მიგვაჩნია, რომ თქვენც იგივე აზრი გაქვთ, ხალხისთვის მხარდაჭერა, ენისთვის მხარდაჭერა.ბატონი იოსებ (სოსო) ლებანიძე ქართული ენის საკითხთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა, - ეს არის საქართველოს მოსახლეობა თუ ემიგრაციაში მყოფნი. დიდია ბ-ნ იოსებ (სოსო) ლებანიძის ძალისხმევა ქართული ენის დაცვასა და ზრუნვაში. იგი ათეული წლები იყო გამომცემლობა „საქართველოს“ რედაქტორი. ჩამოყალიბდა როგორც სპეციალისტი, მის ხელში უამრავმა ლიტერატურამ გაიარა. იგი არის „დედის დღე“ – 3 მარტის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პოპულარიზატორი. ასევე, იყო მოთხოვნადი და ცნობილი გამოცემის, - „ქართული კალენდრის“ რედაქციის გამგე. ქართული ენის დამახინჯებასა და გადაგვარებასთან დაკავშირებით, პრევენციისთვის იზრუნა ბატონმა იოსებმა და ერთი წლის წინ ქ-ნ ნინო ლებანიძესთან თანაავტორობით შეადგინა და შექმნა ქართული ენის (გრამატიკის სრული კურსი) უნიკალური და უნივერსალური სახელმძღვანელო - „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“, რომელსაც ფართო საზოგადოებამ „საუკუნის წიგნი“ უწოდა. იგი სამაგიდო წიგნია ყველა და თითოელი ქართველისთვის. ბ-ნმა იოსებ (სოსო) ლებანიძემ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით რეალურად და პრაქტიკულად დაამტკიცა ქვეყნის, ერის და მშობლიური ენის სიყვარული და ზრუნვა. დაგვეთანხმებით, დღევანდელ დღეს ეს არ არის პატარა საქმე. დარწმუნებული ვართ, მიესალმებით ამ საქვეყნო და საერო საქმეს!ასევე, ფასდაუდებელია მისი მეცნიერული ნაშრომი „ქრისტე აღდგა თუ „აღსდგა?“, რომელიც საღი ანალიტიკური აზროვნებითაა დაწერილი. ახლახანს დაიბეჭდა. მასში განხილულია ფილოლოგიისა და თეოლოგიის ის საკითხები, რომლებსაც დღემდე (სამი საუკუნის მანძილზე) ვერცერთმა ენათმეცნიერმა თუ თეოლოგმა ვერ უპასუხა ბოლომდე და გადამწყვეტად. ამ ნაშრომმა, ცვლილებები შეიტანა, როგორც ფილოლოგიაში (ლექსიკა - ლექსიკონები და მსგავსი ლიტერატურა), ასევე, თავად თეოლოგიაში - ამ ნაშრომით ჭეშმარიტება დადგინდა და ნათელი მოეფინა. ამასთან დასრულდა დავა მართლმადიდებლებს შორის.ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების წარმომადგენლე-ბი (მთლიანად ქართველი ერი), ვწუხვართ „ქართული სალიტერატურო ენის“ დაბინძურების გამო (რაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება) და მოვითხოვთ ამ საქმის გამოსწორებას. „ენა დედაა ერისა“. ქართული სალიტერატურო ენის გადარჩენისათვის მოვითხოვთ: 1. „სახელმწიფო ენის დეპარტამენტში“ დასაქმდეს და „ქართული სალიტერატურო ენის“დაცვას, ენის მორიტორინგს - მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს უხელმძღვანელოს ენათმეცნიერმა ბატონმა იოსებ (სოსო) ლებანიძემ; 2. შეგროვდეს ხელმოწერები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ემიგრაციაშიმყოფი ჩვენი თანამემამულეების მიერ ბატონ იოსებ (სოსო) ლებანიძის აღნიშნულთანამდებობაზე დასანიშნად.მოგმართავთ თხოვნით, მოთხოვნით - ხელმოწერებით დაგვიდასტუროთ თქვენი თანხმობა, რითაც ფასდაუდებელ წვლილს შეიტანთ ჩვენი მშობლიური ენის გადარჩენაში. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი:რუსუდან კოტაშვილი პირადი ნომერი 01026010077საინიციატივო ჯგუფის წევრები:გიორგი კეკელიძე პირადი ნომერი 33001015781ნინო ქუთათელაძე პირადი ნომერი 01011012555დიმიტრი ლორთქიფანიძე პირადი ნომერი 01005008393ემზარ კვიციანი პირადი ნომერი 62004001736ათანასე ჩიქვინიძე პირადი ნომერი 01501107310ლაშა სტურუა პირადი ნომერი 01001013616იზო ბაქრაძე პირადი ნომერი 01023000285ამირან ბუთურიშვილი პირადი ნომერი 01024033480სოლომონ ნერგაძე პირადი ნომერი 01018002151ბესიკი ადამია პირადი ნომერი 60001000109დეკანოზი, მამა იოსებ ხოხონიშვილი პირადი ნომერი 40001004555გიორგი ჩალათაშვილი პირადი ნომერი 01017017617  
gallery images

განახლდეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში | Continue in-person learning in schools

2021 წლის 31 აგვისტოს ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება #322-ში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ (მუხლი 3.22) „საგანმანათლებლო დაწესებულებებმა (ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი) 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.“, რამაც შედეგად გამოიწვია, მათ შორის, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება არათუ უშლის ხელს განათლების სრულყოფილად მიღებას, არამედ მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს მოსწავლეებს. 2021 წლის 31 აგვისტოს UNICEF-ის წარმომადგენლის განცხადებით, სკოლები უნდა იყოს პირველი დაწესებულება, რომელიც უნდა გაიხსნას და ბოლო - დაიხუროს, რადგან არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ონლაინ სწავლის პირობებში ბავშვები განიცდიან არა მხოლოდ აკადემიურ რეგრესს, არამედ აღნიშნული გავლენას ახდენს მათი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და სოციალურ უნარებზე. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, სკოლა არ არის ვირუსის გავრცელების მთავარი კერა, ბავშვების საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით, 2021 წლის შემოდგომიდან ამერიკისა და ევროპის თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულებაში მოხდა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა. რისკების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში განთავსდა სადეზინფექციო და დაცვის სხვა საშუალებები; მოეწყო ტესტირების სივრცეები. 2021 წლის 23 აგვისტოს ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენისათვის აუცილებელია მასწავლებელთა 80% იყოს აცრილი. ვიზიარებთ, რომ სასწავლო პროცესის აღდგენა უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ზომების სათანადო წესის დაცვით. შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაძლოა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები/სავალდებულო წინაპირობები სასწავლო პროცესის უსაფრთხო გაგრძელების მიზნით. თუმცა ის ფაქტი, რომ დღესდღეობით არსებობს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნას, თუმცა სასწავლო პროცესი გრძელდება ონლაინ რეჟიმში, არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით აღირებულ ბავშვის განათლებისა და განვითარების უფლებას. შესაბამისად, მოვითხოვთ ისეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა მშობლების, პედაგოგებისა და პერსონალის 80% არის აცრილი, მიეცეთ უფლება სასწავლო პროცესი აღადგინონ საკლასო ოთახებში 2021 წლის 4 ოქტომბრამდე.     On August 31, 2021, the Resolution # 322 of the Government of Georgia was amended, according to the new amendments (Article 3.22) all education institutions (including schools) were obliged to continue online learning process instead of in-person teaching. Continuing the learning process virtually, not only prevents students from getting sufficient motivation, education, but also puts severe psychological stress on them. According to UNICEF representative on school-reopening (August 31, 2021), schools should be the first institution to open and the last to close, as there are enough evidences showing that children not only experience academic regression but also it negatively affects their mental health and social skills. Given that, according to studies by the World Health Organization, the school is not the main source for the spread of the virus. Therefore, in order to protect the best interests of children, from the fall, 2021, almost all educational institutions in the USA and Europe continued the educational process in classrooms. In order to maximize risk prevention, hand sanitizers and other materials were placed in educational institutions, including testing area organisation. According to Amiran Gamkrelidze on school-reopening, (August 23, 2021), in order to re-open schools, it is necessary to vaccinate at least 80% of the teachers. We do agree, that the restoration of the learning process must be carried out in compliance with all necessary safety measures. Accordingly, certain restrictions / mandatory preconditions may be imposed by the competent authorities in order to ensure the safe of the learning process. However, the fact that there are now public and private education institutions that meet this requirement and they are still obliged to continue the educational process online, violates the right to education and development of the child determined by the Constitution of Georgia and international law. Accordingly, we request that schools with 80% of their staff and parents vaccinated be allowed to resume the learning process in classrooms before October 4, 2021.  
gallery images

რუსთაველის გამზირის 54 - საფრთხეშია! 54, Rustaveli Avenue is under threat!

რუსთაველის მოედნისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის პროექტის ნებართვა, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, 2021 წლის 15 ივნისს გაიცა.  პროექტი ითვალისწინებს საბაგიროს ახალი, წრიული სისტემის მონტაჟს (21 გონდოლა, საათში 1100 მგზავრის გადაყვანა), საბაგიროს ისტორიული, ქვედა სადგურის (არქიტექტორი კონსტანტინე ჩხეიძე, 1959 წ., გამტარიანობა - 300 მგზავრი/სთ) გაფართოებას და რეკონსტრუქციას, ახალი ტექნიკური ნაწილის მშენებლობას და შუალედური 5 საყრდენი ანძის დამონტაჟებას, რომელთაგანაც სამი  მჭიდროდ დასახლებულ განაშენიანებაში უნდა განლაგდეს.  მშენებლობის ნებართვისათვის გაცემული საექსპერტო დასკვნა ეყრდნობა არაკვალიფიციურ, კატეგორიულად მიუღებელ სახელოვნებათმცოდნეო კვლევას; კვლევაში საბაგიროს ქვედა სადგურიდან უშუალო სიახლოვეს, რუსთაველის 54-ში, მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა სრულიად იგნორირებულია; გამომდინარე აქედან, არ არის ჩატარებული შენობის წინასწარი ექსპერტიზა, სტრუქტურული ანალიზი, არ არის შეფასებული რუსთაველის 54-ში მდებარე ძეგლისათვის მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი, კერძოდ, კი იმ რისკების ზეგავლენა, რასაც გამოიწვევს სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები, სადგურის რეკონსტრუქცია და გაფართოება, საბაგიროს ხაზის ექსპლუატაციით გამოწვეული მუდმივი ვიბრაცია და რყევა. დამტკიცებული პროექტი არ შეიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისგან დაცვის არც ერთ ღონისძიებას. ვასილ გაბაშვილის სახლის სახელით ცნობილი, ორსართულიანი ნაგებობა, XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის მაღალმხატვრულ შენობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, (არქიტექტორი - კორნელი ტატიშჩევი, 1897 წ); ნეობაროკული სტილის, უხვი ნაძერწობით დაფარულ მთავარ ფასადს ქვის ცოკოლზე დაყრდნობილი ხის ორ იარუსიანი აივანი ამკობს. სწორედ აღნიშნული ხის აივნის მოწყობის კონსტრუქციული თავისებურება განაპირობებს შენობის ტიპოლოგიურ უნიკალურობას. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახლის ასევე ნეობაროკული პარადული სადარბაზო, რომლის ნატიფად შესრულებულ არქიტექტურულ მორთულობას ანალოგი თბილისურ სადარბაზოებს შორის არ მოიძებნება.    დღეისათვის დაწყებულია პროექტით დაგეგმილი, ეკატერინე გაბაშვილის ქ. 6-ში მდებარე შენობების დემონტაჟი. სადემონატაჟო სამუშაოებით გამოწვეული რყევების შედეგად ძეგლის ავარიულ სადარბაზოში ნალესობა უკვე ცვივა. ამის გარდა, ძეგლისთვის საფრთხეს წარმოადგენს საბაგიროს ახალი ანძა და ტექნიკური შენობა, რომელიც მისგან მხოლოდ 7 მეტრით იქნება დაშორებული. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო მოვითხოვთ - დაუყონებლივ შეჩერდეს დაწყებული სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები, ჩატარდეს რუსთაველის 54-ში მდებარე ძეგლის სტრუქტურული ანალიზი, შეფასდეს ახალი მშენებლობით გამოწვეული ზეგავლენის რისკები და ზედმიწევნით ზუსტად დაიგეგმოს ყველა ის ღონისძიება, რაც დაიცავს რუსთაველის 54 ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შემდგომი დაზიანებებისგან.    The Technical and Construction Supervisory Agency of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia issued a building permit, dated 15 June 2021 for the reconstruction of the ropeway connecting Rustaveli Ave. to the Mtatsminda Park. The project envisages construction of a new ropeway system (with 21 rotating gondolas for the transportation of 1100 passengers per hour). The reconstruction works also include expansion of the existing bottom station (architect Konstantine Tckheidze 1959, formerly transporting 300 passengers per hour) adding to it a new technical facility building; erecting 5 rope way supporting masts, three out of total in a densely-populated neighborhood. The expert conclusion to obtain the building permit is based on a highly unprofessional and completely unacceptable research as Vasil Gabashvili House at 54, Rustaveli Ave. has been totally ignored, thus issuing the building permit by not taking into consideration a highly important cultural heritage site. Therefore any comprehensive assessment, structural analysis and determining the scope of anticipated damage to the cultural heritage building located at 54, Rustaveli Ave. is not conducted. More specifically, the negative impact that will be caused by the demolition of the building located at 6, Ekaterine Gabashvili Str., reconstruction and extension of the ropeway station and the constant vibrations generated by the operation of the ropeway is not evaluated. The permitted reconstruction do not include any work that will protect the cultural monument from damage.  Known as the Vasil Gabashvili House, this two-storey residential building of high artistic merit was designed by Korneli Tatishchev in 1897. It is one of the most distinguished among the houses designed and built in Tbilisi in the second half of the 19th century. The façade, designed in the neo-Baroque style and lavishly adorned with carvings, is provided with a wooden fretwork balcony, which rests on a stone socle projecting from the façade and runs along two storeys. The unique structural solution employed in the balcony design defines a typological specificity of the building. Equally remarkable is an entrance hall, also in neo-Baroque style, the refined architectural decorations of which find no parallel among 19th century heritage building entrance halls.    Currently the demolishing process of the buildings located at 6, Ekaterine Gabashvili is started and as expected is a treat for  the cultural heritage building located at 54, Rustaveli  Ave.  As a result of the vibrations caused by demolition works, the plaster of the entrance hall walls, which was in emergency state, start to fall. Moreover, the most threat causing will be the new technical facility building, which if constructed is planned to be 7 m distance away from the bearing wall (and the entrance hall) of the cultural heritage building.  We request to stop the ongoing demolishing and construction works; to carry out the structural analyzes of the cultural heritage building at 54, Rustaveli Ave.; to evaluate the damage threat in order to eliminate risks caused by the new construction works and to elaborate precise plan of actions that could prevent any further damages of the cultural heritage site.    .             
gallery images

პატიება

ლაშამ აპატიოს შორენას Fecebook-მეგობრებიდან ამოშლა.
gallery images

აიკრძალოს წითელი ფერი

აიკრძალოს წითელი ფერის ტანსაცმელი,ბიუსჰალტერი,საცვალი,ფეხსაცმელი,პომადა,ცხვირსახოცი,პირსახოცი,თეთრეული,ფარდა,შპალერი,ქვაბები,ტაფები და ა.შ. სხვადასხვა სუვენირები.