add one
gallery images

პიტა და ნიტას გადასარჩენად

არასრულწლოვნები პიტა (6 წლის) და ნიტა (4 წლის) ჟორდანიები უსაფუძვლოდ იქნენ განცალკევებული მშობლებისგან და მოვითხოვთ მათ მშობლებთან დაბრუნებას
gallery images

პეტიცია, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებული აქტულური საკითხების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თემატური მოკლვევის ჯგუფის შექმნის თაობაზე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მუზეუმთა გაერთიანების არათანმიმდევრული, უკანონო მოქმედებების შედეგად, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა და იქ დაცული კოლექციები საფრთხეშია! მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, საზოგადოებამ, ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ მიმდინარე მძიმე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის შეუთავსებელი პროცესების მორიგი ლუსტრაცია იხილა. საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, მინისტრმა - თეა წულუკიანმა, ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ, ბუნდოვანი და არაფრისმთქმელი ინფრომაცია მიაწოდა დეპუტატებს. ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ არ ინტერესდება სამინისტრო, მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის ბრძანების შეუსრულებლობით, რომლის მიხედვით შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის მიზნით მართვის განსაკუთრებული რეჟიმი იქნა შემოღებული და შესაბამის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. ბრძანების თანახმად, პროცესი 2021 წლის 5 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და 2022 წლის 5 თებერვლისთვის დასრულებულიყო. სამწუხაროდ, ფონდების ევაკუაციის და მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხოებისათვის საჭირო ეფექტური ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. სამინისტრო და მუზეუმების გაერთიანება საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას მუზეუმში მიმდინარე პროცესების შესახებ. ხელოვნების მუზეუმის გადარჩენის მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მუზეუმების გაერთიანებამ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით წარდგენილი ყველა განცხადება. ისევე როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული 2021 წლის აგვისტოში წარდგენილი პეტიცია, რომელსაც 2500-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს. ამჟამად, მუზეუმის მეორე კორპუსში დაწყებულია სარემონტო სამუშაოები და უცნობია, კონკრეტულად რომელი კოლექციების გადასატანად მზადდება აღნიშნული სივრცე. ხელოვნების მუზეუმის კოლექციების გადანაწილება რაციონალური და გამჭვირვალე გეგმის გარეშე, რომელიც შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ბედს განაპირობებს, არის დაუშვებელი და არაერთი საფრთხის შემცველი. ასევე, დაუშვებელია,  ეს პროცესი პროფესიული წრეების ინფორმირების გარეშე დაიწყოს. გაურკვეველია რა პრინციპით და ვისი მონაწილეობით მიმდინარეობს ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტირება და დაწყებულია თუ არა ეს პროცესი. საზოგადოებამ არ იცის რა ბედი ელის ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმს, მის ისტორიულ შენობას და იქ დაცულ უნიკალურ კოლექციებს! ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფონზე, წინამდებარე პეტიციის ხელის მომწერები მივმართავთ საართველოს პარლამენტს და მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა სათანადო ყურადღება მიაქციოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირგვლივ მიდინარე პროცესებს. კერძოდ, გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის უფლებამოსილება და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შექმნას თემატური მოკლვევის ჯგუფი. პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფი ხელოვნების მუზეუმისთვის
gallery images

Dagvexmaret xma mivacvdinot merias ro mogvcen bina sakutari ..4 shvilis usaxlkaro deda devnili socialirad daucveli mravalshbiliani statusis mqone

Var socialirad daucveli 22 atasi qulit  4 arasrulclovani shvilis deda devnili romelic vcxovrob sxvis fartshi ... vitxov farts meriisgan merisgan batono kaxi tqvens msgavsad 4 bichis deda gtxovt ganixilot da dagvakmayofilot fartit ... devnilta zaministros binis rigshi ganuilavi ganacxadi clebia xevs taroze ... didad madlobeli dagchebit mteli ojaxi.. samtrediidan var tqveni mshobliuri mxaridan ... gtxovt miigot ganacxadi da damidget gverdit am saaxalclod ..
gallery images
gallery images

უსახლკარო

გთხოვთ დაგვეხმაროთ რომ გვქონდეს ერთი პატარა ოთახი მაინც რომელიც იქნება ჩვენი  კერა და არ ვიქნებით შიშით რომ გაგვიშვებენ სახლოდან
gallery images

ბინა ყველა უსახლკარო ოჯახს ქირის თანხის სანაცვლოდ

უსახლკარო ქვია ოჯახს რომელიც არსად არ ფლობს საცხოვრებელს და ამის გამო წლები უწევთ ქირით ცხოვრება. ჩემი და ჩემი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად ქირით  ცხოვრება  ათეულ წლებთანაა დაკავშირებული უშედეგოდ.  ხელმოწერების შეგროვების მიზანია საქართველოში არსებობდეს საბინაო პროგრამა, რომელიც აღნიშნულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს მისცემს საშვალებას ქირის თანხის სანაცვლოდ იცხოვრონ საკუთარ ბინებში.  მსოფლიო დონეზე მსგავსი პროექტი უამრავ ქვეყანაში მიმდინარეობს, ამიტომ მე და ჩემს გუნდს გვსურს საქართველოშიც არსებობდეს დაბინახების ხელშეწყობის პროგრამა რომელიც ჩვენი სახელფასო შემოსავლებისა და საშვალო ფენა მოსახლეობის შესაბამისია.  მოგეხსენებათ საქართველოში ქირით მაცხოვრებელი ოჯახების უმეტესობა არის შრომის უნარიანი, ხელფასზე მომუშავე ოჯახები და ხელფასის არსებობა ეს უკვე სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად დიდ პრობლემას წარმოადგენს. მუდმივი ქირით ცხოვრება და სოციალური კუთხით შექმნილი პრობლემები გვინდა თუ არგვინდა მომავალ თაობაზეც ახდენს გავლენას.  გვქონდეს საცხოვრისი ეს ჩვენი კონტიტუციური უფლებაა და არა ფუფუნება
gallery images

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს.

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს. FREE TO MIKHEIL SAAKASHVILI.
gallery images

შეწყდეს დისკრიმინაცია და სამართლიანად გადანაწილდეს სახელფასო ბიუკეტი

საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვინდა გაგაცნოთ ინფორმაცია EMIS-ის IT სახელფასო ბიუჯეტის შესახებ. გამოთხოვილ ინფორმაცის ანალიზის საფუძველზე მოვითხოვთ, ჩატარდეს ფინანსური აუდიტი და დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი არამიზნობრივ ხარჯვას და EMIS-ის თანამშრომლებისთვის სახელფასო ბიუჯეტის დისკრიმინაციულ განაწილებას. წარმოდგენილ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ შტატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება 2012 წლიდან . ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არა. ვფიქრობთ ბიუჯეტის ასეთი განაწილება არის დისკრიმინაციული და სახალხო დამცველს ვთხოვთ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი შემდგომი რეაგირებისთვის. ჩვენი მოთხოვნაა დასრულდეს „მონათმფლობელური“ დამოკიდებულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და გამოყოფილი რესურსების გადანაწილება განხორციელდეს სამართლიანობისა და კანონის დაცვით.
gallery images

დაუწიონ საწვავის ფასი

ვაპროტესტებთ საწვავის ზრდას ყოველდღიურად.
gallery images

უარი მწვანე პასპორტს

უარი მწვანე პასპორტს, პეტიცის შექმნილია იმ ჯგუფების მიმართ ვინც თვლის რომ მწვანე პასპორტის გამოცემით მათი უფლებები იზღუდება და დისკრიმინაცის მსხვერპლი არიან, ხელმომწერები აცხადებენ უარს კოვიდ მწვანე პასპორტებზე რადგან არ ენდობიან კონკრეტულად კოვიდის აცრას!
gallery images

განახლდეს გამოსახლების პროცედურა

ჩვენ ვითხოვთ განახლდეს გამოსახლების პროცედურა რათა შევძლოთ ჩვენი საკუთარი უძრავი ქონებიდან ურჩი არაკანონიერი მაცხოვრებელი ადამიანების გამოსახლება და ჩვენივე საკუთარი უძრავი ქონების გამოყენება. გაუქმდეს  მთავრობის  2020 წლის 23 აპრილის  322-ე დადგენილება. და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უბრძანოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. კერძოდ მის ხელმძღვანელს ერეკლე ღვინიანიძეს განაახლოს იძულებით გამოსახლების პროცედურები. 
gallery images

საშემოსავლო გადასახადის გაუქმება მრავალშვილიანთათვის

საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად, მეტი აქტივობაა საჭირო! პრობლემა უდაოდ დიდია! ოჯახს რომელსაც ჰყავს ბევრი შვილი , ყველაზე სწორი და მართებული ,,დახმარება" გახლავთ- მშრომელ ადამიანს, მითუმეტეს როცა ის სახელმწიფოსაგან არავითარ სოც.დახმარებას არ იღებს,საშემოსავლო გადასახადი გაუნეხევრდეს,ან შვილთა რაოდენობის მიხედვით სრულიად გაუუქმდეს! სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოდ ერის გამრავლებას,ეს გზა კი სულაც არ ქმნის მოქალაქის,მშობლის, გაზარმაცებისა და უქმად სოციალურის მიღების პირობას! 
gallery images

დამონტაჟდეს სიჩქარის შემზღუდველი კამერები, ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე

ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე (ე.წ. ფარეხას მონაკვეთი) წლებია, არა ერთი ავტოავარია მოხდა, რომელმაც, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი გახდება მინიმუმამდე დავიყვანოთ, ავარიების მოხდენის შემთხვევები და ვიხსნათ ადამიანების  სიცოცხლე, აღნიშნულ მონაკვეთზე, ბორჯომის, ასპინძის მსგავსად სიჩქარის შემზღუდველი კამერების დაყენება წარმოადგენს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ჩვენი თხოვნა, გაეცნოთ სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენი შემთხვევა მოხდა აღნიშნულ მონაკვეთზე და მოახდინოთ დროული რეაგირება  
gallery images

მოგვეცით შვილის განათლების უფლება

მოგესალმებით. მსურს ერთ მტკივნეულ თემას შევეხო. დიდი ხნის დაკვირვებისა და გადაფასებების შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ უსამართლოა ბავშვების სკოლამდელი ასაკის ასე მკაცრად განსაზღვრა. უსამართლოა მშობლების მიმართაც და კიდევ უფრო უარესი, უსამართლოა ბავშვის მიმართაც. გამომდინარე იქიდან, რომ პირობითად 16 სექტემბერს და შემდეგი წლის 14 სექტემბერს დაბადებული ბავშვები ერთ კლასში იქყებენ სწავლას, ვიღებთ მოცემულობას, რომ ორი სრულიად სხვადასხვა განვითარების საფეხურზე მყოფი ბავშვი იღებს განათლებას ზუსტად ერთიდაიგივე პროგრამით. ამიტომ, უფროს ბავშვს ეკარგება მოტივაცია უკეთესობისთვის, რადგან, თანაბარი პირობების შემთხვევაში, ის მის თანაკლასელზე მეტად განვითარებულია. მით უარესი, თუ ეს ერთი წლით უფროსი, ერთი წლის წინაც უკეთესად იყო განვითარებული მისი კლასელის ახლანდელ განვითარებასთან შედარებით. ამიტომ, ვფირობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი და შედეგისმომტანი იქნებოდა ამ რეგულაციის გაუქმება ან გარკვეულწილად ცვლილება. ნებისმიერ მშობელს უნდა ჰქონდეს შვილის სკოლაში მიყვანის ან მიყვანის მცდელობის უფლება. მცდელობას ვუსვამ ხაზს, რადგან ეს მტკივნეული გარდატეხა იქნება და იმისათვის, რომ არ დაიკარგოს თანასწორობის განცდა, რომელიც ახლა ნამდვილად დაკარგულია, ვფიქრობ, საინტერესო შედეგს მოგვცემდა გარკვეული ტესტის ან ფსიქოლოგიური ანალიზის საფუძველზე ხდებოდეს მოსწავლეთა მიღება პირველ კლასში. ამას საჭიროების შემთხვევაში, შ3საბამისი კომპეტენციის მქონე პირები გადაწყვეტენ. იმისათვის, რომ ამ საკითხის მნიშვნელობა დაინახოთ, ვფიქრობ 10 000 ხელმოწერა საკმარისი უნდა იყოს. რაც შეეხება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას, ამას ჩვენი სიმრავლე ისედაც არ სჭირდება.
gallery images

გადაეცეს მრავალშვილიან ოჯახებს ბინები

საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიან ოჯახებს ერიცხებათ სუფსიდია 5%-დან 8%-მდე, მხოლოდ 5 წლის განმავლობაში. ეს წარმოადგენს მხოლოდ მიზერულ დახმარებას, რომლის გამოყენებაც ვერ ხერხდება. იმისთვის, რომ დემოგრაფიული პრობლემა გადაიჭრას და ქვეყანა განვითარდეს საჭიროა მრავალშვილიანი ოჯახები დაკმაყოფილდნენ მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი ფართით.