add one
gallery images

რუსთაველის გამზირის 54 - საფრთხეშია! 54, Rustaveli Avenue is under threat!

რუსთაველის მოედნისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის პროექტის ნებართვა, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, 2021 წლის 15 ივნისს გაიცა.  პროექტი ითვალისწინებს საბაგიროს ახალი, წრიული სისტემის მონტაჟს (21 გონდოლა, საათში 1100 მგზავრის გადაყვანა), საბაგიროს ისტორიული, ქვედა სადგურის (არქიტექტორი კონსტანტინე ჩხეიძე, 1959 წ., გამტარიანობა - 300 მგზავრი/სთ) გაფართოებას და რეკონსტრუქციას, ახალი ტექნიკური ნაწილის მშენებლობას და შუალედური 5 საყრდენი ანძის დამონტაჟებას, რომელთაგანაც სამი  მჭიდროდ დასახლებულ განაშენიანებაში უნდა განლაგდეს.  მშენებლობის ნებართვისათვის გაცემული საექსპერტო დასკვნა ეყრდნობა არაკვალიფიციურ, კატეგორიულად მიუღებელ სახელოვნებათმცოდნეო კვლევას; კვლევაში საბაგიროს ქვედა სადგურიდან უშუალო სიახლოვეს, რუსთაველის 54-ში, მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა სრულიად იგნორირებულია; გამომდინარე აქედან, არ არის ჩატარებული შენობის წინასწარი ექსპერტიზა, სტრუქტურული ანალიზი, არ არის შეფასებული რუსთაველის 54-ში მდებარე ძეგლისათვის მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი, კერძოდ, კი იმ რისკების ზეგავლენა, რასაც გამოიწვევს სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები, სადგურის რეკონსტრუქცია და გაფართოება, საბაგიროს ხაზის ექსპლუატაციით გამოწვეული მუდმივი ვიბრაცია და რყევა. დამტკიცებული პროექტი არ შეიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისგან დაცვის არც ერთ ღონისძიებას. ვასილ გაბაშვილის სახლის სახელით ცნობილი, ორსართულიანი ნაგებობა, XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის მაღალმხატვრულ შენობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, (არქიტექტორი - კორნელი ტატიშჩევი, 1897 წ); ნეობაროკული სტილის, უხვი ნაძერწობით დაფარულ მთავარ ფასადს ქვის ცოკოლზე დაყრდნობილი ხის ორ იარუსიანი აივანი ამკობს. სწორედ აღნიშნული ხის აივნის მოწყობის კონსტრუქციული თავისებურება განაპირობებს შენობის ტიპოლოგიურ უნიკალურობას. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახლის ასევე ნეობაროკული პარადული სადარბაზო, რომლის ნატიფად შესრულებულ არქიტექტურულ მორთულობას ანალოგი თბილისურ სადარბაზოებს შორის არ მოიძებნება.    დღეისათვის დაწყებულია პროექტით დაგეგმილი, ეკატერინე გაბაშვილის ქ. 6-ში მდებარე შენობების დემონტაჟი. სადემონატაჟო სამუშაოებით გამოწვეული რყევების შედეგად ძეგლის ავარიულ სადარბაზოში ნალესობა უკვე ცვივა. ამის გარდა, ძეგლისთვის საფრთხეს წარმოადგენს საბაგიროს ახალი ანძა და ტექნიკური შენობა, რომელიც მისგან მხოლოდ 7 მეტრით იქნება დაშორებული. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო მოვითხოვთ - დაუყონებლივ შეჩერდეს დაწყებული სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები, ჩატარდეს რუსთაველის 54-ში მდებარე ძეგლის სტრუქტურული ანალიზი, შეფასდეს ახალი მშენებლობით გამოწვეული ზეგავლენის რისკები და ზედმიწევნით ზუსტად დაიგეგმოს ყველა ის ღონისძიება, რაც დაიცავს რუსთაველის 54 ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შემდგომი დაზიანებებისგან.    The Technical and Construction Supervisory Agency of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia issued a building permit, dated 15 June 2021 for the reconstruction of the ropeway connecting Rustaveli Ave. to the Mtatsminda Park. The project envisages construction of a new ropeway system (with 21 rotating gondolas for the transportation of 1100 passengers per hour). The reconstruction works also include expansion of the existing bottom station (architect Konstantine Tckheidze 1959, formerly transporting 300 passengers per hour) adding to it a new technical facility building; erecting 5 rope way supporting masts, three out of total in a densely-populated neighborhood. The expert conclusion to obtain the building permit is based on a highly unprofessional and completely unacceptable research as Vasil Gabashvili House at 54, Rustaveli Ave. has been totally ignored, thus issuing the building permit by not taking into consideration a highly important cultural heritage site. Therefore any comprehensive assessment, structural analysis and determining the scope of anticipated damage to the cultural heritage building located at 54, Rustaveli Ave. is not conducted. More specifically, the negative impact that will be caused by the demolition of the building located at 6, Ekaterine Gabashvili Str., reconstruction and extension of the ropeway station and the constant vibrations generated by the operation of the ropeway is not evaluated. The permitted reconstruction do not include any work that will protect the cultural monument from damage.  Known as the Vasil Gabashvili House, this two-storey residential building of high artistic merit was designed by Korneli Tatishchev in 1897. It is one of the most distinguished among the houses designed and built in Tbilisi in the second half of the 19th century. The façade, designed in the neo-Baroque style and lavishly adorned with carvings, is provided with a wooden fretwork balcony, which rests on a stone socle projecting from the façade and runs along two storeys. The unique structural solution employed in the balcony design defines a typological specificity of the building. Equally remarkable is an entrance hall, also in neo-Baroque style, the refined architectural decorations of which find no parallel among 19th century heritage building entrance halls.    Currently the demolishing process of the buildings located at 6, Ekaterine Gabashvili is started and as expected is a treat for  the cultural heritage building located at 54, Rustaveli  Ave.  As a result of the vibrations caused by demolition works, the plaster of the entrance hall walls, which was in emergency state, start to fall. Moreover, the most threat causing will be the new technical facility building, which if constructed is planned to be 7 m distance away from the bearing wall (and the entrance hall) of the cultural heritage building.  We request to stop the ongoing demolishing and construction works; to carry out the structural analyzes of the cultural heritage building at 54, Rustaveli Ave.; to evaluate the damage threat in order to eliminate risks caused by the new construction works and to elaborate precise plan of actions that could prevent any further damages of the cultural heritage site.    .             
gallery images

პატიება

ლაშამ აპატიოს შორენას Fecebook-მეგობრებიდან ამოშლა.
gallery images

აიკრძალოს წითელი ფერი

აიკრძალოს წითელი ფერის ტანსაცმელი,ბიუსჰალტერი,საცვალი,ფეხსაცმელი,პომადა,ცხვირსახოცი,პირსახოცი,თეთრეული,ფარდა,შპალერი,ქვაბები,ტაფები და ა.შ. სხვადასხვა სუვენირები.
gallery images

Დაიკლოს გადასახადმა სახემწიფო უნივრსიტეტებში ონლაინ სწავლების დროს

საქართველოს პრემიერ მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს თავჯდომარეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს.   ბატონო ირაკლი, ბატონო მიხეილ,     Საქართველოში არსებული ეპიდ ვითარების გამო სწავლა უკვე მესამე წელია გრძელდება ონლაინ რასაც თან ერთვის ეკონომიკური კრიზისი და სტუდენტების დიდ ნაწილს პრობლემა ექმნება სასწავლო გადასახადის გადახდის რაც ჯაჭვური რეაქციით გაოიწვევს ქვეყანაში უსახსრობის გამო სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდას , გასათვალისწინებელია ისიც რომ ონივერსიტეტები საკმაო თანხას ზოგავენ ონლაინ რეჟიმში სწავლების დროს . მე ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაცია მოგიწოდებთ : გადაიხედოს სახელმწიფო უნივერსიტეტების გადასახადები და ონლაინ რეჟიმში მყოფ სტუდენტებს გაუკეთდეთ შეღავათი გადასახადზე.   პატივისცემით,   ,,ახალი ძალა საქართველოსთვის" /__________________ /    /ლ. შველიძე/
gallery images

ვაქცინის ალერგიის დროს როგორ მოვიქცეტ

მე ვარ ექიმი /მყავს სტუდენტი შვილი .მას ანამნეზში აქვს ალერგიული შოკის მაგვარი რეაქცია  გადატანილი ფუტკრის კბენაზე.ბავშვით მივმარტე თერჯოლის საავადმყოფოს პირველადი დასახმარებლად 3 წლის წინ.ამის შემდეგ ბავშვს სულ ჩანთაში დააქვს შოკის საწინააღმდეგო ნემსები .ამ აცრის გაკეტება მისტვის მე როგორც ექიმი ვთვლი არ შეიძლება   
gallery images

არა სტუდენტების იძულებით ვაქცინაციას!

არა სტუდენტების იძულებით ვაქცინაციას!  3 სექტემბერს უნივერსიტეტებმა სტუდენტებს დაუგზავნეს ელექტრონული წერილის სახით იმპერატიული მოთხოვნა,რომლის მიხედვითაც 4 ოქტომბრამდე დისტანციურად ხორციელდება სწავლის პროცესი,არადისტანციურად კი დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული სტუდენტები ან სტუდენტები უარყოფითი PCR ტესტით (განახლება ყოველ 72 საათში).  ასევე მოითხოვეს 4 ოქტომბრამდე სტუდენტებმა პერსონალურ გვერდზე ატვირთონ ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტი covid-19-ის ბარათი QR კოდით. მოთხოვნიდან გამომდინარე,უნივერსიტეტები სტუდენტებს ართმევენ არჩევანის თავისუფლებას და ადგილი აქვს პირდაპირ იძულებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით,რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. მოვითხოვ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის,უნივერსიტეტებს აეკრძალოთ მოქალაქეებზე,რომელთაც არ სურთ ვაქცინაცია,მათზე განახორციელონ პოლიტიკური,სოციალური ან რაიმე სხვა სახის ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლა და ამ სახით ვაქცინირების იძულება. ის რომ საქმე გვაქვს პირდაპირ იძულებასთან,მკაფიოა,რადგან თითქმის არცერთ სტუდენტს არ გააჩნია იმის საშუალება,რომ ყოველ 72 საათში გაიკეთოს პისიარ ტესტი,რის გამოც ისინი იძულებულნი იქნებიან გაიკეთონ მათთვის არასასურველი ვაქცინა.
gallery images

აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტი

მნიშვნელოვანია აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ტრანსპორტის შეჩერება მკვეთრად აზიანებს ბიზნესგარემოს და შესაბამისად უარყოფითად აისახებს სახელმწიფოს ეკონომიკაზე 2. მასობრივად მცირდება სამუშაო ადგილები და უამრავი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე. 3. ვაქცინის მისაღებად მოსახლეობა ვერ გადაადგილდება. მართალია ტრანსპორტი გარკვეული ტერიტორიებისთვის გამოყოფილია, თუმცა ეს ლოკაციები მცირეა, ტაქსის ფასი კატასტროფულად მაღალია და შესაბამისად ჩერდება ვაქცინაციის პროცესი 4. ზრდის ინფიცირებულ და სხვა მიზეზით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობას და ფატალურ შემთხვევებს. პაციენტები ვერ გადაადგილდებიან კლინიკებში მომსახურების მისაღებად და ისინი იძულებულნი არიან გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რაც არამიზნობრივად ხარჯავს სახელმწიფოს რესურსს.  
gallery images
gallery images

აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტი

დაუყონებლივ აღდგეს  მუნიციპალური ტრანსპორტი. რადგან მოქალაქეებს შორი მანძილის გავლა უწევთ ფეხით,პროდუქტების და მედიკამენტების შესაძენად. აღარ გვაქვს ტაქსის ფული. 
gallery images

დაიგოს დიდი დიღომის რამდენიმე ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელი

დიდი დიღომის მოსახლეობა თბილისის მერიას ვთხოვთ, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და მირიან მეფის ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელების დაგებას. ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ ღამის საათებში, 23:00-ის შემდეგ, ადამიანები არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ ავტომობილებს გადამეტებული სიჩქარითა და სიცოცხლისთვის საშიში მანევრებით, რაც შესაბამის ხმაურს და უსიამოვნებას იწვევს. ეს ისახება დიდი დიღომის მოსახელობის ცხოვრების ხარისხზე და დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საკითხს.
gallery images

დაიწყოს სწავლა აუდიტორიებში

დაიწყოს სწავლა აუდიტორიებში, ვინაიდან მოსწავლეთა და სტუდენთა უმეტესობა შორს დგას იმ აზრისგან, რომ ონლაინ გაკვეთილებსა და ლექციებს რაიმე ღირებული შედეგი აქვს.  გვესმის, რამდენად რთული სიტუაციაა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ქვეყანაში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ, აწ უკვე მესამე სასწავლო წლის მსგავ ვითარებაში თუნდაც დაწყება არასწორი ნაბიჯია როგორც ამჟამინდელი, ისე სამომავლო პერსპექტივებისთვის.   
gallery images

ისწავლებოდეს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში რეპროდუქტოლოგია, სექსოლოგია, ჰიგიენა (რეპროდუქტოლოგიური განათლება)

საქართველოში და რეგიონში მიმდინარე ბოლო ათწლეულის მოვლენებიდან ნათლად ჩანს რომ ჰიგიენის, სექსუალური განათლების და რეპროდუქციის სწავლება, რომელიც მოიცავს მოზარდის ანატომიას, ფიზიოლოგიას და რიგ პრაქტიკულ საკითხვებს, აუცილებლობას წარმოადგენს სკოლის ასაკიდან, თუმცა შესაძლებელია ამ საკითხზე მსჯელობა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ ტიპის განათლების უმტკივნეულოდ ინკორპორაცია. საზოგადოებამ დამოუკიდებლად უნდა შევიმუშაოთ ამ ტიპის განათლების ქართველ მოზარდებზე ადაპტირებული სწავლების ფორმატი. კარგი იქნება თუ თითიეული კლასის მასწავლებელი შეხვდება მშობლებს და მათთან შეათანხმებს სასწავლო კურიკულუმებს. სექსუალურ-ჰიგიენური სწავლების განათლების სისტემის ნაწილად აქცია და მას წარმატებით ახორციელებს რიგი მოწინავე ქვეყნები როგორებიც არიან: აშშ, გერმანია,ბელგია, ჩინეთი, ახალი ზელანდია,ნიდერლანდები,მალაიზია, ინდონეზია ა.შ. წამყვანი ქვეყნები აღიარებენ და აცნობიერებენ პორნოგრაფიის პრობლემას და მის გავლენას საკუთარ შვილებზე, ფსიქიკაზე ა.შ. კვლევებზე დაფუძვნებული სექსუალურ-ჰიგიენური განათლება საშუალებას გვაძლევს: 1.გააუმჯობესოს აკადემიური მოსწრება, 2.ახალგაზრდების რომანტიულ ურთიერთობში ძალადობის, შევიწროების (ე.წ ბულინგი) ფაქტების პრევენცია, 3.ეხმარება თინეიჯერებს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, 4.ამცირებს დაუგეგმავი ორსულობების რიცხვს, 5.ასევე ამცირებს შიდსის და სექსუალური გზით გადამდები ვენერიული დაავადებების რაოდენობას,6.აუმჯობესებს მოზარდების ჰიგიენას და ჰიგიენის დაუცველობისგან გამოწვეული დაავადებების რიცხვს, 7.აჩენს მოზარდებში ჯანსაღ ღირებულებებს. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც რომ საბოლოოდ როგორი ფორმით მოხდება ამის დანერგვა და ვინ ასწავლის ამას ბავშვებს. მსოფლიოში ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური მიდგომები და კურიკულუმები არსებობს. ამ პეტიციის მთავარი ამოცანა ამ პრობლემურ საკითხზე საუბრის დაწყება და გადაწყვეტილების მიღებაა, ხოლო საომავლოდ როცა საზოგადოება და პარლამენტი იმსჯელებს და დაამტკიცებს ინიციატივას, მოხდება მსჯელობა და საზოგადოებისთვის შეთავაზება კველევებზე დაფუძვნებული, უსაფრთხოდ და ეფექტურად სექსუალური ჰიგიენის სწავლების ფორმატები.პრიორიტეტი არის მოზარდების უსაფრთხოება და დაცულობა. პ.ს ადამიანების ჰიგიენა არ არის გარყვნილების ექვივალენტური და ამის ვალიდაციას ყველა ინსტიტუცია უნდა ცდილობდეს, იმედი გვაქვს რომ უტრირების გარეშე მოხდება ამ ინიციატივის ყველა მხრივი მხარდაჭერა და აღიარება,რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია. #sexeducationisahumanright  #სექსუალურიგანათლებაადამიანისუფლებაა
gallery images

სპორტის გულშემატკივრების პროტესტი აჭარასპორტს/სეტანტას

   აჭარასპორტი, რომელიც ფლობს პრემიერლიგის, UFC-ს და სხვა მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას, ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ მათ ისედაც ფასიან სატელევიზიო არხებზე არ გავა ცენტრალური სპორტული მოვლენები (მაგ: ლივერპული - ჩელსის მატჩი) და გავა მხოლოდ მეორეხარისხოვანი მოვლენები (მაგ: ნიუკასლი - საუთჰემპტონის მატჩი).  მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ხილვა გულშემატკივრებს მხოლოდ მათ მიერ შექმნილ ახალ ვებსაიტზე შეეძლებათ, სადაც 2 კვირის შემდეგ ტრანსლაციების სანახავად გულშემატკივრებს ყოველთვიურად 13 ლარის გადახდა მოუწევთ, თუმცა ტელევიზორის (ციფრული/საკაბელო ტელევიზია) მაყურებლები უნდა შეეგუონ, რომ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს ამ თანხის სანაცვლოდაც ვეღარ უყურებენ, თუმცა ჩვენ შეგუებას არ ვაპირებთ.     ვთხოვთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს, მიიღოს ეს მანიფესტი მისი ხელმომწერებისგან, როგორც საჩივარი აჭარასპორტის და "სეტანტა ჯორჯიას" მიმართ და დაიწყოს მოკვლევა.     ლივერპულის ქართველი გულშემატკივრები სრულ პროტესტს ვუცხადებთ კომპანიების ამ თაღლითურ წამოწყებას, სხვა გუდნების ფანებს და უბრალოდ სპორტის გულშემატკივრებს კი ამ წამოწყებაში მხარდაჭერას გთხოვთ. გავერთიანდეთ და არ მივცეთ მათ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის წართმევის უფლება.  We're Not Gonna Take It    ვთხოვთ სილქნეტს და მაგთის ყველა მექანიზმით მოსთხოვონ აჭარასპორტს სრული კონტენტის მოწოდების ვალდებულების შესრულება, რადგან თანხას სწორედ ამისთვის ვიხდით, ან შეიძინონ უცხოური სპორტული არხები.    
gallery images

ხაშურის მუნიციპალიტეტს დაერქვას ვალერისის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სამგზის მაჟორიტარი დეპუტატი და ერთგზის (მეოთხედ) პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილის ღვაწლისა და დამსახურების გამო ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე, ხაშურის მუნიციპალიტეტს ეწოდოს ვალერისის მუნიციპალიტეტი. 
gallery images

ქონების გადასახადის გაუქმება პანდემიის პერიოდში გაჩერებული ბიზნესაქმიანობებისთვის

პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაკონტროლების მიზნით შემოღებული შეზღუდვებით  მთელ რიგ სამეწარმეო დარგებში, მეწარმე სუბიექტებს შეუჩერდათ საქმიანობა, არ შეჩერებიათ ამ სამეწარმეო საქმიანობისთვის ქონების გადასახადების გადახდის ვალდებულება. მიუხედავად გარკვეული დროით გადავადებისა მეწარმეებს მაინც დააწვათ უმძიმეს ტვირთად აღნიშნული გადასახადი, რაც ხელს უშლის მათი ეკონომიკური საქმიანობის სტაბილურობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ვითხოვთ! მეწარმეებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში შეჩერებული ან შეზღუდული ჰქონდათ ბიზნესაქმიანობა, გაუუქმდეთ ქონებაზე დარიცხული ქონების გადასახადები. ვთვლით რომ მოთხოვნა არის სამართლიანი და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის სასიკეთო.