add one
gallery images

მართვის მოწმობის აღიარება საფრანგეთში

გთხოვთ მოხდეს ქართული მართვის მოწმობის აღიარება საფრანგეთში, რათა აღარ გვიწევდეს გადაბარება გამოცდების, რაც დროს , ენერგიას და თანხას მოითხოვს. ვფიქრობ ბევრი ქვეყანა არის აღიარებული , რომელთა საგამოცდო სისტემა საქართველოსას არაფრით სჯობნის, ასე რომ ჩვენც გვაქვს უფლება მოვითხოვოთ იგივე, თუნდაც რამოდენიმე სავალდებულო პრაქტიკული საათის გავლის შემდეგ, რომ ყველაფრის თავიდან ჩაბარება არ გვიწევდეს.მადლობა
gallery images

თხოვნა პატრიარქს აცრის შესახებ

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ვითხოვთ კურთხევას. საქართველოში დღეს არსებული უმძიმესი პანდემიური სიტუაციის გამო მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, კერძოდ: გთხოვთ, როგორც მზრუნველმა მამამ, მისცეთ კეთილისმყოფელი მაგალითი თქვენს მრევლს და ჩაიტაროთ კოვიდ19-ის საწინააღდეგო ვაქცინაცია; დარწმუნებული ვართ, ამ თხოვნის საპასუხო თქვენმიერი წყალობის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას, რომლის დიდი უმეტესობა თქვენ გენდობათ, ანტიკოვიდური ვაქცინაციისადმი ნდობა კარდინალურად შეეცვლება უკეთესობისკენ და ქვეყანა ამოისუნთქავს ამ ჭირისაგან - კოვიდპანდემიისაგან. თქვენო უწმინდესობავ, მართალია, სინოდის დადგენილება არ ითვალისწინებს საპატრიარქოს მხრიდან ვაქცინაციის სარგებლიანობის პროპაგანდას, მაგრამ ჩვენ მაინც ასევე გთხოვთ, პიროვნულად მოუწოდოთ მოსახლეობას, რომ ანტიკოვიდური ვაქცინაცია არ შეიცავს რაიმე სახიფათო რელიგიურ ელემენტს და მოსახლეობის ჯანმრთელობის მასობრივად შენარჩუნებისათვის დღეს იგი უებარი წამალია. ჩვენ გვახსოვს თქვენი ადრინდელი მოწოდებები, რომლებიც ასევე არ იყო უშუალოდ რელიგიური ხასიათისა, მაგრამ წაადგა საქართველოს მოსახლეობას - თქვენს მრევლს სწორი პრიორიტეტების დასახვაში. გისურვებთ ჯანმრთელობას. გმადლობთ ყურადღებისათვის. ვითხოვთ დალოცვას. 
gallery images

თავისუფლება ზურაბ ზვიადაურს

ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს,რომელმაც ბევრჯერ ასახელა ჩენი სამშობლო და ბევრჯერ გაგვახარა ,ახლა მძიმე დღეები უდგას ბრალდებულია ძმის მკვლელის მკვლელობის საქმეში .ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მოხდა მძიმე ტრაგედია ,ზურას ყავს ფეხმძიმე მეუღლე ,17 წელი ელოდა ნანატრ  შვილს ,გთხოვთ მოაწეროთ ხელი და წარვუდგინოთ ხელმოწერები პროკურატრას და სასამართლოს რათა ზურაბ ზვიადაურს შეუმსუბუქდეს სასჯელი და გათავისუფლდეს,მას ის ტრაგედიაც ეყოფა რაც მის თვალწინ დატრიალდა.ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა
gallery images

საგზაო მოძრაობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის

ხელოვნური უსწორმასწორობა (მწოლიარე პოლიცია) ქ. თბილისში, დაბა წყნეთში (ვაკის რაიონი, 0179) ხშირია ავტოსაგზაო წესების დარღვევა (დასახლებულ პუნქტში დასაშვებზე მაღალი სიჩქარით მოძრაობა). ეს გარემოება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზის გამო და ძირითად მიზეზად მაინც ის რჩება, რომ წყნეთს როგორც სამთო კლიმატურ საკურორტო ზონას ხშირად სტუმრობენ მძღოლები რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, არ იციან წყნეთის ქუჩები და შესაბამისად უპირველესად მათთვის მიზანშეწონილია საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების ინფრასტრუქტურის გამართვა. დიმიტრი ამილახვარისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე მდებარე საზოგადოებრივ პარკში რომელსაც ადგილობრივი მოსახელობა „მემორიალური პარკის სახელით“ იცნობს, სადაც იკრიბებიან და ისვენებენ როგორც უფროსი ასე უმცროსი თაობის წარმომადგენლები დიდი, ავტოსაგზაო საფრთხის წინაშე დგანან რადგან: უშუალოდ დასასვენებელ პარკს არცერთი მხრიდან არ აქვს ზებრა გადასასვლელი დანართი დანართი (ამ ადგილას იდგა გზის ამრეკლავი სარკე სადაც ყველას შეეძლო დაენახა მომავალი ტრანსპორტი, რომელიც დღეს უფრო აუცილებლობას წარმოადგენს რადგან ელექტრო და ნახერადელექტრო მანქანებს არ გააჩნიათ მკაფიო ხმა რის გამოც შუახნის გადაცილებულ ადამიანებს უჭირთ მათი მოახლოების ხმის აღქმა) დანართი მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთის ნიშნები მკაფიოდ, თვალში მოსახვედრად არ ჩანს. არ დგას სტაციონალური სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი; გზაზე საფეხმავლო ხელოვნური უსწორმასწორობა არ არის გამოყენებული; წყნეთის საზოგადოება თავის არჩეული მთავრობისგან მოითხოვს მაღალი პასუხიმგებლობა გამოავლინოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ და დროულად მიიღოს ზომები სანამ ვინმე დაზარალებულა!
gallery images

პეტიცია - "ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას!"

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს !  როდესაც ქვეყანაში იზრდება ავადობის მაჩვენებელი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიმართვიანობა საავადმყოფოებში, განსაკუთრებით ეპიდემიების დროს. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა აკრძალოს, არამედ პირიქით უნდა გაზარდოს მათი რაოდენობა. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით საავადმყოფოების გზა პრაქტიკულად გადაუკეტეს სოციალურად დაუცველებს და სიღარიბის ზღვარს მყოფ ოჯახებს. მათ არ ჰყავთ კერძო ავტომობილები და არც ტაქსის ფული აქვთ.  ჯანდაცვის მომსახურება ეფექტიანია თუ დაავადების გამოვლენა ხდება ადრეულ სტადიაზე და ეს შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში დროული მიმართვიანობით (ტრანსპორტირებით). დედაქალაქში საავადმყოფოების უმრავლესობა გაფანტულია, ამიტომ დედაქალაქის მერიამ მინიმუმ ის მარშრუტები უნდა აღადგინოს რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონს დააკავშირებს კლინიკებთან. ბოლო პერიოდში აცრის მსურველები ვერ ახერხებენ რეგისტრირებულ კლინიკებთან გადაადგილებას, რაც იმას ნიშნავს რომ ფერხდება ვაქცინაციის პროცესი. იმის მიუხედავად რომ სახელმწიფომ დანიშნა კოვიდ კლინიკებამდე ტრანსპორტი, მოქალაქეებისთვის მაინც გაურკვეველია მათი მaრშუტი და გარეუბნებში ეს ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს (მაგ. ლილოს დასახლებიდან ადამიანი ვარკეთილის მეტრომდე უნდა მივიდეს რომ იქიდან სახელმწიფოს დანიშნულ მარშუტით ისარგებლოს კოვიდ კლინიკამდე)    სავაჭრო თუ საწარმო ობიექტები ასევე ვერ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე. როგორ მივა პერსონალი სამუშაოდ? როგორ მივა მომხმარებელი სავაჭრო ობიექტზე? კერძო ავტომობილებით? ტაქსით? არა, ეს არ არის რეალური! 300-1000 ლარის ხელფასის მქონე პერსონალი ტაქსით სამსახურში ვერ გამოცხადდება, მათი გადაადგილების საშუალება არის საზ-ტრანსპორტი.  ანუ, ერთი მხრივ ჩვენ მივიღეთ უფლება, რომ გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, ხოლო მეორე მხრივ არავინ იცის პერსონალი და მომხმარებელი როგორ აღმოჩნდებიან ადგილზე. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით უკვე მივიღეთ გაუარესებული სოციალური მდგომარეობა, ათიათასობით უმუშევარი ადამიანი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები.  
gallery images

დაუბრუნდეს ფეხბურთს ნოდარ კიკნაველიძე

ქართულ საფეხბურთო სამყაროში "გარიგებული მატჩების საქმე" ძალიან არასასიამოვნო და სამწუხარო ფაქტია. ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ "გარიგებულ მატჩები" არ უნდა არსებობდეს და ეს გაუმართლებელია. პეტიცია ეხება 2019 წელს დინამო ბათუმისა და ვიტ ჯორჯიას მატჩის დასრულების შემდეგ, ვიტ ჯორჯიას დაკავებული ფეხბურთელებიდან ერთ-ერთს - ნოდარ კიკნაველიძეს. - ნოდარ კიკნაველიძე არ ყოფილა გარიგებული მატჩების ორგანიზატორი; - მას არავისთან ჰქონია კომუნიკაცია საკუთარი ინიციატივით და ყოველთვის, მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვა პირების მხრიდან; - მას გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის სურვილი არასოდეს ჰქონია; - მას არ ამოძრავებდა ანგარება; - თბილისის საქალაქო სასამართლოს ნოდარ კიკნაველიძისათვის ფეხბურთის თამაში არ აუკრძალავს. ნოდარ კიკნაველიძემ საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი წლები სწორედ ფეხბურთს მიუძღვნა. იგი არ უნდა დაისაჯოს ისე, როგორც დაისაჯნენ "გარიგებული მატჩების" ორგანიზატორები, ინიციატორები, მთავარი შემსრულებლები და აქტიური წევრები. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მისთვის ფეხბურთის თამაში არ აუკრძალავს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მსგავსი გადაწყვეტილება მაინც მიიღო და საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა. "გარიგებული მატჩების" პერიოდში, ნოდარზე გამუდმებით ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას არწმუნებდნენ, რომ თუ თანაგუნდელს არ დაეხმარებოდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, რაც რა თქმა უნდა, უდიდესი სტრესია. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რითაც იგი შეცდომაში შეიყვანეს. მას "გარიგებულ მატჩებში" მონაწილეობის სანაცვლოდ თანხა არც მიუღია. ცხადია, თავად ნოდარ კიკნაველიძე ყველაფერს ნანობს და იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. გამოძიების მასალებში არსებობს სხვადასხვა აუდიო თუ ვიდეო მტკიცებულებები, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნოდარი "გარიგებული მატჩების" საქმეში ფსიქოლოფიური ზეწოლის ფონზე ჩაითრიეს და მას არ ჰქონია გავლენა შედეგებზე. მიუხედავად ასეთი დიდი დარტყმისა, ნოდარ კინკაველიძე კვლავაც აგრძელებს ვარჯიშს და მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა ფეხბურთში დაბრუნდება. ნოდარი იყო საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრების წევრი, სხვადასხვა დროს კი უთამაშია "ზესტაფონის", "გაგრას", ბათუის "დინამოს", მარტვილის "მერანის", "ლიახვის", "გურიასა" და "ვიტ ჯორჯიას" რიგებში. საზოგადოებას თხოვნით მივმართავთ, რომ გვერდში დაუდგნენ 28 წლის ფეხბურთელს და ხელი მოაწერონ პეტიციას, რომელიც მას ფეხბურთში დაბრუნებაში დაეხმარება.
gallery images

კანონი შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ

საქართველოს სჭირდება კანონი შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ, რომელიც დაიცავს, როგორც მოქალაქეთა უფლებებს, ჯანმრთელობას და სიმშვიდეს, ასევე, შინაური ბინადარი ცხოველების უფლებებს და გარემოს ზოგადად. კსნონი ხელს შეუწყობს: ✅ ცხოველების გამრავლების  ლიცენზირება და მონიტორინგი ✅ ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაცია ✅ მუნიციპალური ვეტერინარული კაბინეტი და თავშესაფარი ✅ დაავადებათა კონტროლი ✅ მიგრაცია და ადგილმდებარეობის დადგენა ✅ ცხოველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის კრიმინალიზაცია (სისხლის სამართლებრივ დევნა) ✅ ცხოველის აყვანის და ზრუნვის წესი   და მრავალი სხვა. აღნიშნული პრობლემა წლებია დგას საზოგადოების წინაშე, 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონმდებლობის მიღების საკითხი, რაც მიგვაჩნია, რომ პირდაპირი მავნებლობაა ქვეყნის მოქალაქეთა და ფაუნის მიმართ!  პეტიცის მიზანია აღნიშნული საკითხის მიმართ ფართო საჯარო ყურადღების მიქცევა, საკანონმდებლო დონეზე (ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ქალაქის საკრებულოს თუ ცენტრალური ხელისუფლების) საკითხის განხილვა და კანონპროექტის ინიცირება.   ვიწვევთ სფეროს ექსპერტებს კანონმდებლობის მოსამზადებლად, ამასთან ჩვენი პარტია თვლის, რომ საკითხის გადაწყვეტას სჭირდება პოლიტიკური ინიციატივა, საზოგადოების მხარდაჭერით, რადგან გადაწყვეტილება, ასევე პოლიტიკურია!   [email protected]   ✅          
gallery images

შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით „მოსახლეობაზე ზრუნვა“

შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით „მოსახლეობაზე ზრუნვა“! გადაადგილების შესაძლებლობის წართმევა გულისხმობს ადამიანების შემოსავლის გარეშე დატოვებას, რასაც არაფერი აქვს საერთო ზრუნვასთან! საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იძულებულია, სხვა, ალტერნატიული გზის არქონის გამო, იმგზავროს დაბინძურებული საზ. ტრანსპორტით, მგზავრობაში დახარჯოს 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი დრო, ვიდრე რეალურად არის საჭირო, არის სწორედ ის ფენა, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს რეალურ ზრუნვას, ზოგადადაც, და, მით უფრო, 2 წლიანი კოვიდ-რეგულაციების ფონზე, რეგულაციებისა, რომლებმაც, პირველ რიგში, სწორედ ამ ფენაზე იმოქმედა, არანაკლებ დამაზიანებლად, ვიდრე კოვიდით დაინფიცირებას შეიძლება ემოქმედა. ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კოვიდ-ინფექცია, არამედ შემოსავლის დაკარგვის შედეგად, ისედაც არასათანადო კვების მეტად გაუარესებით გამოწვეული ათასობით სხვა დაავადება და მარტივად განკურნებადი დაავადებების მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ისევ და ისევ საკმარისი შემოსავლების არქონის და კოვიდ-შეზღუდვებით კიდევ უფრო შემცირების გამო. შეწყდეს დისკრიმინაცია სოციალური სტატუსით! საზ. ტრანსპორტის გაჩერება სწორედ დისკრიმინაციაა დაბალი სოც. ფენის წარმომადგენლებისა. მხოლოდ ამ ფენის მსხვერპლშეწირვა ხდება „სახალხო ინტერესისთვის“. შედარებით მაღალი სოც. სტატუსის მქონე პირები, პირადი სატრანსპორტო საშუალებებით, რჩებიან ამ შეზღუდვის მიღმა, უპირატეს მდგომარეობაში, მხოლოდ და მხოლოდ პირადი ასს-ის ქონის გამო. ეს მაშინ, როცა თავად ვირუსი არ გვანსხვავებს სოც. სტატუსით და ყველასთვის თანაბარია დაინფიცირების ალბათობა. უდიდეს ნაწილს იმ ფენისა, რომელსაც საზ. ტრანსპორტის გაჩერება ართმევს გადაადგილების შესაძლებლობას, არ აქვს ფუფუნება: დისტანციურად, სახლიდან მუშაობით განაგრძოს შემოსავლის მიღება;  ჰქონდეს დანაზოგი; დამსაქმებელმა უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება სამუშაო ადგილამდე; მხოლოდ მისი, თუნდაც ამ პირობებში შენარჩუნებული ხელფასი ამყოფინოს ოჯახის რამდენიმე წევრს, რომლებსაც ეზღუდებათ მუშაობა; გადაუდებელი მიზეზებით (მაგალითად, ოპერაციის შემდეგ გადახვევებზე, ან სხვა გეგმიურ სამკურნალო კურსებზე მრავალჯერადი ვიზიტისთვის) გადაადგილებისთვის ისარგებლოს ტაქსით. არსებობის, შრომის, სიცოცხლის უფლება, რაც მოიცავს შეუზღუდავი გადაადგილების უფლებასაც, აქვს ყველას თანაბრად! ყველას სიცოცხლე არის თანაბრად ღირებული! სიცოცხლე არ გულისხმობს მხოლოდ კოვიდ-ინფექციისგან თავის არიდებას! ჩვენი თავი ყველაზე მეტად ჩვენ გვიყვარს და, თუ თვლით, რომ საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვაყენებთ საზ. ტრანსპორტით მგზავრობით, ესეიგი, ჩვენთვის, საზ. ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის, სასწორის მეორე პინაზე უფრო დიდი რისკები დევს, რისკები, რომლებიც მაღალი ფენიდან უხილავია, როგორც ჩანს.  
gallery images

დაუცველი ცხოვრება ვაქცინით,თუ დაუცველი ცხოვრება ვაქცინირებულად,გაურკვეველი მომავლით და შედეგებით

მოგესალმებით.ძან გაურკვეველი რამე ხდება ჩვენს თავს.სამუშაოებზე არღვევენ ხალხის პირად უფლებებს,უქმნიან ჯანმრთელობას საფრთხეს,უშვებენ/აშინებენ თუ არ გავიკეთებთ.ამავე დროულად ყველაფერი რის გამო?--ვაქცინის რომელიც არავინ არ არის აზრი მომავალში ვის ორგანიზმს როგორ მიუბრუნდება.რამდენ წელში და რა ფორმით ხომ საერთოდ(შესაძლოა კვირეებში ან თვეებში,რაც არაერთხელ მომხდარა)-ვაქცინა რომელიც არანაირად არ გიცავს და პირიქით გხდის ვირუსის მატარებელს,რომელიც შესაძლოა გადადო სხვა ადამიანს(რამოდენიმე ნაცნობზე ვისაც გაუკეთეს უთქვიათ,რომ 2-3 დღე შორს დაეჭირათ თავი ნათესავებისგან).-ვაქცინა არანაირად არ გიცავს სხვისგან გადადობიდან და გამრავლების შენი სახით სხვებში.აზრი ვაქცინის რომელიც არ ვიცით რას უშვება ადამიანს მომავალში,რას უზიანებს,რამდენად მიზანშეწონილია გაკეთება ნემსის,რომელიც არაფერს არ ცვლის,საერთოდ არაფერს.როცა ახალგაზრდები და ვისაც თანყოლი დაავადებები არ აქვთ,გადაიტანენ ადვილად,ყველანაირი სატესტოდ ვაქცინაციის გამოყენებით.     ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2361 (2021) რეზოლუცია ამტკიცებს ვაქცინაციის დანერგვის პრაქტიკის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.,,ამ სტანდარტების გაანალიზება საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ვაქცინაცია შეუძლებელია იყოს იძულებითი. ვაქცინაციის ნებაყოფლობა დადგენილია ცალსახად და უპირობოდ რეზოლუციის 7.3.1. პუნქტში, სადაც გათვალისწინებულია, რომ ვაქცინაცია არ არის აუცილებელი და ვერავინ ვერ აიძულებს ამ პროცედურის ჩატარებას ვერც პოლიტიკური, სოციალური და სხვა გარემოებების ზეგავლენით. ამ დოკუმენტის 7.3.2. პუნქტით აკრძალულია იმ ადამიანების დისკრიმინაცია, რომლებმაც უარი თქვეს ვაქცინაციაზე’’, - ხაზი გაუსვეს უმე-ში.ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციაში უმე - ს წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ,,იძულებითი ვაქცინაცია არის საერთაშორისო უფლებებისა და ბიოეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევა. სამუშაო ადგილებში დაუსაქმებლობა, სამსახურიდან განთავისუფლება, მომსახურების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმა ვაქცინაციის არ ქონის შემთხვევაში - ეს და სხვა მსგავსი საქციელი არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა’’.დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ,, რეზოლუცია ვაქცინაციას განსაზღვრავს, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეს და ღირებულებას, მოუწოდებს სახელმწიფოს არა მარტო მოსახლეობის ინფორმირებულობისაკენ მის ნებაყოფლობითობაზე, არამედ კომპენსაციას ზარალის მიყენების შემთხვევაში, თუ ვაქცინა ადამიანს ზიანს მოუტანს (პუნქტი7.1.5.). ამ დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ზიანი შეიძლება გამოწვეული იყოს თავად ვაქცინაციით. სამწუხაროდ უკვე რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა ლეტალური შედეგი ვაქცინაციის შემდეგ’’.უმე-ში ყურადღება დაეთმო იმას, რომ ,, რეზოლუციის ნორმების მიხედვით სახელმწიფომ და ფარმაცევტულმა კომპანიებმა ვაქცინის წარმოების დროს უნდა დაიცვან უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები, ასევე ვაქცინაციის შედეგების შესახებ საზოგადოების გამჭირვალობა’’.ამასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საერთაშორისო ორგანიზაციაში უმე-ს წარმომადგენლები თვლიან, რომ ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს ნებაყოფლობით, უსაფრთხოების უმაღლესი დონის დაცვით და ასევე საზოგადოების ფართო ინფორმირებულობით შესაძლო შედეგების შესახებ.
gallery images

მოითხოვე ახალი ხიდი

სოფელ შრომასა და ქალაქ ლაგოდეხს შორის, დამაკავშირებელი ხიდი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ხიდს ესაჭიროება სრული რეაბილიტაცია. როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ხალხის ხმა და საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ხმა გავაგონოთ. კამპანია მიზნად ისახავს, ლაგოდეხის მერაის აჩვენოს ხალხის და დაანახოს იმ ადამიანების მოთხოვნა, ვისაც უკეთეს ლაგოდეხში უნდათ ცხოვრება. ხიდს, დიდი ისტორია აქვს. სახელიც საკმაოდ მიმზიდველია „სიყვარულის ხიდი“ ამ პროექტის განხორციელებით ლაგოდეხს ექნება ახალი ტურისტულად აქტიური კიდევ ერთი ლოკაცია, რაც შემდგომში გაანვითარებს მიმდებარე ტერიტორიას და რაც ყველაზე მთავარია მოქალაქები უსაფრთხოდ ისარგებლებენ ხიდით.
gallery images

ანა კალანდაძემ ატვირთოს პროფილის ფოტო

"ჩიტების ზღვის" ჩატი დავიღალეთ იმით, რომ ანა კალანდაძეს პროფილს არ გააჩნია სურათი. ვითხოვთ, აღნიშნულმა პირმა დაუყოვნებლივ ატვირთოს პროფილის ფოტო, რათა გაიმარტივოს და სხვებსაც გაუმარტივოს ყოფა.
gallery images

ცვლილებები მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად

იმ პირებს, რომლებსაც   უმაღლესი სასწავლებლის   დიპლომით მინიჭებული აქვთ პედაგოგის კვალიფიკაცია  და  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწყობილ  მასწავლებლის კომპედენციის დადასტურების  გამოცდაზე მოიპოვა 7 კრედიტზე მეტი (+ 1 ქულა),   შესაძლებლობა მიეცეთ მიიღონ მონაწილეობა  პედაგოგების ვაკანსიებზე  გამოცხადებულ კონკურსებში და სკოლაში მუშაობის დაწყების შემდეგ სხვადასხვა კარიეული ზრდის შესაძლებლობის გამოყენებით შეძლონ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება. 
gallery images

ხელოვნების მუზეუმის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა განცხადება საქართველოს პარლამენტს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს

2021 წლის 5 აგვისტოს, თბილისში, პუშკინის სკვერში, საინიციატივო ჯგუფის - „ხელოვნების მუზუემისთვის“ ორგანიზებით, ხელოვნების მუზეუმის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე მოსულმა ადამიანებმა ხელი მოაწერეს ქვემოთ წარმოდგენილ განცხადებას. თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა აქციაზე მოსვლა და ხელმოწერის დაფიქსირება. შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 9 აგვისტოდან, 2021 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, გაგრძელდება განცხადების მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ელექტრონული სახით. გთხოვთ, მათ ვინც ვერ შეძლო აქციაზე მოსვლა, მაგრამ იზიარებს განცხადების შინაარსს, ხელი მოაწეროთ განცხადებას! პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფი - „ხელოვნების მუზეუმისთვის“   განცხადების ტექსტი: ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და მასში დაცული ქართული კულტურის საგანძური საფრთხეშია. ერთის მხრივ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის საჯარო განცხადებები, მუზეუმში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და მეორეს მხრივ საპატრიარქოს პოზიცია ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემის შესახებ რეალურ საფრთხეს უქმნის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ეროვნულ საგანძურსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნილი კატეგორიის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას, როგორც ერთიან მთლიანობას. სამუზეუმო კოლექციების დაშლა დაუშვებელია! მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლნებით და მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს, როგორც საკითხის საჯაროობა, ისე მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ: 1. მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტების მონაწილეობით, უზრუნველჰყოს ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტის შესრულება. ინფორმაცია აღნიშნული პროცესის შესახებ ყველა ეტაპზე იყოს ღია და ხელმისაწვდომი; 2. წარმოადგინოს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილის მითითებით. უზრუნველყოფილი იყოს როგორც აღნიშნული პროცესის საჯაროობა, ისე პროფესიული საზოგადოების ჩართულობა; 3. პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები, ვინც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ, ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრებისა და რესტავრაციის და შენობაში ხელოვნების მუზეუმის დაბრუნების საკითხს; სამინისტროს მხრიდან პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა კვლევის, ან ვისი პროფესიული რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილება. ასევე, აღნიშნულ განცხადებაზე ხელისმომწერ ადამიანებს მიგვაჩნია, რომ შესაბამის პოზიციებზე დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ყველა ის პირი, ვინც ბოლო გადაწყვეტილებებით უკანონონდ და დაუსაბუთელბლად გათავისუფლედნენ დაკავებული თანამდებობიდან.  
gallery images

გადაეცეს მეძუძურ დედებს რძის საწველი აპარატები

დედის რძე  ჩვილისთვის საუკეთესო საკვებია. მისი ალტერნატივა ბაზარზე არ არსებობს, ამასთანავე არ საჭიროებს ზედმეტ ხარჯებს.ყველა დედას აქვს უნარი, კვებისა და სოციალური ფონის მიუხედავად,  გამოიმუშავოს ის რძე, რაც მის ჩვილს ჭირდება.თუმცაღა, ლაქტაციის სწორად დაწყებასა და წარმართვას თავდაპირველად ხელშეწყობა სჭირდება , რაც დაკავშირებულია ფინანსებთან. პროცესი ხშირად წყდება ისეთი სირთულეებიდან გამომდინარე, როგორიცაა მასტიტი, რძის შემცირება და სამსახურში დაბრუნების აუცილებლობა.ამ ყველაფრის მოგვარებას ხელს უწყობს საწველი აპარატის გამოყენება. მისი მრავალფეროვანი ფუნქციები, ხელს უწყობს გამაგრებების დაშლას, რძის მომატებას და საჭიროების მიხედვით  მარაგის მოგროვებას სამსახურში გასვლის შემთხვევაში. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო დაზღვევა ფარავს საწველი აპარატის შეძენის ან ქირის ხარჯებს.ლაქტაცია მარტივი გამოსავალია ბავშვთა შიმშილობისა და  სიკვდილიანობის, პოსტ სამშობიარო დეპრესიის ასარიდებლად. ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მეძუძური დედების  საწველი აპარატებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
gallery images

უსამართლოდ შეფასებული ინგლისურის მეოთხე ვარიანტი

ყველაზე რთულად და დაუნდობლად გასწორდა ინგლისურის მეოთხე ვარიანტი, ამ ვარიანტში პროცენტულად უფრო მეტი ვარიანტი ჩაიჭრა