add one
gallery images

დაიშვას ქუჩაში პირბადი გარეშე გადაადგილება!

ამერიკის დაავადებათა კონტროლის გაიდლანების მიხედვით ქუჩაში პირბადის გარეშე გადაადგილება დაიშვება სხვადასხვა შემთხვევებში, კერძოდ:   . თუ გვაქვს საშუალება დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია . თუ ქუჩაში ყოფნის დროს ვსვამთ ან მივირთმევთ რაიმეს . თუ ვიმყოფებით ისეთ ადგილას, სადაც ვინმესთან ახლო კონტაქტი ნაკლებად შესაძლებელია   ზაფხულის სიცხესთან ერთად მეტად გაუსაძლისი ხდება ღია სივრცეში პირბადის ტარება, რის გამოც მივმართავთ საქართველოს მთავრობას მოთხოვნით, მოხსნან ღია სივრცეებში, სადაც შესაძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, პირბადეების სავალდებულო ტარება.
gallery images

გაუქმდეს ველო-ბილიკის ზოლი სანაპიროზე

თბილისის მერიას. ჩვენ, თბილისის მაცხოვრებლები, შეწუხებულები და შეძრწუნებულები ვართ იმ განახლებითი სამუშაოებით, რომელებიც თბილისის მერიამ ჩაატარა დედაქალაქში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. საუბარია ველო-ბილიკსა და სამანქანო გზის შევიწროებაზე. მოგეხსენებათ ამ ადგილას ძალიან იშვიათად გვხვდება როგორც ველოსიპედით, ასევე ფეხით მოსიარულე ადამიანი. ასევე სანაპიროზე სიჩქარის შეზღუდვა არის 70 კმ/სთ, ხოლო ველო-ბილიკი მიუყვება გზის ნაპირს, რომელსაც ესაზღვრება მდინარე მტკვარი, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ სახიფათოა იმ საკმაოდ მცირე ადამიანის ჯგუფისათვის, რომელიც ამ ადგილას გადაადგილდება ველოსიპედით. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ამ ადგილას ველო-ბილიკის არსებობა შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია, რადგანაც: ბილიკზე თითქმის არასდროს არ დადის ველოსიპედი ან ეკო-მეგობრული სკუტერი, ამის გამო მთელი დღის მანძილზე წამოქმნილია უზომოდ გრძელი საცობი და საგზაო პოლიცია არ აკონტროლებს ველო-ბილიკზე გადასულ მანქანებს. სანაპიროზე არსებული ტროტოარის ზომებიდან გამომდინარე თავისუფლად არის შესაძლებელი ველო-ბილიკის საფეხმავლო გზაზე გადატანა ისე, რომ ამით არც ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პატრონები, არც ფეხით და არც ავტომობილით მოსიარულე ადამიანები არ შევიწროვდებიან, არ შეყოვნდებიან და არ იქნება მათი გადაადგილება საფრთხის ქვეშ.  
gallery images

ფსიქიატრიულებში შეიქმნას უფასო იოგას და მედიტაციის წრე, გაიმართოს საუბრები ინდივიდის განვითარებისთვის

საუკეთესო მკურნალობის გზა გაცნობიერებაა, მაგრამ ძირითადად ზედაპირულ, წამლებით მკურნალობას მივმართავთ , რაც  იწვევს პაციენტში არსებული  შინაგანი არეულობის გამომწვევი მიზეზების , მხედველობიდან კიდევ უფრო  მეტად დაკარგვას . განკურნების გზაზე პირველი ნაბიბიჯი გაცნობიერებაა, რომელშიც შეიძლება  სხვა ადამიანებიც დაგვეხმარონ გაზიარებით  , ჯანსაღი აზროვნების განვითარებით, იოგით, მედიტაციით . ამ ყველაფრის გარეშე წამლები, ციხეში გატარებული დრო  შეიძლება აღმოჩნდეს პრეზენტაბელური გადასაფარებელი ჭუჭყიან მაგიდაზე. თუ ადამიანი აგრძელებს ჩვეული ცხოვრების წესით ცხოვრებას, აზროვნებას, განცდას, დაყოფას , შინაგანი  ყრუ ჩუმი დაძაბულობა ღვივდება...   იმედი მაქვს ეს პეტიცია დააგროვებს საკმარის ხელმოწერას, ეს ბევრს ნიშნავს.
gallery images

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა

                                                                                        პ  ე  ტ  ი  ც  ი  ა          ადრესატი :        .  საქართველოს პრემიერ- მინისტრი          .   საქართველოს მთავრობა         .   საქართველოს პარლამენტი            საქართველოში შექმნილმა ეკონომიკურმა ვითარებამ , რომელიც გამოწვეულია  COVID - 19 პანდემიის შედეგად , სავალალო მდგომარეობამდე -              ფაქტობრივად სრულ გაკოტრებამდე მიიყვანა მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი.          ჩამოშლილია ტურისტული ბიზნესი ,რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა ,დასაქმებული ყავდა დაახლოვებით 300 000 ადამიანი . აღნიშნულ სექტორში   მომუშავე სუბიექტები დგანან ეკონომიკური კოლაფსის წინაშე .         გარდა ტურისტული ბიზნესისა ქვეყანაში შექმნილი ე.წ. ,, ლოქდაუნის " და გარკვეული ტიპის შეზღუდვების შედეგად გაკოტრების ზღვარზეა მისული მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი, რომლის გამართული ფუნქციონირება  სახელმწიფოს პრიორიტეტი  და დასაქმების ერთ- ერთი წყაროა.           აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე , მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ,სუბიექტები , რომლებიც ვქმნით ქართულ ეკონომიკას ვთვლით , რომ გვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან  ხელშეწყობა ჩვენი ბიზნესის გადარჩენისთვის. შესაბამისად , წარმოგიდგენთ პეტიციას შემდეგი მოთხოვნებით :        1 . ტურისტულ ბიზნესში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის სრული  საგადასახადო ამინისტია  2 წლის ვადით .        2. დღგ - ზღვარი ნაცვლად 100 000 ლარისა განისაზღვროს 500 000 ლარის ოდენობიათ .          იმისთვის, რომ მზად შევხდეთ პოსტ- პანდემიურ  პერიოდს , საგადასახადო ამინისტია მოგვცემს სწრაფი რეამინირების საშვალებას . გაზდილი ფასების და გაუფასურებული ლარის  პირობებში დღგ - ს მოქმედი ზღვარი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის არაადექვატური .      პეტიციაზე ელექტრონული ხელის მოწერით ადასტურებთ , რომ იზიარებთ ძირითადი ორი მოთხოვნის შინაარს .  
gallery images

შეიქმნას ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში ონკოლოგიური  სამედიცინო სერვისი წარმოდგენილია ქირურგიული, რადიოლოგიური, მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნუნოთერაპია) და მათი კომბინირებული ან კომპლექსური გამოყენების სახით. მკურნალობის აღნიშნული ფორმები ფინანსურად მხარდაჭერილია(სრულად ან ნაწილობრივ) სახელმწიფოს მხრიდან. ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომ პერიოდში, პაციენტები მიეკუთვნებიან კიბოს რეციდივისა და მეტასტაზების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს. ისინი საჭიროებენ რეგულარულ პოსტოპერაციულ დაკვირვებას, ფიზიკური სტატუსისა (ECOG) და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების მიწოდება, რომლებიც მიმართულია მათი ფიზიკური  და სოციალური რეაბილიტაციისაკენ, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.          ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია (ფსიქოლოგიური, ფიზიკური) სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება. სამწუხაროდ, ძუძუს კიბო, როგორც დიაგნოზი ჯერ კიდევ სტიგმატიზირებულია და დრამატულ ცვლილებებს ახდენს პაციენტთა ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.  „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, რომელშიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევი ქალები არიან გაერთიანებული, საქართველოში რეაბილიტაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დანერგვისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტთა სულ ცოტა 50% იტანჯება სიმპტომებით, რომლებიც დაკავშირებულია დაავადებისა და მკურნალობის სტრესულ გარემოებებთან, შიშის, აღგზნების, დემორალიზაციის და დეპრესიის ჩათვლით. ხშირად ვითარდება ფსიქო-პათოლოგიური მდგომარეობა, როგორიცაა დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული დარღვევები. ფსიქოლოგიურმა დისტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს მკურნალობის არასასურველი შედეგები, სიცოცხლის წლების დაბალი ხარისხი, ტკივილის ძლიერი შეგრძნება, სუიციდისკენ მიდრეკილება. საქართველოში კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მიზნებს შორის, მნიშვნელოვანია  მიზანი N7 „მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვა და ონკოლოგიურ პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია“. დეკლარირებული მიზნის მიუხედავად, სამწუხაროდ, საკითხზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ონკოლოგიურ პაციენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზნით რეალური ქმედებები  არ ხორციელდება. აღნიშნული სერვისების მიწოდება ონკოპაციენტებისათვის ფრაგმენტულია და ძირითადად დამოკიდებულია დონორი ორგანიზაციების  მიერ  სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაზე.    ფიზიკური რეაბილიტაცია ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ პაციენტთა პოსტოპერაციული ფიზიკური რეაბილიტაციის მთავარი მიზანია ნაოპერაციევ მხარეს აღდგეს ოპერაციის შემდგომი კიდურის მოძრაობის შეზღუდვა და დაძლეულ იქნას არასასურველი სიმპტომები: კიდურის ლიმფოსტაზი,  კუნთების ძალის დაქვეითება,  კიდურების  წვა, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, დაბუჟება და  შეშუპება,  ხერხემლისა და წელის მიდამოში ტკივილი, ტანადობის დარღვევა, წონის სწრაფი მატება.  „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს დიაგნოზით  ნაოპერაციევ 800-მდე ქალს აერთიანებს. კლუბი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს (გურია, რაჭა, გურჯაანი, საგარეჯო, თელავი, ყაზბეგი...) და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევ ქალთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და მათი შემდგომი რესოციალიზაციის ხელშეწყობაზე ზრუნავს.  მიუხედავად „გამარჯვებილ ქალთა კლუბის“  აქტივობებისა საქართველოში, ფინანსური ბარიერის გამო,  ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი  უამრავი პაციენტი პოსტოპერაციულ რეაბილიტაციის გარეშე რჩება.  ჩვენ, „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ გაწევრიანებული ქალები ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნის მიზნით, რათა რეაბილიტაცია ყველა ქალისთვის ხემისაწვდომი გახდეს! გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და მოაწეროთ ხელი პეტიციას! მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“
gallery images

საზოგადოებრივი მაუწყებელი და ხელისუფლება ხალხის სამსახურში!

კონსტიტუციის მიხედვით ხალხი არის ძალაუფლების წყარო, მაგრამ 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მოსული თითოეული პარტია ახდენს სახელმწიფოს მიტაცებას.ყველა კანონი, კონსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუციები, მორგებულია ვიწრო პოლიტიკური ელიტას და მათთან დაახლოებულ პირთა ინტერესებს, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრებიან. სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მართვაში. კანონშემოქმედებითი, სტრატეგიების შემუშავებისა და ბიუჯეტის განკარგვის მონიტორინგის პროცესებში. ხელისუფლების წარმომადგენლები არ თვლიან თავს ვალდებულად საჯაროდ უპასუხონ ჩვენს კითხვებს. შეგვითანხმონ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.მათ შორის ინვესტიციები, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება და ბუნებრივი რესურსების განკარგვა. იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს ნამდვილმა მეპატრონეებმა დავიბრუნოთ ძალაუფლება, გთავაზობთ, ხელი მოაწეროთ ორ სამოქალაქო ინიციატივას: 1. მოვითხოვთ — საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველდღიური სამ საათიანი საეთერო დრო, ფილმებისა და სერიალების ნაცვლოდ დაეთმოს მოქალაქეების გადაცემათა ციკლს: “სახალხო პოლიტიკის დრო”(მაგ.: სხვადასხვა ტელე გადაცემები მოქალქეთა მონაწილეობით: 1. არასამთავრობო ორგანიზაციები, 2. სამოქალაქო აქტივისტები, 3. არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, 4. კვირაში ორი ან სამ საათიანი გადაცემა : “შეკითხვები საჯარო მოხელესთან”, სადაც მოქალაქეთა მოწვევით კითხვებს დაუსვამენ საჯარო მოხელეებს) 2. საკანონმდებლო ინიციატივა — პარლამენტს მივაღებინოთ კანონი, რომლებიც დაავალდებულებს საბიუჯეტო სტრუქტურებში მომუშავეებს, გონივრულ ვადებში დასხდნენ პირდაპირ დებატებში ნებისმიერი მოქალაქის მოთხოვნით (მათ შორის ჟურნალისტების) ან ამ ხასიათის გადაცემაში თუ ონლაინ ჩართვაზე, გამოუშვან მათდამი რწმუნებული სამსახურის პასუხისმგებელი პირი. ასევე შესაძლებელია რამოდენიმე მოქალაქის მსგავს მოთხოვნებს პასუხის გაეცეს შესაბამის გადაცემაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ის პირი, რომელიც უარს იტყვის ასეთ გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე, განთავისუფლდეს სამსახურიდან. პარლამენტარს კი დაუკავდეს ხელფასი. საჯარო მოხელეები ემსახურებიან დამქირავებელს — საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!  
gallery images

შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები

ვითხოვთ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემცირდეს ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის (მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირების) ავტომობილების შესყიდვის, ტექნიკური დათვალიერებისა და საწვავით უზრუნველსაყოფად (გარდა სასწრაფო დახმარების, საპატრულო და სამაშველო სამსახურებისა.). ამ ნაწილში დაზოგილი თანხა გადავიდეს ეკონომიკის მხარდამჭერ პროგრამებში და მოხმარდეს მცირე და საშუალო ბიზნესის რეაბილიტირებას, რათა მათ კვლავ გააგრძელონ მუშაობა და არსებობა, რაც ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს გაკოტრების პირას მყოფ ბიზნესებს, ამ ბიზნესებში დასაქმებულ ადამიანებსა და მათ უკან მდგომ ოჯახებს.
gallery images

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის შესახებ

პეტიცია საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის შესახებ მიმართული საქართველოს ოკუპირებულიტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი პეტიცია შემუშავებულია ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტებისა და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ის მიერ. პეტიცია გამოქვეყნდა 2021 წლის 21 მაისს აღნიშნული პეტიცია შემუშავდა, რათა დროულად მოხდეს ზემოთ აღნიშნული დაავადების სამკურნალო დამიზნებითი/თარგეთული მედიკამენტების დაფინანსების//თანადაფინანსების პროგრამის შექმნა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. საფუძველი მელანომა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ავთვსებიანი სიმსივნეა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვთარდეს. თუმცა მკურნალობის მელანომა არის კანის კიბოს სახეობა, რომელიც იწყება უჯრედებში და კანს ანიჭბს განსხვავებულ ფერს. ცნობილია, როგორც მელანოციები. ეს სიმსივნური წარმონაქმნი უმეტესად (90%) კანზე ლოკალიზდება, იშვიათად - კონიუქტივაში, თვალის ქორიონულ გარსზე, ცხვირის, პირის ღრუს, საშოსა და სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. კანს ფორმების სიხშირე იკავებს 4% -ს ყველა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. სტატისტიკურად საქართველოში ყოველ წლიურად 110 პაციენტია ამ დიაგნოზით, რომლებიც სპეციფიკურ(იმუნო და თარგეთ თერაპია) მკურნალობას საჭიროებს.აქედან დაახლოებით 30-35 BRAF+ მელანომით დაავადებული პაციენტი საჭიროებს დამიზნებით/თარგეთულ თერაპიას,რის შედეგადაც ნამკურნალევი პაციენტის სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. თხოვნა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით: სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს მელანომით დაავადებული პაციენტებისთვის სამკურნალო დამიზნებითი და თარგეთული მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნა და შესაბამისად, მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები ჩამოთვლილ დებულებებს. წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის! პატივისცემით, მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტები და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ის ადმინისტრაცია.
gallery images

მოქალაქეთა ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის ხარისხის გაზრდა და მათი სოციალური პოზიციების გამყარების ღონისძიება

  მოცემულობა:   საქართველოს მოსახლეობა  სხვადასხვა მიზეზთა გამო კლებულობს, კერძოდ:    დაბადება/გარდაცვალების ბალანსი დარღვეულია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ;  სახეზეა დაბალი სოციალური ყოფის მაჩვენებლები და უმუშევრობის მაღალი დონე, დაბალი ხელფასი/შემოსავალი ერთობლიობაში; მაღალი ინტენსივობის მიგრაციული პროცესები და სხვა;   ეკონომიკის განვითარებისთვის, რამაც უმუშევრობის მაჩვენებლები უნდა შეამციროს, უპირობოდ  აუცილებელია უწყვეტი და იაფი ელექტრო ენერგიის გამომუშავება, რაც აგრეთვე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარანტსაც წარმოადგენს; ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი ჰიდრო რესურსი, რომელიც მოქალაქეთა კეთილდღეობის ერთ-ერთ და ამავდროულად მრავალწახნაგოვან ასპექტად უნდა იქცეს; საქართველო არ ფლობს ბუნებრივი აირის, ნავთობის და სხვა ენერგო მატარებლების ჭარბ მარაგებს და მის სიმდიდრედ გვევლინება აღდგენადი/განახლებადი, ეკოლოგიური და უსაფრთხო გრავიტაციული წყლების (აგრეთვე ზღვის ტალღების მიქცევაზე მომუშავე გენერატორები)  მეშვეობით გენერირებული ელექტრო ენერგია; საქართველოს მოქალაქეები დაბადებით უნდა ფლობდნენ უფლებას ზემოხსენებული დარგობრივი სიკეთისა და წიაღისეულის თანამონაწილეობრივ ფლობაზე, მაგრამ ეს სტანდარტი არ უნდა გავრცელდეს სხვა სფეროებზე და მხოლოდ ამ კონცეფციის ფარგლებში უნდა დასრულდეს მსგავსი ინიციატუვების ფორმირება; მნიშვნელოვანია მოქალაქეთა პასიური ჩართვა, კერძოდ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, კერძო მფლობელთან მართვადი/საწარმოო ჰიდრო რესურსებისა და ქარის რესურსების (ელექტროგენერაციული პროფილის) წილობრივი მეორეხარისხოვანი თანამონაწილეობით, რომელიც არ გულისხმობს საწარმოს მართვაში მონაწილეობას  საქართველოს მოქალაქეთა თანა საკუთრებას  უნდა წარმოადგენდეს; მოქალაქეთა ჩართვა ქვეყნის განვითარებაში, კეთილდღეობის გაზრდა და სოციალური ბაზისის შექმნა საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, მცირე და ინდივიდუალურ ბიზნეს აქტივობაში.   შეზღუდვები   დაუშვებელია წარმოდგენილი პროექტი შეეხოს: უკვე არსებულ (ექსპლუატაციაში გაშვებულ) ჰიდრო აგრეგატებს, ქარის აგრეგატებს და ზოგადად მცირე მასშტაბის აგრეგატებს და ყველა ტიპის მზის ენერგიის გენერირების სისტემებს. მაგრამ, თუ ზემოხსენებული კომპანია გაისტუმრებს რა სახელმწიფო ვალდებულებებს და მოისურვებს ჩაერთოს ახალი ტიპის ბიზნეს და საგადასახადო ურთიერთობაში, მას სრული უფლება აქვს; პროექტი არ ვრცელდება საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელ პირებზე; დივიდენდი არ დაერიცხება პირს (იმ პერიოდის განმავლობაში), რომელიც იძებნება საგამოძიებო სამსახურების მიერ; ან/თუ შეუერთდა/მონაწილეობს  ბანდ ფორმირებების, ან ტერორისტულ ორგანიზაციის საქმიანობაში; თუ სასამართლოს მიერ ძალაში შევიდა კანონიერი განაჩენი და იქნა ცნობილი მსჯავრდებულად; დაუშვებელია წარმოდგენილი პროექტი გავრცელდეს მოპოვებად და სხვა სახის ბუნებრივ წიაღისეულზე, გარდა წარმოდგენილი დოქტრინისა.   პროექტი   საშუალო და მეგა ქარის, წყლის, (ზღვის ტალღების ენერგიის) ელექტრო ენერგიად გარდაქმნის აგრეგატები (ჰიდრო ელექტრო სადგურები) სრულად განთავისუფლდეს-საშემოსავლო, მოგების, ქონების და დღგს გადასახადებისგან; საშუალო და მეგა ქარის, წყლის, (ზღვის ტალღების ენერგიის) ელექტრო ენერგიად გარდაქმნის აგრეგატების მფლობელმა მოგების 30% სახელობით/პერსონალურ ელექტრონულ აქციებად დაყოს საქართველოს მოქალაქეზე 0 წლიდან ვიდრე გარდაცვალებამდე და ყოველ წლიურად დივიდენდის სახით აისახოს მის პირად ანგარიშზე;  დაუშვებელია აქციის რეალიზაცია, გამოსყიდვა, გაჩუქება, მემკვიდრეობით გადაცემა დაყადაღება (შესაძლოა დაყადაღდეს მხოლოდ თანხა საბანკო ანგარიშზე ასახული). ლუკა მკურნალიძე გიორგი მკურნალიძე   თბილისი,    2021 წლის 20 მაისი  
gallery images

შემოიტანეთ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა pfizer/Bion-tech ის ვაქცინა

როგორც მოგეხსენებათ moh.gov.ge ზე წინასწარი რეგისტრაციის ფორმა გამოქვეყნდა 19 აპრილს და მას მერე ეს ფორმა შეავსო 83 175 მოქალაქემ, მათ შორის 74. 877 ადამიანმა მოითხოვა pfizer/Bion-tech ის ვაქცინა. გთხოვთ ნუ დაგვტოვებთ ამ ვაქცინის გარეშე და დროულად შემოიტანეთ ვაქცინა.  
gallery images

წმინდა სინოდის წევრებმა იწამონ ღმერთი!

საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიაში მანკიერებების გამოვლენამ, ბოლო დროს ზედაპირზე გამოტანილმა აღვირხსნილობამ, მღვდელმსახურთა გათავხედებამ და მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა გასვლამ სჯულის კანონთა მიღმა დააყენა გადაუდებელი აუცილებობა ეკლესიის მმართველი ორგანოს, წმინდა სინოდის წევრებმა იწამონ ღმერთი.
gallery images

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ღამეს, 29 მაისს, შეჩერდეს კომენდატის საათი

დიდი ხანია ამ ბედნიერებას ველით. ასეთ თამაშს, თუნდაც შინ, მეგობრებთან ერთად უნდა უყურო. გავალთ, ვიზეიმებთ და სახლში დავბრუნდებით.
gallery images

შეამციროს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა. აღნიშნული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილის მისჯაა ისედაც გაღატაკებული ადამიანებისათვის, ვინაიდან ცხოვრება მნიშვნელოვნად გაძვირდა რაც აისახება საარსებოდ აუცილებელი პროდუქტებისა თუ სერვისების შეუსაბამოდ გაძვირებაზე, არ იმატებს სახელფასო განაკვეთი, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა ახალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა კატასტროფულად გაზარდა ბანკში არსებული სესხების საპროცენტო განაკვეთი (ეროვნულ ვალუტაში), რაც მნიშვნელოვნად აუარესებს სახელმწიფოში ისედაც გაღარიბებული და გაკოტრებული მოსახლეობის მდგომარეობას. მოვითხოვთ, რომ ეროვნულმა ბანკმა იმსჯელოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 5 პროცენტულ პუნქტამდე შემცირებაზე და დაუყოვნებლივ მიიღოს მოსახლეობისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება.     
gallery images

ჩვენ გვინდა კახის და გივის ძეგლი თბილისში

გამოცხადეს ტენდერი და დაიდგას აღმაშენებელზე ძველ კინო სტუდიის წინ კახი და გივის ძეგლი. ჩვენ გვინდა კახის და გივის ძეგლი.
gallery images

სელიმ ხიმშიაშვილის თავის გადმოსვენება სტამბოლიდან

სელიმ და შერიფ, ხიმშიაშვილთა სახელობის „ხალხთა ერთიანობა“!  ახალი,მოხალისეთა თვითშემოქმედი, პატრიოტული სულისკვეთებით, აღზრდილთა გუნდია. ჩვენი მთავარი მიზანია, გმირ სელიმ ხიმშიაშვილის, თავის სტამბულიდან გადმოსვენება: ამ საისტორიო მისიის, მშვიდობიანი გზით შესრულებისათვის, აუცილებელია, ხელწერების შეგროვება, რომ ჩავრთოთ, საქართველოსა და თურქეთის მთავრობები: მრავალ, ქართველ მამულიშვილებთან ერთად, სელიმ და შერიფ ხიმშიაშვილების დამსახურებაა, ის დიდმნიშვნელოვანი მიღწევა, რომ დღეს აჭარა, საქართველოს შემადგენლობაშია და რომ ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ. მშვიდობიანი გზა ყველას, პატრიოტიზმის, თანასწორუფლებიანობისა და საქართველოს აღმშენებლობისაკენ... ხელწერით მიიღეთ მონაწილეობა, ამ სამამულიშვილო და საისტორიო მსვლელობაში!..     საკონტაქტო 568621600