add one
gallery images

მართვის მოწმობის აღიარება საფრანგეთში

გთხოვთ მოხდეს ქართული მართვის მოწმობის აღიარება საფრანგეთში, რათა აღარ გვიწევდეს გადაბარება გამოცდების, რაც დროს , ენერგიას და თანხას მოითხოვს. ვფიქრობ ბევრი ქვეყანა არის აღიარებული , რომელთა საგამოცდო სისტემა საქართველოსას არაფრით სჯობნის, ასე რომ ჩვენც გვაქვს უფლება მოვითხოვოთ იგივე, თუნდაც რამოდენიმე სავალდებულო პრაქტიკული საათის გავლის შემდეგ, რომ ყველაფრის თავიდან ჩაბარება არ გვიწევდეს.მადლობა
gallery images

ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის (და ოჯახის წევრების) მიმართვა

ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის (და ოჯახის წევრების) მიმართვა    პეტიციასაქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ–ნ მამუკა ბახტაძეს, საქართველოში უკვე წლების მანძილზე მოქმედებს ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას და ჩამანაცვლებელი პრეპარატის, მეთადონის და ბუპრენორფინი (სუბიქსინი) მიწოდების უზრუნველჰყოფას, როგორც ქალაქ თბილისში ასევე რეგიონებში. დღეის მონაცემებით სახელმწიფო პროგრამებში ჩართულია 12,000 (თორმეტი ათასამდე) ბენეფიციარი. გვინდა მადლიერებით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ პროგრამებზე ფინანსური ბარიერის გაუქმებამ 2015 წლიდან, კიდევ ათასობით ჩვენ მოქალაქეს მისცა საშუალება ესარგებლა ამ მეტად მნიშვნელოვანი სერვისით, როგორც კი მოიხსნა ფინანსური ბარიერი გასამმაგდა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რიცხვი. ჩანაცვლებითმა თერაპიამ მოგვცა საშუალება მოგვეხდინა ჩვენი ყოფის ნორმალიზება და ჩვენი ქმედებების დეკრიმინალიზაცია. გავხდით უფრო სოციალურები/საზოგადოებაში ინტეგრირებული ვიდრე ვიყავით მანამდე, ჩვენ ოჯახებში დაიმკვიდრა სიმშვიდემ, შემცირდა ინფექციების გავრცელების რისკი. იმის განცდამ, რომ დილის გათენება გვიხარია, არ გვჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოვიპოვოთ დღიური დოზის ფული საერთოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრების რითმი.თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება დამთვარდეს და ახალმა რეგულაციებმა, რომელიც 1 აპრილიდან შევიდა ძალაში მართვის მოწმობებთან დაკავშირებით დაგვაყენოს ურთულესი არჩევნის წინაშე: ან უნდა უარი ვთქვათ ჩანაცვლებითი თერაპიების სერვისზე, ან მანქანის მართვაზე, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა!ამავე დროს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ავტოტრანსპორტის მართვა, როგორც ნარკოტიკული თრობის ისე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში არის უპასუხისმგებლო ქმედება, რომლის შედეგად არა მარტო საკუთარ თავი არამედ სხვაც შეიძლება დააზიანო! მაგრამ პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის კოდექსით და „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით“ მხოლოდ მოხმარების ფაქტის გამო კვლავ კრიმინალიზაცია ეწინააღმდეგება ყველანაირ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებს! შედარებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში საჭის მართვა ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება.ათეული წლებია მოქმედ სადამსჯელო და მავნებლურ ნარკო პოლიტიკას ადამიანების სიკვდილის გამომწვევი, ჯანმრთელობის და თავად მათი ოჯახების მომავლის განადგურების, ღირსების შელახვის, უსამართლობის განცდის, სრულიად ქვეყნის იმიჯის დიზიანების და საზოგადოებისთვის სხვადასხვა სახის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. ხშირად გვესმის ევროპული მიდგომა, ევროპული სტანდარტი, რაც ბუნებრივია კარგია და გვახარებს. სამწუხაროდ ეს ევროპული მიდგომა დღემდე ვერ შეეხო ნარკოპოლიტიკას, ჯანდაცვის სერვისებს, რომელიც აუცილებელია ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემების გადასაწყვეტად.  გასაგებია, რომ არ ვართ მაღალი ეკონომიკური სტანდარტის ქვეყანა თუმცა კანონის ცვლილებას, რომელიც დამყარებული იქნება ზრუნვაზე, პრევენციულ ღონისძიბებზე, რომელიც აარიდებს მომავალ თაობებს ნარკოტიკებისგან გამოწვეულ ზიანს, ხოლო გამსაღებლებს და რეალიზატორებს აგებინებს პასუხს, ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება ჭირდება.ბ-ნო პრემიერო  საქართველო არის მესამე ადგილზე ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე (რუსეთის და სეიშელის კუნძულების შემდეგ) ბოლო მონაცემებით ქვეყნაში ინექციური გზით მომხმარებელი ადამიანთა რაოდენობა 60 000 ათასამდე გაიზარდა და ესეთ ფონზე ერთი სრულყოფილი სარეაბილიტაციო ცენტრიც კი არ არსებობს ქვეყანაში (ბაზალეთის ცენტრი წლებია დაკონსრვებულია) .გამომდინარე ზემოთ თქმულიდან  მოგმართავთ შემდეგი თხოვნით და იმედს ვიტოვებთ ბ-ნო პრემიერო, რომ გულისყურით მოეკიდებით ჩვენ წუხილს და შემდეგი პრობლმების გადალახვაში დაგვეხმარებით:1.        გთხოვთ განახლდეს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამემტში რათა დასრულდეს ეს პროცესი და მივიღოთ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა.2.       გაფართოვდეს სუბოქსონის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა და მოხდეს პროგრამებზე ფართო გეოგრაფიული არეალის უზრუნველყოფა.3.       გამარტივდეს პრეპარატის ხელზე გატანების პრაქტიკა ზუსტად ისე, როგორც ამას დასავლური ცივილზებული სტანდარტი გვეუბნება.4.        მოგვეცეს კონკრეტული განმარტება იმ პაციენტებს ვისაც ექიმის მიერ განსაზღრული აქვს სტაბილური დოზა და შესაბამისად არ ვართ ეიფორიის და თრობის ქვეშ რატომ გვეკრძალება მართვის უფლება.ბ-ნო პრემიერო მოგმართავთ თხოვნით განახორციელოთ პარლამენტში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა“ და დეპუტატების მიერ ინიცირებული პროცესის განახლება, რომელიც სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო შევიდა ჩიხში. ჩვენ ათეულობით ათასი ადამიანი, ჩვენი ოჯახის წევრები მოუთმენლად ველოდებით იმ დაბალანსებულ ნარკოპილიტიკას, რომელიც იქნება დაფუძნებული  ზრუნვაზე, ადამიანების საჭიროებაზე და არა მხოლოდ დევნაზე და დასჯაზე. უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა ნარკოტიკი იყო დასჯის იარაღი. თქვენ, როგორც მთავრობის მეთაურმა გთხოვთ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით მიმართოთ და პროცესებში აქტიურად ჩართოთ:საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბ-ნ ირაკლი კობახიძესაქართველოს იუსტიციის მინისტრს ქ-ნ თეა წულუკიანისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრიბ-ნ   დავით სერგეენკოშინგან საქმეთა მინისტრს ბ–ნ გიორგი გახარიაჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნ აკაკი ზოიძე ჩვენც პაციენტები, ჩვენი  მხარდამჭერი სამოქალაქო სექტორი გამოვთქვამთ მზაობას კვლავ აქტიურად ჩავერთოთ ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში.გთხოვთ და მოგიწოდებთ შეასრულოთ საზოგადოების დაკვეთა და თქვენი საარჩევნო დაპირებები ხალხის წინაშე და შეცვალოთ ახალგაზრდების და მთლიანად საზოგადოების კრიმინალიზაციის ნარკოპოლიტიკა, მათი გაღარიბება და დემონიზაცია, გახადოთ ცივილიზებული და ჯანდაცვაზე დაფუძნებული, რომელიც ასევე იქნება ღირსეული და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებული.
gallery images

ძაღლები ყველგან და ყოველთვის?

დღეს კანონი აღარაფერს წარმოადგენს!კოსტავას ქუჩაზე,ვერის ბაღში არის გაკრული ნიშანი რომლის ბრძანებითაც ამ ადგილას უნდა აიკრძალოს ძაღლების სეირნობა.აქ არის სკოლა,სადაც უამრავი ბავშვი სწავლობს.გაზაფხული-შემოდგომა ისინი ხშირად ეზოში ჩამოჰყავთ სათამაშოთ.აქ კი მათ თამაშში სწორედ ეს ძაღლები უშლიან ხელს.ირგვლივ სულ მათი....-ია მოფენილი.ბავშვები კი ბოდიში და ფეხს ყოფენ.თანაც გასაკვირი ისაა რომ ძაღლებს პატრონები ჰყავთ.უპატრონო რომ იყოს გავჩუმდებოდი.სწორედ იმ ნიშანის წინ დაასეირნებენ ,,დაპრანჭულ'' ძაღლებს სადაც იკრძალება ძაღლის გამოსეირნება.ეს ბავშვებში კონფლიქტსაც იწვევს.ზოგს მოსწონს ძაღლები,ზოგს კი მათი ეშინია.განსხვავებული აზრების შემთხვევაში კი დავა გარანტირებულია.ამიტომ დაიცავით კანონი!თბილისის მერიამ კი გააკონტროლოს კანონი
gallery images

NDI - ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის აკრძალვა საქართველოში

პეტიცია მიზნად ისახავს NDI - ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის აკრძალვას საქართველოში:ქვყანაში ცრუ ინფორმაციის გავრცელება, საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით.ადამიანებზე მორალური და მსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება.
gallery images

აიკრძალოს წითელი ფერი

აიკრძალოს წითელი ფერის ტანსაცმელი,ბიუსჰალტერი,საცვალი,ფეხსაცმელი,პომადა,ცხვირსახოცი,პირსახოცი,თეთრეული,ფარდა,შპალერი,ქვაბები,ტაფები და ა.შ. სხვადასხვა სუვენირები.
gallery images

საქართველოში ევროსა და ლარის ერთიანი მიმოქცევის შესახებ

ევროსა და ლარის ერთიანი მიმოქცევის შესახებ  მოცემულობა:                   .ქართული სახელმწიფო მიისწრაფვის ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. პრობლემა:              .მოქალაქეები ლარის კურსის ხშირი ცვალებადობის გამო განიცდიან ფინანსურ დანაკარგს;              .მთავრობა ხშირად კრიტიკის ადრესატი ხდება ლარის დევალვაცია-გაუფასურების გამო, რაც ისედაც მყიფე პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.  სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 4,5 მილიარდი ევროა, რაც დიდ სავალიუტო რესურსს არ შეადგენს.    მოსახლეობა ვისაც გააჩნია დანაზოგის შექმნის პოტენციალი, როგორც წესი მყარ ვალიუტაში დოლარსა და ევროში ახდენს თანხის კონვერტაციას.                           უპირატესობები და გამოსავალი:               . ლარის ამოღება უნდა მოხდეს ეტაპობრივად შემდეგი სქემით, პირველი წელი (2021)  განხორციელდეს ლარის მასის 50% შემცირება და ევროთი ჩანაცვლება, აგრეთვე იმავე წელს დადგინდეს ერთიდაიგივე წესი ევროსა და ლარის მომოქცევისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.)  დაქირავებულს მიეცეს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება სასურველ ვალუტაში (ევრო, ან ლარი); ყოველ მომდევნო წელს ლარის ემისია გაიზარდოს 30% სანამ მისი  ამოღება არ შეადგენს 90% და შესაბამისად 90% ევრო და 10% ლარის (სამიმოქცევო, საიუბილეო და ნუმიზმატური კუპიურების სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი).                .ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ეცნობოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ და ეთხოვოს გარკვეული სავალუტო ქვოტა და შეღავათები დააწესოს საქართველოსთვის.                                                                       
gallery images
gallery images

დედაქალაქში შენობა-ნაგებობათა სიმაღლის ზღვრული ჭერის დაწესების შესახებ

დედაქალაქში სიმაღლის ზღვრული ჭერის დაწესება   მოცემულობა:  დედაქალაქში ათწლეულობის განმავლობაში წარმოებულმა უსისტემო მშენებლობამ ურბანული სხეულის დაზიანება-დამახინჯება გამოიწვია, რამაც გააუარესა ეკოლოგიური ვითარება. ჰორიზონტალურის ნაცვლად ვერტიკალურად და არაჰანმორიულად განვითარებული დედაქალაქი იქცა ეკოლოგიური კატასტროფის ზონად (სამწუხაროდ თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის მაჩვენებლით ლიდერობს) საავტომობილო საცობებით,  ჭარბი პოპულაციის კონცენტრირებით მიკრო ზონებში, ქალაქის ვენტილაციის დონის შემცირებით და მწვანე ზონების დაბალი მაჩვენებლებით  განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან მიმართებით ანტი რეკორდებს ამყარებს. მაღლივი კორპუსების ავარიის, ხანძრის და სხვა ტიპის კატასტროფების დროს ერთი-ორად ძნელდენა ევაკუაციის, სამაშველო ოპერაციის და ავარია/კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია.  საქართველო ზომიერი აქტივობის სეისმურ ზონას მიეკუთვნება და როგორც ქვეყანაში, აგრეთვე სამეზობლოში დაფიქსირებულია დამანგრეველი ხასიათის ტექტონიკური ძვრები, წინადადება: დაწესდეს ზღვრული ჭერის კრიტერიუმი,  კერძოდ გრუნტის ზედაპირიდან 20 მეტრი სიმაღლის მეტი შენობა-ნაგებობის  მშენებლობა აიკრძალოს.(გამონაკლისი დაიშვას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის და ცენტრალური მთავრობის თანხმობით.)უპირატესობები:·         გაუმჯობესდება ეკოლოგიური ვითარება;·         საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება და მოხდება პოპულაციის გადანაწილება;·         სამუშაო ადგილები დედაქალაქში დიდწილად გაიზრდება ვერტიკალური განვითარების ნაცვლად ბუნებრივი და ჰარმონიული ჰორიზონტალური განვითარების გამო;·         სხვადასხვა ტიპის ავარიების, კატასტროფების და ეპიდემიების შემთხვევაში, როგორც პრევენციული, აგრეთვე სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება ბევრად გამარტივდება;·         მოიმატებს, მწვანე და ღია სპორტული ზონების რაოდენობა;·         დედაქალაქის მაცხოვრებლების სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდება და ხანგრძლივობა გაიზრდება. გიორგი მკურნალიძე2020  წლის 23 აპრილი
gallery images

აიკრძალოს instagram - ზე წლის შემაჯამებელი სთორების დადება !

გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა წლის ბოლოს შემაჯამებელი სთორების გამოქვეყნაბა, ვქმნით პეტიციას, რათა 2020 წელს ყველა სხვა უბედურებასთან ერთად გავატანოთ ეს მავნე ჩვევაც.
gallery images
gallery images

COVID 19 პრევენციისთვის

1. დაუბეგრავი მინიმუმი, დაუბრუნდეს 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა იმ პირს, რომელთა შემოსავალი (საშემოსავლოს გათვალისწინებით) ამ პერიოდში არ აღემატებოდა წლიურ 60 000 ლარს.2. საშემოსავლოსგან და საპენსიო ფონდის შენატანისგან გათავისუფლდეს 3 თვის განმავლობაში ყველა ის პირი რომელთა შემოსავალი (საშემოსავლოს გათვალისწინებით) 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არ აღემატებოდა წლიურ 60 000 ლარს.3. დაუბრუნდეს ყველა იმ პირს 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით საპენსიო ფონდში შეტანილი მათი წილი თანხები, რომელთა შემოსავალი 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არ აღემატებოდა წლიურ 50 000 ლარს (საშემოსავლოს გათვალისწინებით)4. ყოველი წლის დასაწყისში, ანუ ყოველი წლის იანვრის თვეში მიეცეს უფლება ყველა იმ პირს, რომელთა შემოსავალი (საშემოსავლოს გათვალისწინებით) გასული წინა წლის მდგომარეობით არ აღემატებოდა წლიურ 50 000 ლარს, დარჩნენ ან გავიდნენ საპენსიო ფონდის პროგრამაში.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა იმ პირს, რომელთა შემოსავალი 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არ აღემატებოდა წლიურ 50 000 ლარს (საშემოსავლოს გათვალისწინებით) დაუბრუნდეს ამავე პერიოდში „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ მე-11 მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე შეჩერებული დევნილთა შემწეობა
gallery images

დუმილის სანაცვლოდ, საპატრიარქოს დაფინანსება გაიზარდოს 5,000,000 ლარით.

ბოლო დროს, გახშირდა საპატრიარქოს განცხადებები ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ვთვლით, რომ ეს ინსტიტუტი არ უნდა მოცდეს. ვიცით რა, როგორ საჭიროებს ეს დაწესებულება მატერიალურ მხარდაჭერას და შესაძლებელია ეს განცხადებებიც სწორედ კეთილი საქმეების საკეთებლად დამატებითი თანხების მოზიდვას ემსახურება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაფინანსება გაიზარდოს 5,000,000 ლარით (ჯამში 30,000,000 ლარი) დუმილის სანაცვლოდ.
gallery images

თავისუფლება ნიკიტას

ნიკიტა და ანა მოგეხსენებათ 3 წელი და 7 თვეა ერთად არიან. მათ ბევრი რთული ეტაპი გამოიარეს ურთიერთობაში მაგრამ ახლა დროა დასრულდეს მათი ურთიერთობა. სხვა გოგო ბიჭებსაც გვინდა ნიკიტასთან სიახLOVE.. ნიკიტა გახდიიი რა ჩემი ლოვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე თუ არ დაშორდებიან ერთმანეთ მოვიტხოვთ აწ უკვე გადამდგარი გიორგი კვირიკაშვილის კიდევ ერთხელ გადადგომას
gallery images

პეტიცია, რომ აქციების დროს არ იყოს საჯარო გამოსვლები

მოგესალმებათ შეწუხებული მოქალაქე.მოგეხსენებათ ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველოში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცია ჩატარდა. ძალიან მიხაროდა, როდესაც ამ აქციების ნაწილი ვიყავი, თუმცა საჯარო გამოსვლები, რომლებიც რესტორანში სუფრაზე ნათქვამ სადღეგრძელოებს გავს, ძალიან უადგილოდ და არაკომფორტულად მეჩვენებოდა. ყველამ ისედაც ვიცით გამომსვლელების პოზიცია და რა საჭიროა მიკროფონში კივილი და უკულტურობა? ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ მსგავს აქციებზე არ ყოფილიყო საჯარო გამოსვლები. თქვენ რას იტყვით?
gallery images

გამოიყვანოს მესი სტადიონზე ხორხე სამპაოლიმ

მოვითხოვთ ხორხე სამპაოლიმ გამოიყვანოს ლევან გიორგევიჩ მესიძე სტადიონზე.