add one
gallery images
gallery images
gallery images

მოვაშთოთ ღამურები ვაკიდან !!!

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქალაქში ისედაც ბევრი პრობლემაა, ამას ემატება ღამურების გამუდმებული პარპაში ყოველ ღამით, ცაში. განსაკუთრებით კი ვაკის ტერიტორიაზე. დროა უკვე ამას წერტილი დაესვას და აღარ შეილახოს ჩვენი უფლებები ! დროა გარეთ, აივანზე მშვიდად ვისხდეთ, ვეწეოდეთ სიგარეტს თუ გავყურებდეთ მზის ამოსვლასა თუ ჩასვლას !
gallery images

ა(ა)იპ ორგანიზაცია "სტოპხამი" დაფინანსდეს საპრეზიდენტო გრანტით

არასამთავრობო/არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სტოპხამი" გასული 2016 წლის ნოემბერში შეიქმნა. მათი მიზანი,სამოძრაო ეთიკისა და სამოქალაქო თვითშეგნების პოპულარიზაციაა,რომელიც ძირითადად ქვეითთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს ყველა იმ ავტომფლობელს,რომელიც თავისი კერძო საკუთრების არასწორი პარკირების გამო, (ტროტუარზე,პანდუსზე,ზებრა გადასასვლელზე) ზღუდავს ქვეითთა საფეხმავლო გზას.
gallery images
gallery images

ძმობისა და მეგობრობის პარკი

ყველას --- 1945 წლის დიდი  გამარჯვების და  ხალხთა  მეგობრობის მომხრეებს!ძვირფასო  მეგობრებო --- არასამთავრობო ,,სამხრეთი ბუდე"(South  nest)-ი მოგმართავთ  თხოვნით,  რათა მხარი  დაუჭიროთ  ,,მშვიდობის სარტყლის" დამკვიდრების  იდეას სამხრეთ  ოსეთის ირგვლივ,  რაც  გამოიხატება  ძმობისა  და  მეგობრობის  დენდროლოგიური პარკის გაშენებაში  და  რომელიც  იქნება  გარანტია მუდმივი  მშვიდობისა  ამ  კონფლიქტურ  ზონაში  და  რომელიც  ამავდროულად  ხელს  შეუწყობს  ამ  რეგიონის  განვითარებას.  ამ  იდეის  შესახებ,  რომელზეც  უკვე  4  წელზე  მეტია  ვმუშაობ,   უკვე  ვესაუბრე  როგორც  რუსულ,  ასევე  ქართულ მხარეს  მინისტრებისა  და  მათი  მოადგილეების  დონეზე,  ხოლო  სამხრეთ ოსეთის  პრეზიდენტს  კი  წერილი  გაუგზავნე.  ვიმედოვნებ,  რომ  პოლიტიკოსები  შეასრულებენ  თავიაანთ  პირობას  და  ბოლომდე  მხარს  დაუჭერენ  ამ უნიკალურ  სამშვიდობო  პროექტს რომლის  ანალოგი  ჯერ  მსოფლიოში არ  არის.  ეს  ,,ძმობისა  და  მეგობრობის  დენდროლოგიური  პარკი"  იქნება  ადგილი კულტურული  და  სპორტული  ღონისძიებებისა,  ეს  იქნება  ადგილი  როგორც  პოლიტიკური,  ასევე  საქმიანი  შეხვედრებისა. ჩვენ  ასეთი  ,,სახალხო  დიპლომატიით"   შეგვიძლია  მთელს  მსოფლიოს ვაჩვენოთ  და  მივცეთ  მაგალითი  იმისა,  თუ  როგორ  მშვიდობიანად  და  დემოკრატიულად  შეიძლება  ასეთი  მტკივნეული  საკითხების  მოგვარება. ამიტომ  ყველა  კეთილისმსურველს  გთხოვთ  გაიზიაროთ  და  პოპულარიზაცია გაუკეთოთ  როგორც   ,,მშვიდობის  სარტყლის"  იდეას, ასევე  რუსი,  ქართველი  და  ოსი  ხალხების  მეგობრობას. ეს  თანადგომა  გთხოვთ  დაადასტუროთ  ,,ხელმოწერით"" დიდი  მადლობა  ყველას.პატივისცემით, ემზარ შალიკაშვილი 
gallery images

უარი ეთქვას კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ურეკში, გრიგოლეთსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარების წახალისებას.

ხელისუფლება ურეკში, გრიგოლეთსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა,  აღნიშნულ ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას ითვალისწინებს. “კანონპროექტი ითვალისწინებს ერთის მხრივ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ტერიტორიასა და ფოთში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო მეორე მხრივ, დაბა გრიგოლეთში, დაბა ურეკსა და ფოთში სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას ახლადაშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, ახლადაშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან"-ნათქვამია კანონპროექტში. 
gallery images

ვთხოვოთ ელონ მასკს,რომ ხატია წერეთელი გააგზავნოს მარსზე.

რა თქმა უნდა საშვილიშვილო საქმე კეთდება და თითოეული ხელმოწერა,ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.
gallery images

დაუშვებელია ჯალათი-მოსამართლე თამარ ალანიას კანდიდატად წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ   თეა წულუკიანსპარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტისთავჯდომარეს ქალბატონ  სოფო კილაძესსტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარმომადგენლისშერჩევის კომისიის დანარჩენ წევრებსყველა დაინტერესებულ პირს ყოფილი პოლიტპატიმრის ამირან ქადაგიშვილის[email protected] ღია წერილი ღია წყაროებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ შერჩეული 5 კანდიდატს შორის აღმოჩნდა „მოსამართლე“ თამარ ალანია, რომელიც ჩემი ოჯახის უსამართლო პროცესში გვევლინებოდა პროკურორად და უამრავი პროცესუალური დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის მოწმეებზე კანონსაწინააღმდეგო ზეწოლა, მათი დაშინება, დაპატიმრება მისთვის არასასურველი ჩვენებების მიცემის გამო,  მტკიცებულებების დამალვა და განადგურება. მართალია ქ-ნ თეას შეკითხვაზე გვანცა ყუფარაძის პროცესზე დაშვებული გადაცდომების შესახებ მან შეეცადა თავი ემართლებინა იმ დროინდელი გარემოთი და საკუთარი დანაშაული გადაებრალებინა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს არ  აძლევს მას უფლებას პრეტენზიას აცხადებდეს სტრასბურგის სასამართლოში საქართველო წარმოადგინოს. თამარ ალანია აღიარებულია როგორც სააკაშვილის დროინდელი ჯალათი-მოსამართლე. სტრასბურგის სასამართლოს სრული დასახელება კი არის ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლო.            მოგახსენებთ, რომ ჩვენი ოჯახის (ამირან ქადაგიშვილი, ნანა ქადაგიშვილი, არჩილ ქადაგიშვილი და გიორგი ქადაგიშვილი) საჩივარი განიხილება სტრასბურგის სასამართლოში და გასულია განაჩენის გამოტანის ეტაპზე. იმ შემთხვევაში, თუ თამარ ალანია აღმოჩნდება იმ 3 კანდიდატს შორის, რომლებსაც საქართველო წარადგენს სტრასბურგში დასამტკიცებლად, სახეზე იქნება მძაფრი ინტერესთა კონფლიქტი და საქართველო კვლავ განიცდის ფიასკოს, რადგან დაუშვებელია, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში მუშაობისას მოსამართლეს განსახილველად დაეწეროს გასაჩივრებული საქმეები, რომლებშიც თითონ მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე ან პროკურორი.            თავს ვალდებულად ვთვლი, ამ წერილის გარდა, პირადად მივმართო სტრასბურგის საამართლოს ამ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. პატივისცემით,საქართველოს ყოფილი პოლიტპატიმრების, პოლიტდევნილებისდა ყველა უსამართლოდ დაზარალებული და ქონება დაკარგულიმოქალაქეთა სახელითამირან ქადაგიშვილი30.05.2017
gallery images

ჩვენ გვინდა "vixen" ქართულად

მეგობრებო, გთხოვთ შეაგროვეთ ხელმოწერები იმისთვის რომ აჭარანეთმა გაახმოვანოს 12 ეპიზოდიანი ანიმაციური სერიალი "vixen"
gallery images

მიეცით ვეფხოს თაკო

ვინც ეთანხმებით რომ ვეფხოს ნანატრი თაკო უნდა გადაეცეს ხელი მოაწერეთhttps://www.facebook.com/vefxo.svanidze.3/videos/309781043091463/
gallery images

აიკრძალოს ლეღვი საქართველოში!

ხშირად გვესმის თუ როგორ იღებენ სხვადასხვა სახის დამწვრობებს ახალგაზრდები, მაგრამ არავინ საუბრობს მიზეზებზე! მიზეზი მდგომარეობს იმაში რომ მიზანი არის რუჯის მიღება, რომელიც ხდება საპირისპირო სქესის წარმომადგენლისთვის თავის მოწონების მიზნით, ეს ხილი გარყვნილ აზრებს უღძრავს ახალგაზრდებს! ყველაფერი ჯერ კიდევ იესო ქრისტეს მოსვლიდან მოდის, როდესაც პირადად იესო ქრისტემ დაწყევლა ეს ხილი, სწორედ ამიტომ ხდება ამდენი უბედურება! ეს ამბავი გოლგოთამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო კვირა იესომ თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში გაატარა. ღამის გასათევად მაცხოვარი ელეონის მთაზე ადიოდა. სახარებაში წერია: „და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ (მთ. 21,19). მარკოზ მახარებელი მათეს სახარებას საოცარ დეტალებს უმატებს: იესო ხესთან მივიდა, თუმცა „...არა იყო ჟამი ლეღვისაი“ (მრკ. 11,13). http://www.orthodoxy.ge/tserili/pasukhebi/legvis_khe.htmმოვითხოვთ კანონის დონეზე აიკრძალოს ლეღვი და უკვე არსებული ხეები მასობრივად მოიჭრას, სრული გადაშენების მიზნით.
gallery images

მოვითხოვთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აიკრაძალოს პიროტექნიკის გაყიდვა (არასერტიფიცირებულ პირებზე)

მოვითხოვთ, პარლამენტში შევიდეს და იქნას განხილული კანონპროექტი რომლის საშვალებითაც საქართველოში აიკრძალება პიროტექნიკის გაყიდვა და გამოყენება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, როგორც 18 წელს მიუღწეველ პირებზე ასევე სრულწლოვან ადამიანებზე. პიროტექნიკის ქვეყანაში შემოტანის გაყიდვის-ყიდვის და გამოყენების უფლება წვეულებებზე და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე უნდა ქონდეს კანონით წინასწარ განსაზღვრულ მხოლოდ სერტიფიცირებულ პირებს რომლებსაც ექნებათ გავლილი სპეციალური კურსები.პიროტეკნიკის ,,არასერტიფიცირებულ” პიროვნებაზე მიყიდვის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდეს 500 ლარიანი ჯრიმით, იურიდიული პირი კი 1500 ლარიანი ჯარიმით. 1 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდეს 1500 ლარინი ჯარიმით, იურიდიული პირი 5000 ლარიანი ჯარიმით.პიროტექნიკის გამოყეების შემთხვევაში (გარდა არასერტიფიცირებული პირისა და კანონით განსაზღვრული ადგილებისა), ფიზიკური პირი დაჯარიმდეს 250 ლარიანი ჯარიმით, იურიდიული პირი 1000 ლარიანი ჯარიმით. 1 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პიზიკური პირი დაჯარიმდეს 500 ლარიანი ჯარიმით იურიდიული პირი 2000 ლარიანი ჯარიმით.31 დე­კემ­ბრი­სა და 1 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გი­ო­ნებ­სა და თბი­ლის­ში ჯამ­ში პი­რო­ტექ­ნი­კით და­ზი­ა­ნე­ბის 81 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მათ შო­რის 33 რე­გი­ო­ნებ­ში, 48 კი თბილის­ში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ასე­ვე, კლი­ნი­კა­ში პიროტექნი­კით და­შა­ვე­ბუ­ლი 8 არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­იყ­ვა­ნეს. 7 მათ­განს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და. არას­რულ­წლოვ­ნებს ხე­ლის მტევ­ნე­ბი ჰქონ­დათ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.შემოუერთდით პეტიციას.
gallery images
gallery images

ჩამოიყვანეთ CERA KHIN - ი ხიდზე ან ბასიანზე

საქართველოს სოციუმის ახალგაზრდა წარმომადგენლების უფლებათა დაცვის აღქმის დონის ამაღლებისათვისა და დიდი სურვილის შესაბამისებრ, გთხოვთ თბილისის რომელიმე კლუბში "ხიდზე" ან "ბასიანზე" ჩამოიყვანოთ "სერა ხინი". დიდი მადლობა ყურადღებისთვის <3