add one
gallery images

შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა  არ ფინანსდება.  მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური წნეხი ძალიან დიდია. მკურნალობის საშუალო ღირებულებაა 8000-15000 ლარის ფარგლებში და ზევითაა, დამოკიდებულია დამატებით საჭიროებებზე ინდვიდუალურად.  სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უშვილო წყვილების რიცხვი 12-15%-ს შეადგენს.საქსტატის მონაცემებით 2009-2019 წწ.  საქართველოში რეგისტრირებულია 300 000-ზე მეტი ქორწინება. თუ კი ვივარაუდებთ უნაყოფობის 12-15%-იან რიცხვს შეიძლება ითქვას რომ 36000-45000-ზე მეტ წყვილს საორიენტაციოდ აქვს უნაყოფობის პრობლემა. ვინაიდან ეს მხოლოდ ბოლო ათწლეულის ქორწინების მონაცემებია, იგულისხმება რომ უნაყოფო წყვილების რიცხვი რეალურად ბევრად დიდია. ყოველწლიურად კი უნდა ვივარაუდოთ რომ 3600-4500 ახალი წყვილია უნაყოფობის პრობლემით საქართველოში.ყველა ადამიანიის უფლებაა ჰქონდეს როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ჯანმრთელობა. მშობლების უფლებაა თავად გადაწყვიტონ როდის და რამდენი შვილი იყოლიონ. უნაყოფობა არღვევს ადამიანის უფლებებს და ზიანს იწვევს გენდერულ ჭრილშიც,  როდესაც ურთიერთობაში ქალი მეტად ხვდება წნეხის ქვეშ იმისგან დამოუკიდებლად გამოწვეულია თუ არა უნაყოფობა მისი ჯანმრთელობის ფაქტორით. უნაყოფობას ნეგატიური ზეგავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებაზე. ქალები ხშირად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ სტიგმას, ემოციურ სტრესს, დეპრესიას, შფოთს, საკუთარი თვითშეფასების დაქვეითებას და განქორწინებასაც კი.სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მოქმედებდეს მსგავსი უთანასწორობების აღკვეთისა და ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველყოფისთვის.  ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა აღიარონ უნაყოფობა როგორც დაავადება რომელსაც ისევე ესაჭიროება დიაგნოსტირება, მკურნალობა და ხარისხიანი მომსახურება როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებას.  ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სამედიცინო კრიტერიუმებზე დაფუძნებით ფინანსდება უნაყოფობის მკურნალობა. 
gallery images

შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა / Stop the construction of devastating HPPs in Racha-Lechkhumi

რიონის ხეობა საფრთხეშია.საქართველოს მთავრობა რაჭაში და ლეჩხუმში ჰიდროელექტროსადგურების ორი მასშტაბური კასკადის აშენებას გეგმავს - ონის და ნამახვანის კასკადებს. ისინი საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ - რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას. For English please  scroll down #გადავარჩინოთრიონი #არაონისკასკადს #არანამახვანიჰესს #saverioniriverონის კასკადის შედეგად, ქვეყნის ყველაზე წყალუხვი მდინარის - რიონის 37 კილომეტრიან მონაკვეთზე მდინარის კალაპოტში წყლის ბუნებრივი ჩამონადენის (საშუალო მრავალწლიური ხარჯის) მხოლოდ მეათედი დარჩება, ხოლო დანარჩენი ჰესის გვირაბებში მოექცევა. ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ხეობის ფლორასა და ფაუნას. რიონი ვეღარ შეასრულებს მის ეკოლოგიურ ფუნქციებს - ღვარცოფული მდინარეების მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და ორგანული ნივთიერებების გადატანას. ამით, ერთი მხრივ, საფრთხე შეექმნება უშუალოდ ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო მეორე მხრივ, ქვედა დინებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები გამოიფიტება და ნაპირების ეროზია მოხდება. თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაშიცაა აღნიშნული, რომ კასკადი სარისკოა მეწყრული სოფლებითვის და შესაძლოა ადგილობრივი მაცხოვრებლების განსახლება გახდეს საჭირო. ის მნიშვნელოვანი ასპექტი მასშტაბური ჰესის საპროექტო დოკუმენტაციაში შესწავლილი საერთოდ არ ყოფილა.ონის სოფლების თავზე, სეისმურად და გეოლოგიურად შეუსწავლელ მთებში, გვირაბებში მოქცეულმა რიონმა, შესაძლოა დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს და გააქროს უწერის ცნობილი მინერალური წყლები, რაც რეგიონს მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეზღუდავს.არც ონის, არც ნამახვანის კასკადის პროექტებში, სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. ეს მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, გამანადგურებელი მიწისძვრა ახსოვს და მისი განმეორების შესაძლებლობა არსებობს.433 მგვტ-იანი ნამახვანის კასკადის რეზერვუარების სარკის ზედაპირის ფართობი610 ჰექტარია, რომელიც დატბორავს წყალტუბოსა და ცაგერში სოფლებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას. დაზიანების შემთხვევაში, ნამახვანის კაშხლიდან გამოხეთქილი 34 მეტრიანი ტალღა ქუთაისს 19 წუთში დაატყდება, წყალდიდობით გამოწვეული საფრთხე კი მთელ კოლხეთის დაბლობს დაემუქრება.ნამახვანის ჰესი მიკროკლიმატსაც შეცვლის ლეჩხუმში. ეს იმას ნიშნავს, რომ დავკარგავთ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის- ცოლიკაურის მიკროზონას, ანუ, ტვიშის ღვინოს, ისევე როგორც უსახელოურის მიკროზონას. პროექტს ასევე ზემოქმედება ექნება ამბროლაურში ხვანჭკარას მიკროზონაზე. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც, რომელთა წლების განმავლობაში გაშენებული ვენახები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ხალხისგან ისედაც დაცლილ მთის სოფლებში ტურისტების მოზიდვა, წყალში ჩაიყრება.არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა.ამ ყველაფერთან ერთად, პროექტების განვითარება ისე დაიწყო, რომ მათი ეკონომიკური საჭიროება დაუსაბუთებელია: არ არის წარმოდგენილი დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ნამახვანის ჰესების კასკადზე გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია, ონის კასკადის ხელშეკრულების მიხედვით კი, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებს კერძო კომპანიისგან 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგია შეისყიდოს და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებულად მაღალ ფასი გადაუხადოს (საშუალოდ 1 კვტ.სთ10 ცენტზე მეტი).აღსანიშნავია, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც უკვე ააშენა მძიმე შედეგებით ცნობილი შუახევი ჰესის პროექტი. შუახევი ჰესის გვირაბები ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოინგრა, რისი მიზეზიც გეოლოგიური რისკების არასაკმარისი შესწავლა იყო. დამატებითი სამუშაოების შედეგად, 2020 წელს შუახევი ჰესი ამუშავდა, თუმცა რისკები მოსახლეობისა და გარემოსთვის კვლავაც მაღალია.მიუხედავად უამრავი რისკისა და პრობლემისა, კანონდარღვევებისა, სათანადო წინასწარი კვლევებისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და, უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტისა, ონისა და ნამახვანის ჰესების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა. ონის კასკადზე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ხოლო ნამახვანის ჰესზე - სამშენებლო ნებართვაც წინასწარ სამუშაოებზე. ლეჩხუმში მძიმე ტექნიკა უკვე შევიდა და, ხალხის პროტესტის ფონზე, სამუშაოები დაიწყო.შემოგვიერთდით, დავიცვათ რიონი, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი მომავლის და კანონის დაცვას ნიშნავს. გადავარჩინოთ რაჭა-ლეჩხუმი!საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ:1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების - ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.4. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებებიმოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გავაგრძელოთ პერმანენტული აქციები, მივმართოთ საერთაშირისო ორგანიზაციებს და ყველა არსებული გზით შევუშალოთ ხელი მდინარე რიონის ხეობაში დამანგრეველი ჰესების მშენებლობას.                   Stop the construction of devastating HPPs in Racha-Lechkhumi#SaveRioniRIverRioni valley is under serious threat.The government of Georgia plans to build two large-scale hydropower cascades in Racha and Lechkhumi regions – the Oni and Namakhvani cascades. These hydropower plants (HPPs) threaten not only the nature in the surrounding Rioni River valley, but also the population of Racha, Lechkhumi and Kutaisi and the sustainable development of the region.In order to construct the Oni cascade, only one-tenth of the river's natural runoff (average annual flow) will remain in a 37-kilometre section of the Rioni, the country's most powerful river, and the rest of the water will be diverted through tunnels. This will cause irreparable damage to the flora and fauna of the valley. The Rioni River will no longer be able to perform its ecological functions – transporting rubble and nutrients from flooding rivers farther downstream. This will directly endanger the population living in the project area; it will also deplete the agricultural lands downstream and erode the riverbanks. The decision of the Ministry of Environmental Protection and Agriculture states that the cascade is risky for villages in landslide zones and that resettlement of the locals might be required. This important aspect has not been studied in the project documentation at all.In the mountains above the villages of Oni, which have yet to be explored from both a seismic and a geological perspective, the tunnels that will carry diverted water from the Rioni may pose a serious threat to locals’ lives, and they may also destroy the famous mineral waters of Utsera, which will limit the region's future sustainable development opportunities.Seismic risks have not been properly studied for either the Oni or the Namakhvani cascade projects. The residents of Racha and Lechkhumi regions can still remember one of the largest, most devastating earthquakes in the Caucasus, and it is always possible that there will be a recurrence.The area of the reservoir surface for the 433 MW Namakhvani cascade will cover 610 hectares, which will flood the villages of Tskaltubo and Tsageri municipalities, significantly impacting their unique biodiversity and cultural heritage. In case of any damage, a 34-metre wave from the Namakhvani dam will hit Kutaisi (The second largest city in Georgia) in 19 minutes, and the danger caused by the flood will threaten the entire Kolkheti lowland.The Namakhvani hydropower plant (HPP) will also change the microclimate in Lechkhumi. This means that we will lose unique types of Georgian wine – including Tvishi wine from the Tsolikauri micro-zone, as well as wines from the Usakhelauri micro-zone. The project might also impact the Khvanchkara micro-zone in Lower Racha region (municipality of Ambrolauri). It will be a significant loss for local entrepreneurs, whose vineyards and future plans, which have been cultivated for years (including attracting tourists to already abandoned villages in mountains), will be wasted.The Ministry of Environmental Protection and Agriculture did not consider the position of the local people in any of these projects. Environmental decisions for both projects were made in violation of the law, without the proper inclusion and participation of the public.Additionally, the development of the projects has begun in such a way that their economic needs are unjustified: no cost-benefit analysis has been presented, which is required by Georgian law as a part of the environmental impact assessment report. Moreover, the Namakhvani cascade agreement is confidential. And according to the Oni cascade agreement, the government of Georgia undertakes to purchase electricity from a private company for 20 years and pay a guaranteed high price from the state budget (on average, more than 10 US cents per 1 kWh).It should be noted that the company that won the tender for the construction of the Namakhvani HPP already built the Shuakhevi HPP, known for its devastating results. The tunnels of the Shuakhevi HPP collapsed within 2 months of its commissioning due to insufficient geological risk studies. Following additional work on the Shuakhevi HPP, it was turned on again in 2020; however, the risks to the population and the environment remain high.Despite numerous risks and problems, violations of the law, lack of proper preliminary studies and security guarantees, and years of active protests from locals, the government of Georgia has already made decisions on the Oni and Namakhvani HPPs. An environmental decision has been made on the Oni cascade, and a construction permit for preliminary construction work has been issued for the Namakhvani HPP. Heavy machines have already entered Lechkhumi, and, despite the locals’ protests, preliminary work has begun.Join us to protect the Rioni River, which means protecting our lives, our future and our law. Let's save Racha-Lechkhumi!We ask the government of Georgia to:1. Stop the construction of the planned Oni and Namakhvani hydropower plants on the Rioni River.2. Establish Racha National Park, where, along with other ecosystems, the Rioni River and its main tributaries will be protected.3. Stop implementing risky projects in the highland regions of Georgia that endanger natural ecosystems and rivers and hinder the sustainable development of these regions.4. Make the Georgian government's agreements with companies about HPP's publicIn the case of non-compliance with our demands, we reserve the right to continue permanent protest actions, appeal to international organisations and use all available resources to prevent the construction of destructive hydropower plants in the Rioni River valley.
gallery images

სტუდენტებისთვის განახევრდეს სწავლის გადასახადი პანდემიის დროს

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა, რის უმთავრეს გამომწვევ მიზეზს ფინანსური პრობლემა და, აქედან გამომდინარე, დაგროვილი სტუდენტური გადასახადი წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია,  სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული.სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე.განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.სწორედ ამიტომ, ჩვენ - ახალგაზრდები ვითხოვთ:1)      პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი;2)      სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი; სტუდენტები:მაკა ტოხიშვილიელენე ელბაქიძელაშა ანაკიძეზურაბ კურცხალიანინო წულაძემარიამ კუსიანიხატია მირცხულავანინო ხაზიურიმარი რუხაძექეთევან მუსერიძესალომე წერეთელითემურ შანავასალომე სუხიტაშვილიმარიამ რევაზიშვილიქრისტინე კიკალიშვილინათია ბლაგიძე 
gallery images

გადაეცეს თამაზ ელიზბარაშვილს ადგილი სადაც ააშენებს ახალ ძაღლების თავშესაფარს!!!

პირველად 3 ივნისს ადიდდა მდინარე ვერე, რომელმაც დააზარალა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. წყლის დონემ 2 მეტრს მიაღწია, დაიკარგა და დაიხრჩო ათობით ძაღლი. საბედნიეროდ, ათივე დათვი გადარჩა. თავშესაფრის ჩვეული რიტმით მუშაობის გაგრძელება მოხალისეების დაუზოგავი დახმარებით მოხერხდა.   13 ივნისის ღამეს განმეორებითი  წყალდიდობა საბედისწერო აღმოჩნდა თავშესაფრისთვის. თავსესაფარი მთლიანად გაანადგურა სტიქიამ,  დაიხრჩო და დაიკარგა ათეულობით ძაღლი, სამწუხაროდ დაიღუპა ყველა დათვი. ძაღლების ევაკუაცია მოხდა საბურთალოს სასაფლაოზე, რამდენიმე დღის შემდეგ   ეკონომიკის სამინისტრომ თავშესაფრისთვის დროებით გამოყო თავისი  კუთვნილი ტერიტორია, რომელიც მდებარეობს სამგორის რაიონში, კაიროს 26 ნომრის მოპირდაპირე მხარეს. ამ შენობაში არ არსებობდა ელექტროენერგია და საკანალიზაციო სისტემა. თამაზ ელიზბარაშვილმა კი ხალხის მხარდაჭერით მოაგვარა ეს პრობლემა. მიუხედავად ამისა, მრავალი საკითხი რჩება მოსაგვარებელი.   დროებითი თავშესაფრის ტერიტორია გამოუსადეგარია ძაღლების თავშესაფრის არსებობისთვის, რადგან: 1. ემეზობლება საცხოვრებელი სახლები, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.                  2. დროებითი თავშესაფრის ტერიტორია  მისასვლელად მოუხერხებელია, ჩვენთვის, ცხოველთა მოყვარულებისთვის.   როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბატონი თამაზი მერიისგან მოითხოვს თავის კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ალტერნატიულ ფართს და კომპენსაციას, რაც კანონიერად ეკუთვნის მას.    ჩვენი მოთხოვნაა, თამაზ ელიზბარაშვილს კანონის შესაბამისად გადაეცეს კომპენსაცია და  ტერიტორია, სადაც შეძლებს ახალი თავშესაფრის აშენებას!   
gallery images

რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ოკუპანტი, აგრესორი ქვეყნიდან ტურისტების უვიზოდ მიღება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ამის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავმიჯნავთ რუსეთს - როგორც აგრესორ სახელმწიფოს, და რუსეთიდან შემოსულ ტურისტს - როგორც ამ აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლს და არა - მიმდევარს.შესაბამისად, ლოგიკურია მოვითხოვოთ მათგან ამის ფორმალური დადასტურება ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის დროს - იმის აღიარება, რომ ისინი არ იზიარებენ რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელ პოზიციას.ტექსტი შეიძლება იყოს მიახლოები ასეთი:"ვკვეთავ რა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს საკუთარი სურვილით, ვიზიარებ მასპინძელი ქვეყნის საზღვრების დეფინიციას, კერძოდ, ვაფიქსირებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიმაჩნია საქართველოს შემადგენელ ნაწილად".ამ ხელმოწერებს არ ექნება რაიმე იურიდიული ძალა, თუმც იგი იქნება ნათელი მესიჯი ყველასათვის, რომ რუსი ტურისტების შემოშვებით საკუთარ პრინციპებს არ ვღალატობთ, და ტურისტებად ვუშვებთ ხალხს, რომელიც არ იზიარებს აგრესორი ქვეყნის მტრულ იდეოლოგიას. ტურისტები რომლებიც არ დააფიქსირებენ თავიან ხელმოწერას, გაბრუნდებიან საზღვრიდან უკან.აღნიშნული მექანიზმი შეიძლება დარეგულირდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული კანონის ფარგლებში.
gallery images

აიკრძალოს საქართველოში ონლაინ სესხები!!!!!

საქართველოში ონლაინ სესხების აღება უმარტივესია. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა და აქტიური საბანკო ანგარიშია საჭირო. ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენ ადამიანს აქვს სესხი არ არსებობს. თუმცა რეალობა იმდენად მწარეა, ონლაინ სესხების კომპანიებისა და ე.წ. ამომღები კომპანიების მხრიდან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სესხის აღებისას მომხმარებელმა იცის, რომ 200 ლარის აღების შემთხვევაში ერთ თვეში დაახლოებით 240 ლარის გადახდა მოუწევს, იმ შემთხვევაში თუ ვერ გადაიხადა, „გადავადების სერვისს“ სთავაზობს კომპანია. ერთი თვით სესხის გადავადება საშუალოდ 60 ლარი ღირს. 4 თვით სესხის გადავადებისას, ძირი წესით დაფარული უნდა იყოს, მაგრამ დავალიანება მაინც 240 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებულ დღეებზე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო და ყოველდღიური ჯარიმები, საშუალოდ თანხის 1,5%. სწორედ ასეთი სისტემის გამო, მსესხებელს 200 ლარის აღების შემთხვევაში თუ დროულად თანხა ვერ დაფარა, 600-800 ლარის უკან დაბრუნება უწევს. სესხები გაიცემა ყოველგვარი ცნობის ან პერსონის გადამოწმების გარეშე. რის გამოც, ხშირად ხდებიან ადამიანები თაღლითობის მსხვერპლნიც. არასრულწლოვანი შვილები, მშობლების მონაცემებს იყენებენ, რათა ისარგებლონ სესხებით. საგულისხმოა, რომ ონლაინ სესხების კომპანიის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი კონტროლისა და ლიცენზიის გარეშე. მთავარია გქონდეს თანხა. და რა ხდება მაშინ თუ თანხა ვერ გადავიხადეთ? ერთი თვის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენელი გირეკავს და გახსენებს რომ თანხა გაქვს გადასახდელი. მეორე-მესამე თვიდან კი სესხი ამომღებ კომპანიას გადაეცემა, შპს-ს რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით და საქართველოს კონსტიტუციას აქტიურად არღვევენ. იწყება მსესხებელზე ზეწოლა, ყოველდღიური რეკვები (განსაკუთრებით ხელფასის აღების პერიოდში), მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით მიდიან სამსახურში, ურეკავენ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, სამსახურის უფროსსაც კი.. ასმენინებენ პატრულის სიგნალიზაციას, ემუქრებიან რომ დაუყადაღებენ (თავად!) უძრავ-მოძრავ ქონებას, ზოგიერთ შემთხვევაში დაიჭერენ, ერთ-ერთი თანამშრომელი მოკვლითაც კი დაემუქრა მომხმარებელს. ამ ზემოთაღნიშნულმა ფაქტებმა, ბევრი ახალგაზრდა დაუფიქრებლად მიიყვანა თვითმკვლელობის ზღვარზე. ბევრ ადამიანს არც ინფორმაცია აქვს და არც საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული კანონდარღვევების აღსაკვეთად. უამრავ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც აიკრძალა ონლაინ სესხები, ასეთი კაბალური საპროცენტო განაკვეთები იქაც კი არ არსებობდა! სწორედ ზემოხსენებული, დაზარალებული მოსახლეობა ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის მთავრობისგან, იმ მთავრობისგან, რომელიც შექმნილია ხალხის კეთილი ნებით მოგვექცეს ყურადღება და გაგვეწიოს თანადგომა . დაწესდეს რეგულაციები ონლაინ სესხებისათვის და ამომღები კომპანიებისათვის! დაწესდეს მაქსიმალური წლიური 36% - 360%-ის ნაცვლად. გაკონტროლდეს ამომღები კომპანიის ქმედებები! იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა, ვერ განახორციელებს აღნიშნულ რეგულაციებს, აიკრძალოს და გაუქმდეს "თანამედროვე მევახშეების" არსებობა! წერილი იქნას განხილული და დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რაც მხოლოდ ერთი სიტყვით მაგრამგასაგებადაა ნათქვამი. წერილის გამოგზავნაში მონაწილეობას იღებს როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონში მცხოვრები დაზარალებულები.ვაცხადებთ ღიად და თამამად რომ თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქტიურად დაიწყვება ხმაურიანი აქციები ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქსა და რეგიონში!     https://www.youtube.com/watch?v=FU8psLPi0xQ https://www.youtube.com/watch?v=YmOZkcczAy4 https://www.youtube.com/watch?v=WARN33bz-a8 https://www.youtube.com/watch?v=dLCUFN1AhzE https://www.youtube.com/watch?v=p2JbgS6Whgw https://www.youtube.com/watch?v=FyLYIOCeKYU goo.gl/lZPvLO https://goo.gl/fLnHNH https://goo.gl/u4jIKn https://goo.gl/l0CXgw https://goo.gl/aPP1ub https://goo.gl/ZWaMtC https://goo.gl/BCuWPR    
gallery images

თავისუფლება სალომე ჩარკვიანს

 თავისუფლება სალომე ჩარკვიანს!!!!     მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, სასამართლო დარბაზში  წაიკითხა გადაწყვეტილება, რომლის          საფუძველზეც  3 შვილის დედას, 34 წლის სალომე ჩარკვიანს  2 თვიანი წინასწარი პატიმრობა  შეეფარდა...მოსამართლემ არ გაითვალისწინა  არც ერთი შუამდგომლობა…       2004 წლიდან 2006 წლის დასაწყისამდე სალომე ჩარკვიანი  მართლაც მუშაობდა  „აჭარა ცენტრ- პოინტ ჯგუფის “ დირექტორის თანამდებობაზე , თუმცა მას წინასწარი მოლაპარაკების და რჩეულიშვილების ოჯახის გადაწყვეტილებით,ამ თანამდებობაზე  ევალებოდა მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობა, შესაბამისად წვდომა კომპანიის ფინანსებზე არ და ვერ ექნებოდა . („ცენტრ პოინტის  ფინანსებს მთლიანად განკარგავდა დამფუძნებლის ოჯახი)  ამას ადასტურებენ თავად რჩეულიშვილებიც.  ბოლო 10 წლის განმავლობაში სალომე ჩარკვიანს არანაირი  საქმიანი ურთიერთობა  არ ჰქონია რჩეულიშვილების ოჯახთან. ის საკუთარი პროფესიით მუშაობდა -  უნივერსალური   სამედიცინო ცენტრის  მამოლოგიის და გინეკოლოგიის დეპარტამენტში  ექიმ  ონკო-ქირურგად.სალომე ჩარკვიანი 2015 წლიდან ცენტრ-პოინტის  საქმეზე  პროკურატურასთან თანამშრომლობს, დაკითხულია რამდენჯერმე მოწმის სახით  და თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს  საქმეზე საბოლოო სიმართლის დადგენამდე.  სალომე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და შესაბამისად არ  აპირებდა მიმალვას, რაც მისი დაპატიმრების მიზეზად დასახელდა.       სამწუხაროდ,    მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც სალომეს  ოჯახური მდგომარეობა, მას ჰყავს  3 შვილი, აქედან 2  არასრულწლოვანი, უმცროსი 5  წლის. არ გაითვალისწინა არც ის, რომ  სალომე ჩარკვიანს  არასდროს ჰქონია შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან.  პეტიციის ავტორები ვართ  სალომეს მეგობრები. ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს...სალომეს ახლა  სჭირდება  გვერდზე  დგომა. სალომე ჩარკვიანის თავისუფლება და  მისი შვილების მომავალი არ უნდა შეეწიროს სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებს!
gallery images

არა ცირკს !!! თავისუფლება ცხოველებს !!

ცირკი — ყველაზე სასტიკი შოუ დედამიწაზე! ყველა ცხოველი, რომელსაც ცირკის არენაზე ხედავთ, მუდმივი ძალადობის მსხვერპლია. ყოველდღე მათ სცემენ, რომ ნასწავლი ილეთები შეასრულონ. იმედია, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი გადააგდოთ ცირკის ბილეთი. 1. ბევრი ახალგაზრდა ცხოველი (მათ შორის სპილოები და ვეფხვები) ტყვეობაში იბადება. ისინი იძულებულნი არიან მთელი ცხოვრება გაატარონ მათთვის არაბუნებრივ გარემოცვაში. 2. ილეთების სასწავლებლად ცირკში გამოიყენება ჯოხები, თოკები და ელექტროშოკერები. ხშირად ცხოველებს დღე-ღამე აშიმშილებენ, რომ უფრო მორჩილები გახდნენ. 3. დიდ კატებს მუდმივად სცემენ და ელექტროშოკერს იყენებენ, რომ მწვრთნელის ეშინოდეთ. 4. სპილოებს ბევრჯერ ელექტროშოკერით ურტყამენ — მანამ, სანამ მათი ყურებიდან სისხლი არ წამოვა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ცხოველმა საშიში და არასასიამოვნო ილეთი შესრულოს — მაგალითად თავზე დგომა. 5. თუ რაღაცა მიზეზების გამო ცხოველი ვერ იღებს მონაწილეობას შოუში, მას ათავსებენ სპეციალურ საკანში, რომლებშიც ვერც მოძრაობს. მანდ სრულ იზოლაციაში ცხოვრობს. 6. ცირკის ცხოველები იძულებულნი არიან გადაადგილდნენ სპეციალურ ვაგონებში და ტრაილერებში 100 და მეტი საათის განმავლობაში! იქ ძალიან ცოტა ადგილია და ანტისანიტარია სუფევს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სპილო გადახურებისგან დაღუპულა. ტემპერატურამ კონტეინერში 50 გრადუს გადააჭარბა. 7. როდესაც ცხოველი ტყვეობაში ცხოვრობს, მას ბევრი „ფსიქოლოგიური“ პრობლემა აწუხებს. ხშირად ეს ხდება როგორც დეპრესიის ასევე თვითდასახიჩრების მიზეზი. 8. ეს ცხოველები არასდროს აკეთებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ, და არა მათ პატრონებს: ისინი არ დარბიან, არ ეთამაშებიან სხვა ცხოველებს. მათ უმრავლესობას არასდროს უნახავს ბიოლოგიური დედა 9. ხანდახან ცირკის ცხოველები ჭკუიდან გადადიან და თავის პატრონს თავს ესევიან. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მათ კლავენ. 10. არსებობენ კანონები ცირკის ცხოველების მოვლაზე, მაგრამ არავინ არ იცავს მათ. მათთვის ცხოველები არის უბრალოდ ბინზნესი. გახსოვდეთ, რომ როდესაც ყიდულობთ ცირკის ბილეთებს, მხარს უჭერთ ცხოველებზე ძალადობას. შეიტანეთ წვლილი მათ გადარჩენაში ❌ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ცირკი ცხოველებით, მათ შორის ავსტრიაში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, ჩეხეთში, ფინეთში, ესტონეთში, დანიაში, რუმინეთში, სლოვენიაში, იტალიაში, მალტაზე, ნიდერლანდებში, შვედეთში, ქორვატიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში. 
gallery images

ოთო აბესაძისათვის

უკიდურესად შეშფოთებული ვართ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც დამძიმდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ ოთარ აბესაძემისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშპიროვნებას, არ შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებას და ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე.ვთვლით, რომ ყველაზე მთავარია ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისგაუმჯობესება და სიცოცხლის გაფრთხილება, რაც ცივილური სახელმწიფოს უპირველესფასეულობას წარმოადგენს. გვჯერა, რომ საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო,ორიენტირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, როგორც უზენაესიფასეულობის დაცვაზე.        აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით,  ვითხოვთ მის გირაოთი განთავისუფლებას.
gallery images

გაუქმდეს მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები!

მოგეხსენებათ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს გაუქმდება მე-11 კლასის საატესტატო გამოცდები და მომავალი წლიდან უკვე მე-12 კლასის გამოცდებიც, თუმცა წლევანდელ აბიტურიენტებს ჩვეულებრივად მოგვიწევს 4 გამოცდის ჩაბარება. უსამართლობაა ის ფაქტი, რომ გვეუბნებიან თითქოს საატესტატო გამოცდები არ არის ეფექტური საშუალება რეალური ცოდნის შესამოწმებლად, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ წელს მაინც გვიწევს 4 გამოცის ჩაბარება. ვფიქრობ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მე-12 კლასელებს ბევრად რთული წელი გვაქვს წელს და გვეუფლება უსამართლობის გრძნობა. არანაირი შური და ბოღმა, უბრალოდ უსამართლოს გრძნობა, რომ ჩვენ ვიჩაგრებით.რათქმაუნდა პეტიცია არ წარმოადგენს არაფრის გარანტიას, თუმცა უბრალოდ დავანახოთ მთავრობას, რომ ჩვენც შეგვიძლია ხმის ამოღება და არ დავუშვებთ უსამართლობას. გაუქმდეს მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდებიც!
gallery images

დათხოვნილ იქნას საბავშვო ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, H1N1-ის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით

ვინაიდან და რადგანაც, გახშირდა რა, საქართველოში, H1N1-ით გარდაცვალების შემთხვევა, მომატებულია რა, H1N1-ით დაავადებულთა რაოდენობა, მივიჩნევ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პრევენციის სახით, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებების დროებითი დათხოვნის შესახებ, ვინაიდან, დამეთანხმებით, საბავშვო ბაღები, სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები, ყოველდღიურად, ათასობით ინდივიდის თავშეყრის ადგილი ხდება, სადაც ნებსით თუ უნებლიეთ, გვიწევს ახლო კონტაქტი ადამიანებთან, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას, რომელსაც შეიძლება, ნებისმიერი ჩვენთაგანი, შეუცნობლად ვატარებდეთ. ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს იმ მედიკამენტის დეფიციტი, რომელმაც უნდა შეძლოს ვირუსთან გამკლავება და თუ არსებობს სააფთიაქო ქსელში, იყიდება მაღალი ღირებულებით. დამეთანხმებით, დღევანდელი მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რთულია იმ მედიკამენტის შეძენა, რომლის ღირებულებაც 100 ლარს აღწევს. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, რომ უმაღლესი პრევენციის სახით, დროებით, დათხოვნილ იქნას ყველა სასწავლო დაწესებულება.  პატივისცემით, გიორგი ქოქიაშვილი
gallery images

მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი

მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი.არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის.
gallery images

მოვითხოვთ ავტომობილების სავალდებულო ტექ.დათვალიერების შემოღებას!

საერთაშორისო კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურებამ უკვე საშიშ ზღვარს მიაღწია! გაეცანით სტატიას კვლევის შესახებ სრულად ამ ბმულზე.ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ სიკვდილიანობაზეც კი ძალიან დიდი გავლენა აქვს! ასეთ დაბინძურებულ გარემოში ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ!აუცილებელია, ისევ შემოვიღოთ ავტომობილების სავალდებულო ტექ.დათვალიერება და საბოლოოდ მოვაცილოთ ქუჩებიდან ძველი, ვადაგასული და უხარისხო მანქანები!
gallery images

ქართველი ხალხის სახელით სხვადასხვა სოციალური ფენების ოფიციალური მილოცვა და მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტის ბ-ნი დონალდ ტრამპისადმი

მის აღმატებულებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ დონალდ ტრამპს ქართველი ხალხის მ ი მ ა რ თ ვ ათქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავთ თქვენდამი დიდ პატივისცემას და გილოცავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას, რაც თქვენ ამერიკელი ამომრჩევლის დიდი ნდობითა და სიყვარულით მოიპოვეთ. ჩვენ, ქართველებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში უფრო განვითარდება, დაიხვეწება და შეიცვლება სახელმწიფო მართვის ახალი პარადიგმები, მსოფლიო ქვეყნებს შორის მშვიდობისა და ჰარმონიული თანამეგობრობის დასამკვიდრებლად, მათი ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აშშ-ს წინა ხელისუფლებების მიერ იგნორირებული იყო ქართველი ერის უმთავრესი ნება-სურვილი ზემოაღნიშნულ ფასეულობათა დაცვის თაობაზე, რამაც უფრო გააღრმავა მოსახლეობაში უნდობლობა თქვენი ქვეყნის ზოგიერთი სახელმწიფო უწყების მიმართ. საქართველოში ისინი ეყრდნობოდნენ მათ მიერ დაფინანსებულ არაკომპეტენტურ, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ვიწრო, მერკანტილურ ჯგუფებს, რომლებიც საზოგადოების ფართო ფენებში არ სარგებლობენ ნდობით, პატივისცემითა და სიყვარულით. ამ ჯგუფების მოღვაწეობა, პარლამენტსა თუ მის გარეთ, იწვევს ერთგვარ ეჭვს „ჩვენი სახელმწიფოს რაობაზე“ და წარმოშობს ორ მეგობარ ქვეყანას შორის ხიდჩატეხილობის სინდრომს. გულწრფელად გვჯერა, რომ თქვენი ინაუგურაციის შემდგომ  გაღრმავდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც თქვენივე კეთილი ნებით დაადასტურებს 2009 წლის 9 იანვრის ქარტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს: ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და ბაზარზე საქონლისა და მომსახურების დაშვების ხელშეწყობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და გვჯერა, რომ თქვენი წარმატებული პოლიტიკით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო გამორჩეულ, ღვთისთვის სათნო როლს და ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე სამყაროს საკეთილდღეოდ.
gallery images

მოვითხოვთ სტუდენტურ ტარიფს რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტრანსპორტზე

რუსთაველ სტუდენტთა ასოციაცია სტუდენტების სახელით მოვითხოვთ სტუდენტური ტარიფის შემოღებას რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტრანსპორტზე. დაგვიდექით სტუდენტებს გვერდით და ერთად მოვითხოვოთ სტუდენტური ტარიფი, გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას.   რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ 17.12.15 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანა წერილის სახით განცხადება, რომლითაც მიმართა ქალაქის მერს, რომ 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულიყო რუსთავ-თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფი არა უმეტეს 75 თეთრისა, რაც ხელს შეუწყობს რუსთავში მცხოვრებ სტუდენტთა მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას.  ხოლო აღნიშნული სხვაობა  (55 თეთრი) სუბსიდირებულიყო  ქალაქის ბიუჯეტიდან ან  მოლაპარაკებოდნენ  კომპანიას, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ მარშრუტს.   აღნიშნული განცხადების პასუხად კი მივიღეთ წერილი, რომლითაც შეგვატყობინეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული რუსთაველ სტუდენტთა სუბსიდირება ჩვენ  მიერ შეთავაზებული ფორმით.   რუსთაველ სტუდენტთა ასოციაცია არ ვწყვეტთ მუშაობას და პეტიციის მეშვეობით ვაგრძელებთ სვლას მიზნისკენ ! ჩვენ ვითხოვთ კანონიერად და ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი!