add one
gallery images

აიკრძალოს საქართველოში უცხოელებზე მიწის გაყიდვა! ! !

აიკრძალოს საქართველოში უცხოელებზე მიწის გაყიდვა! ! !
gallery images

აიკრძალოს ჩადრით სიარული

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხალხმრავალ ადგილებში, სკვერებში, პარკებში, რესტორნებსა და კაფე ბარებში, სკოლებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამთავრობო და საჯარო დაწესებულებებში აიკრძალოს ჰიჯაბით, ნიქაბით, ჩადრით, ფარანჯით, ბურკით და სხვა ნებისმიერი ისეთი ტანსაცმლით სიარული რომელიც სახეს ფარავს. 
gallery images

ერთად, ბავშვების სიცოცხლის უფლების დასაცავად!

წინამდებარე პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ - სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა და რეაბილიტაცია, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სავალდებულო გამგზავრების შემთხვევაში. საქართველოში წლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ბოლო 5 წლის განვალობაში 683 ბავშვს დაესვა კიბოს დიაგნოზი. სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის საქართველოში მკურნალობის დაფინანსება 23 000 ლარს შეადგენს თითო ბავშვზე. აღნიშნული თანხა იმდენად მიზერულია, რომ ხშირად კვების და ხარისხიანი მედიკამენტების შეძენის საშუალებასაც არ იძლევა ოჯახებისთვის. საქართველოში შეზღუდულია ბავშვთა ონკოლოგებისა და კლინიკების რაოდენობა. არ ტარდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურები ბავშვებში, მაგალითად როგორიცაა ძვლის ტვინის გადანერგვა და სხვა მაღალტექნოლოგიური ოპერაციები. შესაბამისად, ბავშვის გადასარჩენად მშობელს უწევს შვილის საზღვარგარეთ გამგზავრება სამედიცინო მომსახურების მიღების მისაღებად, რაც საშუალოდ 150 000 დოლარი ჯდება. სახელმწიფო, იმ ბავშვს რომელსაც საზღვარგარეთ უწევს მკურნალობის მიღება მხოლოდ 30 000 ლარით ეხმარება, რაც ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო არ ეხმარება ბავშვს და ოჯახები მხოლოდ კერძო პირების კეთილი შემოწირულობების იმედად არიან დარჩენილები. ბევრი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა სწორედ ფინანსების არ ქონას! ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები წლების განმავლობაში საკონტროლო კვლევებს საჭიროებენ რაც ასევე არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. ბავშვის უფლებათა კონვენციის, ბავშვის უფლებათა კოდექსის და ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, გადარჩეს, სარგებლობდეს ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით. თითოეული ბავშვი უნდა ცხოვრობდეს უსაფრთხოდ, რათა ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას ხელი არაფერმა შეუშალოს. სახელმწიფო კი ვალდებულია ყველაფერი იღონოს ბავშვების გადარჩენისა და ბედნიერებისთვის! ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები გავერთიანდით რათა ერთად მოვითხოვოთ ბავშვების სიცოცხლის უფლების დაცვა დღეს! წინამდებარე პეტიციაზე ხელმოწერით მოვითხოვთ სახელმწიფომ იზრუნოს ბავშვებზე, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვიან, კერძოდ: სრულად დაფინანსდეს სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სავალდებულო გამგზავრების შემთხვევაში; სრულად დაფინანსდეს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საკონტროლო კვლევები მკურნალობასა და რეაბილიტაციის პერიოდში. სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა!  პროექტი ხორციელდება ააიპ ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირების მიერ, USAID და EWMI Access მხარდაჭერით!
gallery images

გადავარჩინოთ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

თბილისის საკრებულო განიხილავს საჩივარს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ტარიელ ჭანტურიძემ და ხათუნა ელიზბარაშვილმა შეიტანა ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის’’ წინააღმდეგ. საკრებულო დაინტერესდა ამ საკითხის შესწავლით, თუმცა, ცალსახად დაუჭირა მხარი მათ და სპეციალურად მოწვეული ოპერატორების საშუალებით, დღისით თუ ღამით,მათ მიერ დადგმული პროვოკაციები დააფიქსირა. ჩვენ ამის შესახებ, არაერთხელ განვაცხადეთ სოციალურ ქსელსა თუ ვებ–პორტალზე. თბილისის საკრებულო ღიად დადგა უსამართლობის მხარეს და სიმართლეს ზურგი შეაქცია. იმის ნაცვლად, რომ გვერდით დგომა გამოეცხადებინა ჩემთვის, ბიზნესმენისთვის რომელიც საკუთარი ხარჯებით ვინახავ თავშესაფარს, 2004 წლიდან დღემდე 4 ათასამდე ძაღლი შევიფარე, დღეისათვის კი, სამასზე მეტ ძაღლს და 8 დათვს ვმზრუნველობ.
gallery images

გაუფასურებული ცოდნა

პეტიციისა და წერილის სახით მომართვის მთავარი მოტივი “დაუნდობლად”,დაუფიქრებლად, არაადეკვატურად შედგენილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის 2021წლის ტესტია.აბიტურიენტების უმრავლესობა მოგმართავთ თხოვნით:განიხილოთ ჩვენი შემდგომი არგუმენტები: 1)დაძაბული,მიმდინარე პანდემიური ფონი.უამრავმა ოჯახმა შემოსავალის მთავარი წყარო დაკარგა,რის გამოც ვეღარ შეძლეს ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება.ისიც იცით რატომ?ლარის კურსი აღარ ჰყოფნით და დოლარებს ითხოვენ მასწავლებლები. იმედია თქვენც დაგვეთანხმებით, რომ სკოლის სახელმძღვანელოთი და სასწავლო დაწესებულებებში მიღებული ცოდნით აბიტურიენტისთვის მსგავსი სირთულის ტესტის დაძლევა შეუძლებელია. განვითარებულ ქვეყნებში განათლებაში ფულის დაბანდება პრობლემა არაა, მაგრამ საქართველოს უჭირს, ლუკმა უჭირს ქართველ კაცს. შვილი ,რა ქნას, ვერ მოამზდა გამოცდისთვის.ასეთებიც ვართ ამ რიგებში. 2)გასათვალისწინებელი იყო სკოლის სწავლების ხარისხი(რასაკვირველია ძირითადად საჯარო დაწესებულებები).თუ დავუკვირდებით დავინახავთ,რომ შეუსაბამობაშია აღნიშნულ ტესტსა და სკოლაში ნასწავლი სირთულეების ამოცანები.3)საგულისხმოა პანდემიური მდგომარეობა:2წელი online სწავლება,შეჩერებული ტრანსპორტი,კომენდანტი,რომლის არსებობის გამო მასწავლებლებთან გადარბენა გვქონდა ან საერთოდ ვერც კი მივდიოდით რეპეტიტორებთან უტრანსპორტობის გამო. ეკრანს მიღმა კი არც თუ ისე მარტივია მათემატიკა აღიქვა და გაიგო.4)აღსანიშნავია თქვენი სურვილისამებრ დროის შემცირებისა და საკითხების პირდაპირპროპორციულად კლება,ზემოთქმული ფაქტების გათვალისწინების გარეშე თქვენ შემოიტანეთ ურთულესი ტესტი,რომელიც არ იყო გათვლილი დაბალ დონეზე. საგულისხმოა, რომ მსგავსი გამოცდები გათვლილი უნდა იყოს ყველა დონის ბავშვზე და არა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეებზე.5)აუცილებელია ხაზი გაესვას ორ ,ფაქტობრივად,იდენტურ დავალებას ღია შეკითხვებში(ფუნქციებზეა საუბარი).შესაძლებელი იყო ერთ-ერთი ჩაგენაცვლებინათ,თუნდაც,რთული,მაგრამ ბავშვის ცოდნის გამოსამჟღავნებელი საკითხით. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლების უმეტეს ტესტში ვხვდებოდით განტოლებებით შედგენილ სისტემას და მასში მოპოვებულ მნიშვნელოვან ქულებს. წელს კი ეს საკითხიც “წაგვართვით” 6)2007 წლიდან მოყოლებული 2021 წლის საჩვენებელი ვარიანტის ჩათვლით არცერთი ტესტი ასეთ სირთულისა და ამოცანები სიტყვების “რახარუხით”არ იყო შედგენილი. იყო შემთხვევები, როდესაც კითხვა იმდენად ბუნდოვნად იყო დასმული, რომ აბიტურიენტებს ნაწილს გაუჭირდა ზუსტი პასუხის დაწერა.7)რადიკალურად იყო შეცვლილი ტესტის ფორმატი. ბარიერზე ერთი ქულის დაკლება არაფერში წაგვადგა. ტესტურ საკითხებში შევხვდით ამოცანებს, რომელთან უმრავლესობაც რთულად ამოსახსნელი იყო, გვჭირდებოდა რამდენიმე წესისა და თეორემის გამოყენება, რაც ასევე არღვევს ტესტური საკითხების ხიბლს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი სრულად გენიჭებათ ვალდებულება განიხილოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი წერილი და განურჩევლად ვარიანტისა და აბიტურიენტისა გამოაცხადოთ მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად.
gallery images

იმ ბავშვებს რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ გადალახეს უნარებში ბარიერი უფელბა მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა

განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრსს მოგმართავთ თხოვნით იმ ბავშვებმა რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ  გადალახეს უნარებში გათანაბრებული ქულით ბარიერი უფლება მიეცეთ  მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა რათა არ გაუცდეთ კიდევ 1 წელი იმ საგნის გამო რომელიც მომავალში აღარ არის სავალდებულო 
gallery images

ერთად დავიცვათ ბადაგონი!

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი,  მოვითხოვთ  კომპანია "ბადაგონის" და მისი მფლობელისა და დამფუძნებლის,  გიორგი სალაყაიას წინააღმდეგ დაწყებული დევნის და ძალადობის შეწყვეტას! ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ქართული მეღვინეობის ფლაგმანის, კომპანია "ბადაგონის" წინააღმდეგ ფინანსური პოლიცია ახორციელებს აუხსნელი  და საჩვენებელი ძალადობით სავსე მოქმედებებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სამართლიანად ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში კერძო საკუთრება იმყოფებოდა კანონის დაცვის ქვეშ,  ხოლო ბიზნესი სარგებლობდა უპრეცედენტო თავისუფლებით და განვითარების შესაძლებლობით. ვფიქრობთ, რომ 7 თებერვალს კომპანია "ბადაგონის" ოფისში ფინანსური პოლიციის მიერ განხორციელებული შეჭრა და ამ უწყების მიერვე წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა ქართული მეღვინეობის ლიდერი კომპანიის მიმართ  ატარებს უსამართლო და მიკერძოებულ ხასიათს, რაც აზიანებს არა მხოლოდ "ბადაგონის" ფინანსურ მდგომარეობას და ბიზნეს საქმიანობას, არამედ ეჭვის ქვეშ აყენებს რუდუნებით მიღწეულ ხელსაყრელ გარემოს ქართული ბიზნესის განვითარებისთვის, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და  საერთაშორისო რეპუტაციას. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს კომპანია "ბადაგონისა" და მისი მფლობელის, გიორგი სალაყაიას სისხლის სამართლებრივი დევნა, ხოლო ყოფილი ბიზნეს პარტნიორების მხრიდან წარმოქმნილი პრეტენზიების განხილვა მოხდეს სამოქალაქო სასამართლოს დარბაზში მხარეების კანონიერი უფლებების სრული დაცვითა და პატივისცემით, როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. ერთად ბადაგონისთვის!                                                                  ჩვენ ვიცავთ ბადაგონს, ჩვენ ვიცავთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას!
gallery images

შეცვალეთ ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობა

ვითხოვთ შეიცვალოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმა, რადგანაც პრეზენტაციის შემდეგ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ არ მოსწონდეთ არსებული ფორმა. მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რათა თუნდაც არსებული ფორმის გადაკეთება მოხდეს, ისე, როგორც თანამედროვე კულტურულ სახელმწიფოს შეეფერება!
gallery images

აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები

მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით ვაჭრობა და მათი გამოყენება. აკრძალვა დარეგულირდეს შესაბამისი კანონის მუხლით, ან საგანგებო განკარგულებით, არ იყოს ერთჯერადი და სამართალდამრღვევი დაისაჯოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის და ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. „ბომბოჩკები“ გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის მიზეზი. აღნიშნული გასართობი საშუალებებით დასახიჩრდა არაერთი, სხვადასხვა ასაკის პირი. უკონტროლო, გართობის მიზნით აფეთქებები აღიზიანებს უამრავი ბავშვის და შეუძლოდ მყოფი, ზრდასრული ადამიანების ფსიქიკას. სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება სადიზმის გამოვლინების შემთხვევებიც, რა დროსაც ბავშვების მავნე მიდრეკილებების მსხვერპლი ხდებიან ცხოველები. ხშირია მათი წამების ფაქტები.აღნიშნული, სრულიად საკმარისი მიზეზების გამო მოვითხოვთ, ასაფეთქებელი საშუალებები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამით. სხვა შემთხვევაში ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდის და მათი უფლებების დარღვევად.
gallery images

პეტიცია საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ

პეტიცია შემუშავებულია გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მიერ. პეტიცია გამოქვეყნდა  2019 წლის  31 ოქტომბერსაღნიშნული პეტიცია შემუშავდა, რათა მოხდეს საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.საფუძველიგაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებაა და მსოფლიოში ამ პათოლოგიით დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში 20-დან 40 წლის პერიოდში ვლინდება და ამიტომ გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოსახლეობაში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. გაფანტული სკლეროზი არის მიზეზი უნარშეზღუდულის სავარძლის ყველაზე ხშირად გამოყენებისა 18-64 წლის ასაკის მოსახლეობაში.ადრე დაწყებული სწორი მკურნალობა მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების აქტივობას და მასთან დაკავშირებულ უნარშეზღუდულობას.გაფანტული სკლეროზის მკურნალობის სტანდარტად აღიარებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც დაავადების დიაგნოსტირებისთანავე უნდა იყოს გამოყენებული, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების მიმდინარეობას, პროგნოზს და დაავადებულის ცხოვრების ხარისხს.საქართველოში რეგისტრირებულია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო დაავადების მამოდიფიცირებებელი რამოდენიმე პრეპარატი, თუმცა ისინი არ ფინანსდება ქვეყანაში მიმდინარე რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რის გამოც გაფანტული სკლეროზის მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის. პაციენტები არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო! დროული მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ისინი დაუბრუნდნენ  სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.თხოვნაზემოთ თქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით:სახელმწიფომ უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის და რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსება  პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები  ჩამოთვლილ დებულებებს.წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის,პატივისცემით,გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები
gallery images

აიკრძალოს რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა

დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა იმდაგვარი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს. იარაღის ინსტრუქციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მისი გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ, იწვევს სასიკვდილო ჭრილობებს.პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში, არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი - არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონში გაჩნდეს პირდაპირი აკრძალვა, ამდაგვარი იარაღის გამოყენების თაობაზე.მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში. პირდაპირ აიკრძალოს, რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა. 
gallery images

არ გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი!

ვინ ემხრობა გადაწყვეტილებას "2020 წლის გაზაფხულის სემესტრი გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად?" - სტუდენტთა ის უმცირესობა, რომლისთვისაც უნივერსიტეტში სწავლის 4 წელი, ისედაც აკადემიური ხასიათისაა (ძირითადად ოროსნები, გამათხოვე გოგოები, ჯარში არ წამიყვანო ბიჭები და ა.შ)  სტუდენტთა უმეტესობას, არ გვსურს 2020 წლის გაზახულის სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადება. ონლაინ სწავლება კომფორტული, სასიამოვნო და ბევრის მომცემიცაა. P.S. თუ ვინმეს არ მოგწონთ სწავლების ეს პლატფორმა, შეგიძლიათ ამ სემესტრში სტატუსი შეიჩეროთ და მაშინ აღიდგინოთ, როცა "სწავლას" დაუბრუნდებით. 
gallery images

პეტიცია ვაკის პარკის გადასარჩენად

ვაკის პარკში, რესტორან "ბუდაპეშტის" ადგილას გასცა მერიამ ნებართვა 30 მეტრი სიმაღლის შენობის, სასტუმროს ასაშენებლად. ამ ზონაში სასტუმროს მშენებლობა აკრძალული უნდა იყოს წესით, მაგრამ თბილისში ყველაფერი შეიძლება. განსაკუთრებით პარკებში და ბაღებში. სასტუმროს რამხელა ინფრასრუქტურა და მისასვლელი გზები ჭირდება, ყველამ იცის. რამდენი ხე შეეწირება ამას და რამდენად დავარდება ვაკის პარკის ხარისხი, ამას მერე ვნახავთ. 1204.5 მ2 ავტოსადგომი, 1397.2 მოშენების ფართობი, ნაკვეთის ზომა - 2863 მ2. სასტუმროს ნომრების ფართობი - 4881.3 მ2 !!!! ნუ მივცემთ ამის უფლებას, მოვაწეროთ ხელი რაც შეიძება ბევრმა და გადავუგზავნოთ საკრებულოს
gallery images

რუსთავი2 არის ხალხის ტელევიზია და ჩვენ დავიცავთ ყველაფრის ფასად!

მოგეხსენებათ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სამაუწყებლო კომპანიის წილის დაბრუნების მოთხოვნით ქიბარ ხალვაშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანიის ქონების ნაწილს ყადაღა დაადო. რაც "რუსთავი 2" არსებობს, ამ არხზე ყველა კბილებს ილესავს."ძალიან ბევრს თუ იხტუნავებს ნიკა გვარამია ხელისუფლების ჩამოგდების მოწოდებების გამო გლდანის მერვე საპყრობილეში მოუწევს გადაბარგება. ნუ ჰგონია, რომ კონცერტზე მისული ხალხი მის დასაცავადაც გამოვა." - ასეთი განცხადება გააკეთეს ნიკა გვარამიას მისამართით.ნურავის დაავიწყდება, 13 ივნისის ღამეს, რუსთავი 2 იყო ტელევიზიაც, სახელმწიფოც და მაშველიც! რუსთავი 2 - ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის იბრძვის დღეს! რუსთავი2 არის ხალხის ტელევიზია და ჩვენ დავიცავთ ყველაფრის ფასად!მოაწერეთ ხელი პეტიციას და გამოხატეთ მხარდაჭერა! 
gallery images

შემოდგომის გამოცდაზე მასწავლებლობის მსურველთა დაშვება

როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლობის მსურველები ვაბარებდით 2020 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებს. ვფიქრობთ, რომ არათანაბარ პირობებში ვართ პრაქტიკოს მასწავლებლებთან შედარებით. თუ მათ გადაუვადეს გამოცდა, ჩვენთვისაც შეიძლებოდა შეღავათის გაწევა. გთხოვთ, საშუალება მოგვცეთ, რომ ჩვენც გავიდეთ მიმდინარე წლის მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდაზე.