add one
gallery images

ჩამოგვეჭრას საქ. თითოეულ მოქალაქეს გარკვეული რაოდენობის თანხა (მსგავსად 112-სა) ცხოველთა თავშესაფრების დასაფინანსებლად.

მივმართავთ, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენს მხარი დაგვიჭირონ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, რომელიც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.სამწუხაროდ, დღესდღეისობით, ჩვენი ქვეყნის ქუჩებში უამრავი უპატრონოდ მიტოვებული ცხოველი დადის, რომელთა დიდი ნაწილი შიმშილითა და სხვადასხვა დაავადებების შედეგად კვდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს უპატრონო ცხოველების აცრა-მკურნალობა, რათა ისინი არ წარმოადგენდნენ საზოგადოებისთვის საფრთხეს, თუმცა ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომლის წილი პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის ჩვენ, საზოგადოება მზად ვართ. ვფიქრობთ, ჩვენი ყველას საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ყველა ცხოველზე სათანადოდ, ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით 112-ის საფასურის მსგავსად ჩამოგვეჭრას გარკვეული რაოდენობის თანხა იმ ცხოველთა თავშესაფრების დასაფინანსებლად, რომლებიც უპატრონო ცხოველებს უვლიან.  
gallery images

დავიცვათ გუდამაყრის ხეობა ჰესებისგან !!!!

2019 წლის  11 იანვარს, გუდამაყრის ხეობაში, სოფელ კიტოხში მოეწყო  შპს  „სოლო ენერჯის“ მიერ მდინარე შავ არაგვზე და მდინარე ბაკურხევზე 8.35 მეგავატი სიმძლავრის ორი ჰესის -  „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ სკოპინგის ანგარიშის ფორმალური განხილვა.  განხილვის შესახებ მოსახლეობას არ მიუღია სათანადო ინფორმაცია არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.  გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2014 წლის მონაცემებით  (საყოველთაო აღწერის დოკუმენტი), ცხოვრობს 234 ადამიანი. ამათგან, ჩვენი ცნობით განხილვას ესწრებოდა მხოლოდ იმავე დღეს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული შვიდი მოსახლე.  მათთვის არ განუმარტავთ დეტალურად პროექტის შინაარსისა და რისკების შესახებ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,  ორივე ჰესი დერივაციული ტიპისაა, რაც გულისხმობს მდინარის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გადასროლას. გუდამაყრის ხეობის  მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება ასეთი ტიპის  ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობას.მივიჩნევთ რომ:1. კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევითა და გვერდის ავლით დაწყებული საქმიანობა თავიდანვე ეჭვს ბადებს პროექტის მიმართ.2. გუდამაყარი წარმოადგენს შავი არაგვის ხეობას. სწორედ, შავი არაგვი  განსაზღვრავს ხეობის ლანდშაფტსა და კულტურულ ბიომრავალფეროვნებას. შავი არაგვის მილსადენში მოქცევა  გუდამაყრელებისთვის აღიქმება, როგორც დარტყმა ხეობის მთავარ არტერიაზე, გუდამაყრელების იდენტობაზე, თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.3. ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, შეუცვლელი პრიორიტეტია.  აღნიშნული ჰესების მშენებლობით მდინარე შავი არაგვის ჭალა მთლიანად იცვლის სახეს, ხეობა კარგავს განვითარების პოტენციალს. შეიზღუდება შავი არაგვის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენებაც, რაც მარტივად ამოსაკითხია მშენებლობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშშივე.4. ჰესების, განსაკუთრებით „შავი არაგვის“ ჰესის,  საპროექტო ტერიტორია გამოიყენება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვის საძოვრად. მშენებლობის პროცესში და პროექტის განხორციელების შემდგომ, მწყემსებს შეეზღუდებათ გადაადგილება საძოვარ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფლების დაცლასა და მიგრაციას.5. სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული პროცედურული დარღვევების გათვალისწინებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც, რომელსაც კომპანია მოამზადებს, არ ასახავს რეალურ რისკებსა და საფრთხეებს მოსახლეობისათვის. ყოველივე აქედან გამომდინარე მოვითხოვთ, შეჩერდეს „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ 8.35 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა და აღნიშნული პროექტი უარყოფილ იქნას სამინისტროს მიერ.
gallery images

● შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება!!!

ბათუმის ძველი ბულვარში, რომლის განაშენიანებაც ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის საბაღე–საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შპს „ამბასადორი ბათუმი“ 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ 16-სართულიანი სასტუმრო სრულიად შეუსაბამოა ბულვარისთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, საფრთხეს უქმნის და ამცირებს ბულვარის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას. პროექტი უკვე მოიწონა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ და მასზე ნებართვის გაცემა აქვს გადაწყვეტილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც.მსგავსი გადაწყვეტილებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საკუთარი ძირითადი ვალდებულების შესრულებისა და ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ნაცვლად თავად ხდება ბულვარის განადგურების პროცესის მონაწილე და აგრძელებს ბათუმის განაშენიანების არასისტემურ და გაუაზრებელ პრაქტიკას, რომელმაც უკვე გამოუსწორებელი შედეგები დააყენა ქალაქ ბათუმისთვის. ხაზგასასმელია, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისთვის არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია და მოწესრიგება.ჩვენი მოვალეობაა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას და დავიცვათ ბათუმის ბულვარი განადგურებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:    1.    დაუყონებლივ შეწყდეს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა და გაუქმდეს გაცემული ნებართვა.     2.    ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე შეჩერდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებელობაზე ნებართვის გაცემა.  დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილ მშენებლობაზე და თანმდევ უკანონო პროცესებზე შეგიძლიათ იხილოთ:ttps://batumelebi.netgazeti.ge/news/324681/?fbclid=IwAR2SktljP7nx4t4j2JmxwXAcSCe_h5UhKoH9zdnolx4Qd2KcKLTvxwloA2g  
gallery images

ავტომობილის გამონაბოლქვი გახდეს დაჯარიმებადი !

ჩემი ქალაქი მკლავს  გუნდის სახელით წარმოგიდგენთ პეტიციას .საქართველოს კონსტიტუცია:მუხლი 29ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება.. მსოფლიო პოპულაციის ზრდასთან ერთად სულ უფრო უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, მათ შორის კრიტიკულია ჰაერის დაბინძურების დონე.მეცნიერებმა პირველად დააკავშირეს ტვინის კიბოს განვითარების რისკი ჰაერის დაბინძურებასთან. ჰაერის ამგვარი დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს დიზელზე მომუშავე ავტომობილები!!ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად სხვადასხვა განვითარებული სახელმწიფოები ახორციელებენ კონკრეტულ აქტივობებს, რათა სავალალო მდგომარეობა შეცვალონ უკეთესობისკენ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არავითარი მზაობა არ არსებობს იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს.2019 წლის მონაცემებით საქართველოში 1 321 745 ავტომანქანაა რეგისტრირებული. (შსს მონაცემები)მათი 89.9 % 2009 წლამდეა გამოშვებული, ხოლო ტექ-ინსპექტირებაში მონაწილე ავტომობილების 83 %-ის წლოვანება არის 10 წელი და მეტი. მათი უმრავლესობა კი ტექნიკურად გაუმართავია.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 91% ცხოვრობს ტერიტორიაზე, სადაც ჰაერი დაბინძურებულია. მეცნიერების თქმით, 2010 წლის განმავლობაში მსოფლიო პოპულაციიდან 3.3 მილიონი ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა, ამის მიზეზი კი იყო ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებსა და ნაწილაკებთან შეხება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს მაჩვენებლი 2016 წელს 4.4 მილიონი გახდა. მეცნიერების აზრით, თუ ეკოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, 2050 წლისთვის მსოფლიო პოპულაციიდან ნაადრევი სიკვდილის რაოდენობა გაორმაგდება და 8 მილიონს გადააჭარბებს.საქართველოში 2018 წელს სულ დაიღუპა 46 524 ადამიანი.2017 წელს სიმსივნით დაიღუპა 7 095 ადამიანი.2018 წელს სიმვსივნით დაიღუპა 7 329 ადამიანი2017 წელს სასუნთქი გზების დაავადებით დაიღუპა 2 608 ადამიანი.2018 წელს სასუნთქი გზების დაავადებით დაიღუპა 3 676 ადამიანი ამ ვითარების შესაცვლელად ჩვენს ქვეყანას გასავლელი აქვს რამდენიმე ეტაპი. პირველ ეტაპს წარმოადგენს: გაუმართავი ავტომობილის მძღოლის ხილულ კვამლზე დაჯარიმება.როგორ უნდა მოხდეს ეს?! ( რას ვითხოვთ ჩვენ სახელმწიფოსგან ) მიღებულ უნდა იქნას კანონი:საპატრულო ეკიპაჟმა რეაგირება უნდა მოახდინოს, როდესაც შეინიშნება ავტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ხილული კვამლიანობა. აუცილებელია, საპატრულო ეკიპაჟმა ასს-ს შემოწმება განახორციელოს გაჩერებულ მდგომარეობაში. ეს კი შესაძლებელია შემდეგი მეთოდით: ავტო სატრანსპორტო საშუალების ძრავის ბრუნვათა რიცხვი აყვანილ უნდა იქნას 2500 ბრუნზე 3-5 წამის განმავლობაში, თუ გამოვლინდა ნაცრისფერი, შავი ან ლურჯი შეფერლობის მქონე კვამლი (არა თეთრი შეფერილობის ორთქლი) უნდა განხორციელდეს ავტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმება.( კვამლიანობის შემთხვევაში ავტომობილი ტექ-ინსპექტირების დროს ხარვეზდება )1.      შემთხვევის პირველად გამოვლენა - მძღოლს ეძლევა გაფრთხილდება, არ აკლდება ქულა.2.      შემთხვევის მეორედ გამოვლენა - მძღოლს ეძლევა 50 ლარიანი ჯარიმა, აკლდება 10 ქულა.3.      შემთხვევის მესამედ გამოვლენა - მძღოლს ეძლევა 200 ლარიანი ჯარიმა, აკლდება 20 ქულა.4.      შემთხვევის მეოთხედ გამოვლენა - მძღოლს ეძლევა 1000 ლარიანი ჯარიმა, აკლდება 40 ქულა.  ამ კანონის მიღება დღეს ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის არის აუცილებელი, ნუ წაგვართმევთ იმას რაც კონსტიტუციით გვეკუთვნის ვცხოვრობდეთ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში .
gallery images

ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე!

2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგიროს (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე. აღნიშნული რეგულაცია მიღებულია COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა არ ითვალისწინებს არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის შეზღუდვის ეკონომიკრი ეფექტი აღნიშნულ კურორტებზე.ასევე, სრულიად უგულებელყოფილია ის ფაქტორი, რომ ზამთრის კურორტზე სრიალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივობაა პანდემიის პირობებში. მოთხილამურისა და სნოუბორდესრის (შემდგომში - „მოსრიალე“) სტანდარტული ეკიპირება შედგება: სათხილამურო სათვალისაგან, რომელსაც ხმარობენ ექიმები კოვიდ პაციენტებთან ურთერთობისას;ბაფისგან (იგივე პირთბილა, იგივე ე.წ. მრავალჯერადი პირბადე)წყალგაუმტარი შარვლის ან კომბინიზონისგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სათხილამურო ან სნოუბორდის ბათინკსწყალგაუმტარი ბათნკისაგანყალგაუმტარი ქურთუკისაგან, რომელიც ეფარება ზევიდან შარვალს ან კომბინიზონს, წყალგაუმტარი ხელთათმანებისაგან ჩაფხუტისაგან, რომელიც იცავს თავსშემოსილი მოსრიალე გამოიყურება ისე, როგორც ბმულზეა ნაჩვენები და ფაქტიურად იმეორებს იმ ჩაცმულობას, რითაც კოვიდ პაციენტებთან ექიმები არიან შემოსილნი.  ამ და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები სრიალის პროცესში ერთმანეთისგან მინიმუმ 20მ დისტანციით მაინც იმყოფებიან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ დროს ვირუსის გავრცელების შანსები. ასევე, რადგან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არის ღია ტიპის საბაგიროები, მათი მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში ნაკადის რეგულირების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია უსაფრთხოდ სრიალი და საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ნების გამოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი. მიუხედავად ზემოთქმულისა, დღეის მდგომარეობით, ზუსტად ამ დაწესებული შეზღუდვების გამო, მრავალმა ლოკალურმა ბინზესმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, უკვე განიცადა ფინანსური ზარალი, რომელიც მათთვის გაკოტრების ტოლფასია. ეს იმ პირობებში, როდესაც უხეში წინასწარი დათვლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონზე არსებობდა მინიმუმ 15 766 955 ₾ (თხუთმეტი მილიონ შვიდას სამოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) დახარჯვის მზაობა და სურვილი ადგილობრივი (ქართველი) მოსრიალეების მიერ. შეზღუდვების პირობებში კი თანხა, რომელიც კურორტებზე დაიხარჯება, 0-ს უტოლდება. ქვემოთ მოცემულია ამ თანხის სავარაუდო განაწილება კურორტების მიხედვით.  გუდაური    45%     7,158,507.62 ₾ გოდერძი    4%        574,504.43 ₾ სვანეთი    16%     2,443,923.62 ₾ ბაკურიანი    35%     5,590,019.33 ₾ ზმოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვითხოვთ: საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) ამუშავდეს საბაგიროები შესაბამისი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) დაიშვას ღია ტიპის კაფეების მუშაობა;საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს (ე.წ. გესთჰაუზებს) და აპარტოტელებს მიეცეთ სტუმრების დატოვების უფლება. 
gallery images

გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე, შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი მეწყრის შესასწავლად

ვთხოვთ ყველას, არა მხოლოდ ვაშლიჯვრის მაცხოვრებლებს, დაგვიჭირეთ მხარი და შეუერთდით პეტიციას! ვაშლიჯვრის მოსახლეობა მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება.ასევე, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაუწიონ კოორდინაცია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და სხვა საჭირო სფეროს ექსპერტები (და არა სამთავრობო სფეროში დასაქმებული გეოლოგები, რომლებსაც, როგორც დავინახეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ დასკვნებზე აქვთ ხელი მოწერილი) და ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, საჯარო იყოს ამ ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლიონ ლისის ქედი სრულად. ჩვენ ხაზგასმით მოვითხოვთ, გამოკვლეული იყოს როგორც დაზიანებული ფერდი, ასევე მთის სრული ნაწილი და არა მხოლოდ ის ადგილი, რომელზეც უკვე აღმოჩენილია ნაპრალები. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდებოდეს თითოელ ნაბიჯზე ინფორმაცია. ამ პროცესის აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნია სპეციალურ ჯგუფში მოსახლეობის ჩართულობა, ისევე როგორც მოვითხოვთ კვლევების შედეგების საჯარო განხილვებს.  რაც შეეხება დაზიანებულ ფერდს რომელზეც არის ნაპრალები, მოვითხოვთ, ზემოაღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით, სასწრაფოდ, თანამედროვე სტანდარტებით გამოკვლეულ იქნას ფერდის სტაბილურობა და მასზე დამონტაჟდეს მონიტორინგის სისტემები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება ფერდზე მიმდინარე პროცესებს. ხოლო მერიამ აწარმოოს ლისის ქედის 24-საათიანი მონიტორინგი, რომლის შესახებაც მოსახლეობას ყოველდღურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ დასრულდება და გასაჯაროვდება ექსპერტიზის პასუხები რომლებიც დაადასტურებს იქ პროცესის გაგრძელების უსაფრთხოებას. ვაშლიჯვრის მოსახლეობის კიდევ ერთი მოთხოვნაა, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.  რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ვცხოვრობთ ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო. მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება - რა დასკვნებზე დაყრდნობით. მერიის მიერ პირველ დღებში გავრცელებული ინფორმაცია რომ „გერმანელი ექსპერტები ჩამოდიან“ არის უკიდურესად ზოგადი და ის არ შეიცავს შიშის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ ან რაიმე მიმართულების მომცემ ინფორმაციას. ჩვენ ვითხოვთ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროვებას, საფრთხის კომპეტენტურ ანალიზს, ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ინფორმაციის გაცვლას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებთან.ვთხოვთ იმ ადამიანებსაც, ვინც ვაშლიჯვარში არ ცხოვრობს, დაგვიჭირონ მხარი და შეუერთდნენ პეტიციას!  მოთხოვნები :1. გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.2. დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.3. მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.4. შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.5. შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
gallery images

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის შესახებ

პეტიცია საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის შესახებ მიმართული საქართველოს ოკუპირებულიტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი პეტიცია შემუშავებულია ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტებისა და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ის მიერ. პეტიცია გამოქვეყნდა 2021 წლის 21 მაისს აღნიშნული პეტიცია შემუშავდა, რათა დროულად მოხდეს ზემოთ აღნიშნული დაავადების სამკურნალო დამიზნებითი/თარგეთული მედიკამენტების დაფინანსების//თანადაფინანსების პროგრამის შექმნა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. საფუძველი მელანომა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ავთვსებიანი სიმსივნეა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვთარდეს. თუმცა მკურნალობის მელანომა არის კანის კიბოს სახეობა, რომელიც იწყება უჯრედებში და კანს ანიჭბს განსხვავებულ ფერს. ცნობილია, როგორც მელანოციები. ეს სიმსივნური წარმონაქმნი უმეტესად (90%) კანზე ლოკალიზდება, იშვიათად - კონიუქტივაში, თვალის ქორიონულ გარსზე, ცხვირის, პირის ღრუს, საშოსა და სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. კანს ფორმების სიხშირე იკავებს 4% -ს ყველა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. სტატისტიკურად საქართველოში ყოველ წლიურად 110 პაციენტია ამ დიაგნოზით, რომლებიც სპეციფიკურ(იმუნო და თარგეთ თერაპია) მკურნალობას საჭიროებს.აქედან დაახლოებით 30-35 BRAF+ მელანომით დაავადებული პაციენტი საჭიროებს დამიზნებით/თარგეთულ თერაპიას,რის შედეგადაც ნამკურნალევი პაციენტის სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. თხოვნა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით: სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს მელანომით დაავადებული პაციენტებისთვის სამკურნალო დამიზნებითი და თარგეთული მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნა და შესაბამისად, მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები ჩამოთვლილ დებულებებს. წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის! პატივისცემით, მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტები და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ის ადმინისტრაცია.
gallery images

დაუყოვნებლივ აღდგეს

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სუფთა სახლის 150 ფილიალი. მაღაზიათა ქსელმა სოციალურ ქსელში განაცხადა , რომ - „მთელი ამ დროის განმვალობაში „სუფთა სახლი“ ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს“. „სუფთა სახლი“ ემორჩილება მთავრობის დადგენილებას, თუმცა მომხმარებლისთვის გაუგებარია რატომ დაიკეტა ქსელი, რომელშიც არის ჰიგიენისთვის საჭირო ყველა პროდუქტი და დაცული იყო ყველა სათანადო წესი. გარდა ამისა ზემოთხსენებული ალოგიკური გადაწყვეტილებით 1200 ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე, დღევანდელ კრიტიკულ სიტუაციაში კი ეს ვითარება უფრო მეტად ქმნის პრობლემებს. „სუფთა სახლის“ ერთგული მომხმარებლები დაუყოვნებლივ მოვითხოვთ აღდგეს მათი მუშაობა. პატივისცემით ანი ომიაძე.
gallery images

ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება

 მოგესალემებით, Europa donna georgia-ს სახელით!რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის,  საზოგადოების თითოეული წევრის გვერდით დგომისა და ძალისხმევის გარეშე ვერაფერს შევძლებთ! ამიტომაც მოგმართავთ ყველას!დღესდღეობით,  Covid-19 ისა და პანდემიის პირობებში ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები გასაძლის მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ურთულესია ონკოპაციენტების მდგომარეობა დღეს, სხვა გზა აღარ დაგვრჩა!<!--EndFragment-->ონლაინ პეტიციით მოგმართავთ, ყურადღების იმედით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იმ პაციენტებს,რომელთაც პანდემიის პერიოდში უწევთ გადუდებელი მკურნალობა , დუფინანსდეთ "სიცოცხლე"!მართალია, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა 70 %, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის 90 % ფინანსდება, თუმცა "ნარჩენი" თანხაც საშუალოდ 500 ლარს შეადგენს და როცა ყველაფერი გაჩერებულია, პაციენტებისთვის ამ თანხის შეგროვება.<!--EndFragment--><!--StartFragment-->ზოგი პაციენტის მკურნალობის ხარჯები საერთოდ არ ფინანსდება, ზოგის ფინანსდება, თუმცა ახლა ძალიან გართულებულია ეს პროცესი, მათ კი მკურნალობა ჰაერივით სჭირდებათ‼ვინც თავისი შრომით, ყოველ დღე შოულობდა მის სამკურნალო ფულს, ახლა ვეღარ იტარებენ მკურნალობას, ზოგს შიმშილი უწევს, ზოგს კი სახლის დაცლა, რადგან ქირის ფულსაც კი ვერ იხდიან ონკოპაციენტები‼ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის, მოგმართავთ თხოვნით‼რას ვითხოვთ თქვენგან ? ძალიან დიდი იმედი გვაქს ანტიკრიზისულ გეგმაში ონკოპაციენტებზე გაამახვილებთ ყურადღებას, მოვითხივთ, რომ კრიზის პერიოდში ყველა რეგისტრირებული ონკოპაციენტი სარგებლობდეს შესაბამისი ყურადღებით და შეღავათებით. დროა სიცოცხლე გახდეს პრიოიტეტი.<!--EndFragment-->ცნობისათვის, EUROPA DONNA წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ საადვოკატო ორგანიზაციას და ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს სამ ძირითად სფეროში: ინფორმირება, განათლება და ლობირება. ორგანიზაცია დაარსდა 1994 წელს, სათაო ოფისი მდებარეობს მილანში, იტალიაში. EUROPA DONNA- ს მისიაა ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმაციის გაცვლას.ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს ცნობადობის გაზრდას, ხაზი გავუსვას სკრინინგის და ადრეული გამოვლენის აუცილებლობას, ოპტიმალური მკურნალობის უზრუნველსაყოფად კამპანიის განხორციელება, უზრუნველყოს დამატებითი მოვლა, გარდა მკურნალობისა, მკურნალობის დაწყებიდან და შემდეგ  უზრუნველყოს სპეციალისტების ტრენირება ადვოკატირებისთვის და სხვა.<!--EndFragment--> 
gallery images

განახევრდეს ან გაუქმდეს სრულად 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის გადასახადი

ახალი ვირუსი COVID-19 -ის გამო, მოგეხსენებათ საქართველოში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიკეტა და ფულის დინება გაჩერდა. ჩვენი უნივერსიტეტები კი მაინც გვთხოვენ გადავიხადოთ გრაფიკით განსაზღვრული სწავლის გადასახადი. მაშინ როდესაც ვართ უდიდეს ეკონომიკურ კრიზისში. მივმართავთ თხონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეიმუშავოს სპეციალური გეგმა რომლითაც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება სტუდენტების მოთხოვნა, მოხდება მათი უფლებების დაცვა და ამავე დროს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უნივერსიტეტების ფინანსური ზარალი.
gallery images

მართვის მოწმობის გაცემა (“B ” კატეგორიის) 16 წლის ასაკიდან

მოვითხოვთ კანონის ცვლილებას რის შესაბამისად, მართვის მოწმობის აღება შეეძლებათ 16 წლის პირებს, თუმცა აქვე დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად: მართვის უფლების მისაღებად ესა თუ ის პირი გამოცდაზე უნდა დაიშვას ერთ–ერთი მშობლის წერილობითი თანხმობით და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას მიენიჭება “B ” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მასზე გაიცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობა.აქვე- 16 წლის ასაკში მართვის უფლებამინიჭებულ პირს აეკრძალოს: მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო საშუალებით, ტაქსით ან შემოსავლის მიღების მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად საქმიანობის უფლება.როგორც ცხადია მსგავსი კანონი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მიმართ 16 წლის ასაკიდან დაშვებულია ევროპის გარკვეულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოვითხოვთ საქართველოშიც შეიცვალოს ეს კანონი რის მიხედვითაც “B ” კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 17 წლის ასაკიდან.წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ეს კანონი?რამდენად გამართლებულია ასაკობრივი ზღვარის დაწევა ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მომატებული რისკის მქონე უფლებით არასრულწლოვანის აღჭურვას?"ადრეულ ასაკში ადამიანის ტვინი ბევრად უფრო აქტიურია. მათ გააჩნიათ ავტომანქანის მართვის სწავლის მაღალი უნარი. აგრეთვე გასათვალისწინებელია საქართველოში დღეს-დღეობით გზებზე არსებული ვითარება - საგზაო წესების დაცვას ვერ ახორციელებს მძღოლთა დიდი ნაწილი. დავაკვირდეთ თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული ცვლილება უკვე 16 წლიდან მძღოლების მიერ ავტომანქანის მართვის ხარისხზე და მოძრაობის უსაფრთხოებაზე"
gallery images

გადავარჩინოთ ზემო რაჭა! Save Zemo Racha!

2018 წლის 19 თებერვალს, ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო სს „ონის კასკადის“ მიერ „ონის ჰესების კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ე.წ. საჯარო განხილვა. ეგრეთ წოდებული იმიტომ რომ, მოსახლეობამ მხოლოდ წინა დღეს შეიტყო დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. მეტიც, მოსახლეობამ ინფორმაცია მიიღო არა მერიის თანამშრომლებისგან, არამედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან. პროექტის მიხედვით, მდინარე რიონზე უნდა აშენდეს 200 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური.ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ზემო რაჭა სეისმურად აქტიურ ზონას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება რისკების შემცირებაზე, აღქმული იქნა, როგორც სიცრუე და არაპროფესიონალიზმი, როგორც საქმისადმი და ქვეყნისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ვაცხადებთ, რომ ჰესის მშენებლობის პროცესიც კი გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს ზემო რაჭას და არა მხოლოდ ამ მხარეს. ე. წ. საჯარო განხილვისას ითქვა, რომ პროექტის ფარგლებში, სოფლების თავზე, დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობზე, მეწყერსაშიშ ზონაში 4200 ხის მოჭრა იგეგმება, რომელიც, თურმე, წითელ ნუსხაში არ არის შეტანილი. ამ რაოდენობის ხის ჭრა, ასეთ ზონაში, თავისთავად, გამოიწვევს სტიქიას. ამასთან, ამ პროქტის ავტორები ვერ გვისაბუთებენ, რა სარგებელს მოიტანს პროექტი იმ ზიანის სანაცვლოდ, რასაც ზემო რაჭას მიაყენებს.            აღსანიშნავია, რომ ე.წ. საჯარო განხილვაზე, კომპანიამ პროექტის ნორმალური პრეზენტაციაც კი ვერ მოაწყო. გვერდი აუარა ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხოლო კითხვებზე პასუხისას, კომპანიის დირექტორი და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელი დასაბუთებული არგუმენტების ნაცვლად, საკუთარ მოსაზრებებს გვაცნობდნენ (ალბათ, არა მგონია, ნაკლებსავარაუდოა და ა.შ.).ნათელია, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში მხოლოდ ფორმალური პროცედურების ჩატარების მიზნით არის შესრულებული. მიგვაჩნია, რომ ამ სახით ჰესის აშენება წერტილს დაუსვამს როგორც სოფლების არსებობას, ასევე ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. საფრთხე დაემუქრება როგორც პროექტს, ასევე იქ დასაქმებულ ადამიანებსაც. ფირმა, რომელიც პროექტს ახორციელებს (შპს „ფერი“), არის  ამჟამად დანგრეული, უმოქმედო პროექტების ავტორი. ვგულისხმობთ "დარიალი ჰესსა"  და "ლარსი ჰესს". „დარიალი ჰესის“ შემთხვევაში, ადგილზე მომხდარ ტრაგედიას, ღვარცოფის ჩამოწოლას, მოჰყვა მსხვერპლიც. „ლარსი ჰესი“ კი სამჯერ დაანგრია მოვარდნილმა მეწყერმა. ონის კასკადის განხორციელების შემთხვევაში, მსგავსი სახის ტრაგედია დაემუქრება რაჭასაც და იქ მცხოვრებ ადამიანებსაც. საფრთხეების მცირე ჩამონათვალი:მშენებლობის ეტაპზე გაიზრდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიები, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და ცხოველთა სამყაროზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები; მშენებლობის ეტაპზე საგულისხმო იქნება მდ. რიონის ხეობის ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა) ზემოქმედების რისკები; მიწის სამუშაოები და გარკვეულ ზოლში ხე-მცენარეული საფარის გასუფთავება (დაახლოებით 10 ჰა. 4200 ხე)  უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობაზე, კიდევ უფრო გაიზრდება მეწყერის ჩამოწოლის რისკი; ასევე, ზემოთ ხსენებული მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მდ.რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე. არსებობს  მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების  რისკები, შესართავებიდან ჩამონადენი ღვარცოფების საფრთხე, რაც გამოიწვევს წყლის დაგუბებას და შესაბამისად გამოუსწორებელ შედეგებს.წლების მანძილზე გაწეული შრომის და დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ჩამოყალიბებულია ზემო რაჭის რეალური პოტენციალის განვითარების ხედვა, რომელიც გამორიცხავს ბუნებაში უხეშ ჩარევას.             ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ, შეწყდეს პროექტის დაფინანსების ყოველგვარი შესაძლებლობის განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, ზემო რაჭისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობა, იძულებული ვიქნებით, ყველა ღონე ვიხმაროთ სოფლებისა და ხეობის გადასარჩენად. არ დავუშვებთ, სამშენებლო სამუშაოების დაწყებას საპროექტო ტერიტორიაზე.--Attn: Government of GeorgiaOn February 19, 2018, at Oni Municipality City Hall, so-called public discussion of the environment impact evaluation report of the Project “Oni HES Cascade Construction and Operation” was arranged by the Company JSC “Oni Cascade” (so-called because the population learned only on previous day that this arrangement was planned).According to the project, at the River Rioni, over 200 MW capacity HES shall be constructed.Zemo Racha allocated at the southern slope of the Central Caucasus is seismically active zone. Therefore, the statement by the Company on decrease of the risks was perceived as false and non-professional, as negligent attitude toward business and country. We declare that the process of HES construction will cause irremediable damage to Zemo Racha and not only this region. During the so-called public discussion, it was mentioned that in the framework of the project, over the villages, approximately at 10 ha area, in the landslide zone 4200 trees are planned to be cut, which as it turned out were not introduced into the red list. Cutting down of so many trees in such zone will surely cause the natural calamities. And at the same time, the authors of the project fail to substantiate the benefit, which the project might bring for the damage caused to Zemo Racha.            It shall be indicated that at the so-called public discussion, the Company fail to arrange normal presentation of the project. The Company neglected all the significant issues, and while answering the questions, the Company Director and the representative of the consultancy group, instead of the substantiated argument, will share their opinions(perhaps, I do not think so, less probably, etc.).It is clear that the project environment affect report is implemented only with the purpose of implementation of the formal procedures. I think HES construction is this form will end existence of the villages as well as development of tourist infrastructure at the valley. The project will be endangered as well as the employees involved in it. The Company implementing the project – Peri LLCin other cases also cannot provide examples of peaceful completion of the projects.There are lots of the projects implemented by the company, now destructed and non-functional. I mean Dariali HES and Larsi HES. In case of Dariali HES, tragic case incurred, torrent came down and there were victims. Larsi HES was destroyed by the torrent three times. In case of implementation of the project, tragedy might incur with Racha just like in cases of construction of Dariali HES and Larsi HES.Shortlist of the dangers:At the construction stage, emissions of malicious substances will increase in atmospheric air, negative affect risks on population and wildlife by spreading noise and vibration;At the construction stage, the risks of affect on the River Rioni valley biological environment (flora, fauna);The ground works and cleaning of the floral cover in particular belt (approximately 10 ha 4200 trees)will negatively affect stability of the geological environment, and the risk of landslide will increase even more;Besides, the above mentioned construction will negatively affect the River Rioni natural flow. There are the river water quality deterioration risks, the danger of torrent from outfalls, which will cause water damming and therefore, irreparable outcomes.As the result of the work implemented for the years and the accumulated experience, Zemo Racha real potential development vision has been developed, excluding harsh interference with the nature.            Hence, taking into account all the above-mentioned, we refer to you to stop consideration any opportunities of funding of the project, otherwise, we, population of Zemo Racha and entire Georgia will be forced to refer to all the reasonable means in order to save the villages and the valley. We will not allow commencement of the construction works at the project territory. 
gallery images

აღადგინეთ ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია''

                                                 "ისტორია - საინტერესო ფაქტები" გთხოვთ აღადგინოთ მხატვრული, ისტორიული, მრავალსერიანი ფილმის პროექტი ,, გააგრძელე საქართველოს ისტორია''.                                          საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს,                                          ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს,                                          საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს.                                                                                     "ისტორია - საინტერესო ფაქტები"-ის                                                               გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ ა ბატონო ვასილ, გილოცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევას, წარმატებებს გისურვებთ ღიერსეული არხის ღირსეულად მართვაში.   მოგმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პტოექტთან დაკავშირებით. ისტორიული მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი „გააგრძელე საქართველოს ისტორია’’ არის ერთადერთი საინტერესო შემეცნებითი პროდუქტი ქართულ ტელე-ინტერნეტ სივრცეში, რომელიც საშუალებას იძლევა დღევანდელი ეპოქის შესაბამისად გავეცნოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს - მივიღოთ ცოდნა და სიამოვნება პარალელურად. ეს ფილმები ნამდვილად საგანძურია ჩვენთვის, როგორც ისტორიის მოყვარულთათვის. როგორც სოციალურ ქსელში დიდმა გამოხმაურებამ აჩვენა, ეს ტელეპროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში, და არა მარტო, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და ქვეყნის და რეგიონის სიღრმისეულ ცოდნას. წინა სერიები სკოლებშიც კი იყო შეტანილი დამხმარე სახელმძღვანელოდ. დიდმა გამოხმაურებამ ემიგრაციიდან დაადასტურა, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის "გააგრძელე საართველოს ისტორია" ერთგვარი საზრდო და თვითმყობადობის შენარჩუნების საუეთესო საშუალებაა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აღნიშნულ პროექტს დაფინანსება გაუნახევრეს, რაც გადაცემის დახურვის ტოლფასია. ეს ნიშნავს ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი უალტერნატივო და უკონკურენტო პატრიოტული პროექტის გაჩერებას და ჩვენს რეალობაში ისედაც არსებული მწვავე დეფიციტის გაღრმავებას. ბატონო ვასილ, გთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან გამოყოთ სახსრები, რათა ეს ხალხისთვის საყვარელი პროექტი არ გაჩერდეს და განაგრძოს იმ საქმის კეთება, რომელიც ბევრ ჩვენთაგანს აცნობს და აყვარებს თავის ქვეყანას.               პატივისცემით                                                                  "ისტორია - საინტერესო ფაქტები"-ის                                                                     დამფუძნებელი დავითი ალავიძე.
gallery images

პირდაპირი ფრენები ესპანეთსა და საქართველოს შორის

მოგესალმებით,მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის არ არსებობს პირდაპირი საჰაერო ფრენა, რაც ქმნის დიდ სირთულეს ქართველი ემიგრანტებისა და ტურისტებისათვის.ცნობილია, რომ ამჟამად ესპანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს დაახლოებით 30.000 ქართველი (სხვა ინფორმაციით, გაცილებით მეტი), ამასთან, ინტენსიურად იზრდება უცხოელი, მათ შორის, ესპანელი ტურისტების ინტერესი საქართველოსადმი (სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს უცხოელ ტურისტების რაოდენობამ 4 მილიონს მიაღწია), რაც უნდა წარმოადგენდეს მნიშვნელოვან საფუძველს იმისათვის, რომ ავიაკომპანიები დაინტერესდნენ პირდაპირი ფრენის დანიშვნით.ესპანეთში მყოფ ყველა ქართველ ემიგრანტს, მათ ახლობლებს, ნათესავებს თუ მეგობრებს საქართველოში: გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ხელმოწერის სახით ამ პეტიციას და გააზიაროთ სოციალურ ქსელებში.   
gallery images

აღუდგეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას. გაუქმდეს კომპანია ,,ანაგისთვის’’ გაცემული ნებართვა მშენებლობაზე და მიწა დაუბრუნდეს ქალაქს.

დიღმის ტყე-პარკი სრულიად განსხვავდება ქალაქის  სხვა სარეკრეაციო სივრცეებისგან.  შუა ქალაქში არსებობს ძალიან მდიდარი ეკოსისტემა,   ფაქტობრივად, ტყე. აქ იზრდება უიშვიათესი ჯიშის მცენარეები, რომელთაგანაც 14 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.2019 წლის 15 მარტს საკრებულომ მიიღო ახალი გენერალური გეგმა,  რომლის მიხედვით,  დიღმის ტყე-პარკში 13000 კვ/მ ტერიტორიას მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი.   თბილისის მერიამ  ერთ-ერთ ნაკვეთზე (დღეს არსებული „კია მოტორსის“ შენობის ნაცვლად)  მრავალფუნქციური კომპლექსის „ორანჟერეის’’ მშენებლობის ნებართვა კომპანია ,,ანაგზე’’ გასცა. მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალჯერ აღემატება არსებულს და მხოლოდ დასახელებით არის „ორანჟერეა”, რეალურად  კი რესტორანია, დამატებითი კომერციული ობიექტებით, სადაც მარტო სამზარეულოსა და პროდუქტების შესანახი ბლოკის ფართობი 600 კვმ-ია. საერთო ფართობი კი - 6 476.26 კვ.მ. პროექტით გათვალისწინებულია 2 სცენა და 3 დარბაზი, საერთო დატვირთულობა 2000-ზე მეტ ადამიანზე. რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს აღმაშენებლის ხეივანში სატრასპორტო მოძრაობის გადატვირთვას.მერიის ნებართვით შეიძლება აშენდეს ტყე-პარკისთვის სრულიად შეუთავსებელი შენობა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ რეკრეაციულ გარემოს.   დიღმის ტყე-პარკს სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა.   ჩვენი მოთხოვნებია:1.      არ დავუშვათ ახალი მშენებლობა და გადავარჩინოთ  დედაქალაქში, ფაქტობრივად, ერთადერთი მცირე ტყე;2.      დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას (20.5 ჰა -ს, რომელიც ახლა მოქცეულია  დ. აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის) სტატუსი და მთელი ფართობი განისაზღვროს როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;3.      გაკეთდეს ყველაფერი, რათა დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია დაუბრუნდეს თვითმმართველ ერთეულს და მუდმივად არ არსებობდეს ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე. ამისათვის  აუცილებელია,  თბილისის მერიამ  დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება შპს „ანაგთან”  მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის თაობაზე.