add one
gallery images

დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი!!! შეწყდეს საპენსიო სააგენტოს მხრიდან მოსახლეობის “გაკულაკება”!

საპენსიო სააგენტომ ფულის შეგროვება ისეთ რეჟიმში დაიწყო, სანამ აღნიშნულ სააგენტოში ამოქმედდებოდა საინვესტიციო და რისკების საბჭო და შემუშავდებოდა საინვესტიციო პოლიტიკა. ამ პირობებში ხელისუფლება უკვე გვართმევს ფულს და არ იციან რა უყონ. აღნიშნული საბჭოების დღემდე არ არსებობის გამო, არ არის გამოკვლეული რისკები და გაანალიზებული დაზღვევის მექანიზმები. საპენსიო სააგენტოში არ აქვთ არგუმენტირებული პასუხები მთავარ კითხვებზე - აქვს თუ არა დაკარგვის რეალური საფრთხე ჩვენი ჯიბიდან ამოცლილ თანხას, სად უნდა შეაგროვონ და რა შემთხვევაშია გამართლებული დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედება. მიუხედავად ამისა, ათეულობით მილიონი ლარი უკვე განათავსეს საპენსიო ფონდის მეშვეობით გარკვეულ, თუ გაურკვეველ ანგარიშებზე. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული 20 და 25 წლის შემდეგ ჩვენი ბებია-ბაბუების ანაბრების ბედს გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოსახლეობის “გაკულაკება”. ერთის მხრივ, აბსოლუტურად გაუაზრებელი და მეორეს მხრივ, თაღლითური ნიშნების შემცველი სქემა სხვა არაფერია თუ არა ხალხისგან ფულის წაღლეტისა და მოსახლეობის გაღატაკების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა.ამიტომ, მოვაწეროთ ხელი პეტიციას, მოვითხოვოთ, რომ დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი. ვასწავლოთ ხელისუფლებას საუბარი ხალხთან და ჩვენი მოთხოვნების შესრულება.
gallery images

მე თანახმა ვარ პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხაილო / I agree to be pardoned Michailo by the President

https://youtu.be/iEegIAVIuqEhttps://www.facebook.com/MICHAILOSecretArea/მიხაილო არის მუსიკოსი, რომელიც 2013 წელს დააკავეს და 9 წელი მიუსაჯეს 12 გრ. მდმას ფლობისთვის. ის უკვე 5 წელია სასჯელს იხდის, თუმცა ცდილობს თავისი საყვარელი საქმე გისოსებს მიღმაც გააგრძელოს. 12 გრ. მდმას ფლობა კი დანაშაულია, მაგრამ რამდენად ექვივალენტურია 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას არავისთვის არაფერი არ დაუშავებია, ის მუსიკოსია და უსამართლობაა რომ დაისაჯოს როგორც მოძალადე. ასევე თუ ყურადღება ექცევა სასჯელის მოხდის პერიოდში მის აქტივობას, ის არის არა ერთი ისეთი პროექტის ავტორი, რომლებსაც სასჯელაღსრულების ისტორიაში პრეცედენტი არ გააჩნია. მან დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახი საკუთარი ხარჯებით გარდაქმნა მუსიკალურ სტუდიად, სადაც გამოყოფილი დროის მონაკვეთში წერს მუსიკას. გარდა ამისა ჩართულია იქ არსებულ სხვადასხვა აქტივობებში და ინიციატორია დაწესებულებაში გაკეთებული პროექტების. დროდადრო ატარებს პატიმრებისთვის მუს. თერაპიას. წელს გამოვიდა მიხაილოს ალბომები ბრიტანულ და გერმანულ ლეიბლებზე, ხოლო უახლოეს მომავალში გამოდის გერმანულ და იაპონურ ლეიბლებზე. ასევე გერმანული ჟურნალი “Telekom Electronic Beats” ესტუმრა მას დაწესებულებაში და ჩაწერა ინტერვიუ. ამჟამად კი მუშაობს გერმანიაში მცხოვრებ არტისტთან ერთად კოლაბორაციულ ალბომზე.Michailo is a musician, who was arrested in 2013 and was sentenced for 9 years for owning 12 gr. MDMA. He is sentenced already for 5 years, but he tries to keep doing behind the bars his favorite business, to making music. 12 gr. is a crime, but how much is it equivalent to be imprisonment for 9 years. He has nothing injured to someone, he is just a musician and is Injustice to punish as an violent man. Also, if it is paying attention to his activity during the sentence, he is an author of not an one project, which doesn’t have a precedent in the history of penitentiary history. He made the room allocated by the administration with his own funds as a music studio where he writes music in the timeframe. Besides he is involved in various activities and initiatives in the establishment. From time to time he’s making music therapy for other prisoners. This year was released Michailo’s album on British and German labels. Also In the near future will be releasing on German and Japanese labels. Also in this year the German magazine "Telekom Electronic Beats" visited him in the jail and recorded an interview. Currently he’s working on a collaborative album with the artist living in Germany.
gallery images

მოვითხოვოთ ველო ტრასები თბილისში.

მოვითხოვოთ ველოტრასების შექმნა თბილისში. ამით ჩვენ გვექნება:- მეტად სუფთა და ჯანსაღი გარემო- მეტად წყნარი და მშვიდი ქალაქი- გაცილებით ნაკლები საგზაო დატვირთვა, ანუ ბევრად ნაკლები მანქანა და საცობი (traffic).- ველო-ტურისტული ქალაქი- ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო- ჯანსაღი ცხოვრების რეალობა.
gallery images

შეეცვალოს სახელი "მოსკოვის გამზირს"

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, მივმართვ ქალაქ თბილის მერიას შეეცვალოს სახელი "მოსკოვის გამზირს" და ეწოდოს არჩილ ტატუნაშვილის გამზირი.
gallery images

დაუბრუნდეს ფეხბურთს პაატა ღუდუშაური

ადრესატი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი, საქართველოს პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, საქართველოს სპორტის სამინისტრო, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საფეხბურთო კლუბები, სპორტული მედიის და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები.„გარიგებული მატჩების საქმე“ ქართულ საფეხბურთო რეალობაში, ძალზე სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტია. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მსგავსი ქმედება, დასაგმობი და გაუმართლებელია, მაგრამ ამ სკანდალის მონაწილეთა შორის, ასაკით ყველაზე უმცროსი, პაატა ღუდუშაურის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სპორტული განაჩენის ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას ბადებს.•          იყო კი პაატა ღუდუშაური გარიგებული მატჩების ორგანიზატორი?•          ჰქონდა მას ვინმესთან კომუნიკაცია თავისი ინიციატივით?•          იზიარებდა იგი თანაგუნდელების სურვილს, რომ მიეღო მონაწილეობა მსგავს ქმედებაში?•          ამოძრავებდა პაატა ღუდუშაურს ანგარება?       სწორედ ამ კითხვების გამო, რომელზე პასუხიც მხოლოდ არაა,  რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?სწორედ ამიტომ გვსურს, თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა რათა, გაითავისოთ და გულთან ახლოს მიიტანოთ არსებული ვითარება და გაიაზროთ ის მიზეზები, რის გამოც პაატა ღუდუშაურმა შესაძლოა სამუდამოდ დაასრულოს ის საქმიანობა, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილია. მიზეზი კი საკმაოდ ბევრია და ამაში თავადაც დარწმუნდებით:ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 21 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი მუდმივად იყო  თანაგუნდელების მხრიდან, ხვეწნა-მუდარის, გაუთავებელი სმს შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების ადრესატი, რათა   ზემოთ აღნიშნულ  ქმედებებში მონაწილეობა მიეღო. ისმის ლეგიტიმური კითხვა. ინიციატორების მხრიდან, რატომ გაკეთდა აქცენტი კონკრეტულად პაატა ღუდუშაურზე და არა რომელიმე სხვა ფეხბურთელზე.? პასუხი მარტივია: პაატა ღუდუშაური გახლდათ, ერთადერთი ძლიერი ხელისშემშლელი რგოლი, მათი გეგმის განხორციელებაში.     ყოველჯერზე მიღებულ უარს, მოჰყვა მის ადამიანურ და ემოციურ ფონზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თუ პაატა ღუდუშაური თანაგუნდელებს არ გაუწევდა დახმარებას, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.  ამ შინაარსის ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და მის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილმა სტრესულმა ფონმა, განაპირობა ახალგაზრდა ფეხბურთელის შეცდომაში შეყვანა, რასაც დღეს ყველაზე მეტად თავად პაატა ღუდუშაური განიცდის და ნანობს. აქედან გამომდინარე, ჩდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა. მაშინ, რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?ამ მიზეზებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, გვსურს თხოვნით მივმართოთ ყველას, ვისაც კი შესწევს უნარი და ძალა, რომ გადაიხედოს 21 წლის ღუდუშაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მიეცეს მას ერთი შანსი, რომელიც მის ფეხბურთში დაბრუნებას გულისხმობს. მითუმეტეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი და გარემოება, ეფუძნება აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს.
gallery images

ილიაუნის ბიზნესის სკოლის გადასარჩენად!

ილიაუნის ბიზნესის სკოლის გადასარჩენად!როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ილიაუნის ბიზნეს სკოლა უქმდება! ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზით, ბიზნეს სკოლის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაურკვეველი „რეორგანიზაციის“ თაობაზე. ამ ე.წ. რეორგანიზაციის ფარგლებში იქმნება ახალი მიმართულება, „ტექნოლოგიების, განათლების და მენეჯმენტის“ ფაკულტეტი, რომელიც სრულად მიიერთებს ბიზნესის ფაკულტეტს. შესაბამისად ის სკოლა, რომელშიც ჩავაბარეთ და რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იხვეჭდა სახელს და კარგი აღქმა აქვს როგორც სტუდენტებში, ისე დამსაქმებლებს შორის, უქმდება და ხდება გაუგებარი ფაკულტეტის ნაწილი. ამასთან, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ამ ახალი პროგრამის აკრედიტაციის საკითხიც სრულიად ბუნდოვანია. ასევე გაურკვეველია ფაკულტეტის შინაარსი და მიმდინარე მობილობის პროცესთან დაკავშირებული დეტალები.ერთი სიტყვით, სკოლა, რომელიც ბოლო დროს დინამიურად ვითარდებოდა და იზრდებოდა, რომელიც ქართულ ბიზნეს სკოლებში ერთ-ერთი გამორჩეული და იმედის მომცემი იყო, დოკუმენტალურად აღარ იარსებებს! კურსდამთავრებულებიც აღარ ჩაითვლებიან ბიზნესის სკოლის სტუდენტებად და ის ფაქტი, რომ ისინი ამ სკოლის სტუდენტები იყვნენ, აღარსად დაფიქსირდება.გარდა ამისა, ზემოთხსენებული „რეორგანიზაციის“ ფარგლებში დეკანის თანამდებობიდან სრულიად მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზით, გაათავისუფლეს გიორგი ქადაგიძე - ადამიანი, რომლის ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე მოსვლის შემდეგაც, ბიზნესსკოლის სტუდენტებისთვის რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვალა უკლებლივ ყველაფერი!  გიორგის მოღვაწეობის პერიოდში: უნივერსიტეტმა მოიპოვა მსოფლიო დონის წარმატებული უნივერსიტეტების სასწავლო მასალები, თანამშრომლობა შედგა არაერთ საერთაშორისო უნივერსიტეტთან გაცვლითი პგორამების მიმართულებით, შეიქმნა ახალი სტუნდენტური სივრცეები და ინფრასტრუქტურა,  აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამაზე, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები შეძლებდნენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, გაჩნდა სამუშაო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობები, სკოლაში გაჩდენ მაღალი კვალიფიკაციის ლექტორები და აკადემიური პერსონალი, ორგანიზება ეწეოდა მოწვეული ლექტორების გამოსვლებს, ტარდებოდა ჰაკათონები, მნიშვნელოვნად გაიზარდა სწავლების ხარისხი და, რაც ყველაზე მთავარია, თითოულ სტუდენტს გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ ვსწავლობთ ღირსეულ, მაღალი დონის უმაღლესი განათლების დაწესებულებაში და გაგვიჩნდა რეალური დასაქმების პერსპექტივა.აქ მოყვანილი ფაქტების არასრული ჩამონათვალი  სრული დასტურია იმის, რომ ილიაუნის ბიზნესის სკოლა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა და რომ გიორგი ქადაგიძეს გადაყენება დეკანის პოზიციიდან არის გაუმართლებელი. შესაბამისად, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია რამ გამოიწვია საბჭოს უეცარი გადაწყვეტილება გააუქმოს ბიზნეს სკოლა და გაათავისუფლოს გიორგი ქადაგიძე დეკანის პოზიციიდან.ჩვენ, ბიზნეს სკოლის უკლებლივ ყველა სტუდენტი კატეგორიულად ვითხოვთ დაუყონებლივ შეწყდეს ხსენებული რეორგანიზაცია, გიორგი ქადაგიძე დაბრუნდეს დეკანის თანამდებობაზე, ბიზნესის სკოლა შენარჩუნდეს დამოუკიდებელ ერთეულად და მოხდეს ფაკულტეტის, როგორც "ბიზნესის ადმინისტრირების" სახელით აღდგენა. შესაბამისად, საჯაროდ იქნეს შემოთავაზებული რეორგანიზაციის განხილვა. ის, რაც დღეს ბიზნესსკოლაში ხდება, ცდება მხოლოდ მოცემული სკოლის პრობლემას, საფრთხეს უქმნის რა არა მარტო ბიზნესსკოლის, არამედ მთელი უნივერსიტეტის რეპუტაციას და ეჭვ ქვეშ აყენებს უნივერსიტეტის დღევანდელი მმართველობის კომპეტენციას.
gallery images

სამართლიანობისთვის #სალომესსახელით

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვფიქრობთ, რომ 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე საქართველოში კანონის უზენაესობის მორიგი მარცხია. მან ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა და ქვეყანაში არსებული დაუსჯელობის ძალიან საშიში კულტურა დაგვანახა. დაუსჯელობის კულტურა გულისხმობს იმას, რომ გავლენიანი დამნაშავე პასუხს არ აგებს, ხოლო მსხვერპლი კი არანაირად არ არის დაცული. 2016 წლის 10 იანვარს 12 წლის სალომე ტატიშვილს 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი გუდაურში, თხილამურებით სრიალისას ზურგიდან დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა. 2017 წლის 29 დეკემბერს კი გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა. გიორგი ლიპარტელიანი აგრძელებს განათლების მიღებას საზღვარგარეთ, სალომე ტატიშვილის ოჯახი კი კვლავ ელის მართლმსაჯულების პასუხებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, მაგრამ ამ საქმეში მოსამართლემ ყველა შესაძლო მტკიცებულება უგულებელყო და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ მტკიცებულებებს შინაარსი და უტყუარობა დაეკარგათ. ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაც სალომე ტატიშვილის საქმეში მოსამართლემ არ გაითვალისწინა: გიორგი ლიპარტელიანი თხილამურებით სრიალისას  ნაბახუსევზე იყო და მიღებული ჰქონდა ალკოჰოლი, რაც არ უარყვიათ თავად ბრალდებულს და მის მეგობრებს (ბრალდება მიუთითებს, რომ გიორგი ლიპარტელიანს სისხლის ანალიზი შეჯახებიდან 8 საათში აუღეს. ამ პერიოდში მას სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მათ შორის იყო გადასხმაც. სასამართლოზე დაკითხულმა ექიმმა დაადასტურა, რომ აღნიშნულის ფონზე, სისხლში ალკოჰოლის კვალი 3-5 საათში წაიშლებოდა)  გიორგი ლიპარტელიანი გადაჭარბებული სიჩქარით სრიალებდა და სიჩქარე არ შეუსაბამა არსებულ პირობებს (მოსამართლე არ დაეთანხმა პროკურატურას, რომელიც აღნიშნავდა, რომ მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს თხილამურებით სრიალის მაქსიმალურ სიჩქარეს, მაგრამ უსაფრთხოდ სრიალის წესები დადგენილია ”ადამიანის ცხოვრებისეული და სასრიალო გამოცდილებით”. ამ წესების მიხედვით კი მოთხილამურე ვალდებულია, სრიალისას საფრთხე არ შეუქმნას სხვას, განსაკუთრებით წინ მყოფს, სრიალის მანერა და სიჩქარე შეუსაბამოს საკუთარ გამოცდილებასა და გარემო პირობებს) როგორც ცნობილი გამონათქვამი ამბობს: მოსამართლე არ არის ნაზი ყვავილი, რომ ის კრიტიკამ დააჭკნოს. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს სრული უფლება გვაქვს მკაცრად გავაკრიტიკოთ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი, განსაკუთრებით ის ნაწილები, სადაც მოსამართლე სათხილამურო სპორტის ექსტრემალური ხასიათით ცდილობს დამნაშავის გასამართლებლად ასეთი აბსურდი ამტკიცოს:  „შეუძლებელია ვიმსჯელოთ, რომ დაშვებული სიჩქარე უნდა იყოს ის სიჩქარე, რომელიც უზრუნველყოფს მოსრიალის კონტროლს და უსაფრთხოებას. რადგან, თუ საუბარია სიჩქარის ზღვარზე, ზღვარი, როგორც წესი, რეგულირდება საშუალო შესაძლებლობების დონით და არა რომელიმე კონკრეტული ინდივიდის უნარით, რადგან შესაძლებლობები ინდივიდუალურია. ამასთან მსჯელობა, რომ შეჯახება თავიდან იქნებოდა აცილებული, თუ ბრალდებული შედარებით ნაკლები სიჩქარით ისრიალებდა, რომლის განსაზღვრაც (რა სიჩქარით ნაკლებად უნდა ესრიალა) ასევე შეუძლებელია ისევ და ისევ რეგულაციის არარსებობის გამო, არ არის არგუმენტი და წარმოადგენს ვარაუდს, რადგან ექსტრემალური სპორტი თავისი შინაარსით სახიფათო სპორტია და თავის თავში მოიცავს ტრავმებს“. სალომე ტატიშვილი, მისი სამი მცირეწლოვანი და, და მშობლები იმსახურებენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიან სასამართლოს, რომელიც მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობის  პრინციპი მოქმედებს. კანონის უზენაესობა კი იმას ნიშნავს, რომ კანონს ყველა ემორჩილება გამონაკლისის გარეშე, გავლენის და სოციალური სტატუსის მიუხედავად. სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის აგრეთვე აუცილებელია დაუსჯელობის პრეცედენტების თავიდან აცილება, რადგან დაუსჯელობის კულტურას სწორედ ასეთი შემთხვევები აყალიბებს და ის ახლა აზიანებს სალომე ტატიშვილის ოჯახს, მომავალში კი სხვა ოჯახებს, ბავშვებს და მთელ ქვეყანას დააზიანებს.  2018 წლის 19 მარტს 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს სააპელაციო საჩივარს სალომეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე. სალომე ტატიშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. შემოგვიერთდით თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან. მეტი დეტალებისთვის იხილეთ ფეისბუქის ღონისძიება: https://goo.gl/8kxvBT  საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სალომე ტატიშვილის დედის, ნინო ჟვანიას ბლოგი: https://goo.gl/bXXMua და ნეტგაზეთის მასალა: https://goo.gl/HPRTyy
gallery images

კოლეგების მხარდაჭერა არქიტექტორ ლევან ძაგნიძეს!

ლევან ძაგნიძის მეგობრები და კოლეგები მოგმართავთ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს.ლევან ძაგნიძე მეგობრებსა თუ კოლეგებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ის მაღალკვალიფიციური არქიტექტორია, გამოირჩევა თავისი საქმისადმი გულისხმიერი და კეთილსინდისიერი მიდგომით. მისი პროფესიონალიზმიდან და კვალიფიკაციიდან  გამომდინარე ხშირად უწევს კონსულტაციებს  კოლეგებს.მისი ყველა პიროვნული თვისებიდან გამომდინარე, ის არანაირად არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს. საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება მის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.ლევან ძაგნიძისთვის მიუღებელია მოწმეებზე რაიმე სახის ზეწოლის მოხდენა. შესაბამისად მისი თავისუფლებაში ყოფნა არ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს გამოძიების ეფექტური წარმოებისთვისქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოგმართავთ თხოვნით ლევან ძაგნიძის პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი  ან თავდებობით.ყველა ხელმომწერი პირი თანახმაა თავდებად დაუდგეს ბრალდებულს.
gallery images

შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა)

შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) 
gallery images

გაათავისუფლეთ ""ბირჟა მაფიის" წევრები!

მოგეხსენებათ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, რაც პირდაპირ კავშირშია სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან. ამ უწყინარი ვიდეო კლიპით, "ბირჟა მაფიის" წევრებმა თავიანთი სათქმელი თქვეს.  მიგვაჩნია, რომ ქმედება, რომელიც განხორციელდა მათ წინააღმდეგ და სასჯელი, რომელიც მათ ემუქრებათ (თავისუფლების 20 წლამდე ან სამუდამო აღკვეთა) უსამართლო და შეუსაბამოა, ყოველგვარ აზრსა და ლოგიკასაა მოკლებული. გარდა ამისა სხვა საკითხია ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ვითხოვთ დეტალურ გამოძიებას, რადგან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რაოდენობის "მდმა" არც კი ეკუთვნოდათ მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას.   გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული, გაეცნოთ საქმის დეტალებს და გაათავისუფლოთ "ბირჟა მაფიის" წევრები.
gallery images

ვითხოვთ თამუნას და ნათიას მკვლელობის სწორი კოდექსით გამოძიებას და უკანონო რბოლების აღმოფხვრას!

http://rustavi2.com/ka/news/546192016 წლის 8 აგვისტოს, ხუდადოვის გზაზე, ლოტკინზე, უსაბუთო და არალეგალურმა მრბოლელმა იმსხვერპლა ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. თამუნა მჭედლიძე და ნათია დვალი ტროტუარზე სეირნობდნენ, როდესაც მრბოლელმა მათ ფეხით მოსიარულეთა გზაზე დაარტყა. ნათია და თამუნა ამ დარტყმით გამოწვეული მძიმე ფიზიკური დაზიანებებით და ტკივილით გარდაიცვალნენ. ისინი დააკლდნენ ოჯახებს და მეგობრებს.ამ დანაშაულის გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს, მუხლი ამ შემთხვევას უდგება როგორც ჩვეულებრიბრივ საგზაო ავარიას. შემთხვევის მოწმეები და ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, რომ ამ ტრაგედიის დროს უკანონო რბოლა მიმდინარეობდა და მრბოლელები მესამე სტარტს აკეთებდნედ, როდესაც მათ თამუნა და ნათია შეიწირეს. ოჯახის წევრებს და ადგილობრივ მოსახლებას სჯერა რომ სწორი ფაქტები ამ ტრაგედიისა დამახინჯებულია.საქართველოს და კერძოდ ლოტკინის მოსახლეობისათვის უკანონო რბოლებით გამოწვეული ასეთი ტრაგედია პირველი შემთხვევა არ არის. მოსახლეობას საკუთარი სიცოცხლე ყოველდღიური საფრთხის ქვეშ მიაჩნია. როგორც გაირკვა, ლოტკინის მოსახლეობამ უკვე რამდენიმეჯერ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს თუმცა უშედეგოდ.ცნობილი ფაქტია, რომ ეს არაკანონიერი მოქმედება ნეგატიური პოპულარული „თრენდია“ ქართველ ახალგაზრდებში. საქართველოში უკანონო რბოლების კლუბები ღიად არსებობენ სოციალურ ქსელებში და მათი აღრიცხვა რთული არ არის. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მოპყრობას, ყურადღებას და დაცვას მათგან არჩეული ხელისფლებისგან და შესაბამისი ორგანოებისგან.დაღუპულის ოჯახები და ზოგადად ქართველი ხალხი მოითხოვს ამ დანაშაულის სწორი მუხლით გამოძიებას,შემთხვევის გამოძიება უნდა მოხდეს როგორც უკანონო რბოლის აქტი და არა როგორც რიგითი საგზაო ავარია. ასევე მოითხოვენ არალეგალური რბოლების აკძალვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ საავტომობილო ფედერაციას და შესაბამის ორგანოებს რომ მიიღონ სასწრაფო და საჭირო ზომები არაკანონიერი რბოლების აღმოფხვრისთვის.პეტიცია შედგენილია თამუნა მჭედლიძის და ნათია დვალის ოჯახების თხვონით. იგი ასევე გამოხატავს ამ ტრაგედიით გამოწვეულ გულისტკივლს კერძოდ ლოტკინის მოსახლეობის და ფართო მასშტაბით ქართველი საზოგადოების აზრს არაკანონიერ რბოლებთან დაკავშირებით.http://rustavi2.com/ka/news/54619
gallery images

ცხოველთა დამცველების მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს.  [email protected]  საქართველოს პრემიერმინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს  [email protected]საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ირაკლი კობახიძეს ([email protected]) ჩვენ, ქვემორეხელისმომწერნი, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და ამომრჩევლები შეგახსენებთ, რომ საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის კურსი, ხოლო ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია ის პრინციპები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ევროპის სამეზობლოში ინტეგრირებულმა ქვეყანამ; რომ საქართველოში სულ უფრო მკვიდრდება ევროპული ღირებულებები, განუხრელად იზრდება ცხოველთა დამცველთა რიცხვი და იზრდება ინტერესი უსახლკარო ცხოველებისა და მათი უფლებების მიმართ. მიგვაჩნია, რომ:·         საქართველო უახლოეს ხანში უნდა მიუერთდეს ევროპის საბჭოს კონვენციას კომპანიონ ცხოველთა დაცვის შესახებ (EuropeanConventionfortheProtectionofPetAnimals).·         აუცილებელია, ქვეყანას გააჩნდეს ორგანული ჩარჩო კანონი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს და დაიცავს კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებს და სტანდარტებს. მოგახსენებთ, რომ ამა წლის 09. 03. 2016 საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ” (N385). სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა გაიარა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა,  არ გაუვლია ყველა აუცილებელი საპარლანენტო პროცედურა დასამტკიცებლად.საპარლამენტო კომიტეტების, ცხოველთა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შენიშვნები გათვალისწინებულია უკვე ჩასწორებულ ვარიანტში, რომელიც მზად არის მეორე მოსმენისთვის. გთხოვთ დააჩქაროთ პროცესი და განაახლოთ განხილვები.·         სასწრაფოდ გადასახედია ქ. თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული თბილისის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) და მათი პოპულაციების მართვის წესი (2015 წლის 6 აპრილი, N 7-28), რომლის აღსრულებაზე პასუხიმგებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” (საკრებულოს დადგენილება, 2014 წლის 12 დეკემბერი, N17-56). ამ წესით თავიდანვე უხეშად ირღვეოდა საზოგადოების იმ ნაწილის უფლებები, ვინც ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, ასევე მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველების უფლებებიც.. ხსენებული წესის მიღების შემდეგ, საკრებულომ წესში, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, შეიტანა რიგი ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია. აღსანიშნავია,რომ ცვლილებების მიღება მოხდა არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე და გაუმჭვირვალედ, საზოგადოება არ ყოფილა ინფორმირებული წესში შესატანი ცვლილებების შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ ამ პრობლემების მოსაგვარებლად დახარჯული თანხები არაეფექტურად გამოიყენება და შედეგს არ იღებს, რის გამოც სიტუაციამ მიიღო საგანგაშო სახე.აქედან გამომდინარე კატეგორიულად მოვითხოვთ:1.      ხსენებული სტრუქტურის რეორგანიზაციას, კადრების გადახედვას და ამ საქმიანობისთვის შესაფერისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებით ჩანაცვლებას.  აუცილებელია სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლები ერკვეოდნენ ცხოველთა კეთილდღეობის ნორმებში. დაუშვებელია, ასეთი უწყება დაკომპლექტებული იყოს ამ სფეროში არაკვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთაც არ გააჩნია სათანადო ცოდნა და უნარები.2.      სსიპ- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობის გათავისუფლებას თანამდებობებიდან, ვინაიდან, ის ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს ეფექტურ და სწორ ფუნქციონირებას.3.      საკრებულოს მიერ მიღებულ,  ქ.  თბილისში მოქმედი წესისა და ცხოველთა მონიტორინგის  სააგენტოს დებულების (წესდების) ძირეულად შეცვლას, განხილვის პროცესში ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას და მათი რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას. 
gallery images

მოქალაქეთათვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება.

ადმინისტრაციულ ორგანოში მოქალაქის განცხადების განხილვის ვადები, როდესაც ის ეხება მესამე პირს (სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ეხება აღნიშნული საკითხი) ერთი თვის ნაცვლად, განისაზღვროს 15 კალენდარული დღით, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სწრაფ, ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას.
gallery images

დაიცავი ბათუმის ბულვარი

დაიცავი ბათუმის ბულვარიპეტიციაზე ხელმომწერები არ ვეთანხმებით ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას.ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას.მოვითხოვთ:ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებას; მათ სათანადოდ მოვლას, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნებას.კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას.ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით.საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმის ბულვარი“
gallery images

შემცირდეს სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი

 ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ:მინიმუმ შემდგომი 6 თვის განმავლობაში ცენტრალური (სახელმწიფო) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუროკრატიის, სახელმწიფო სტრუქტურებში, სსიპ–ებში,ა(ა)იპ–ებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული  ადამიანების (გარდა პედაგოგებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებისა,  ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა), მაქსიმალური ხელფასი განისაზღვროს არაუმეტეს დაქირავებით დასაქმებულთა თვიური საშუალო ხელფასის ოდენობით, რომელმაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის მეორე კვარტალში შეადგინა 1 150 ლარი.კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ცხრა თვის თავზე ნათელია,რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ  წარმოებულმა კოვიდთან ბრძოლის  პოლიტიკამ ქვეყანა გარდაუვალი კოლაფისის პირას მიიყვანა.ხელისუფლების შეცდომები ძვირად უჯდება საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს.საქართველოს ხელისუფლებამგააჩერა ქვეყნის ეკონომიკა მოქალაქეებს აუკრძალა მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები ყოველგვარი დასაბუთების, გონივრული გათვლის, გრძელვადიანი გეგმის გარეშე. პარალელურად კი არ უზრუნველყო ჯანდაცვის სისტემის მომზადება, ტესტირების სისტემის გამართვა, ჰოსპიტალური სექტორის მომზადება, კოვიდ ინფიცირებულთა ნაკადების  იმგვარი მართვა, რომელიც რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენის საშუალებას მოგვცემდა.ხელისუფლების პოლიტიკამ დააზარალა ბიზნესი, კერძო კომპანიები, უმუშევრად, უსახსროდ დატოვა ასეულ ათასობით ადამიანი, გაცემული კომპენსაციების მოცულობა კი სრულიად არათანაზომადი და  განუზომლად მცირეა კოლოსალურ დარტყმასთან შედარებით, რაც ადამიანებს, ბიზნესს და ეკონომიკას მიადგა.კერძო სექტორში დასაქმებული ასეულ ათასობით ადამიანის ცხოვრების ხარისხი კატასტროფულად გაუარესდაიმის გამო, რომ მათ ჩამოერთვათ შრომის უფლება და აეკრძალათ  კონსტიტუციით აღიარებული ეკონომიკური თავისუფლებაჯანდაცვის ინტერესებისიდან გამომდინარე, რომლის დაცვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.შეზღუდვების ახალი ტალღის შემდეგ კი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება არა მხოლოდ კერძო სექტორი, არამედ ბიუჯეტიც.ხელისუფლება  საკუთარი შეცდომების უმძიმესი შედეგების გამოსწორებას კვლავ კერძო სექტორის, ბიზნესის, ადამიანების ხარჯზე ცდილობს და უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე დაზარალებულ ბიზნესს მხოლოდ სიმბოლურ შეღავათებს სთავაზობს, შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას კი სიმბოლურ დახმარებას, რომელიც მცირედითაც ვერ აუმჯობესებს მათ მდგომარეობას. ცხადია, რომ ხელისუფლების  პრიორიტეტი კვლავ   ბიუჯეტის შევსებაა, საიდანაც სამწუხაროდ სულ უფრო ნაკლებად ფინანსდება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები და სულ უფრო მეტად –კორუფციული ინტერესები, საჯარო მოხელეთა კეთილდღეობა, რომელიც მცირედითაც არ დაზარალებულა იმ დროს, როცა ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობის მდგომარეობა რადიკალურად დამძიმდა.ხელისუფლებამ დაივიწყა , რომ საქართველოს მოქალაქეები თანასწორნი ვართ კანონისა და კონსტიტუციის წინაშე, სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს “საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური პრინციპების განმტკიცებაზე“(საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5).იმ დროს, როდესაც ხელისუფლება შემზღუდავი ზომების გასამართლებლად ადამიანების სიცოცხლით სპეკულირებს, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში663 მლნ ლარით შეამცირა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. სამაგიეროდ, შემცირება არ შეხებია ბიუროკრატიული აპარატის ხარჯებს და საჯარო მოხელეთა, მათ შორის თავად ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ხელფასებს.ამორალურია, როცა შენი ქვეყნის მოსახლეობას, კერძო სექტორს აკისრებ მთელ ტვირთს და პასუხისმგებლობას პანდემიის გამო,   ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე უკრძალავ მათ არსებობისთვის აუცილებელ მინიმალურ საქმიანობას და ქმედებას, მნიშვნელოვნად ამცირებ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას და ამ დროს არც განიხილავ   საჯარო მოხელეთა კეთილდღეობის მცირედით გაუარესებსაც კი.როცა სახელმწიფო თვლის, რომ მისი შემზღუდავი ღონისძიებების გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის არსებობისთვის 200 ლარიანი კომპენსაცია საკმარისია, უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულისთვის ერთჯერადად გაცემული 300 ლარი ადეკვატური კომპენსაციაა, როცა კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების უმრავლესობა უკიდურესად გაღატაკდა, როცა სახელმწიფოს კვლავ ურთულესი გამოწვევების დაძლევა მოუწევს პანდემიასთან ბძროლაში და მისი შედეგების აღმოფხვრისთვის,დაუშვებელია ამ დროს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები ათასობით ლარი იყოს და მათ არანაირი ცვლილება არ შეეხოს, ისევ კერძო სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე.ამიტომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან ამ პეტიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.