add one
gallery images

თავისუფლება ზურაბ ზვიადაურს

ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს,რომელმაც ბევრჯერ ასახელა ჩენი სამშობლო და ბევრჯერ გაგვახარა ,ახლა მძიმე დღეები უდგას ბრალდებულია ძმის მკვლელის მკვლელობის საქმეში .ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მოხდა მძიმე ტრაგედია ,ზურას ყავს ფეხმძიმე მეუღლე ,17 წელი ელოდა ნანატრ  შვილს ,გთხოვთ მოაწეროთ ხელი და წარვუდგინოთ ხელმოწერები პროკურატრას და სასამართლოს რათა ზურაბ ზვიადაურს შეუმსუბუქდეს სასჯელი და გათავისუფლდეს,მას ის ტრაგედიაც ეყოფა რაც მის თვალწინ დატრიალდა.ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა
gallery images

გაუქმდეს ონლაინ კრედიტები საქართველოში

მოვითხოვთ გაუქმდეს კაბალური პირობების მქონე ონლაინ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები საქართველოში !
gallery images

ცივი იარაღი არ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი

დღეს, მხოლოდ თბილისში, 50-მდე მაღაზიაა, რომლებშიც ცივი იარაღი, მათ შორის დანა, კასტეტი, ელექტრო შოკი, ხელკეტი და სხვა თავისუფლად იყიდება. გაყიდვის ობიექტების დიდი ნაწილი სკოლებთან ახლოს მდებარეობს. კანონით არასწრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა, კანონი არ სრულდება. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან  540 ბასრი საგანია ამოღებული. თბილისის მასშტაბით, დღის განმავლობაში, ქუჩაში 300-მდე დანა და სხვა ცივი იარაღი იყიდება და მათი მყიდველების დიდი ნაწილი არასრულწლოვნები არიან. ეს სწორედ ის დანებია, რომლებითაც შემდეგ ის გახმაურებული დანაშაულები ხდება, რომლებსაც სხვადასხვა მედია საშუალებით ასე ხშირად ვისმენთ. თითქოს, ამ მოცემულობას ჩვენ უკვე როგორც ჩვეულებრიობას ისე ვიღებთ. სოციალური პროექტით „მოგისმენიათ როგორ ჟღერს გულგრილობა?“ კრეატიული სააგენტო „watergunz” საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პეტიციაზე ხელის მოწერით შეიცვალოს არსებული მდგომარეობა, კერძოდ: 1. გამკაცრდეს კანონი არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის შესახებ. 2. სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებთან ან მათ სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრობებზე და სხვა ობიექტებში აიკრძალოს ცივი იარაღის რეალიზაცია. 3. ცივი იარაღის რეალიზაცია მხოლოდ ლიცენზირებულ, სპეციალიზებულ მაღაზიებში გახდეს დასაშვები. 4. ცივი იარაღის შესაძენად პირს სავალდებულოდ მოეთხოვოს ჯანმრთლებისა და ნასამართლეობის ცნობის წარდგენა. ასევე, განხორციელდეს ასეთი პირების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა, მათ მიერ შეძენილი იარაღის აღწერის მითითებით. მოაწერე ხელი პეტიციას  
gallery images

არა! სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებას

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე ხელმომწერებს შეუერთდა რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც არიან საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრები. ეს მეუფეები თავის პოზიციას გაჭირვებაში ჩავარდნილ მოყვასზე ზრუნვის საბაბით და იმით ხსნიან, რომ ზოგადად ძალიან აწუხებთ ერის გახლეჩისა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის პრობლემები, რის გამოც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ. თუმცა, არ გვგონია, ისინი იმდენად გულუბრყვილო ადამიანები იყვნენ, რომ ვერ ხვდებოდნენ, რას ნიშნავს ასეთ მოთხოვნაზე ხელმოწერა. თუ მაინც გულუბრყვილო პოზაში განაგრძობენ დარჩენას, ასეთ შემთხვევაში გვინდა მათ (და სხვებსაც) ავუხსნათ - მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ისინი მოითხოვენ, რეანიმირებული და რეაბილიტირებულ იქნას: ქუჩებში ადამიანების მკვლელობები და ციხეებში პატიმართა მიმართ წამებები და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობები; სახელმწიფოს ინტერესების სახელით მოქალაქეებისთვის ქონებების ჩამორთმევები; საპროტესტო აქციების გადაჭარბებული ძალის გამოყენებით და სამაგალითო სისასტიკით დარბევები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში თან ახლავს მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობები; ანტირუსული ისტერიის საფარქვეშ ტერიტორიებისა და ქონებების რუსეთზე გადაცემისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელი მოქმედებები; მედიის დარბევები და მისი მონოპოლიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები; კიდევ მრავალ საფრთხეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ თუ ჩვენი „გულუბრყვილო“ ეპისკოპოსები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერთან სააკაშვილს არავითარი შეხება არ ჰქონია და ის უდანაშაულოდ ზის ციხეში, მაშინ პირდაპირ უნდა განაცხადონ, რომ ან სააკაშვილის მმართველობის ამ ბოროტებებს ადგილი არ ჰქონია და 2003-12 წლებში მიშა ახალი საქართველოს დამაარსებელი და აღმაშენებელია, ან უნდა აღიარონ, რომ კი, ბევრი ბოროტება ხდებოდა მისი მმართველობის დროს, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა (ფანატიკოსთა ცნობილი თეზის მსგავსად, რომ “სტალინის დროინდელი მასობრივი მსხვერპლების შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა“). შეუძლებელია გონიერ ადამიანს მართლა ეგონოს, რომ სააკაშვილის თავისუფლებაში ყოფნა ერის გამთლიანებას შეუწყობს ხელს და არა პირიქით. ისიც უცნაურია, როგორ დაუთუთქა გული ასე ერთსულოვნად რამდენიმე ეპისკოპოსს ერთი პატიმრის შიმშილობამ და რატომ მრავალ სხვა ისეთ პატიმარზე არ გამოუჩენიათ ასეთი ქრისტიანული გულმოწყალება, რომლებიც დღეები კი არა, ლამის თვეები აგრძელებდნენ შიმშილობას, თანაც უფრო მკაცრ პირობებში? თუ სააკაშვილი განსხვავებულია რომელიმე მათგანისგან? თუ ყოფილი პრეზიდენტობა რაიმე უპირატესობას ანიჭებს დანაშაულის ჩამდენ რომელიმე მოქალაქეს? თუ ბრაზილია, ისრაელი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, გერმანია ან თუნდაც საფრანგეთი ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნები არიან, როდესაც თავის დამნაშავე ყოფილ ლიდერებს ასამართლებენ და ციხეებშიც სვამენ? კითხონ ამ „გულუბრყვილო“ ეპისკოპოსებმა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩახოცილი და დაინვალიდებული შვილების მშობლებს, სააკაშვილის გათავისუფლებით რა მესიჯს გაუგზავნის მათ სახელმწიფო. სინამდვილეში ეს სწორედ განხეთქილების გაღრმავებას გამოიწვევს და შეიძლება ქვეყანა სამოქალაქო ომამდეც კი მიიყვანოს, ამაზეც ხომ უნდა ფიქრობდნენ სულიერი მამები. ან, ჩვენო ძვირფასო მეუფეებო, თქვენ რომ სანდრო გირგვლიანის, ირინა ენუქიძის, მამა-შვილი ვაზაგაშვილების, ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის, გიორგი გამცემლიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, გია კრიალაშვილის და სადისტურად მოკლული სხვა მრავალის ოჯახის წევრები იყოთ, მაშინაც მოაწერდით ხელს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას? იქნებ მართლა გულუბრყვილოდ გგონიათ, რომ არც კაცების გაუპატიურების კასრებში გადამალული მრავალი კადრის შესახებ იცოდა არაფერი ქვეყნის პრეზიდენტმა? ჰოდა წარმოიდგინეთ, როგორ შეხედავდით მსხვერპლის ოჯახის მდგომარეობაში მყოფები თქვენი ოჯახების გამამწარებელი სისტემის შემქმნელს, აი სწორედ ასე გიყურებთ დღეს თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც კი არ უერთდება დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას და ეპისკოპოსები იწყებენ „პოლიტიკანობას“, ისღა დაგვრჩენია, ან დავიჯეროთ მათი გულუბრყვილობა, ან მათი ქმედების უკან მხოლოდ ანგარება დავინახოთ, რომლის მოტივი გარკვეული დივიდენდების თუ სხვა მატერიალური სიკეთეების მიღებაა. მოკლედ, პეტიციაზე ხელმომწერმა ეპისკოპოსებმა ამ ხელმოწერით თავისთავზე უფრო მეტი თქვეს, ვიდრე სააკაშვილზე.
gallery images

გადაეცეს მეძუძურ დედებს რძის საწველი აპარატები

დედის რძე  ჩვილისთვის საუკეთესო საკვებია. მისი ალტერნატივა ბაზარზე არ არსებობს, ამასთანავე არ საჭიროებს ზედმეტ ხარჯებს.ყველა დედას აქვს უნარი, კვებისა და სოციალური ფონის მიუხედავად,  გამოიმუშავოს ის რძე, რაც მის ჩვილს ჭირდება.თუმცაღა, ლაქტაციის სწორად დაწყებასა და წარმართვას თავდაპირველად ხელშეწყობა სჭირდება , რაც დაკავშირებულია ფინანსებთან. პროცესი ხშირად წყდება ისეთი სირთულეებიდან გამომდინარე, როგორიცაა მასტიტი, რძის შემცირება და სამსახურში დაბრუნების აუცილებლობა.ამ ყველაფრის მოგვარებას ხელს უწყობს საწველი აპარატის გამოყენება. მისი მრავალფეროვანი ფუნქციები, ხელს უწყობს გამაგრებების დაშლას, რძის მომატებას და საჭიროების მიხედვით  მარაგის მოგროვებას სამსახურში გასვლის შემთხვევაში. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო დაზღვევა ფარავს საწველი აპარატის შეძენის ან ქირის ხარჯებს.ლაქტაცია მარტივი გამოსავალია ბავშვთა შიმშილობისა და  სიკვდილიანობის, პოსტ სამშობიარო დეპრესიის ასარიდებლად. ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მეძუძური დედების  საწველი აპარატებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
gallery images

არა “გაზპრომ მედიის” შვილობილ NTV Plus-ს!

როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედიის” შვილობილი NTV Plus საქართველოს ტელებაზარზე შემოდის.კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, “ენ ტე ვე პლუსმა”, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ორი წლის წინ გაიარა რეგისტრაცია (2016 წლის 12 სექტემბერს) და მიიღო ავტორიზაცია. “ენ ტე ვე პლუსის” პარტნიორი საქართველოში შპს “მედია ჯგუფია”. 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებული ამ კომპანიის 50%–ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%–ს კი –  გულნარა ხეჩოშვილი.“ენ ტე ვე პლუსი” მაყურებელს ფასიან სატელიტურ სატელევიზიო მომსახურებას სთავაზობს და მის პაკეტებში, ჯამში, 290-მდე ტელეარხია, რომელთაგან უდიდესი ნაწილი რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხებია. ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერებს, საქართველოს მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ "გაზპრომ მედიის" შვილობილი კომპანიის შემოსვლა საქართველოში დაუშვებელია და მათი ეს "გეოგრაფიული ექსპანსია" რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის გაგრძელება და შემადგენელი ნაწილია.იქედან გამომდინარე, რომ "ენ ტევე პლუსის" მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ჰიბრიდული ომი არათუ არ განელდა, ახალ, საშიშ ეტაპზეა გადასული, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე აღნიშნულია სუს-ის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, ასევე იმის გამო, რომ "გაზპრომი" შეტანილია აშშ-ის მიერ სანქციადადებული კომპანიების სიაში,მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, გაითვალისწინონ ახალი რეალობები და გამოწვევები და გაუუქმონ რეგისტრაცია "ენ ტევე პლუსს", როგორც კომპანიას, რომლის საქმიანობა მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. 
gallery images

თბილისიდან სოფლად დაბრუნების მსურველები, ფინანსურად წაახალისოს და მხარი დაუჭიროს სახელმწიფომ

"თავკომბალად" ქცეულ თბილისში, უამრავი ახალგაზრდა და ზრდასრული ადამიანია, ვისაც სოფლად დაბრუნება სურს, მაგრამ საამისო საშუალება არ გააჩნია. ვთხოვთ ქვეყნის მთავრობას, ინვესტიციით დაეხმაროს მსურველებს როგორც მეურნეობის შესაქმნელად, ასევე, მისი მართვისთვის საჭირო ცოდნის შესაძენად.შევამციროთ მიგრაცია სოფლიდან!!!დავუბრუნოთ ახალგაზრდობა სოფელს!!! 
gallery images

შეჩერდეს 5G ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში!

2020 წლის 24 აპრილს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა განიხილოს 5G მომსახურებისთვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის საფასური. საკონსულტაციო პროცესი გაგრძელდება 15 მაისამდე, რაც პირდაპირი დასტურია იმისა, რომ პროცესის განხორციელება დაწყებულია.5G სისტემის შესახებ მთელს მსოფლიოში დამოუკიდებელი მკვლევარების მიერ ჩატარებულია ასობით სამეცნიერო გამოკვლევა რადიაციული სხივების ბიოლოგიურ ეფექტებზე.5G სიხშირის გვერდითი მოვლენების შესახებ მეცნიერებმა შემდეგი ფაქტორები ჩამოთვალეს: თვალის დაავადებები -კატარაქტა; წნევის პრობლემები; მუდმივი დაღლილობის შეგრძნება; ნევროლოგიური დარღვევები; იმუნური სისტემის დარღვევა; უნაყოფობა მამაკაცებში; კიბოს რისკის გაზრდა და სხვა.მეცნიერების საბოლოო დასკვნა კი ასეთია: 5G ტექნოლოგია არის მართვის, კონტროლის, თვალთვალის და ხელოვნური ინტელექტის სამართავი საშუალება, რომლის მასიური დანერგვაც, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, გამოიწვევს ეკო სისტემის გამოუსწორებელ დაზიანებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას უჯრედულ დონეზე.აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვას მთელს მსოფლიოში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მრავალ ქალაქში 5G ანტენების მონტაჟი ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გააჩერეს.მოსახლეობამ მრავალ ქვეყანაში, ქუჩის აქციებით გააპროტესტა, ზოგან კი პირდაპირ დაარბიეს და გაანადგურეს აღნიშნული ინოვაციისთვის დამონტაჟებული ანტენები.ტექნიკური პროგრესი ყოველთვის მისასალმებელია ოღონდ არა ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე!ვინაიდან, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელისუფლების ვალდებულებაა,მოგიწოდებთ:დაუყოვნებლივ შეაჩეროთ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში!მოვითხოვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიხსნას საყოველთაო დისკუსია, რომელშიც ჩაერთვებიან შესაბამისი სფეროს მეცნიერები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, ჯანდაცვის წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანიები, ეკონომისტები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა თავიდან ავირიდოთ გაუგებრობა და მორიგი საზოგადოებრივი დაპირისპირება.პეტიციის ავტორები: მაია დვალიძე (სამედიცინო ფსიქოლოგი), გიორგი ჯავშანაშვილი, ირაკლი აბაშიძე ( ეკონომისტი), რევაზ მალაციძე (IT სპეციალისტი)
gallery images

მოგვეცით არსებობის საშუალება!!!

ჩვენ სხვადახვა ჯერ კიდევ დახურული ბიზნესის წარმომადგენლები (ტურისტული კომპანიები, გიდები, ავია კომპანიები, კინო და თეატრის წარმომადგენლები, გასართობი ცენტრები, კლუბები, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები...), დავრჩით უმუშევრები და ელემენტარული შემოსავლის გარეშე,   90 პროცენტი ვართ იძულებით უხელფასო შვებულებებში!!!(დანარჩენებსაც აგვისტოდან შეუწყდებატ ხელფასის პროცენტის გადახდა..) ბანკის ვალებით და იპოთეკებით.ვინაიდან ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ამ სექტორის გახსნა მოვითხოვთ, გაითვალისწინოთ ათეულობით ათასი ადამიანის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და იმ ოჯახებისაც ვისაც ვარჩენდით.დროულად შეიმუშაოთ ჩვენთვის რეგულაციები:1.უპროცენტოდ გადაავადოთ ბანკის კრედიტები და იპოთეკა,რადგან ვა​​​რთ გადამხდელუუნაროები გახსნამდე.ვკარგავთ ბინებსაც და იმ ფულსაც რაც წლები პატიოსნად ვიხადეთ.2.გაგვიზარდოთ კომპენსაცია,ვინაიდან 200 ლარი არ ეყოფა არც ერთ ოჯახს,საქართველოში არ გვქონია ისეთი ფუფუნება,რომ დასაქმებული იყოს ოჯახის რამოდენიმე წევრი3, მოახდინოთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება.4.ვისაც აქვს საპენსიო დანაზოგი მიეცით სურვილისამებრ სარგებლობის უფლება..ვისაც არა კომპენსაცია გაუზარდეთ!5. გაიხსნას ფრენები მინიმუმ მწვანე ზონის ქვეყნებთან სია შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე(  https://www.endcoronavirus.org/countries#winningამით დაცულიც იქნება ქვეყანა და ის რომ ჩვენც მწვანე ზონაში ვართ შეგვიძლია ქვეყნის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი და ტურისტულად მიმზიდველი გახდეს, შესაბამისად ეს სფეროებიც შეიძლება გაიხსნას. თუ ყველაფერი კარგად იქნება ყვითელი ზონის ქვეყნების დამატებაც შეიძლება შემდეგ რომლებიც ასევე უსაფრთხოა.ეს მოთხოვნები ელემენტარულად საარსებოდაა საკმარისი..ჩვენ არ გვინდა ისედაც რთული ვითარების უკიდურესად დაძაბვა,ვინაიდან ვართ შეგნებული მოქალაქეები. ჩვენი სექტორი არის უპატიოსნესი და მსხვილი გადამხდელი.ნუ გაგვწირავთ ამდენ ათას ადამიანს და ჩვენ ოჯახებს ..ფაქტიურად სოციალურად დაუცველები გავხდით.და ალტერნატიული სამსახურები ძაან კარგად მოგეხსენებათ რეალობაში არ არსებობს.რაც იყო ისიც განადგურდა. ჩვენთან ერთად დგანან ოჯახის წევრები და ბევრი ასევე უმუშევრად დარჩენილი ადამიანი!!! რეალურად მიაქციეთ სათანადო ყურადღება ტოტალურ უმუშევრობას!!!შიმშილი მოგვკლავს თუ კოვიდი რა მნიშვნელობა აქვს...  
gallery images

პეტიცია თავისუფლება ლევან ზურაბაშვილს

პეტიცია შექმნილია ლევან ზურაბაშვილის გათავისუფლების მიზნით, რადგან მას არ ჩაუდენია დანაშაული, მას სურდა ადამიანებამდე და სამთავრობო უწყებამდე მიეტანა თავისი სათქმელი, რაც მიზნად ისახავდა 1. აზარტული თამაშების აკრძალვას 2. ბანკების ყოველწლიური პროცენტი შემცირდეს 7% მდე 3. გაიაფდეს წამლების ფასი, ვინაიდან საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით რაც გულისხმობს სიღარიბეს და სოციალური ცხოვრების დაბალ დონეს ხელს უშლის ადამიანების მშვიდათ ცხოვრებას, გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე გამდიდრებას რაც სრულიად დაუშვებელია. ჩვენ გვერდით ვუდგავართ ლევანს და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას. თუ თვლი რომ ლევანი იმსახურებს თავისუფლებას მოაწერეთ ხელი და დააფიქსირეთ თქვენი ხმა. #თავისუფლებალევანს
gallery images

აიკრძალოს საქართველოში რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები!

გაცნობებთ, რომ წარმოვადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციას „მწვანე ინტერნეტი/Green Internet“, რომლის მიზანია ონლაინ სივრცეში არსებული უკანონო კონტენტის დარეგულირება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.ბოლო დროის მონაცემებით, არა მარტო საქართველო, არამედ სრულიად ევროპა, ამერიკა და მთელი მსოფლიო დგას რუსული პროპაგანდის საფრთხის წინაშე. სხვადასხვა ქვეყნები სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ კრემლის პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად, რათა არ დაზიანდნენ მათი მოქალაქეები და არ მიიღონ ცრუ (ფეიკ) ინფორმაცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს OK.RU - რეიტინგის მიხედვით, მოხმარების კუთხით, მეხუთე ადგილზეა და VK.COM - ამავე რეიტინგის მიხედვით  მერვე ადგილზეა. აღნიშნულ რეიტინგს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ ორი ონალინ სივრცის მოხმარება, ავტომატურად ნიშნავს იმ დეზინფორმაციის მიღებას, რასაც ზემოთ ხსენებული რუსული პროპაგანდისტული საიტები ავრცელებენ.აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები და ციფრული მედიის ვებ გვერდები მიკერძოებულად და არაობიექტურად აშუქებენ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ამით ცრუ (ფეიკ) ინფორმაციას ავრცელებენ ინტერნეტის საშუალებით. არის შემთხვევები, როცა მსგავს ვებ გვერდებს ინფორმაციის წყაროდ იყენებს ზოგიერთ ქართული ციფრული მედია. გამომდინარე აქედან, მათ უნებლიედ უხდებათ ცრუ (ფეიკ) ინფორმაციის გავრცელება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც. ყოველივე ეს ძალიან დიდი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ობიექტურ წარმოდგენას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და აგრეთვე საფრთხეს უქმნის დასავლური ღირებულებების განვითარებას.ვფიქრობთ, რომ საქართველომ მყისიერად უნდა გადადგას ნაბიჯი რუსული კრემლის პოლიტიკის გატარების წინააღმდეგ, ღირსეულად უნდა უპასუხოს ოკუპანტი ქვეყნის საინფორმაციო პროპაგანდის მცდელობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩვენი მხრიდან ისეთივე ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს, როგორიც ჩვენ მეგობარ უკრაინის სახელმწიფოს ჰქონდა: „უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთელს უკრაინაში დაწესდა სანქციები 100-ზე მეტი რუსული ვებ გვერდის წინააღმდეგ. პრეზიდენტის განკარგულება „ვკონტაქტეს“, „ოდნოკლასნიკის“, „იანდექსისა“ და „მეილ.რუს“ აკრძალვის შესახებ, 2018 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე. მასში აღნიშნულია, რომ საინტერნეტო საიტები „შეიზღუდება“ ან „დაიბლოკება“ სამი წლის ვადით. განკარგულებაში ასევე მითითებულია, რომ უკრაინის ეს ნაბიჯი პასუხია უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიაზე“.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  გთხოვთ, საქართველოში აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები!რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდების ჩამონათვალი ორგანიზაციამ „მწვანე ინტერნეტი/Green Internet“ უკვე მიაწოდა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს. 
gallery images

One Direction საქართველოში

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენდის ფანები და გვინდა რომ ის ჩამოვიდეს საქართველოში. რა აღარ გავაკეთეთ ამისთვის, ზაფხულში World Wide ტრენდებშიც კი მოვხვდით მაგრამ მაინც არ ცამოვიდნენ და ახლა იმედი გვაქვს, რომ ამ ხელმოწერების შეგროვებით მაინც დავიმსახურებთ იმას რომ გვეწვიოს ჩვენი ფავოროტი გუნდი საქართველოში. ასე რომ უკვებლივ ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ იმაში, რომ იმედი არ გაგვიცრუვდეს. წინასწარ დიდი მადლობა.
gallery images

ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდასაჭერი პეტიცია

ნიკა ჩერქეზიშვილი 11 წელი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 6 თვე საგარეო საქმეთა სამინისტროში შესყიდვების სამსახურის ხელძღვანელად, საიდანაც უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. მან გამოიყენა, ფაქტობრივად, ყველა სამართლებრივი გზა, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი, იგი იძულებული გახდა კანცელარიის წინ საჯაროდ გააპროტესტოს არსებული უსამართლობა.ამ პეტიციაზე ხელმოწერით, ვეთანხმები ნიკა ჩერქეზიშვილის ორ მოთხოვნას:1. უფლებამოსილ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ნიკა ჩერქეზიშვილი აღდგენილ იქნას საჯარო სამსახურში, მისი კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების შესაბამის პოზიციაზე!2. საჯარო სამსახურებში დასაქმების აუცილებელი წინაპირობა გასაუბრებასთან ერთად იყოს ტესტირება!  
gallery images

დაისაჯოს დამნაშავე, გამკაცრდეს კანონი

ა.წ. 14 ნოემბერს, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, გლდანში ნაწამები ლეკვის შესახებ, რამაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გმობს სისასტიკეს, შესაბამისი ორგანოებისგან მოვითხოვთ უსწაფეს რეაგირებას და დამნაშავეს დასჯას კანონის ფარგლებში. ვინაიდან, სააქართველოში, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებობს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რაც არ არის საკმარისი და არ ითვალისწინებს ადეკვატურ სასჯელს, ჩვენ ასევე მოვითხოვთ, გამკაცრდეს ცხოველთა სასტიკი მოპყრობასთან დაკავშირებული მუხლი და საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ.
gallery images

აიკრძალოს ანტიკონსტიტუციური პარტია "ცენტრისტები"!

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილსსაქართველოს პარლამენტის წევრებსპეტიციაზე ხელმომწერნი მოგიწოდებთ აღასრულოთ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით თქვენზე დაკისრებული ვალდებულებები და მიმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელმყოფი პარტია „ცენტრისტების“  აკრძალვის მოთხოვნით.  ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია თავისუფალი რესპუბლიკის, მრავალპარტიული დემოკრატიისა და აზრის თავისუფლების შენარჩუნება. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდის დადგომასთან ერთად, შეშფოთებით ვაკვირდებით ღიად პრო-რუსული ძალების გაძლიერებას და ვთვლით, რომ ძალა, რომლის წინასაარჩევნო დაპირებათა შორის არის რუსეთის ბიუჯეტით დაფინანსებული პენსიის გაცემა, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების ამოქმედება და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, უარჰყოფს კონსტიტუციითვე განმტკიცებულ მართლწესრიგს, ღირებულებებს და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს.საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მიხედვით, "დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა".ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ ძალა, რომელიც საქართველოს მტრის სამხედრო ბაზების ამოქმედებას და მისი ბიუჯეტით პენსიის გაცემას განიზრახავს, არის კოლაბორაციონისტული ძალა. იგი წარმოადგენს ცალსახად ანტი-სახელმწიფოებრივ მოვლენას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს როგორც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების სტაბილური განვითარების შესაძლებლობას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში მტრული ძალის სამხედრო ბაზების განთავსების მოთხოვნა ხელყოფს საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლო კონსტიტუციურ წესრიგს პოტენციური დამხობით ემუქრება. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.“ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრები აღასრულებენ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დაუყონებლივ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფი  ამ პოლიტიკური გაერთიანების (პარტია - “ცენტრისტები”) აკრძალვის მოთხოვნით.