add one
gallery images

არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში

ცნობილია რომ ამა წლის 9 მაისისთვის კრემლის ხელისუფლებასთან აფილირებული და ევროპის ქვეყნებში non-grata-დ გამოცხადებული მოტოციკლისტთა ჯგუფი, "ღამის მგლები", აპირებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას და, ადგილობრივ პროპუტინურ ძალებთან ერთად, თბილისში ვაკის პარკში აქციის მოწყობას.მოვითხოვთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ მკაფიოდ აჩვენოს ყველას, რომ ის ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ღირსების სადარაჯოზე დგას და არ დაუშვებს ამ ჯგუფის საქართველოში შემოსვლას.
gallery images

მთიულეთის, ხევის, წალენჯიხისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ–ნ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ბ-ნ კახი კალაძეს, მთიულეთის, ხევის, წალენჯიხისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლებისგ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა2017 წლის 28 აპრილის მოგაწოდეთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოში მოსახლეობასა და გარემოზე ზემოქმედების გამოკვლევის გარეშე ექსპლუატაციაში შეჰყავთ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები (ეგხ). მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოსა და ევროკავშირის მკვლევრებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოქვეყნებული აქვთ მრავალი მასალა, სადაც მსოფლიო დონის სპეციალისტების დასკვნებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ელექტრო–მაგნიტური ველი, რომელიც წარმოიქმნება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გამოყენებისას, მკვეთრად უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯამრთელობასა და გარემოზე. ამ ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს ყველა იმ მხარეში, სადაც ახლა გაჰყავთ 500კვ. ძაბვის გადამცემი ხაზები, მითუმეტეს, რომ ენგურჰესი-გარდაბანის ადრეგაყვანილი მსგავსი გადამცემი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში დაფიქსირდა არაერთი ფაქტი ლეიკემიით დაავადებისა. აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული ოთხივე მხარის მაცხოვრებლებმა გამოვყავით ნდობით აღჭურვილი პირები (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო), რომელიც ზემოაღნიშნული კვლევების ჩატარების განსახორციელებლად აშშ–დან იწვევს სპეციალისტებს - ჯონ კლაინის ჯგუფს, რომელიც უკვე მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად და ქართველ სპეციალისტებთან ერთად მოხდება 500 კვ. გადამცემი ელექტრო ხაზების გარემოსა და მოსახლეობაზე ზეგავლენის დადგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება თავის თავზე აიღებს მეცნიერთა მიერ ჩატარებული სამუშაოების ხარჯებს. იმ ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ დაავალებთ კვლევის დაფინანსებას, ჩვენ მივაწვდით პროექტს თავისი ხარჯთაღრიცხვით. პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფის სახელით:
gallery images

შევამციროთ ქვეყანაში მტაცებელი ცხოველების რაოდენობა !!!

მოგესალმებით !მოგეხსენებათ ქევყანაში ძალზედ მომრავლდნენ მტაცებელი ცხოველები,როგორებიცაა:(მგელი,ტურა,მელა,ენოტი) რის გამოც  ინდივიდების რაოდენობა როგორიცაა (ხოხობი,კურდღელი)  ძალზედ შემცირებულია და ყოველივე ამას, თან ერთვის მტაცებლების სოფლებში შეჭრა, რაც თავის მხრივ საფრთხის შემცველია მოსახლეობისთვის,  ეს ყველაფერი  გამოწვეულია ქვეყანაში მტაცებლების მომრავლებით და იმ დისბალანსით რომელიც არსებობს პირველი რიგისა  და მეორე რიგის კონსუმენტს შორის . ამიტომ ამ პეტიციით მივმართოთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს . და სამინისტროს  შუამდგომლობით შედგმომ საქართველოს პარლამენტს რათა მოხდეს იმ კანონის გაუქმება რომლის მიხედვითაც მტაცებელი ცხოველების ამოღება ბუნებიდან აკრძალულია  . . !! 
gallery images

საქართველოში სიტყვის თავისუფლების დასაცავად

პეტიციაზე ხელმომწერი მოქალაქეები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც მისი სიმწვავის გამო სამართლიანად მიიპყრო როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება.2017 წლის 3 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტამდე შეუზღუდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული, ჩვენი შეფასებით ძალიან საეჭვო, გადაწყვეტილების აღსრულება. ადამიანის უფლებათა ევვროპული  სასამართლოს ხსენებულმა გადაწყვეტილებამ გააჩინა იმედი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კვლავ სამართლებრივი დავის ჭრილში დარჩება და თავიდან აგვაცილებს საპროტესტო გამოსვლებსა და სიტუაციის რადიკალიზაციას.ხელმომწერები კარგად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლებასთან აფილირებული ბიზნესმენის - ქიბარ ხალვაშის მიერ წამოწყებული სამართლებრივი დავის უკან რეალურად დგას ხელისუფლების უკანონო ინტერესი - გააკონტროლოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა და ამ გზით მიაღწიოს მისი კრიტიკისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ჩართულია ხელისუფლების სამივე შტო. ამის თვალსაჩინო მაგალითებია საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების სინქრონული გადაწყვეტილებები, რომელთაც თან ახლდა მმართველი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთა მუქარის განცხადებები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და მისი მენეჯმენტის მიმართ, კამპანია საკონსტიტუციო სასამართლოს „მოსათვინიერებლად“, რაც საბოლოოდ არაკონსტიტუციურად მიჩნეულ საკანონმდებლო ცვლილებებით დასრულდა და დღემდე გადაუწყვეტელი დატოვა იმ ნორმათა კონსტიტუციურობის საკითხი, რომელზე დაყრდნობითაც საერთო სასამართლოებმა კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული დავა განიხილეს და  საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები - რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტასთან.პეტიციის ხელმომწერები ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას ადამიანის უფლებათა, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებათა, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მიმართ და მიგვაჩნია, რომ დღეს, საქართველოში სიტყვის თავისუფლების, მედიაპლურალიზმის, დემოკრატიის არსებული დონისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არებული კურსის შენარჩუნების  მიზნით აუცილებელია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეთა ცვლილების თავიდან აცილება, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს ზემოთ ნახსენები გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებს და რაც პირდაპირ ნიშნავს ხელისუფლების მიერ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლებას.ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერნი გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკვე გამოყენებული დროებითი ღონისძიების შენარჩუნებას.
gallery images

გაუქმდეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილი სახელმწიფო სასერტიფიკაციო და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სარეზიდენტო და სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაციის დროს არ იყო კანდიდატებისთვის თვალნათლად და გასაგებად მიწოდებული გამოცდის რეგისტრაციის და შემდგომ გამოცდაზე გასვლის რაიმე დამატებითი მოთხოვნის შესახებ. რეგისტრაციის დასრულებიდან სრულიად მოულოდნელად  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე დაიდო ინფორმაცია, სადაც მითითებული იყო, რომ  დაინტერესებული პირი (ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და/ან სასერტიფიკაციო გამოცდების მაძიებელი) ვალდებულია, გადაიხადოს დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ, შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის უნაღდო ანგარიშსწორების გზით : 1) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური - 120 ლარი;2) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური - 80 ლარი; ვგმობთ და ვითხოვთ გაუქმდეს აღნიშნული გამოცდის საფასური!
gallery images

აიკრძალოს მოწევა დახურულ შენობებში! კაფეებში, ბარებში, კლუბებში!

მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეებში არის მნიშვნელოვანი შემდეგი მიზეზების გამო:1) სტატისტიკის მიხედვით საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი პირველ მიზეზს წარმოადგენს სასუნთქი სისტემების სიმსივნე. 2) ეს იქნება პირველი ნაბიჯი შეიცვალოს მწეველი ადამიანის ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრებისკენ.3) მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეებში საშუალებას მისცემს მწეველებს დაზოგონ მეტი თანხა თამბაქოზე , რაც შეიძლება მოხმარდეს ბევრი ჯანსაღი პროდუქტის შეძენას რომელიც იწარმოება საქართველოში.   
gallery images

თანამდებობიდან გადადგეს ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე.

მოვითხოვთ თანამდებობიდან გადადგეს ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. აღნიშნული პირების არასწორი, აგრესიული და არაკვალიფიციური ქმედებების გამო, საქართველოს საავადმყოფოებში პერმანენტულად ხდება  პაციენტების გარდაცვალება, გარდაცვლილთა რიცხვი აღწევს 10 000 (ათი ათასს), რაც არის არა მხოლოდ კორონა ვირუსის ბრალი, არამედ ავადმყოფის და ავადმყოფობის არასწორი მართვის შედეგი. უამრავი ფაქტი აქვს, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, ე.წ ბოქსირებულ პალატებში, რეანიმაციებში და როგორ ხდება პაციენტების არასწორი ინტუბაცია, რაც საბოლოოდ მათი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.   უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარვუდგენ ყველა ფაქტს. ასევე ეს პირები ყოველდღიურად გამოდიან ტელევიზიით  და აანონსებენ ადამიანების სიკვდილს, ლანძღავენ მოსახლეობას ირიბად,  რაც ნორმალურ ქვეყანაში და სახელმწიფოში დაუშვებელია. სტანდარტი რომლითაც ესენი საქართველოს მოსახლეობას  ესაუბრებიან არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განვითარების სტანდარტს შესაბამისად მოვითხოვთ ამ პირებმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები და მათ ადგილზე დაინიშნონ ნორმალური თანამედროვე განვითარების და უნარების მქონე ადამიანები.
gallery images

გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები!!!

ბატონო კახა,საჯარო ბიბლიოთეკა წარმოადგენს განათლების, კულტურისა და ინფორმაციის საციცოცხლო ძალას. სწორედ წიგნიერებაზე, განათლებაზე, ინტელექტზე დგას სახელმწიფო, ამიტომ ქვეყნის პრიორიტეტი სწორედ განათლება და განათლებული თაობების აღზრდა უნდა იყოს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ მკითხველი წიგნს დაუბრუნოს.ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, სადაც ბიბლიოთეკებს უდიდესი ყურადღება ეთმობა, მედიათეკას უმნიშვნელო ადგილი უჭირავს. წიგნს ვერანაირი მედიათეკა ვერ შეცვლის. მეტიც, დასავლეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრონული წიგნების კითხვამ, მკითხველებს, წიგნის კითხვის სურვილი აღუძრა და შეუცვლელ საგანძურს-წიგნს მიუბრუნა.თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ წლების განმავლობაში არსებული საჯარო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურა რომ ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, ეს არ უნდა გახდეს ბიბლიოთეკების გაუქმების ან შემცირების მიზეზი!!!!!!გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები!!!შემოგვიერთდით!  
gallery images

ვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს დაემატოს გადაცემა ნადირობისა და თევზაობის მოყვარულთათვის

ქართულ მედია სივრცეში, დღესდღეობით, არ არსებობს გადაცემა, რომელიც საქართველოს მონადირეთა, მეთევზეთა, ბაზიერთა და ზოგადად, ბუნების მოყვარულთა ინტერესებს გამოხატავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოთვლილი კატეგორიები, საერთო ჯამში, საქართველოს მრავალათასიან მოქალაქეთა უზარმაზარ აუდიტორიას მოიცავს.მსგავსი გადაცემები, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში დიდი წარმატებითა და მაღალი რეიტინგებით სარგებლობენ.შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ასეთი გადაცემის დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც ნადირობისა და თევზაობის სწორი კულტურის დამკვიდრებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამასთან, საგრძნობლად გაზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა რიცხვს და შესაბამისად, რეიტინგს. გთხოვთ საქართველოს საზოგადოებრივ არხის ეთერში მოხერხდეს ასეთი გადაცემათა ციკლის ჩაშვება...
gallery images

გაუქმდეს კომენდანტის საათი! განახლდეს ცოცხალი მუსიკა!

ქართული მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა გაუქმდეს კომენდანტის საათი, რომ კვლავ შევძლოთ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით იმ ობიექტებზე, რომლებიც თანდათანობით იწყებს ფუქცნიონირებას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო კვლავაც აკრძალულია კულტურული ღონისძიებები.სამწუხაროდ, 2020 წლიდან მოყოლებული პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს  გამორჩეულად შეეწირა მუსიკოსების უფლებები. უკანასკნელი რეგულაციების შემსუბუქებულ ჩამონათვალშიც ვერ ვნახეთ ინფორმაცია ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავსი შეზღუდვის შემცირება-მოხსნის შესახებ, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ჩვენი გაკვირვება და შეშფოთება. თუ ნელ-ნელა ხდება ბარების, რესტორნებისა და სასტუმრობის გარე და უკვე შიდა სივრცეების ფუნქციონირების დაშვება, გაუგებარია, რატომაა აკრძალული მუსიკის ცოცხალი შესრულება.მუსიკა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გართობა! მუსიკა არის ცხოვრების არა მხოლოდ შემადგენელი, არამედ განუყოფელი ნაწილი და ასევე, ცხადია, შემოსავლის წყარო,   უმრავლესობისთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება ! ასე რომ, მივმართავთ ზემოთ აღნიშნულ შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების წუხილი და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პრობლემის დროულად გადასაჭრელად.
gallery images

მხარს ვუჭერთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს

ბოლო დროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის დაპირისპირების ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ როგორ აღიქვამს მაკონტროლებელი უწყების დღევანდელი ხელმძღვანელობა ცენტრში დაცული უნიკალური კოლექციის მნიშვნელობასა და აქ დასაქმებულ თანამრომელთა ენთუზიაზმს. ცენტრის ადმინისტრაციამ, სამეცნიერო საბჭომ და ყველა თანამშრომელმა ერთხმად გამოხატეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ცენტრიდან ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანასთან დაკავშირებით, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კუთვნილი ტერიტორიისა და შენობის მიმართ არაჯანსაღი დაინტერესების გამო.  მათ მოითხოვეს დაწესებულების წინაშე წლობით მდგარი ამ და არაერთხელ გაჟღერებული სხვა პრობლემების მოგვარება, მაგრამ, სამწუხაროდ, მაკონტროლებელმა ორგანომ აირჩია არა დიალოგისა და ჯანსაღი თანამშრომლობის გზა, არამედ ხისტი მეთოდები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა სრული იგნორირება გაუწიოს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს, მთელ კოლექტივს და თანამდებობას ჩამოაშოროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმატებული ხელმძღვანელი – ბუბა კუდავა.  ჩვენთვის მიუღებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმპერატიული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავის მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეცნიერების ხელშეწყობის გაცხადებული პოლიტიკის გათვალისწინებით, შეაფასოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხელი შეუწყოს ზემოთ აღნიშნული პრობლემების დარეგულირებას და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ხელნაწერი მემკვიდრეობის წინაშე არსებული გამოწვევების რეალური და ეფექტური გადაწყვეტისათვის
gallery images

არა სტუდენტების იძულებით ვაქცინაციას!

არა სტუდენტების იძულებით ვაქცინაციას!  3 სექტემბერს უნივერსიტეტებმა სტუდენტებს დაუგზავნეს ელექტრონული წერილის სახით იმპერატიული მოთხოვნა,რომლის მიხედვითაც 4 ოქტომბრამდე დისტანციურად ხორციელდება სწავლის პროცესი,არადისტანციურად კი დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული სტუდენტები ან სტუდენტები უარყოფითი PCR ტესტით (განახლება ყოველ 72 საათში).  ასევე მოითხოვეს 4 ოქტომბრამდე სტუდენტებმა პერსონალურ გვერდზე ატვირთონ ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტი covid-19-ის ბარათი QR კოდით. მოთხოვნიდან გამომდინარე,უნივერსიტეტები სტუდენტებს ართმევენ არჩევანის თავისუფლებას და ადგილი აქვს პირდაპირ იძულებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით,რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. მოვითხოვ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის,უნივერსიტეტებს აეკრძალოთ მოქალაქეებზე,რომელთაც არ სურთ ვაქცინაცია,მათზე განახორციელონ პოლიტიკური,სოციალური ან რაიმე სხვა სახის ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლა და ამ სახით ვაქცინირების იძულება. ის რომ საქმე გვაქვს პირდაპირ იძულებასთან,მკაფიოა,რადგან თითქმის არცერთ სტუდენტს არ გააჩნია იმის საშუალება,რომ ყოველ 72 საათში გაიკეთოს პისიარ ტესტი,რის გამოც ისინი იძულებულნი იქნებიან გაიკეთონ მათთვის არასასურველი ვაქცინა.
gallery images

თანახმა ვარ პრეზიდენტმა შეიწყალოს სანდრო!

ალექსანდრე  ანზორის ძე კაპანაძე (კირპიჩა)  არის ტელერეჟისორი,  20 წელი პატიოსნად ემსახურა საზოგადოებრივ მაუწყებელს სადაც  რეჟისორის პოზიცია ეკავა. მის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი, გადაცემა,  თუ კლიპი უკავშირდება. იგი უკვე 5 წელია სასჯელს იხდის  უსამართლოდ!    ის მხოლოდ ირიბი ბრალდების საფუძველზე დააკავეს.  საქმეში ბევრი უზუსტობის და არასაკმარისი მტკიცებულებებისდა მიუხედავად   260-ე  მუხლის მე-2 "ა" ქვე პუნქტის მიხედვით  მას მისჯილი აქვს 9 წელი 0,962 გრამი კანაფის ფისის გამო...   .   5 წელია ვცდილობთ დავამტკიცოთ რომ სანდრო არა არის  საშიში საზოგადოებისთვის, მას არავისთვის არაფერი დაუშავებია.  ის უნდა იყოს გარეთ,  თავის ოჯახთან და მეგობრებთან, აკეთოს  თავის საქმე და უბრალოდ მიეცეს საშუალება თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. 5 წლიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ  ვერ შევეგუებით კიდევ 4 წელი გაატაროს სანდრომ ციხეში!  იქ სადაც მისი ადგილი არაა!  ჰაერი სანდროს! თავისუფლება სადროს! 
gallery images

შეწყდეს ნადირობის შესახებ კანონპროექტის განხილვა

საქართველოს პრემიერ მინისტრსბატონ გიორგი კვირიკაშვილს საქართვლოს გარემოსა და ბუნებრივირესურსების დაცვის მინისტრსბატონ გიგლა აგულაშვილს საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა! როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ნადირობის შესახებ კანონპროექტის განხილვა. აღნიშნულმა კანონპროექტმა, საქართველოს მონადირეთა საზოგადოებაში გამოიწვია დიდი პროტესტი, რაც განპირობებულია მრავალი ფაქტორით. ამ ფაქტორებიდან უმთავრესი და ყველაზე დამაფიქრებელია ბუნებრივი რესურსების (მიწის, ტყის ფონდის, წყლის რესურსების) განაწილების და გადაცემის საკითხი.            საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით ,,2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ", ცალსახად არის გამოკვეთილი  ნადირობის, მონადირეების, სანადირო რესურსების, მდგრადი მოპოვებისა და გამრავლების საკითხები.ამასთან ერთად, იმავე დოკუმენტში მკაფიოდ არის განსაზღვრული სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის ასპექტები, მათ შორის: მიწა, სასოფლო სამეურნეო (მთისა და ბარის) საძოვრები, ტყისა და წყლის რესურსები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის წარმოდგენილ კანონპროექტთან. სტრატეგიაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ „ჩამოსაყალიბებელია სათემო და/ან სატროფეო ნადირობის კონცეფციები და მდგრადი ნადირობის სტრატეგია ... „დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგია, ხოლო, შემდეგი ნაბიჯი არის ნადირობის შესახებ კანონის ინიცირება.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეისათვის წარმოდგენილი კანონპროექტი წინ უსწრებს და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით განსაზღვრულ გეგმას. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ არ არის მოწესრიგებული სამონადირეო სივრცე, შემოთავაზებული კანონპროექტი ახდენს ისეთი ცნებების ინიცირებას, როგორებიცაა: სანადირო ტერიტორია და სანადირო ტერიტორიის მმართველი. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული სანადირო ტერიტორიების განსაზღვრის და ამ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მკაფიო პრინციპები.    ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის შესაბამისად, დღეს, საუბარი სანადირო ტერიტორიების შესახებ, სანადირო მმართველების დანიშვნაზე, ფედერაციის შექმნასა თუ სხვა მსგავს საკითხებზე წარმოადგენს არასწორი მენეჯმენტის წარმოქმნის წინაპირობას.ამასთან, საქართველოში დღეისათვის მოქმედი ნადირობის შესახებ საკანონმდებლო ბაზის პირობებში საქართველოს მონადირეებს (საქართველოში დღეისათვის ირიცხება დაახლოვებით 40 000 მონადირე, რომლებიც ნადირობენ კანონის დაცვით და წარმოადგენენ სხვადასხვა პროფესიის, სრულწლოვან, ჩამოყალიბებულ ამომრჩეველს) უწევთ კანონიერ ნადირობასა და „ბრაკონიერებას“ შორის არსებულ ძალიან ვიწრო ზღვარზე გავლა, რათა არ დაარღვიონ კანონი და ინადირონ პატიოსნად, კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში. გარწმუნებთ, რომ ნადირობის შესახებ აღნიშნული კანონპროექტის ამ რედაქციით მიღება საქართველოს მონადირეების 80%-ზე მეტს ავტომატურად და უნებლიედ გადააქცევს „ბრაკონიერად“, რაც საზოგადოებაში სოციალური და სხვა ტიპის დაპირისპირების საფრთხეებს წარმოშობს.ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მონადირეთა საზოგადოება დაინტერესებულია სანადირო და ზოგადად, ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების კანონმდებლობის შემდგომი დახვეწით. საზოგადოება დაინტერესებულია მოხდეს სფეროს სრული რეგულაცია, განისაზღვროს მონადირის სტატუსი, ნადირობისთვის დასაშვები იარაღები თუ სხვა კონკრეტული საკითხები.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა :1.      შეჩერდეს გარემოსა და ბუნებრივის რესურსების  დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა;2.      განისაზღვროს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ერთიანი სტრატეგია ყველა ასპექტის გათვალისწინებით (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, ეროვნულ-ტრადიციული და სხვ.);3.      ნადირობის შესახებ კანონპროექტის შემუშავება მოხდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილების შესაბამისად (,,2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმა“);4.      ზემოაღნიშნული სტრატეგიის შესაბამისად და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით ჩამოყალიბდეს სათემო და/ან სატროფეო ნადირობის კონცეფციები და მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგია;5.      მოთხოვნების მე-2 ; მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, თავიდან შემუშავდეს კანონპროექტი ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობით და შემდგომ მოხდეს მისი განხილვა საზოგადოებაში; დანართი:   ხელმოწერებიპატივისცემით,საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფიხელმოწერის შემდეგ გთხოვთ გააზიაროთ ინფორმაცია.
gallery images

აღდგეს სამტრედიის ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქციონირება

სამტრედიაში არსებული თერმო–მინერალური წყალი გამოყენებული იქნას სამკურნალო გამაჯანსაღებელი მიზნებისთვისპეტიციის მოგების შემთხვევაში : ქალაქ სამტრედიას, რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს თერმულ–მინერალური წყლები წარმოადგენს, აღუდგება სტატუსი და გახდება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. სამტრედიელებს და ჩამოსულ სტუმრებს შეეძლება ბუნებრივი რესურსის გამოყენება გამაჯანსაღებელი მიზნებით, ხოლო ქალაქი შეიძენს ახალ დატვირთვას.სამტრედიის ჰიპერთერმული მინერალური წყლის საბადო შემთხვევით აღმოაჩინეს გეოლოგებმა, რომლებმაც აქ ნავთობის არსებობა ივარაუდეს. ბურღვისას 1450 მ სიღრმიდან მოულოდნელად თერმულმა გოგირდიანმა წყალმა ამოხეთქა. წყლები გამოიკვლიეს, სამკურნალო ჩვენებები დაადგინეს და კურორტის აშენებაც გადაწყდა.  1970 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, მაგრამ 1991 წლის ოქტომბერში პანსიონატის მთავარ შენობას ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა. მდგომარეობა დღეისათვის : დღეისათვის თერმულ–მინერალური წყლით სარგებლობს შპს "იმერეთი გრინერი", თუმცა წყლის ჭარბი რაოდენობა ინტენსიურად და სისტემატიურად იღვრება ჭაბურღილის სიახლოვეს. ეს მეტყველებს მნიშვნელოვანი რესურსის არსებობაზე, რომელიც კურორტის აღდგენისთვის აბსოლუტურად საკმარისია.მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანებისამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და პერიფერიული ნერვული სისტემების, ასევე კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები