Contact Information
add one
gallery images

მოითხოვე ვადამდელი არჩევნები

ვიწყებს კამპანიას - მოითხოვე ვადამდელი არჩევნები - #თავისუფლებისთვის #შენიმომავლისთვის.როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ხალხის ხმა და საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ხმა გავაგონოთ. პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ქვეყნის გადასატვირთად ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები; ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ამოამრჩეველთა მინიმუმ ნახევარზე მეტმა, ხმა მისცა ცვლილებებს და მათი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა, გააყალბა და არაფრად ჩააგდო. ვადამდელ არჩევნებზე გადის ქვეყნის განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლის გზა.კამპანია მიზნად ისახავს, ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება, დღევანდელ მმართველებს დაანახოს იმ ადამიანების მოთხოვნა, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროა. ამ კამპანიის ფარგლებში ვაპირებთ მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში ჩვენი ქვეყნის პატარა თუ დიდ ქალაქებში, სოფლებში... ჩვენ მივალთ თითოეულ ადამიანამდე და მათ ხმას, სამართლიან მოთხოვნებს გავაგონებთ ყველას. ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. პირადი შეხვედრების გარდა, online პლატფორმის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება. ჩვენი კარი ღიაა ყველა აქტივისტისთვის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის. შემოგვიერთდით! ✌
gallery images

გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე, შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი მეწყრის შესასწავლად

ვთხოვთ ყველას, არა მხოლოდ ვაშლიჯვრის მაცხოვრებლებს, დაგვიჭირეთ მხარი და შეუერთდით პეტიციას! ვაშლიჯვრის მოსახლეობა მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება.ასევე, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაუწიონ კოორდინაცია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და სხვა საჭირო სფეროს ექსპერტები (და არა სამთავრობო სფეროში დასაქმებული გეოლოგები, რომლებსაც, როგორც დავინახეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ დასკვნებზე აქვთ ხელი მოწერილი) და ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, საჯარო იყოს ამ ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლიონ ლისის ქედი სრულად. ჩვენ ხაზგასმით მოვითხოვთ, გამოკვლეული იყოს როგორც დაზიანებული ფერდი, ასევე მთის სრული ნაწილი და არა მხოლოდ ის ადგილი, რომელზეც უკვე აღმოჩენილია ნაპრალები. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდებოდეს თითოელ ნაბიჯზე ინფორმაცია. ამ პროცესის აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნია სპეციალურ ჯგუფში მოსახლეობის ჩართულობა, ისევე როგორც მოვითხოვთ კვლევების შედეგების საჯარო განხილვებს.  რაც შეეხება დაზიანებულ ფერდს რომელზეც არის ნაპრალები, მოვითხოვთ, ზემოაღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით, სასწრაფოდ, თანამედროვე სტანდარტებით გამოკვლეულ იქნას ფერდის სტაბილურობა და მასზე დამონტაჟდეს მონიტორინგის სისტემები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება ფერდზე მიმდინარე პროცესებს. ხოლო მერიამ აწარმოოს ლისის ქედის 24-საათიანი მონიტორინგი, რომლის შესახებაც მოსახლეობას ყოველდღურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ დასრულდება და გასაჯაროვდება ექსპერტიზის პასუხები რომლებიც დაადასტურებს იქ პროცესის გაგრძელების უსაფრთხოებას. ვაშლიჯვრის მოსახლეობის კიდევ ერთი მოთხოვნაა, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.  რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ვცხოვრობთ ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო. მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება - რა დასკვნებზე დაყრდნობით. მერიის მიერ პირველ დღებში გავრცელებული ინფორმაცია რომ „გერმანელი ექსპერტები ჩამოდიან“ არის უკიდურესად ზოგადი და ის არ შეიცავს შიშის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ ან რაიმე მიმართულების მომცემ ინფორმაციას. ჩვენ ვითხოვთ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროვებას, საფრთხის კომპეტენტურ ანალიზს, ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ინფორმაციის გაცვლას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებთან.ვთხოვთ იმ ადამიანებსაც, ვინც ვაშლიჯვარში არ ცხოვრობს, დაგვიჭირონ მხარი და შეუერთდნენ პეტიციას!  მოთხოვნები :1. გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.2. დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.3. მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.4. შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.5. შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
gallery images

ევროვიზია 2021 წლის საქართველოს წარმომადგენლის თორნიკე ყიფიანის კონკურსიდან მოხსნა.

2021 წლის 16 მარტს, საქართველოს წარმომადგენელმა თორნიკე ყიფიანმა თავის “Facebook” გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ზემოთ ხსენებული კონკურსი მოიხსენია უარყოფით და შეურაცხმყოფელ ასპექტში, რითაც ზიანი მიაყენა ამავე კონკურსზე მონაწილე ქვეყანა - საქართველოს და არა მარტო.მან შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადეობას, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა საკონკურსო სიმღერის მიმართ.თორნიკე თავის სტატუსში გამოირჩევა აგრესიული და დამამცირებელი რიტორიკით, რის საფუძველზეც, ქვეყნის იმიჯის შენარჩუნების მიზნით, მოგმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ თორნიკე ყიფიანი დისკვალიფიცირებულ იქნას 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან.
gallery images

შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა  არ ფინანსდება.  მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური წნეხი ძალიან დიდია. მკურნალობის საშუალო ღირებულებაა 8000-15000 ლარის ფარგლებში და ზევითაა, დამოკიდებულია დამატებით საჭიროებებზე ინდვიდუალურად.  სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უშვილო წყვილების რიცხვი 12-15%-ს შეადგენს.საქსტატის მონაცემებით 2009-2019 წწ.  საქართველოში რეგისტრირებულია 300 000-ზე მეტი ქორწინება. თუ კი ვივარაუდებთ უნაყოფობის 12-15%-იან რიცხვს შეიძლება ითქვას რომ 36000-45000-ზე მეტ წყვილს საორიენტაციოდ აქვს უნაყოფობის პრობლემა. ვინაიდან ეს მხოლოდ ბოლო ათწლეულის ქორწინების მონაცემებია, იგულისხმება რომ უნაყოფო წყვილების რიცხვი რეალურად ბევრად დიდია. ყოველწლიურად კი უნდა ვივარაუდოთ რომ 3600-4500 ახალი წყვილია უნაყოფობის პრობლემით საქართველოში.ყველა ადამიანიის უფლებაა ჰქონდეს როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ჯანმრთელობა. მშობლების უფლებაა თავად გადაწყვიტონ როდის და რამდენი შვილი იყოლიონ. უნაყოფობა არღვევს ადამიანის უფლებებს და ზიანს იწვევს გენდერულ ჭრილშიც,  როდესაც ურთიერთობაში ქალი მეტად ხვდება წნეხის ქვეშ იმისგან დამოუკიდებლად გამოწვეულია თუ არა უნაყოფობა მისი ჯანმრთელობის ფაქტორით. უნაყოფობას ნეგატიური ზეგავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებაზე. ქალები ხშირად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ სტიგმას, ემოციურ სტრესს, დეპრესიას, შფოთს, საკუთარი თვითშეფასების დაქვეითებას და განქორწინებასაც კი.სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მოქმედებდეს მსგავსი უთანასწორობების აღკვეთისა და ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველყოფისთვის.  ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა აღიარონ უნაყოფობა როგორც დაავადება რომელსაც ისევე ესაჭიროება დიაგნოსტირება, მკურნალობა და ხარისხიანი მომსახურება როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებას.  ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სამედიცინო კრიტერიუმებზე დაფუძნებით ფინანსდება უნაყოფობის მკურნალობა. 
gallery images

გაუქმდეს კომენდანტის საათი! განახლდეს ცოცხალი მუსიკა!

ქართული მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა გაუქმდეს კომენდანტის საათი, რომ კვლავ შევძლოთ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით იმ ობიექტებზე, რომლებიც თანდათანობით იწყებს ფუქცნიონირებას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო კვლავაც აკრძალულია კულტურული ღონისძიებები.სამწუხაროდ, 2020 წლიდან მოყოლებული პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს  გამორჩეულად შეეწირა მუსიკოსების უფლებები. უკანასკნელი რეგულაციების შემსუბუქებულ ჩამონათვალშიც ვერ ვნახეთ ინფორმაცია ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავსი შეზღუდვის შემცირება-მოხსნის შესახებ, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ჩვენი გაკვირვება და შეშფოთება. თუ ნელ-ნელა ხდება ბარების, რესტორნებისა და სასტუმრობის გარე და უკვე შიდა სივრცეების ფუნქციონირების დაშვება, გაუგებარია, რატომაა აკრძალული მუსიკის ცოცხალი შესრულება.მუსიკა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გართობა! მუსიკა არის ცხოვრების არა მხოლოდ შემადგენელი, არამედ განუყოფელი ნაწილი და ასევე, ცხადია, შემოსავლის წყარო,   უმრავლესობისთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება ! ასე რომ, მივმართავთ ზემოთ აღნიშნულ შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების წუხილი და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პრობლემის დროულად გადასაჭრელად.
gallery images

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი

2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:• უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება• შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები• შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ• შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი• შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს.
gallery images

Novruz Bayramı Rəsmi Bayram olsun / ნოვრუზ ბაირამი ოფიციალური დღესასწაული იყოს

Gürcüstan etnik rəngarəngliyi ilə seçilir və bu bizim ölkəmizin zənginliyidir. Uzun illərdir ki, Gürcüstanda bu ölkənin etnik azlıqlarını Gürcüstanın tam vətəndaşı kimi hiss etdirən inteqrasiya siyasəti həyata keçirilməyib. Gürcüstanda yaşayan müxtəlif etnik azlıqların nümayəndələri Gürcüstanı öz vətənləri hesab edirlər, lakin ölkənin siyasi və ya mədəni həyatında iştirakı demək olar ki, görünmür.Hesab edirəm ki, xalqları biri birinə bağlayan və yaxınlaşdıran onların mədəniyyətidir. Bu birliyi qeyd etmək üçün mükəmməl nümunə UNESCO-ya qeyri-maddi mədəni irs siyahısına daxil edilən Novruz bayramıdır. Gürcüstanda Novruzun qeyd edilməsi ənənəsi əsrlərdən başlayır. Bunu parlaq gürcü poeması “Pələng dərisi deyinmiş pəhləvan” sübut edir. Novruzun milli bayram elan edilməsi Gürcüstanda yaşayan müxtəlif etnik qrupların dostluğunun möhkəmlənməsində, mədəni və sosial əlaqələrin güclənməsində mühüm rol oynayacaqdır. Dövlət tərəfindən bu qərarın verilməsi ölkəmizin çoxmədəniyyətli keçmişinin və bu gününün tanınmasına və gələcəkdə gücləndirilməsinə yönəlmiş mühüm bir siyasi mesaj olacaqdır.საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ განხორციელდა ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რაც ამ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებს  თავს აგრძნობინებდა საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლიან, მაგრამ მათი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ  ცხოვრებაში თითქმის შეუმჩნეველია.მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და აერთიანებს საზოგადოებას. ამ ერთიანობის აღსანიშნად შესანიშნავი მაგალითია ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც შეტანილია იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტაყაოსანიც“. ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და სოციალური კავშირების  გაძლიერებაში. სახელმწიფოს მიერ ამ  გადაწყვეტილების მიღება, იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურალური წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი.
gallery images

აღდგეს სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება

გვსურს მოვუწოდოთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს აღიარონ სავარჯიშო დარბაზების აუცილებლობა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მნიშვნელობაში და დროულად აღდგეს სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება.2020 წელს პანდემიის პერიოდში რამდენიმე თვიანი მუშაობის განმავლობაში სავარჯიშო დარბაზებში მკაცრად სრულდებოდა ყველა დადგენილი რეგულაცია და მომხმარებლების მიღება ხდებოდა უაღრესად უსაფრთხო გარემოში.ამის მიუხედავად, 2020 წლის ლოქდაუნების პერიოდში დარბაზები იხურებოდა პირველ რიგში და იხსნებოდა ბოლოს. აქედან გამომდინარე, გასული წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად დაეცა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონე.მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და შესაბამის ორგანოებს, მიიღონ მხედველობაში პანდემიის პერიოდში ფიზიკური აქტივობის, ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების წესის, შესაბამისად საქართველოში ფიტნეს ინდუსტრიის შენარჩუნების მნიშვნელობა, გახსნან სავარჯიშო დარბაზები უმოკლეს პერიოდში.
gallery images

● შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება!!!

ბათუმის ძველი ბულვარში, რომლის განაშენიანებაც ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის საბაღე–საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შპს „ამბასადორი ბათუმი“ 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ 16-სართულიანი სასტუმრო სრულიად შეუსაბამოა ბულვარისთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, საფრთხეს უქმნის და ამცირებს ბულვარის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას. პროექტი უკვე მოიწონა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ და მასზე ნებართვის გაცემა აქვს გადაწყვეტილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც.მსგავსი გადაწყვეტილებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საკუთარი ძირითადი ვალდებულების შესრულებისა და ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ნაცვლად თავად ხდება ბულვარის განადგურების პროცესის მონაწილე და აგრძელებს ბათუმის განაშენიანების არასისტემურ და გაუაზრებელ პრაქტიკას, რომელმაც უკვე გამოუსწორებელი შედეგები დააყენა ქალაქ ბათუმისთვის. ხაზგასასმელია, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისთვის არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია და მოწესრიგება.ჩვენი მოვალეობაა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას და დავიცვათ ბათუმის ბულვარი განადგურებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:    1.    დაუყონებლივ შეწყდეს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა და გაუქმდეს გაცემული ნებართვა.     2.    ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე შეჩერდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებელობაზე ნებართვის გაცემა.  დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილ მშენებლობაზე და თანმდევ უკანონო პროცესებზე შეგიძლიათ იხილოთ:ttps://batumelebi.netgazeti.ge/news/324681/?fbclid=IwAR2SktljP7nx4t4j2JmxwXAcSCe_h5UhKoH9zdnolx4Qd2KcKLTvxwloA2g  
gallery images

არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს!

საქართველოს პრემიერ მინისტრის,საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესბატონ გიორგი გახარიასსაკოორდინაციო საბჭოს ა/წ 22 იანვირს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაირღვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის #699 დადგენილება - ის შეზღუდვები, ანუ ე.წ. "წერტილოვანი შეზღუდვები" სინამდვილეში არის სრული LOCK DOWN ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის, რამეთუ - გაჩერებულია ბიზნესი, მოქალაქეებმა დაკარგეს სამუშაო ადგილი, ქვეყნის ეკონომიკა დეფოლსის გზაზეა, უამრავ მოქალაქეს აწუხებს საბანკო ვალდებულება - რასაც ისინი სამწუხაროდ ვერ იხდიან. გარდა ამისა, ვისაც შეუნარჩუნდა სამსახური - არ არსებული სატრანსპორტო საშუალების გამო (გადაადგილების შეზღუდვა) - მოქალაქეები ვერ მიდიან თავიანთ სამსახურებში - ანუ სახლში ზიან უხელფასოდ. ასევე სხეზე გვაქვს ორმაგი კოლაფსი - ანუ ერთის მხვრივ სატრანსპორტო კოლაფსი და საცობები - 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა - რაც გაუგებარი შინაარსისაა, მეორეს მხვრივ კი - ფინანსური - არ არსებული ტრანსპორტი, გაძვირებული ტაქსის ფასები (ხელფასიდან პრაქტიკულად 90% მიდის ტაქსში) ან სამსახურის მიერ დაქირავებული ტრანსპორტის საფასურს ხშირ შემთხვევაში იხდიან დასაქმებულები - ანუ ისევ ხელფასის უდიდესი ნაწილი მიდის სატრანსპორტო უზრუნველყოფის მიმართ - თუნდაც დაქირავებული კერძო ავტომობილი და მიკროავტობუსი. პრაქტიკულად, მათ ვისაც კი შერჩა სამსახური - მათი ხელფასი პრაქტიკულად იკარგება ამ რეგულაციების (სატრანსპორტო შეზღუდვა) გამო. ასევე - ე.წ. "შემსუბუქებული" შეზღუდვები - თბილისს, ქუთაისს და რუსთავს არ შეეხო - სატრანსპორტო კუთხით. ჩნდება ბევრი ლოგიკური კითხვა, რაც აპრიორი არის ასევე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. გაურკვეველია და ბევრ კითხვას ბადებს, რატომ იხსნება მოლები 1 თებერვლიდან, ბაზრობები - 15 თებერვლიდან? გაურკვეველია როგორ იხსნება 1 თებერვლიდან შეზღუდვა ფრენებზე - თუ არ არის რესტორნები, სამთო-სათხილამურო კურორტების ფუნქციონირება? გაურკვეველია სარესტორნო ბიზნესის ბედი? გაურკვეველია - როგორ შემოვლენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები - მხოლოდ PCR ტესტით თუ კარანტინი ექნებათ სავალდებულო? გაურკვეველია ჩვენ როგორ გავალთ საზღვარგარეთ - როდესაც არ არის გაწერილი ქვეყნიდან გასვლის წესები - მეზობელ ქვეყნებში, ასევე გაურკვეველია - უვიზოდ ტურისტულად ევროპაში ვერ მივდივართ - მაშ სად მივდივართ და როგორ?!ადამიანის თავისუფალი გადაადილება გარანტირებულიასაქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით;გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლით.26 ნოემბერს საქართველოს მთავრობის #699 დადგენლიბა თავისი აკრძალვებით არის ანტიკონსტიტუციური და ირღვევა როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - კერძოდ, იზღუდება თავისუფლად გადაადგილების უფლება. საუბარი, რომ ჯერ გაიხსნება ერთი, შემდეგ მეორე და ა.შ. - ანუ ეტაპობრივად - არის მხოლოდ და მხოლოდ საფუძველი იმისა, რომ მოქალაქეები არიან მოტყუებულები, ირღვევა 699 დადგენილება - ჩვენ ვნახეთ 3-ჯერ ზედიზედ უკვე დარღვევა - არ მოხდა შეზღუდვების შემსუბუქება როგორც ეს იყო დაანონსებული 24.12-02.01, 16.01-31.01 და 01.02-დან პერიოდში.ასევე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მხოლოდ გვაძლევს იმის საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველა შეზღუდვა არის პოლიტიკური შინაარსის. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მხოლოდ "აქციების ბრალეულობა" იყო სტატისტიკის ზრდა, საპირისპირო არგუმენტებზე კი მხოლოდ მივიღეთ ჩაკეტვა.COVID-19 სტატისტიკა იზრდება აქციების გამო (სამთავრობო განცხადება!)დენდროლოგიურ პარკში ხალხის აღურაცხველი რაოდენობა არ ზრდიდა სტატისტიკას?რუსთაველზე ნაძვის ხესთან - ხალხის აღურაცხველი რაოდენობაა - არ იზრდება სტატისტიკა?"ახალი წელი" - კონცერტი და გასართობი ღონისძიებები - მხოლოდ პრივილიგირებული მოქალაქეებისათვის, შეძლებული ოჯახებისათვის - ის არ იყო ხელმისაწვდომი რიგითი მოქალაქეებისათვის და გაჭირვებული ოჯახების ბავშვები სულ მცირე მოკლებული მოკლებულნი იყვნენ ნაძვის ხის ნახვის შესაძლებლობას - რამეთუ უაზრო შეზღუდვა კომენდანტის საათით (რაც აპრიორი არის ანტიკონსტიტუციური), არ არსებული ტრანსპორტი და ძვირი ტაქსის სერვისი.დიახ ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი! ქვეყნის ეკონომიკა ჩამონგრევისა და დეფოლსის წინაშეა!მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადახედოთ 22 იანვრის გადაწყვეტილება, მოხსნათ 1 თებერვლიდან ყველა შეზღუდვა, როგორც ეს იყო გათვალისწინებული #699 დადგენილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ნიადაგის და მიიღებთ ახალგაზრდების და თავისუფალი მოქალაქეების მასიურ პროტესტს.ნუ გაწირავთ მოქალაქეებს!შეასრულეთ დანაპირები!ყველა მოქალაქე თანაბრია! ხელმომწერი ორგანიზაციები„ახალგაზრდა თაობა“     /დ.დონერიანი/„მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“     /დ.ქისტაური/„ახალი ძალა საქართველოსთვის“     /ლ.შველიძე/„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“     /ი.კიკიანი/„ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“     /მ.ანდღულაძე/
gallery images

თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტმა ახსნას ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება

თავისუფალ უნივერსიტეტში MACS-ის სკოლას მუდამ გვქონდა პრობლემა ადმინისტრაციასთან. ათასი უსინდისო ტყუილი, ათასი შეუსრულებელი დაპირება, არაორგანიზებული საგნები…ერთი თვის წინ, ვებ პროგრამირების ლექტორმა ყველანაირ სტანდარტს აცილებული გამოცდა ჩაატარა. 65-ზე მეტი სტუდენტის მხარდაჭერით, ჩატარდა შეხვედრა ლექტორთან და ადმინისტრაციასთან. ამ შეხვედრაზე მე და რამდენიმე სხვა სტუდენტმა ჩამოვთვალეთ მიზეზები, რომელთა გამოც მოტანილი გამოცდა იყო თავიდან ჩასატარებელი. ამის შემდეგ, ყველანაირი საფუძვლის გარეშე, ლექტორმა ძალიან უხეშად მომმართა 70 ადამიანის წინაშე, პირდაპირ შეეხო ჩემს თავმოყვარეობას, რაზეც თავისი სიტყვები შევუბრუნე (არც უხამსი ლექსიკა გამომიყენებია, არც გინება და არც ისეთი რამ მითქვამს, რაც ფაქტი არ იყო).შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციამ გამომიცხადა, რომ თურმე დავარღვიე უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის რამდენიმე მუხლი, კერძოდ:1. ვცადე სასწავლო პროცესის ჩაშლა2. მივაყენე ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფადა რაც მთავარია 3. ლექტორზე მოვახდინე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეთიკის საბჭოსთან შეხვედრაზე ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი ძალიან მტრულად დამხვდა (როდესაც წესით, ისინი მიუკერძოებლები უნდა ყოფილიყვნენ), ცდილობდნენ თითიდან გამოეწოვათ ბრალდებები, zoom-ის ჩანაწერიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოჰქონდათ წინადადებები. არავის უხსენებია ის ფაქტი, რომ დაპირისპირების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩემი დარღვევები იმდენად მძიმე იყო, წერილობითი გაფრთხილება არ ჰყოფნიდა და სტუდენტის სტატუსი შემიწყვიტეს (როდესაც დარღვევა ხდება პირველად, სტუდენტი იღებს წერილობით გაფრთხილებას, თუ ეს დარღვევა არაა ძალიან მძიმე). ყველაზე დიდი დაცინვა კი ის იყო, რომ 29 დეკემბერს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ, თუმცა მე 31 დეკემბერს "საახალწლო საჩუქრად" შემატყობინეს.ეს არ არის კონკრეტულ სტუდენტებზე შეტევის პირველი შემთხვევა. უნივერსიტეტში სწავლის 4 წლის განმავლობაში, როგორც სტუდენტი, პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, მქონდა კარგი ურთიერთობა ყველა ლექტორთან და ყველა სტუდენტთან. უნივერსიტეტის სახელით ბევრ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა და გამიმარჯვია, რაც უნივერსიტეტს გამოუყენებია პიარში. ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად ლექტორისაგან და ღალატს უნივერსიტეტის მხრიდან.ამ პეტიციით მოვითხოვთ უნივერსიტეტის მთავარი იურისტის განცხადებას (უნივერსიტეტის მეილის საშუალებით), სადაც იგი აგვიხსნის, რატომ გადაწყვიტა ეთიკის საბჭომ ყველაზე მძიმე ფორმის სასჯელის გამოტანა და მისი, როგორც იურისტის აზრით, არის თუ არა სასჯელი დანაშაულის პროპორციული.თავისუფალი უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი:http://freeuni.edu.ge/sites/default/files/FREEUNI - studentis etikis kodeqsi.pdfშეხვედის ჩანაწერი (გთხოვთ ამ ეტაპზე არსად გადააზიაროთ, რაგდან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პროცესზე):https://drive.google.com/drive/folders/1XFR4Np1zCrByhf3xsFkXOVykxCLV5fqW
gallery images

ტყუპი სახლების რეკონსტრუქცია

<!--StartFragment-->წინამძღვრიშვილის #39 ში მდებარეობს ტყუპი სახლები, რომლებიც ორი ერთმანეთის მსგავსი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის კომპლექსს წარმოდგენს.სახლის პროექტი 1909 წელს დამტკიცდა, მას თავისი ისტორია აქვს, რომელიც ნელ-ნელა ქრება და ნადგურდება. სახლი ეკუთვნოდა ალექსანდრე ჯაღეთიანს, რომელმაც 2 იდენტური შენობა ვაჟებს აუშენა.სახლის ერთი სადარბაზო სრულიად მოხატულია პოზნანის მიერ 1911 წელს, სადაც მან ავტოგრაფიც დატოვა. სახლი გამოირჩევა შემინული შუშაბანდით ეზოს მხარეს, შემორჩებილია რამდენიმე ბუხარი იტალიური მარმარილოთი გაწყობილი.სამწუხაროდ, მხატვრობა მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი და განადგურების პირასაა. სასწრაფოდ საჭიროებს რეკონსტრუქციას ან დაკონსერვებას.გთხოვთ, გავერთიანდეთ ჩვენი კულტურის და ისტორიის დასაცავად.<!--EndFragment-->
gallery images

ზომიერი გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეზარდოს პენსია 100 ლაით

ზომიერად  გამოხატული  შესაძლებლობის  მქონე  პირებს  გაეზარდოს  პენსია  100 ლარით 
gallery images

სპეციალურ მასწავლებელთა მიმართვა პრემიერ მინისტრს და ასევე განათლების მინისტრს

   ჩვენ, სპეციალურ მასწავლებლებს, როგორც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ პირებს წლებია გვიწევს საგნობრივ მასწავლებლებთან შედარებით არათანაბარ პირობებში მუშაობა.***ჩვენთვის წლების განმავლობაში არ არსებობდა კარიერული წინსვლის სქემა.*** დროულად არ ჩაგვრთო განათლების სამინისტრომ კარიერული წინსვლის სქემაში, რის გამოც, დავზარალდით როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად.*** საგნის მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა რომ კრედიტების საშუალებით აემაღლებინათ სტატუსი.        დღემდე დიდი მოლოდინით ველოდით კარიერული წინსვლისთვის გამოცდის ჩატარებას, თუმცა  ეს გამოცდები არ დაინიშნა, რადგან ამის მიზეზად სახელდება "ქვეყანაში არსებული პანდემია"... და  აქვე გკითხავთ, ბატონებო:  ნუთუ პანდემია მაშინ არ ვრცელდება ჩვენზე, როდესაც საგნის მასწავლებლებისგან განსხვავებით   კანონი  მხოლოდ სპეც.მასწავლებლებს გვავალდებულებს  სკოლაში სიარულს?!ჩვენ მოვითხოვთ :1) მოგვენიჭოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი  იმ  მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით გავიარეთ მასწავლებლის სახლის მიერ ჩატარებული 120 საათიანი ტრენინგი.(მოგახსენებთ, ეს ტრენინგი ფასდებოდა 7 კრედიტით  და ყველა მოდულის შემდეგ ვაბარებდით საკმაოდ რთულ გამოცდებს;)2) ვითხოვთ საგნის მასწავლებლების მსგავს პოზიციაში ჩაყენებას;3) მოგვემატოს ხელფასი, ჩვენი შრომა იყოს სათანადოდ დაფასებული, რათა არ მოხდეს კვალიფიციური კადრის სისტემიდან გადინება;4) დროულად დაინიშნოს გამოცდები და გაგრძელდეს  მასწავლებლის სახლის 120 საათიანი ტრენინგები ყველა იმ სპეც.მასწავლებლისთვის, რომელთაც არ გაგვივლია და დროულად მოგვეცეს ყველას კარიერული წინსვლის საშუალება;5) სპეც.მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში  შევიდეს ცვლილებები, დაემატოს მენტორის სტატუსი, რათა საფეხურეობრივად არ მოხდეს ჩვენი ისევ უკანა პლანზე გადაწევა და სხვა, ანუ საგნის მასწავლებლებთან შედარებით, დაბალ საფეხურზე დარჩენა;6) ამოიღონ დოქტორობის მოთხოვნა სპეციალურ პედაგოგიკაში. რადგან ასე წამყვანის სტატუსის მოპოვებას 5 წელი მაინც ვერავინ შეძლებს საქართველოში, რაკი არ არსებობს სადოქტორო პროგრამები და არც დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალიტები გვყავს.     ჩვენ ვემსახურებით სსსმ და შშმ სტატუსის მქონე მოსწავლეებს და, ვფიქრობთ, რომ ჩვენი უფლებების დარღვევა  უარყოფითად აისახება სწავლების  ხარისხსა და ინკლუზიურობაზე
gallery images

სტუდენტებისთვის განახევრდეს სწავლის გადასახადი პანდემიის დროს

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა, რის უმთავრეს გამომწვევ მიზეზს ფინანსური პრობლემა და, აქედან გამომდინარე, დაგროვილი სტუდენტური გადასახადი წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია,  სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული.სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე.განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.სწორედ ამიტომ, ჩვენ - ახალგაზრდები ვითხოვთ:1)      პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი;2)      სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი; სტუდენტები:მაკა ტოხიშვილიელენე ელბაქიძელაშა ანაკიძეზურაბ კურცხალიანინო წულაძემარიამ კუსიანიხატია მირცხულავანინო ხაზიურიმარი რუხაძექეთევან მუსერიძესალომე წერეთელითემურ შანავასალომე სუხიტაშვილიმარიამ რევაზიშვილიქრისტინე კიკალიშვილინათია ბლაგიძე