add one
gallery images

გახადე შრომა უსაფრთხო !

მოვითხოვთ ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას        საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ათ წელიწადზე მეტია აქტიურად ითხოვს უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას. აღნიშნული საკითხი დავაყენეთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიის წინაშე, რის შედეგადაც მთავრობამ 2017 წლის ივნისში მოახდინა  პარლამენტის წინაშე  კანონპროექტის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირება. უკვე მეცხრე თვეა პარლამენტში ამ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს - კვლავ აწყდება დაბრკოლებებს (მათ შორის ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის მხრიდან, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე) და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტი მუდმივ ცვლილებებს განიცდის - ბიზნეს ლობისტების ზეწოლით დასაქმებულთა უფლებების დაკნინების და გაუარესების მიმართულებით.ამ ეტაპზე კვლავ არ არის  გათვალისწინებული პროფკავშირების მიერ დაყენებული  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:- კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტის  მიხედვით იგი ვრცელდება  მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობიან სამუშაოზე და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებით უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მით უმეტეს, რომ პროექტი არ შეიცავს არანაირ დათქმას კონკრეტული ვადის შესახებ, როდესაც ის სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე;- პროექტი ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას და ყოველგვარი რეგულირების გარეშე ტოვებს შრომის კანონმდებლობისა და შრომის უფლებების აღსრულების საკითხს;- შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არა აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები;აქედან გამომდინარე კანონპროექტი კვლავ შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და არ გვთავაზობს ინსპექტირების რეალურად ეფექტურ მექანიზმს.მოვუწოდებთ, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შექმნან და აღასრულონ კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა ღირსეულ შრომას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 
gallery images

ბაღების აღსაზრდელების კვების მენიუს შეცვლა (არჩევანის საშუალება ბავშვებს)

ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვების მენიუში 2018 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია მშობელთა და ბაღების აღმზრდელთა ნაწილის შეშფოთება. ამას დაემატა ისიც, რომ კვების პროდუქტების მომმარაგებელი კომპანია რიგ შემთხვევებში ვერ ასწრებს დროულ მომარაგებას, რაც იწვევს დამატებით პრობლემებს. თუ ერთ აღსაზრდელზე აქამდე განსაზღვრული იყო 1581 კ/კალორია, ახლა განსაზღვრულია 1292 კ/კალორიით. რამაც გამოიწვია მენიუში ისეთი ცვლილებები, რომ აღსაზრდელების ნაწილი დღის განმავლობაში სრულფასოვნად ვეღარ იკვებება.ჩვენი თხოვნაა კვების მენიუში გათვალისწინებული იქნეს ბავშვებისთვის არჩევანის მიცემის საშუალება, როგორც იყო აქამდე წლების განმავლობაში. მაგალითად საუზმეზე მხოლოდ რომელიმე ფაფა კიარ იყოს ჩასმული, არამედ კარაქიანი პური და ჩაი, ან ორცხობილა და ჩაიც დაემატოს ისევ ისე, როგორც აქამდე იყო.2017 წლის და 2018 წლის მენიუს დეტალური განხილვა და შედარება პეტიციის აღწერილობით ნაწილში ვფიქრობთ აღარ არის საჭირო. სურვილის შემთხვევაში მზად ვართ მშობელთა მონიტორინგის ჯგუფის შესაქმნელად, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს ბაღებში არსებული პრობელემების გამოსწორებისთვის.პატივისცემით,,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძედამატებითი კითხვებისთვის 591051601 
gallery images

კოლეგების მხარდაჭერა არქიტექტორ ლევან ძაგნიძეს!

ლევან ძაგნიძის მეგობრები და კოლეგები მოგმართავთ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს.ლევან ძაგნიძე მეგობრებსა თუ კოლეგებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ის მაღალკვალიფიციური არქიტექტორია, გამოირჩევა თავისი საქმისადმი გულისხმიერი და კეთილსინდისიერი მიდგომით. მისი პროფესიონალიზმიდან და კვალიფიკაციიდან  გამომდინარე ხშირად უწევს კონსულტაციებს  კოლეგებს.მისი ყველა პიროვნული თვისებიდან გამომდინარე, ის არანაირად არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს. საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება მის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.ლევან ძაგნიძისთვის მიუღებელია მოწმეებზე რაიმე სახის ზეწოლის მოხდენა. შესაბამისად მისი თავისუფლებაში ყოფნა არ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს გამოძიების ეფექტური წარმოებისთვისქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოგმართავთ თხოვნით ლევან ძაგნიძის პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი  ან თავდებობით.ყველა ხელმომწერი პირი თანახმაა თავდებად დაუდგეს ბრალდებულს.
gallery images

შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა)

შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) 
gallery images

ოთო აბესაძისათვის

უკიდურესად შეშფოთებული ვართ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც დამძიმდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ ოთარ აბესაძემისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშპიროვნებას, არ შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებას და ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე.ვთვლით, რომ ყველაზე მთავარია ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისგაუმჯობესება და სიცოცხლის გაფრთხილება, რაც ცივილური სახელმწიფოს უპირველესფასეულობას წარმოადგენს. გვჯერა, რომ საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო,ორიენტირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, როგორც უზენაესიფასეულობის დაცვაზე.        აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით,  ვითხოვთ მის გირაოთი განთავისუფლებას.
gallery images

დაგვიბრუნეთ შობა-ახალი წელი

როგორც მოგეხსენებათ უნიუვერსიტეტის ადმინისტრაციამ საშობაო არდადეგების სეკვესტრით გადაწყვიტა სტუდენტებს წაართვას უფლება დაისვნენონ სადღესასწაულო დღეებში. უნივერსიტეტის მისია მისცეს განათლება სტუდენტებს და შეუფასოს შესაბამისი ათვლის სისტემით. იქნება დაბალეფექტიანი გამომდინარე შემდეგი მიზეზებისა:1. ლექტორების და სტუდენტების განწყობა იქნება საახალწლო და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საგამოცდო მზაობა2. ლექტორებიც და სტუდენტებიც საახალწლო მზადყოფნაში იქნებიან და მომზადების ხარისხი იქნება დაბალი3. ახალი წელი სასმელის და ბახუსის გარეშე არ არსებობს, შესაბამისად გვაქვს 2 ალტერნატივა უარი 2018 წლის ზეიმზე თუ უარი საუნივერსიტეტო კარიერაზე4. ის სტუდენტები რომლებიც სხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსულები განათლების მისაღებად, მშობლებთან სანათესაოსთან და სამეგობროსთან დროის ტარება მხოლოდ არდადეგებზე შეუძლიათ. ამ გადაწყვეტილებით კი მათ ამ შესაძლებლობასაც ვართმევთ.აკადემია ამ ნაბიჯით ცდილობს ხელოვნურად გამოიწვიოს სტუდენტთა საშუალო ქულების ვარდნა რაც გამოწვეული იქნება სტუდენტების ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩაყენებით.არავის არააქვს უფლება სტუდენტებს წაართვას შობა-ახალი წელი!ამ პეტიციით აკადემიის საბჭოს ვთხოვთ განიხილოს საკითხი და სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტებზე, რადგან არ არსებობს უნივერსიტეტი სტუდენტის გარეშე! ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას ვიმუშაოთ თქვენთან ერთად და შემოგთავაზოთ ჩვენი პატერნები.ჯობს 2 კვირით გვიან ვიწყებდეთ შემოდგომის სემესტრს და გვქონდეს შობა თბილ ოჯახებში, აკადმიის ცივი კედლების ნაცვლად!იმედს ვიტოვებთ აკადემიის ადმინისტრაცია შეცვლის ამ ობსკურანტულ დადგენილებას, და მიიღება კოლაბორაციული გადაწყვეტილება, რომელიც შეინარჩუნებს კონსოლიდაციურ ატმოსფეროს აკადემიის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის. არა კონფრონტაციას!აკადემიის სტუდენტები არ ვწყვეტთ მუშაობას და პეტიციის მეშვეობით ვაგრძელებთ სვლას მიზნისკენ ! ჩვენ ვითხოვთ კანონიერად და ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი და ეფექტური !
gallery images

დაიცავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა!

"ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" სახელით - დავით ქაცარავა.ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. N32-ში და კახეთის გზატკეცილზე, სავაჭრო ცენტრ „East Point“-ის მიმდებარედ განთავსებულ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენად.მოგახსენებთ, რომ სარეკლამო ბილბორდი ეკუთვნის კომპანია „სტილ“-ს, ხოლო ბანერის დამკვეთი გახლავს კომპანია Qnet-ი. აღნიშნულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს რუკა გამოსახულია დამახინჯებულად, კერძოდ, არ არის დატანილი აფხაზეთი და ასევე, მიგვაჩნია, რომ მიზანმიმართულად არის გადაფარული სამაჩაბლოს ტერიტორია.ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ზემოთხსენებულ სარეკლამო ბილბორდთან საპროტესტო აქცია გავმართეთ ორჯერ და საპატრულო პოლიციას ორივე შემთხვევაში მივმართეთ საჩივრით, რომელთა ასლები გადმოგვცეს აღნიშნული სამართალდამცავი ორგანოს მთავარ სამმართველოში, რაც შემდგომ მერიაში შეტანილ წერილს დავურთეთ.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისში ორ ლოკაციაზე განთავსებული, დამახინჯებული სახით დაბეჭდილი საქართველოს რუკის ზუსტად იგივე ფოტო, ზუსტად იმავე დღეს, გამოქვეყნდა კომპანია Qnet-ის ერთ-ერთი რუსული ფილიალის სოციალური ქსელის - Facebook-ის გვერდზე და ასევე გამოქვეყნდა ჟურნალ National Geographic-ის რუსული გამოცემის ნოემბრის ნომერში. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტები კიდევ უფრო გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის, და ლოგიკურად ვერც იქნება.ჩვენი ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ შეხვედრა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც საკითხის განხილვისას კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ ჩვენი და საზოგადოების მრავალი წევრის აღშფოთებისა და პროტესტის მიზეზი და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბანერის განთავსებით არც კომპანია Qnet-ი და არც სარეკლამო კომპანია „სტილი“ არ არღვევენ „კანონს რეკლამის განთავსების შესახებ“, ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები, უფლებას ვიტოვებთ, დავა გავაგრძელოთ სამართლებრივ ჩარჩოებში და მოვიშველიოთ „კანონი ტერიტორიული მთლიანობისა“ და „კანონი საქართველოს საზღვრების შესახებ“.სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიული საზღვრების და/ან ტერიტორიული მთლიანობის ამსახველი კონტურები, რაც წარმოჩენილი და დამტკიცებულია რუკის სახით, არ არის კანონმდებლობით დადგენილი როგორც სიმბოლიკა, რომლის დარღვევაც დასჯადი იქნებოდა, თუმცა, ფაქტია, რომ ზემოთხსენებულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს რუკა, ისეთი ფორმით, როგორიც ის დადგენილი და აღიარებულია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, წარმოდგენილია დარღვევით - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილის გარეშე, გარდა ამისა, სრულიად შეუსაბამოა სარეკლამო ბანერზე მოცემული კონტური საქართველოს რუკის რეალურ კონტურთან.შესაბამისად, იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა, პასუხისმგებლობა, აღშფოთება და პროტესტი კომპანია Qnet-სი მხრიდან საქართველოს სახელმწიფო რუკისა და საზღვრების მცდარი ფორმით წარმოჩენასთან დაკავშირებით, ვირჩევთ სამართლებრივ გზას და მივმართავთ წერილობით, რათა ქ. თბილისის მერიისა და მისი შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოხდეს რეაგირება და დაევალოს რეკლამის დამკვეთ კომპანია Qnet-ს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდინოს ორივე ბანერის ჩანაცვლება ბანერებით, რომლებზეც საქართველოს რუკა დატანილი იქნება სწორი ფორმით, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღიარებულ საზღვრებში მოცემული კონტურის შესაბამისად.აღნიშნული საკითხის მიმართ სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესისა და პროტესტის ნათლად წარმოსაჩენად, ვიწყბებთ ხელმოწერების შეგროვებას, რითაც თითოეული ჩვენგანი გამოხატავს აღშფოთბას კომპანია  Qnet-ის ამ ქმედებასთან დაკავშირებით და აყენებს ზემოთხსენებული ბანერების ჩანაცვლების მოთხოვნას.მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ კომპანია Qnet-ის სარეკლამო ბანერების ფოტო მასალას. ასევე მათ პარალელურად კომპანია Qnet-ის ერთ-ერთი რუსული ფილიალის სოციალური ქსელის - Facebook-ის გვერდზე ატვირთულ და ასევე ჟურნალ National Geographic-ის რუსული გამოცემის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ფოტომასალას, რომლებიც ერთმანეთის იდენტურია.#ერთადგავაპროტესტოთრუსულიოკუპაცია #ერთადდავიცვათსაქართველოსტერიტორიულიმთლიანობა #ძალაერთობაშია!  პატივისცემით,ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ 
gallery images

ჩვენ გვინდა "Bu Şehir Arkandan Gelecek" (აჭარანეტის გახმოვანებით) ქართულად

ქალბატონებო და ბატონებო! ყველაზე რეიტინგული თურქული სერიალი "ქალაქის გული" ტელეკომპანია იმედზე გადის,მაგრამ 40 წუთი,იმისათვის რომ აჭარანეტმა გაახმოვანოს გთხოვთ ხმა მისცეთ
gallery images

ვითხოვთ საქართველოს პასპორტის ხარისხის გაუმჯობესებას

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, ვითხოვთ საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბუკლეტის ამჟამინდელი ხარისხის გაუმჯობესებას. დანიშნულებისამებრ მისი ხშირი მოხმარებისას სწრაფად ვლინდება ცვეთისა და დაზიანებების ნიშნები, რაც იწვევს პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვლის საჭიროებას და დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან.კერძოდ, ვითხოვთ:1.      გაუმჯობესდეს ფოტოსურათიანი გვერდი, სადაც მითითებულია მფლობელის მონაცემები (აეროპორტების/სასაზღვრო პუნქტების ელექტრონულ სკანერებში ხშირი გატარების შედეგად იხევა კოდიანი ნაწილი, ხოლო ოდნავ ნოტიო თითით უკანა მხრიდან შეხება იწვევს ფოტოსურათის დაზიანებას)2.      მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ყდაზე დატანილი საღებავის ხარისხი (პასპორტის რამდენიმეთვიანი ხშირი მოხმარებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნული სიმბოლიკა/ქვეყნის სახელი ყდაზე აღარ იკითხებოდეს. ვინაიდან პასპორტის მუდმივი თან ქონა საზღვარგარეთ სავალდებულოა, გათვალისწინებული უნდა იყოს ჯიბით მისი ხშირი ტარების აუცილებლობა და ამასთან დაკავშირებული ცვეთა).3.      სერიოზულად გაუმჯობესდეს ყდის ბმა პასპორტის ბუკლეტის გვერდებთან (პასპორტის ყდის გადაკეცვა იწვევს პასპორტის მტვრევას [ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით], რაც ხშირ შემთხვევაში ხორციელდება არა მფლობელის, არამედ საკონსულოების/აეროპორტების თანამშრომლებისა და სხვა მესამე პირების მიერ).გთხოვთ, გაეცნოთ დართულ ფოტოებს, რომლებზეც ზემოაღნიშნული ნათლად ჩანს და უახლოეს მომავალში მიიღოთ ზომები საქართველოს მოქალაქის პასპორტის ამჟამინდელი ხარისხის გასაუმჯობესებლად
gallery images

მოვითხოვთ სექსუალური შევიწროების აკრძალვას!

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, მოვითხოვთ სექსუალური შევიწროების აკრძალვას კანონით. დღეს საქართველოში  სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად. ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სექსუალური შევიწროება არის არასასურველი, სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება.საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა.სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში; უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა.სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.დროა, კანონით აიკრძალოს სექსუალური შევიწროება!
gallery images

მოვითხოვთ, სოციალურ მუშაკებს მიეცეთ პროფესიული ვალდებულებების აღსრულების საშუალება

For English version, please see below      შეშფოთებულები ვართ 5 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც სოციალური მუშაკები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ოჯახის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. აღნიშნულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა სფეროში არსებული სირთულეები და გამოწვევები.         სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების მუშაობის ხარისხზე დიდ წილადაა დამოკიდებული მათი ბენეფიციარების კეთილდღეობა. არადა, მომხდარიც და ბოლო წლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის დაკნინების ტენდენციებიც ცხადყოფს, რომ ამ მიზნის განხორციელება საჭიროებს არსებული პოლიტიკის გადახედვას.      აღნიშნულ უწყებაში სოციალურ მუშაკები 26 მიმართულებით მუშაობენ, რომელთა ხარისხიანად შესრულებაც მათ ძალებს აღემატება. მიუხედავად მრავალი წარმატებული შემთხვევისა და გადარჩენილი სიცოცხლისა არსებობს რიგი პრობლემები, კერძოდ სერვისების და ინსტრუმენტების ნაკლებობა, ასევე დაკისრებული ვალდებულებების სიმრავლე. ნაცვლად იმისა, რომ სოციალური მუშაკები ბენეფიციართა მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურებოდნენ, სოციალური მუშაკები დატვირთულები არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მეურვეობა-მზრუნველობის  ორგანოს ფუნქციებს არ შეესაბამება (კერძოდ, დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენა; ექსპერტიზის ბიუროში ხელმოსაწერად სიარული; ადრეული განვითარების, დღის ცენტრისა და კვებისა ვაუჩერების გაცემა და ა.შ.). დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ სამუშაო არის ძალიან დიდი მოცულობის, რაც ნეგატიურად აისახება სოციალური მუშაობის განხორციელებაზე.        საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოგმართავთ თხოვნით, წარმოგვიდგინოთ სოციალური მუშაობის კომპონენტის განვითარების და გაძლიერების ხედვა, რომელიც საშუალებას მისცემს პრაქტიკოსებს, სოციალური მუშაობის მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, ხარისხიანად მოემსახურონ ყველა იმ ადამიანს, ვინც დახმარებას საჭიროებს.1. სამუშაო ინსტრუმენტების (მეთოდებისა და მოდელების) შემუშავება და სოციალური მუშაკების გადამზადება მათ გამოყენებაში;2. მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკებს ჰქოდეთ შესაძლებლობა იმუშაონ შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ, უსაფრთხო გარემოში (სამუშაო დატვირთვის ნორმალიზება, ღამის საათებში მოულოდნელი გამოძახებების რეგულირება, საგზაო ხარჯების გათვალისწინება, ინდივიდუალური გასაუბრებისთვის სივრცის გამოყოფა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს რეგულაციების არსებობა და ა.შ.) და  ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება.3. ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფის შექმნა აღნიშნული პროცესების დასაწყებად, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე პროფესიულად მხარდამჭერი ორგანიზაციები და ველზე მომუშავე სოციალური მუშაკები.     აღნიშნული საკითხების უფრო სიღრმისეულად განსახილველად პროცესში ჩართულ მხარეებთან ერთად ვითხოვთ ღია შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბატონ დავით სერგეენკოსთან.      ზემოაღნიშნულ მოსაზრებას ვიზიარებთ დოკუმენტის ხელმომწერი პროფესიული თემის წარმომადგენლები, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორიდან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკების გაძლიერების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა სხვა სფეროებშიც. შესაბამისად, ხელმოწერით ვადასტურებთ მხარდაჭერას სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების მიმართ.----------We are deeply disturbed by the incident which took place on September 5th when social workers became victims of attack from the side of a family when carrying out their professional obligations. The noted incident once again revealed the problems and challenges in the field.Well-being of beneficiaries largely depends on the quality of the work performed by social workers at LEPL Social Services Agency; however, the noted incident and the trends towards diminishing the social work component in the last several years reveal that it is necessary to revise the existing policy in order to achieve this goal.Social workers employed at this agency work in 26 directions; however, it is beyond their power to carry out all this work with due quality. Despite numerous successful cases and saved lives, there is an array of problems, such as the lack of services and tools, as well as the multitude of obligations. Instead of serving the goal of supporting and empowering the beneficiaries, social workers are busy with obligations which are irrelevant to the functions of the guardianship and care body (in particular, establishing the legal fact of birth, visiting the Forensics Bureau to provide signatures, providing early development, day care center and food vouchers, etc.). Considering the functions imposed on social workers, we are facing the reality where social workers have workloads that are very heavy; this negatively impacts the practice of social work.We would like to address the Ministry of Labor, Health and Social Affairs with a request to present the vision on developing and strengthening the social work component which will enable the practitioners to provide quality services to everybody who needs support, by using social work methods and approaches.1. Development of operational tools (methods and models) and provision of training to social workers on using these tools;2. It is also important for social workers to have an opportunity to work in a safe environment which is adequately equipped (normalization of the workload, regulation of unexpected calls to work at night, consideration of transportation costs, allocation of space for individual interviews, putting in place regulations for a safe work environment, etc.) and to have decent payment.3. It is also important to create a working group to launch the above-noted processes which will involve representatives from the Ministry, as well as organizations providing professional support and social workers practising on the field.In order to discuss the noted issues in more detail, we are requesting an open meeting with Mr. Davit Sergeenko, the Minister of Labor, Health and Social Affairs of Georgia with the participation of the stakeholders engaged in this process.The above noted opinion is shared by the representatives of the professional community from both state and non-state sectors who are signing this document. We think that without empowering social workers in the child welfare field, it is impossible to achieve success in other fields as well. Therefore, we confirm our support to social workers at the Social Services Agency by signing below:  
gallery images

საბავშვო ბაგა-ბაღებში ფანჯრებსა და აივნებს გაუკეთდეს დამცავი გისოსები

საბავშვო ბაგა-ბაღებში, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფანჯრებსა და აივნებს გაუკეთდეს დამცავი გისოსები. ეს არის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი და იმედია ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად
gallery images

სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრება მასწავლებლის სტატუსთან

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება, რითაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ ორმაგად გაიზარდა. საქართველოს მთავრობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება კვლავაც ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2007 წლიდან განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო ინკლუზიური განათლებას განსაკუთრებულ მნიშნელობას ანიჭებდა და ამ მიმართულებით ევროპელი მოკავშირეების ხელშეწყობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. თუმცა ბოლო წლებში  ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული  ინიციატივები ნაკლებად ემსახურება სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლების მიწოდების შესაძლებლობის გაზრდას. რამდენადაც არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი ფლობს საჭირო კომპეტენციას სწავლების იმ მიდგომებს, მეთოდოლოგიასა და სტრატეგიებს რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში.  სპეციალური მასწავლებელი ქმნის და/ან ეხმარება საგნის მასწავლებელს/ებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლისათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს სსსმ მოსწავლის სენსო-მოტორულ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას, სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისებას, ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას; მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ინტეგრირებას სასწავლო პროცესში;სპეციალური მასწავლებელი  საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში, ხოლო სპეციალიზირებულ სკოლებში სსსმ მოსწავლეთა სწავლა/განვითარება მთლიანად დამოკიდებულია სპეციალურ მასწავლებელზე. მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ სპეციალურ მასწავლებელს   მასწავლებლად აღიარებს (მუხლი 212  პუნქტი ,,ე“) დღესდღეობით სკოლებში ისინი ადმინისტრაციულ, ან ტექნიკურ პერსონალად მოიაზრებიან. შესაბამისად ისინი ვერ სარგებლობენ  ყველა იმ შეღავათით, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს საჯარო სკოლაში- კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, ორმოცდღიანი საშვებულებო დრო და ა.შ  აქედან გამომდინარე,  ვთვლით, რომ აღნიშნული დამოკიდებულება სპეც.  მასწავლებლების  და სსსმ მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციულია.  პირველ რიგში, ამგვარი მიდგომა არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის უფლებების უხეში დარღვევა, ვინაიდან დაუშვებელია სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს ასწავლიდეს პირი, რომელსაც არ აქვს მასწავლებლის სტატუსი, პროფესიული წინსვლის და განვითარების შესაძლებლობა.პარადოქსულია ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სპეციალური მასწავლებლობის მსურველს აქვს მაგისტრის, ან თუნდაც დოქტორის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სპეციალურ პედაგოგიკაში, ის სკოლასთან ხელშეკრულების გაფორმებითანავე კარგავს მასწავლებლის სტატუსს და ხდება ტექნიკური პერსონალი. ბუნებრივია, ასეთ პირობებში არცერთი  უმაღლესი განათლების მქონე სპეციალურ მასწავლებელს არ მოუნდება  სკოლასთან თანამშრომლობა, ან მალევე დატოვებს სკოლას უკეთესი სტატუსის, ანაზღაურების და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების ძიებაში. შესაბამისად, სახელმწიფო სპეციალური მასწავლებლისთვის მასწავლებლის სტატუსის არ მინიჭებით და პროფესიული სქემიდან გამოთიშვით, ხელოვნურად ქმნის ბარიერს ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარებისთვის სკოლაში. დღესდღეობით ზოგადასაგანმანათლებლო სკოლებში  1400 - მდე მომუშავე  სპეციალური მასწავლებელის  განათლება და კვალიფიკაცია განსხვავებულია.  ხშირია შემთხვევა როცა ბაკალავრის, ან მაგისტრის ხარისხი მქონე სპეც. მასწავლებელი  და ფსიქოლოგი, რომელსაც  დამატებით გავლილი აქვს ,,სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითრების შესავალი კურსი“ (120 საათი) ტოვებს სკოლას, რადგან მას არ აქვს შექმნილი შესაბამისი  სამუშაო პირობები. მათ ადგილს იკავებენ ნაკლებად კვალიფიციური კადრები რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ყველა მოსწავლისათვის თანაბარ და  ხარისხიან ზოგადი განათლების მიწოდებას.  ამ პეტიციის ხელმომწერნი ვითხოვთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში  მოქმედ სპეციალურ მასწავლელთა ჩართვას „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“  რაც გულისხმობს, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრებას მასწავლებლის სტატუსთან. ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოში ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელებას,  რაც გაზრდის მოსწავლეთა/მოზარდთა სწავლების ხარისხს  განათლების ყველა საფეხურზე. 
gallery images

ქართული კინო

ეროვნული ფილმების წარმოებისთვის სახელმწიფოს მიერ წელიწადში გათვალისწინებულია დაახლოებით იმდენიმე თანხა, რამდენიც ერთი მცირებიუჯეტიანი ევროპული სურათის დამზადება ჯდება. არსებული მდგომარეობა ვერ იძლევა დარგის სრულფასოვნად განვითარების საშუალებას.ჩვენ გვინდა, გაიზარდოს ეროვნული კინოს სახელმწიფო ფინანასური მხარდაჭერა.
gallery images

გთხოვთ გამოიძიოთ შპს "თრეველერ ჯი"-ს კონკრეტულად კი შალვა ბოლოთაშვილისა და არჩილ ცაგარელის საქმიანობა

ტურისტული კომპანია შპს თრეველერ ჯი-ს კონკრეტულად კი შალვა ბოლოთაშვილისა და არჩილ ცაგარელის მიერ დაზარალებულები მოვითხოვთ მათი საქმიანობის გამოძიებას და სწრაფ რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.არის უამრავი შემთხვევა და ფაქტი რომ ამ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი უნარები ჩაიბარონ ადამიანთა ჯგუფები და გააკეთონ ტურები. ისინი საფრთხეს უქმნიან ადამიანების ფიზიკურ და მორალურ უსაფრთხოებას. ისინი აყალბებენ ავიაბილეთებს. თავს არიდებენ გადასახადებს. ატყუებენ ადამიანებს და ამ ყველაფრით ფინანსურ სარგებელს პოულობენ. მათი მიზეზით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები არ არის გამოძიებული რადგან მათივე თქმით  "მოგვარებული აქვთ პოლიციასთან". ისინი ემუქრებიან ნებისმიერ უკმაყოფილო მომხმარებელს და რჩებიან დაუსჯელები.ხელმოწერის შემთხვევაში დამატებით ველში შეგიძლიათ მიუთითოთ კომენტარი.