add one
gallery images

ფოსტა დიდ დიღომს!

ერთად ჩვენ შევძლებთ! გვსურს, რომ დიდ დიღომში გაიხსნას საქართველოს ფოსტის ფილიალი. ამისათვის კი საჭიროა პირველ რიგში გავერთიანდეთ! გთხოვთ მხარი დაუჭიროთ პეტიცას.
gallery images

შეიქმნას პარკირების ადგილები და აიკრძალოს ტროტუარზე მანქანის დაყენება

ბოლო დროს წარმოებული უამრავი მშენებლობისა და მანქანების მომატებული რაოდენობის, ამასთანავე გაუმართავი მანქანების გამო თბილისში სუნთქვა ფაქტიურად შეუძლებელი გახდა, ხოლო ქუჩებში გადაადგილება კი თითქმის წაემოუდგენელი. ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების ჩათვლით, რომელთაგან უამრავი მშობელი ბავშვთან ერთად,  ქვეითად ან საბავშვო ეტლით იძულებილია გადაადგილება მოახდინოს გზაზე, სადაც მოძრაობენ ავტომანქანები, იმის გამო, რომ ტროტუარებზე მანქანები აყენია. შშმ პირების გადაადგილება ასეთ პირობებში კი საერთოდ წარმოუდგენელია. უამრავი ადამიანია, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და დისკომფორტთან ერთად საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და მოაგვაროთ აღნიშნული საკითხი. ნუ დაუშვებთ, საფრთხე შეექმნას თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს!
gallery images

ჩვენ გვინდა #21დღებაქსვუდში

2009 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ყოველწლიურად იმართებოდა "ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა" ბაქსვუდის სკოლის ბაზაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული  მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხიდან. ბაქსვუდის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის თითოეული ნაკადი გრძელდებოდა 21 დღე. პროგრამა, რომელიც მოიცავდა როგორც აკადემიურ (ინგლისური ენის გაკვეთილები), ისე არააკადემიურ ნაწილს (სხვადასხვა სპორტული, შემოქმედებითი აქტივობები), გაწერილი იყო სწორედ 3 კვირაზე. შედეგად უმჯობესდებოდა მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონე, ლიდერული უნარ-ჩვევები; ახალგაზრდები იძენდნენ სრულიად ახალ გამოცდილებას, ეჩვეოდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას,  უმეგობრდებოდნენ ერთმანეთს, შესაბამასად, ვითარდებოდა მათი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები; საზაფხულო სკოლის პირობებში მათ ჰქონდათ საშუალება საკუთარი თავის სრულად თვითრეალიზებისა. ამასთან, ყოველი ნაკადიდან გამორჩეული მოსწავლეები მიემგზავრებოდნენ დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე. ბაქსვუდში გატარებული 21 დღე ახალგაზრდებისთვის იყო მოტივაცია, ყოველწლიურად უფრო მეტი ეშრომათ და  მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსში. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, სამინისტრო გეგმავს არა 21-დღიანი არამედ 7-დღიანი ბანაკების მოწყობას. 7 დღე ნამდვილად არ იქნება საკმარისი ზემოთჩამოთვლილი დადებითი შედეგების მისაღებად (როგორც წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, პირველი კვირა ადაპტაციის პერიოდია და მათი რეალური წინსვლა-განვითარება შემდგომ იწყება).სწორედ ამიტომ, მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეუნარჩუნოს ბანაკს ძველი ფორმატი, ხანგრძლივობა, რათა მოსწავლეებს კლავაც მიეცეთ საშუალება, მიიღონ ის სარგებელი, რაც წლების განმალობაში ათასობით მოსწავლემ უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე. 
gallery images

მიწების გაყიდვის აკრძალვა უცხოელებზე

აიკრძალოს მიწების გაყიდვა უცხოელებზე ეს სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას,ქართველ გლეხს მიეცით საშუალება რომ თავისი პროდუქტის რეალიზაცია მოახდინოს ნორმალურად და არ დაჭირდება საქართველოში მიწას გაყიდვა.
gallery images

მოვითხოვთ, მიღებულ იქნას კანონი „საქართველოში ფინანსური პირამიდების აკრძალვის შესახებ!“

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. უკანასკნელი რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმენი საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის ფინანსური ორგანიზაციების შექმნისა, რომელთა სოლიდური ნაწილი შემდგომში მხილებულ იქნა არაკეთილსინდისიერ ან თაღლითურ საქმიანობაში. როგორც ვხედავთ, ამ პრობლემას აქტუალობა ჯერაც არ დაუკარგავს.კვლავაც იქმნება ან უცხოური კომპანიების ფილიალების სახით რეგისტრირდება საეჭვო წარმომავლობისა და ფინანსური სტრუქტურის მქონე ორგანიზაციები. სამწუხაროდ, ჩვენს მოქალაქეებში ეკონომიკური საკითხების მწირი ცოდნა ხშირად ხდება საფუძველი მათი ჩათრევის სხვადასხვა ტიპის თაღლითურ სქემებში.აღნიშნულ თაღლითურ კომპანიებს, რომელთა გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს ფინანსური პირამიდა, მოაქვთ კოლოსალური ზარალი, როგორც მათში ჩართული პირებისთვის, ასევე თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. ქვეყნიდან უკუგებისა და ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაედინება ათეულობით მილიონი აშშ დოლარი, რაც თავისთავად მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს ეროვნულ ვალუტაზე. ასეთი კომპანიების საქმიანობა მეტწილად შემოსავლების სამსახურის მხედველობის მიღმა რჩება და სახელმწიფოს დიდი ზარალი ადგება.თვალსაჩინოებისათვის, გვინდა გამოვყოთ აზიური კომპანია Qnet-ის საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში, რომლის წევრთა რიცხვი უკვე საგანგაშოა. სხვადასხვა მონაცემებით, მასში ჩართულია 30-დან 60 ათასამდე ჩვენი მოქალაქე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უკვე მოხდა 50-100 მილიონი აშშ დოლარის გადინება. ამას გარდა, ამ კომპანიის წევრთა უმეტესობა ადგილობრივ ფულად ოპერაციებს ახორციელებს ნაღდი ანგარიშცწორებით და თავს არიდებს საგადასახადო ვალდებულებებს.არსებობს არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია Qnet-ი წარმოადგენს წმინდა წყლის ფინანსურ პირამიდას, რომელიც უნიჭოდაა შენიღბული მრავალდონიანი ქსელური მარკეტინგით. სწორედ ამის გამო, კომპანია Qnet-ი რიგ ქვეყნებში აკრძალულია და მისი ადგილობრივი ორგანიზატორები იხდიან სასჯელს. მიგვაჩნია, რომ ფინანსური პირამიდები და მსგავსი თაღლითური კომპანიები დიდ ზიანს აყენებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და უმძიმესი მატერიალურ-მორალური შედეგები მოაქვთ მათში ჩართული ადამიანებისთვის.ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, მოვითხოვთ შემჭიდროვებულ ვადებში მიღებულ იქნას კანონი „საქართველოში ფინანსური პირამიდების აკრძალვის შესახებ“ და დაევალოთ შესაბამის უწყებებს ამ კანონის ზედმიწევნით აღსრულება!
gallery images

ოჯახის წევრის გარდაცვალება და ბავშვის დაბადება აღარ გახდეს საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი

არ შეიძლება, ადამიანის გარდაცვალება ან ბავშვის დაბადება, გახდეს სოციალური დახმარების შეჩერების მიზეზი. ამჟამად არსებული მახინჯი სისტემით ოჯახს, სოციალური დამხარება პრაქტიკულად 3-4 თვით უჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვალა ან ოჯახში ბავშვი დაიბადა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და ადამიანების აბუჩად აგდება. ეს ოჯახები მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში ვეღარ იღებენ საარსებო შემწეობას და იძულებულნი არიან აიღონ ვალები/სესხები...ეს პატარა გოგო სალომე მამუდოვია, მას საარსებო შემწეობა 4 თვით შეუჩერდა სწორედ იმის გამო რომ დედა გარდაეცვალა. ბოლო 16 თვის განმავლობაში 11075 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობა ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.  მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, გაითვალისწინოს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა, მიიღოს შესაბამისი ზომები და გამოასწოროს სისტემაში არსებული ხარვეზი. 
gallery images

ლელა ღაჭავა 48-ე ბაგა-ბაღის დირექტორად

ჩვენ 48- ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლები მოვითხოვთ ლელა ღაჭავას აღდგენას დირექტორის თანამდებობაზე,რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს საკუთარი საქმე. მისი მმართველობის პერიოდში საბავშვო ბაღში შეიქმნა ყველა პირობა ჩვენი შვილებისათვის. მოვითხოვთ ლელა ღაჭავა დაუყოვნებლივ დააბრუნოთ, გთხოვთ შემოგვიერთდეთ და მოაწეროთ ხელი პეტიციას.
gallery images

“ქართული იდეის“ მიმართვა ორი პრეზიდენტისადმი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბ-ონ დონალდ ტრამპსრუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბ-ონ ვლადიმერ პუტინს                                      მ  ი  მ  ა  რ  თ  ვ  ა პატივცემულო ბატონო პრეზიდენტებო! მოგმართავთ ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის სახელით და გვსურს, მოკლედ გაგიზიაროთ ჩვენი ხედვები იმ პროცესებისა, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში და კერძოდ, პატარა, მაგრამ უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის მქონე საქართველოში. გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ მისწრაფებებს, მოსაზრებებს, მიღწევებს, პრობლემებს და მიზნებს, რაც ქართველ ხალხს გააჩნია. ცხადია, რომ მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ, სწრაფი ტემპით იცვლება. იცვლება მსოფლიო პოლიტიკის პრიორიტეტებიც. გლობალიზაციისა და მსოფლიო თავსმოხვეული ინტეგრაციის პირობებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკასა და რუსეთს შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორობის დამყარებას, რათა ჩვენს პლანეტაზე მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს. ამდენად, ჩვენ მივესალმებით ამერიკის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას და მხარს ვუჭერთ მის განზრახვას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის და შექმნის ხელსაყრელ ფონს მსოფლიოში არსებული არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად. რაც მთავარია, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო გახდება.ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს ახლანდელი პოლიტ-ელიტა, მხარდაჭერილი და მართული მილიარდერი ჯორჯ სოროსისა და სენატორ ჯონ მაკკეინის მიერ, აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს. საქართველოს მართული მედია-საშუალებები ხშირად დაუსაბუთებლად აკრიტიკებენ პრეზიდენტ ტრამპის კურსს, რაც არასახარბიელო ფონს ქმნის ჩვენს ურთიერთობებში. ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ქართული იდეა“ და მისმა მხარდამჭერებმა დავიწყეთ მასობრივი საპროტესტო აქციები იმ მიზნით, რომ საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მივაპყროთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და მოვუწოდოთ მას, გაიაზროს ის პროცესები და ცვლილებები, რასაც ადგილი აქვს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში. სამწუხაროდ, პოლიტიკა, ხედვები და ქცევები ისეთი ადამიანებისა, როგორებიცაა ჯორჯ სოროსი და სენატორი მაკკეინი, ორიენტირებულია აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრონტაციის შენარჩუნებაზე, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებას, არამედ ძირს უთხრის რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებას.ვაცნობიერებთ რა ამის მნიშვნელობას, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციიდან სულ მალე პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული იდეა“ თბილისში მოვაწყვეთ მრავალრიცხოვანი კონტრაქცია სახელწოდებით „ანტი–სოროსი“ და ამგვარად გავაპროტესტეთ ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში (მათ შორის თბილისში) ფემინისტური ორგანიზაციებისა და გლობალისტების მიერ სოროსის მხარდაჭერით გამართული აქციები. სწორედ ჯორჯ სოროსი აფინანსებდა ე.წ. „ფერად რევოლუციებს“ სხვადასხვა ქვეყნებში, რამაც ეს სახელმწიფოები სიხლიან მოვლენებამდე, ქაოსამდე და არასტაბილურობამდე მიიყვანა. ასე მოხდა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებს და მომავალში მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი და რომლებიც ეხება აშშ-ს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მიზნად ისახავს ამერიკის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას, ჭეშმარიტი ქრისტიანული და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, ეფექტურ ბრძოლას ისეთ უზნეო გამოვლინებებთან, როგორიცაა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა და სხვა სახის გადახრები ქრისტიანული და არა მხოლოდ ქრისტიანული მორალის ნორმებიდან. მით უმეტეს, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა, სადაც ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ღვთის რწმენა, სამშობლო და ოჯახი ყველაზე წმინდა ღირებულებებს წარმოადგენს.აშშ და დასავლეთის სახელმწიფოები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არასაკმარისია და აუცილებელია რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ  ხალხს აღელვებს. მით უმეტეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და პირადად პრეზიდენტმა პუტინმა  ქართულ მხარეს ამისკენ არაერთხელ მოუწოდეს. ამ დიალოგისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ და მოგვიწოდებენ ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. რუსეთის ფედერაცია ჩვენი დიდი მეზობელია, რუსებს და ქართველებს ერთმორწმუნეობა (რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია), კეთილმეზობლობა და საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში განსაკუთრებული, თბილი დამოკიდებულება გვაკავშირებდა. ჩვენი წინაპრები ერთად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში და მსოფლიოს ფაშიზმისგან ათავისუფლებდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველები და რუსები ასევე გვერდი-გვერდ ომობდნენ საერთო მტრების წინააღმდეგ და არაერთხელ გაუთავისუფლებიათ ქართული ისტორიული მიწები დამყრობლებისგან. სამწუხაროდ, ჩვენს ურთიერთობებში იყო და არის შავი ლაქებიც, რაც არ შეესაბამებოდა და არც დღეს შეესაბამება მართლმადიდებელი ერის ურთიერთობების ჭეშმარიტ სულისკვეთებას.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართულ-რუსული ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი თავსმოხვეული და მხარდაჭერილი იყო გარედან და ყველაზე უარეს ნიშნულს ურთიერთობებმა 2008 წლის აგვისტოში მიაღწია, როცა ჯორჯ სოროსის, სენატორ მაკკეინის და კლინტონების ოჯახის მარიონეტი მაშინდელი პრეზიდენტი მ. სააკაშვილი და მისი რეჟიმი ცხინვალის რეგიონის დაბომბვას შეუდგნენ.  შედეგად, გაჩაღდა შეიარაღებული კონფლიქტი რუსულ-ოსური და ქართული სამხედრო დანაყოფების მონაწილეობით. დიახ, სამხედრო მოქმედებები საკუთრი თანამოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყო არა საქართველომ, არამედ პირადად სააკაშვილმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს ატერორებდა, აუბედურებდა და არატრადიციულ ფასეულობებს ახვევდა თავს. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ და განვთავისუფლდით ამ მოძალადე ნეოლიბერალებისაგან.ისტორიის, მით უმეტეს, უახლესი ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნების გაკეთებაა საჭირო და წინსვლა არა კონფრონტაციის, არამედ საერთო შეხების წერტილების პოვნის, პრობლემების გადაწყვეტის  და რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარების მიმართულებით. ვშიშობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ სააკაშვილისეული საგარეო კურსის გაგრძელების პირობებში ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ ძალისხმევას არ მოვაკლებთ, რათა საქართველოს ხელისუფლებამ გამოასწოროს გაფუჭებული ურთიერთობები როგორც ამერიკასთან, ისე რუსეთთან. ამას ჩვენი წინაპრების ისტორია, ჩვენი ქვეყნის მომავალი და საღი აზრი გვავალდებულებს. რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ურთიერთმისაღები შედეგების მიღწევა.პატარა საქართველოს დიდი ისტორია, სულიერება, კულტურა და მრავალსაუკუნოვანი ქრისტინული ტრადიციები გააჩნია. თანამედროვე საქართველოში ბევრი პრობლემაა – ტერიტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და სხვა ხასიათის. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ  დროთა განმავლობაში მოვახერხებთ ყველა ამ სირთულის ღირსეულად დაძლევას.  საქართველოს არ სურს, იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზი და ობიექტი. პირიქით, ჩვენ გვსურს, განვავითაროთ და განვამტკიცოთ ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე რუსეთთან. ამდენად, ამ გზაზე ჩვენ  რუსეთთან მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების მიმართულებით ვიმოძრავებთ. მით უმეტეს, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა და ჩვენ ერთმორწმუნე – მართლმადიდებელ, მრავალკონფესიურ და მრავალეროვნულ ქვეყნებს წარმოვადგენთ.ჩვენ ძლიერ ვაფასებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული  პარტნიორია. ღმერთმა ქნას, რომ თქვენი უშუალო ძალისხმევის შედეგად ამერიკამ და რუსეთმა მიაღწიონ შემდგომ პროგრესს, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის ჩვენ ქვეყანასთან  მშვიდობისა და თანხმობის პირობებში. გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენი დახმარებით და საკუთარი ძალისხმევის შედეგად, საქართველო დაძლევს არსებულ პრობლემებს და საკუთარ წვლილს შეიტანს არა მარტო რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში.18 თებერვალს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა“ თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მრავალრიცხოვან აქციას გამართავს, სადაც მოითხოვს ქვეყნის მმართველი ელიტისგან, გასწიოს სერიოზული ძალისხმევა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობების დასამყარებლად და რუსეთის ხელმძღვანელობასთან, თანადათანობით, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიმართულებით; ასევე გადადგას მტკიცე ნაბიჯები ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად. პატივისცემით, ლევან ჩაჩუა – საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა“-ს თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტპატიმარი;დავით კარტოზია –  „ქართული იდეა“-ს პოლიტიკური საბჭოს მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში.   
gallery images

საქართველოს უნივერსიტეტს !

საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ! მოგმართავთ , საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც  გარკვეულ ხარვეზებს ქმნის,  საუბარია :  my.ug.edu.ge-ზე შეტყობინებისა დასიახლეების მიღებას.  ერთ-ერთ მაგალითად -  31 იანვარს გამოცხადებული რეგისტრაცია , რომელიც რამდენჯერმე გადაიდო მოგვდის შეტყობინება ინტერნეტით , სტუდენტურ საიტზე, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ყველა სტუდენტისთვის. რადგან შეტყობინებების შესამოწმებლად იძულებული ვართ, რომ  24 საათი ვაკონტროლოთ ინტერნეტ ბრაუზერით ,ყველა სტუდენტს არა აქვს საკმარისი დრო 24 საათით მობილიზირდეს კომპიუტერთან და ელოდოს ადმინისტრაციის შეტყობინებას - სისტემურად გაუმართავ საიტზე. ასევე, იმ სტუდენტებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან, ან რაიონიდან ჩამოსულები ცხოვრობენ დედაქალაქში, ყველა სტუდენტი არ არის უზრუნველყოფილი სახლში ჰქონდეს ინტერნეტი და კომპიუტერი. (მეტიც, ისინი ინტერნეტ- კაფეების მეშვეობით რეგისტრირდებიან . ) რაც შეეხება პირველ სართულზე მდგომ კომპიუტერებს ამდენ სტუდენტს ვერ უზრუნველყოფს და ასევე, მანდ არც არის საკმარისი რაოდენობა რომ  24 საათით მობილიზირდეს სტუდენტები კომპიუტერთან (ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფოიეში მდგარი კომპიუტერები არ მუშაობს გამართულად!  ) და ელოდოს ადმინისტრაციის შეტყობინებას, სისტემურად გაუმართავ საიტზე. ჩვენ მოვითხოვთ , რომ აღნიშნულ სისტემაში მოხდეს  ცვლილებები და ნაცვლად სტუდენტურ გვერდზე შეტყობინებების მიღებისა, ამოქმედდეს ახალი სისტემაც და ყველა მნიშვნელოვანი შეტყობინება, როგორიცაა: რეგისტრაციის თარიღი, ფინანსური მონაცემები, აღდგენითი ლექცია და ა.შ მოხდეს სტუდენტის ინფორმირება მობილური კავშირითაც - მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.    (ვითხოვთ, ტელეფონზეც და ელექტრონულადაც მოვიდეს შეტყობინება) ! განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ლექციის აღდგენის შეტყობინება, რომელზეც შესაძლოა ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ქვიზის ქულა დაკარგო, როცა ლექტორის მიზეზის გამო  ,ადმინიატრაცია აღდგენით ლექცია ნიშნავს! იმედია, გულისხმიერებას გამოიჩენთ ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნის მიმართ!
gallery images
gallery images

ქ-ნი მზია ჯინჭარაძე - ამბროლაურის კულტურის ცეტრის ხელმძღვანელად!

მოგეხსენებათ, რომ  30 დეკემბერს  სცენაზე მოულოდნელად გარდაიცვალა არაჩვეულებრივი ხელოვანი და პიროვნება, რაჭისა და მთელი საქართველოს სიამაყე, დავით(დათუნიკა) სხირტლაძე...ის წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა ამბროლაურის კულტურის ცენტრს;  სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძე ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას;  მოხდა სასწაული და  მისი დაკრძალვიდან ერთი საათით ადრე ქვეყნიერებას მოევლინა დავით-თევდორე სხირტლაძე; ფაქტობრივად, ოჯახი დარჩა  ერთადერთი მარჩენალის გარეშე; დათუნიკას მეუღლეს -  ქ-ნი მზია ჯინჭარაძეს გადაწყვეტილი აქვს, არ  მოშალოს გარდაცვლილი მეუღლის  მშობლიური კერა სოფელ ხიმშში და მათი მემკვიდრეც აღზარდოს იმ გარემოში, სადაც დაიბადა და გაიზარდა დათუნიკა სხირტლაძე; ეს ის სახლ-კარია,რასაც  ელოლიავებოდა ცოლ-ქმარი და დათუნიკას სიცოცხლეშივე იქცა ეთნოგრაფიულ მუზეუმად...გამომდინარე იქედან,  რომ ქ-ნ მზიას არა აქვს სტაბილური შემოსავალი, რაც აუცილებელია მათი არსებობისთვის,  ამბროლაურის მოსახლეობამ, ინტელიგენციამ და დათუნიკას მეგობრებმა მოითხოვეს, დაენიშნათ ქ-ნი მზია ჯინჭრაძე  გარდაცვლილი მეუღლის თანამდებობაზე; ვფიქრობთ, ამბროლაურის გუბერნიის, რაიონის, საკრებულოს, მერიის ხელმძღვანელობა მიიღებს  გონივრულ გადაწყვეტილებას და ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ქ-ნ მზიას,  კულტურის ცენტრის დირექტორად დანიშნავს; მას  აქვს სათანადო ცოდნა-განათლება, გამოცდილება, კავშირები, ღირსეულად გააგრძელოს მეუღლის საქმიანობა და ქვეყანას აღუზარდოს დათუნიკა სხირტლაძის ერთადერთი მემკვიდრე; გთხოვთ,საქართველოს კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების და სხვა პროფესიების ყველა თაობის წარმომადგენლებს,  ხელმოწერით დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა! 
gallery images

აღადგინეთ ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია''

                                                 "ისტორია - საინტერესო ფაქტები" გთხოვთ აღადგინოთ მხატვრული, ისტორიული, მრავალსერიანი ფილმის პროექტი ,, გააგრძელე საქართველოს ისტორია''.                                          საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს,                                          ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს,                                          საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს.                                                                                     "ისტორია - საინტერესო ფაქტები"-ის                                                               გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ ა ბატონო ვასილ, გილოცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევას, წარმატებებს გისურვებთ ღიერსეული არხის ღირსეულად მართვაში.   მოგმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პტოექტთან დაკავშირებით. ისტორიული მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი „გააგრძელე საქართველოს ისტორია’’ არის ერთადერთი საინტერესო შემეცნებითი პროდუქტი ქართულ ტელე-ინტერნეტ სივრცეში, რომელიც საშუალებას იძლევა დღევანდელი ეპოქის შესაბამისად გავეცნოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს - მივიღოთ ცოდნა და სიამოვნება პარალელურად. ეს ფილმები ნამდვილად საგანძურია ჩვენთვის, როგორც ისტორიის მოყვარულთათვის. როგორც სოციალურ ქსელში დიდმა გამოხმაურებამ აჩვენა, ეს ტელეპროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში, და არა მარტო, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და ქვეყნის და რეგიონის სიღრმისეულ ცოდნას. წინა სერიები სკოლებშიც კი იყო შეტანილი დამხმარე სახელმძღვანელოდ. დიდმა გამოხმაურებამ ემიგრაციიდან დაადასტურა, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის "გააგრძელე საართველოს ისტორია" ერთგვარი საზრდო და თვითმყობადობის შენარჩუნების საუეთესო საშუალებაა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აღნიშნულ პროექტს დაფინანსება გაუნახევრეს, რაც გადაცემის დახურვის ტოლფასია. ეს ნიშნავს ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი უალტერნატივო და უკონკურენტო პატრიოტული პროექტის გაჩერებას და ჩვენს რეალობაში ისედაც არსებული მწვავე დეფიციტის გაღრმავებას. ბატონო ვასილ, გთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან გამოყოთ სახსრები, რათა ეს ხალხისთვის საყვარელი პროექტი არ გაჩერდეს და განაგრძოს იმ საქმის კეთება, რომელიც ბევრ ჩვენთაგანს აცნობს და აყვარებს თავის ქვეყანას.               პატივისცემით                                                                  "ისტორია - საინტერესო ფაქტები"-ის                                                                     დამფუძნებელი დავითი ალავიძე.
gallery images

ექიმები მაია რჩეულიშვილის გადასარჩენად

ექიმები მაია რჩეულიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ვითხოვთ დადა-შვილის მაია და გუკა რჩეულიშვილების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ჩვენ, ქართველი ექიმები შეშფოთებას გამოვთქვავთ წინასწარ პატიმრობაში აყვანილი მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, ვინაიდან გულის ავადმყოფობასთან ერთად მას დაუსვეს ფილტვის კიბოს დიაგნოზი. დარგის ცნობილი სპეციალისტების გულიკო ჩაფიძის, ალექსანდრე ალადაშვილის, სოფო უნგიაძის ,თამაზ მაღლაკელიძის მონაწილეობით შემდგარი კონსილიუმის დასკვნას ასევე ადასტურებს რევაზ გაგუას და ვლადიმერ კუჭავას მიერ დასმული დიაგნოზი. მოსამართლემ სამედიცინო დასკვნების გაცნობისას განაცხადა, რომ ვერ ერკვევა სპეციალურ სამედიცინო ტერმინოლოგიაში, რაზეც განვმარტავთ, რომ ფილტვის სიმსივნე, რომელსაც სპეციალისტები კიბოდ მიიჩნივენ, უმძიმესი ავადმყოფობაა და ადრეულ სტადიაზე ხშირად ხირურგიულ ჩარევას მოითხოვს. პაციენტის დატოვება პატიმრობაში ამ შემთხვევაში მკვეთრად ამცირებს მისი გადარჩენის შანსებს, ვინაიდან ასეთი სტრესი უფრო ამძმებს ისედაც მძიმე ავადმყოფობას. 
gallery images

ვთხოვთ ბატონ ერეკლე ასტახიშვილს პრეზენტაციის გადატანას

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველკურსელების სახლით, გთხოვთ, გადაგვიტანოთ პრეზენტაცია საგანში მსოფლიო ისტორია და საქართველო. მოგეხსენებათ, საკმაოდ დატვირთული კვირა გვქონდა _ ზეპირი გამოცდით დაწყებული, ანოტაციების წერით დამთავრებული, კვირას გვაქვს ესეს დედლაინი ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მივდივართ ბაზალეთზე და ფაქტობრივად შეუძლებელია ჩვენთვის მოცემული ყველა დავალების შესრულება და პრეზენტაციის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმზე შესრულება, რასაც ბატონი ერეკლე ელის ჩვენგან. დიდი იმედი გვაქვს რომ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას და გადაგვიტანს პრეზენტაციას, თუნდაც ერთი კვირით. მადლობა
gallery images

გათავისუფლდეს პატიმრობიდან მაია რჩეულიშვილი

მოგმართავთ თხოვნით, სანამ გვიან არ არის შეუცვალოთ მაია რჩეულიშვილს პატიმრობა გირაოთი, ვინაიდან ყველასათვის მოულოდნელად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძილზე კატასტროფულად დამძიმდა. აქვს კახექსია, აღმოაჩნდა გულის პათოლოგა და ფილტვზე სიმსივნე. შესაბამისად საჭიროებს ისეთ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რომლის განხორციელებაც ციხის პირობებში შეუძლებელია.ამასთან, მისი ციხეში ყოფნა არათუ აგვარებს არამედ კიდევ უფრო ართულებს დაზარალებულების პრობლემას და პატიმრობის მოსამართლის მიერ დასახელებული მიზანიც - მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება - აღარ არსებობს. მაია რჩეულიშვილს არც არასდროს ჰქონია სურვილი და მისი ახლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც შეუძლია ან ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე ან/და მიიმალოს.  პატივისცემით,