add one
gallery images

გათავისუფლდეს პატიმრობიდან მაია რჩეულიშვილი

მოგმართავთ თხოვნით სანამ გვიან არ არის შეუცვალოთ მაია რჩეულიშვილს პატიმრობა გირაოთი, ვინაიდან ყველასათვის მოულოდნელად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძლზე კატასტროფულად დამძიმდა. აქვს კახექსია, აღმოაჩნდა გულის პათოლია და ფილტვზე სიმსივნე. შესაბამისად საჭიროებს ისეთ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რომლის განხორციელებაც ციხის პირობებში შეუძლებელია.ამასთან, მისი ციხეში ყოფნა არათუ აგვარებს არამედ კიდევ უფრო ართულებს დაზარალებულების პრობლემას და პატიმრობის მოსამართლის მიერ დასახელებული მიზანიც - მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება - აღარ არსებობს. მაია რჩეულიშვილს არც არასდროს ჰქონია სურვილი და მისი ახლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც შეუძლია ან ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე ან/და მიიმალოს. 
gallery images

ვითხოვთ ესსეს დედლაინის გადატანას!

თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტები ვითხოვთ პოლიტიკური იდეოლოგიების ესსეს ჩაბარების დედლაინის გადავადებას!ჩვენ ვითხოვთ ბატონი ზვიად ხორგუაშვილისგან, ყოფილი ESM-ელისგან, ჩვენს მდგომარეობაში შესვლას, მძიმე და დაძაბული გრაფიკის გათვალისწინებას და ამის შესაბამისად ესსეს ჩაბარების დედლაინის გადავადებას. ესსეს დაწერა მოითხოვს ღრმად ფილოსოფიური, უცხო ტერმინებით განმსჭვალული, უცხო ენაზე დაწერილი, ვებერთელა ტექსტის სიღრმისეულ ანალიზს, ტექსტის ავტორის აზრებში ჩაწვდომასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ისეთ საკითხებზე, რომლებზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებსაც კი გაუჭირდებათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. გამომდინარე ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და გათვალისწინებით დროის დეფიციტისა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, დავალების ხარისხიანი შესრულება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბატონო ზვიად, გთხოვთ შედით ჩვენს მდგომარეობაში და მოგვეცით დამატებითი დრო, რათა შევძლოთ სტატიის სიღრმისეული ანალიზის მომზადება.გათვალისწინებით იმისა, რომ ბატონ ზვიადს თავადაც აქვს განვლილი ამავე ფაკულტეტზე სწავლის მძიმე და სირთულეებით აღსავსე გზა, ვიტოვებთ იმედს, რომ ის შეისმენს ჩვენს თხოვნას.
gallery images

გაიხსნას ღია ყინულის მოედანი საახალწლოდ.

მოგეხსენებათ, უკვე მინიმუმ 9 წელია  იხსნება ყინულის მოედანი ყოველ ახალ წელს, თვე-ნახევრით. წელს, როგორც ქ.თბილისის მერიისგან შევიტყვეთ, ყინულის მოედანი არ გაიხსნება, რაც ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა უამრავი ადამიანისთვის, რადგან ყოველ წელს დღეში ასობით ადამიანი სტუმრობდა ყინულის მოედანს და იდგა დიდი რიგებიც. წელსაც ასევე უამრავი მსურველია. საახალწლოდ ყველა განვითარებად და განვითარებულ ქვეყანაში იხსნება ღია ყინულის მოედანი.გთხოვთ ხელმოწერის სახით მხარი დაუჭიროთ პეტიციას და გაავრცელოთ სოციალურ ქსელებში.    
gallery images

ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდი

ქ. თბილისის,  დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანია მოეწყოს ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი რკინის კონსტრუქცია/ხიდი.1. გზის ორივე მხარეს არის ავტობუსების გაჩერება.2. გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა აღნიშნული ადგილები გზის ერთ მხარეს წარმოადგენს დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ტრანსპორტის გაჩერების ადგილს.3. გზის მეორე მხარეს განთავსებულია დიდი ორგანიზაციები:თეგეტამოტორსი, ტექნობუმი, ავეჯის სახლი, რომლის თანამშრომლებს/სხვა ფიზიკურ პირებს უწევთ გზის სავალი ნაწილის ფეხით გადაკვეთა.4. ხშირია ავარიული შემთხვევა. პატივისცემით, ნიკოლოზ ხაჩიძე  
gallery images

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, აქტივისტები, მივმართავთ ენმ პოლიტსაბჭოს შემდეგი მოთხოვნებით:1. ჩატარდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფართო წარმომადგენლობითი ყრილობა, არანაკლებ 6000 დელეგატის მონაწილეობით,2. ენმ ყრილობის მომზადების პროცესში და მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნას მხარდამჭერთა აქტიური ჩართულობა.მოვითხოვთ ყრილობის დელეგატების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი.3. ყრილობაზე მონაწილეთა ფართო ჩართულობით განხლულ იქნას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხების მიზეზები, 4..  ყრილობაზევე გადარჩეული იქნას მოქმედი პოლიტსაბჭო, რომლის ხელმძღვანელობითაც  პარტიამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს ვერცერთ არჩევნებზე ბოლო წლების განმავლობაში და მოხდეს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა პოლიტსაბჭოს კანდიდატების არჩევის წესზე და პრინციპებზე წინასწარი, ფართო განხილვის და შეთანხმების შემდეგ.დაუშვებლად და საზიანოდ მიგვაჩნია ენმ საპარლამენტო დეპუტაციის სიის მექანიკური კოპირება პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, 5. ყრილობის დღის წესრიგში არ უნდა დადგეს პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი.მოვითხოვთ, პარტიის თავმჯდომარის პოსტი დარჩეს ვაკანტური მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე,პოლიტსაბჭოს  2015 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია და  ამ თანამდებობაზე განიხილება მიხეილ სააკაშვილი. თავმჯდომარის  ფუნქციები კი წესდებით დუბლირებულია და რეალურად დელეგირებულია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე.  "უკვე სამი წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არსებობს პოლიტსაბჭო, მისი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის, პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას",- დავით ბაქრაძე, 5.12.2015.ის გარემოებები, რომლის გამოც პოლიტსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, დღეისთვის არ შეცვლილა.  ყრილობის მიერ პარტიის თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა სრულიად დაუსაბუთებელია , ხელოვნურადაა წამოწეული და ამიტომ  მხარდამჭერების მიერ აღიქმება როგორც პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის მართვისგან ჩამოცილების მცდელობა პოლიტსაბჭოს ნაწილის მიერ. ეს აღქმა უდიდეს ელექტორალურ (და არამარტო)  ზიანს აყენებს და მომავალშიც მიაყენებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  
gallery images

თბილისის უძველესი ძეგლის - თბილისის ათეშგას დასაცავად!

2016 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა მისცა გომის ქ. 1-ში სამ სართულიანი ნაგებობის ცვლილების ესაკიზურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აქ არსებული ნაგებობის ზედა ნიშნულის აწვას, ტერასაზე კაფეტერიის, ლიფტის, სან-კვანძისა და სმაზარეულოს დაშენების მიზნით.აღსანიშნავია, რომ ობიექტი მდებარეობს თბილისისა რქეოლოგიური ძეგლის, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრის, ათეშგას პირდაპირ, რომლის ბაქნიდანაც ხედი იშლება ქალაქზე და კერძოდ კალაზე.  გომის ქ. # 1-ში  2007  წელს აგებული შენობის ზედა ნიშნული უკვე სცდება აქ ადრე არსებული შენობის სახურავის ნიშნულს და იჭრება ათეშგას ბაქნიდან ისტორიულ კალაზე არსებულ ვიზუალურ კორიდორში. შესაბამისად ახლა შენობის ზედა ნიშნულის მცირედად აწევაც კი კიდევ უფრო შელახავს ამ უნკალური ძეგლის ისტორიულ გარემოს  კონტექსტს და თვით ბეთლემის "კომპლექსის“ სივრცით ჰარმონიულობას.მივმართავთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, თბილისის მერს დავით ნარმანიას და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს:არ დაუშვათ თბილისის ათეშგას ვიზუალური გარემოს შემდგომი ხელყოფა, რასაც გამოიწვევს გომის ქ. #1-ის ზედა ნიშნულის თუნდაც ნაწილობრივ აწევა. თუ საჭიროა მოწვეულ იქნას გაფართოებული ძეგლთა დაცვის სფეროს ექსპერტთა წრე და დეტალურად იქნას განხილული არეალის სივრცითი მოწყობის საკითხები;დაიწყოს მუშაობა თბილისის ათეშგას ოფიციალური მოვლა-პატრონობის, დაცვის, მონიტორიგის ადმინისტრაციულ უზრუნვეყოფაზე. განისაზღვროს ძეგლის მართვაზე პასუხიმსგებელი ადმინისტრაციული ერთეული.თბილისის ათეშგას მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ოფიციალურად დადგინდეს მისი დაცვისთვის საჭირო პარამეტრები.
gallery images

შეიზღუდოს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტი საქართველოში

გთხოვთ დააწესოთ შეზღუდვები მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით. უსაფრთხოების თვალსაზრისით მარჯვენა საჭიანი ავტომობილები საფრთხეს მაგისტრალებზე ქმნიან, რადგან საქართველოში გზების ინფრასტრუქტურა მარცხენა საჭიანი ავტომობილებისთვის არის შექმნილი. მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მძღოლებს კი ნაკლები ხილვადობა აქვთ გასწრების დროს, მოსახვევებში, რა დროსაც ავტოავარიის რისკი მეტია და შესაბამისად საფრთხე ექმნება როგორც მძღოლის, ასევე სხვა ადამიანების სიცოცხლეს. გარდა ამისა, საქართველოს ავტოპარკში  წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რიცხვი, ის თითქმის უთანაბრდება მარცხენა საჭიან ავტომობილებს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება განვითარება ჩვენი მოძრაობის სისტემის. მთელი ქვეყანა, გზები, ინფრასტრუქტურა მოწყობილია მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის. მსოფლიოში არ არის არცერთი განვითარებული სახელმწიფო, სადაც 50-50-ზეა მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი. თუ ეს საკითხი უახლოეს მომავალში არ მოგვარდა, მაშინ 6-7 წელიწადში  მთავრობას მოუწევს  გადაწყვეტა  რომ ერთ დღეს მარცხენა საჭიანი ავტომობილები გამოიყვანოს ქალაქში, მეორე დღეს კი მარცხენა საჭიანები.   
gallery images

გამკაცრდეს თამბაქოს შესახებ კანონის აღსრულების კონტროლი

საქართველოში თამბაქოს მოხმარება ერთ ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო)  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ 2006 წლიდან აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე. თუმცა, დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა დანერგილი.თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით, 2013 წელს საქართველოს მთავრობის #58 დადგენილებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის მიერ შემუშავდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, 5 წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემყარება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა; არამწეველობის ნორმად აღიარება და თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე; თამბაქოს მოხმარების გავრცელების მყარი ყოველწლიური შემცირების  ხელშეწყობა საზოგადოების ყველა სექტორში. პეტიციის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერებას და  აღსრულებას. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას:ჩვენ, წინამდებარე პეტიციის ხელისმომწერნი, ვაცნობიერებთ რა- თამბაქოს კვამლის ფატალურ ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე;- თამბაქოს ნაწარმის მარკეტინგის მძლავრ ზეგავლენას ბავშვებსა და ახალგაზრდებზე;- საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ვიცხოვროთ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში;- თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით აღებულ ვალდებულებებს და რეკომენდებულ საუკეთესო პრაქტიკას,მოვითხოვთ:•          აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივ შენობებსა და ტრანსპორტში!•          აიკრძალოს თამბაქოს ყველა სახის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია!•          დატანილ იქნეს პიქტოგრამები თამბაქოს კოლოფებზე!•          გამკაცრდეს კანონის აღსრულების კონტროლი!<!--EndFragment-->
gallery images

twenty one pilot-ის live თბილისში

ეს არის ამერიკული ჯგუფი რომელსაც ძალიან ბევრი ფანი ყავს საქართველოში და ძალიან ბევრს სურს მათ live-ზე წასვლა მაგრამ ხელმოკლეობის გამო ბევრი ვერ მიდის მათ შორის მეც ამიტომაც გთხოვთ რომ ჩამოიყვანოთ twenty one pilot-სი
gallery images

ყოფილი იპოდრომი გახდეს ''თბილისის ცენტრალური პარკი''

მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს "თბილისის ცენტრალური პარკი", ეს ქალაქი ჩვენია!!!#ერთადყველაფერსშევძლებთ 
gallery images

გავერთიანდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად!

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ბავშვების განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც ოჯახების უმეტესობას არ გააჩნია.  UNICEF-ის 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ეფუძნებოდა ,,კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევას’’ (WMS) აღნიშნულია, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვების 70% სიღარიბის რისკის ქვეშ იმყოფება (13% ცხოვრობს ქრონიკულ სიღარიბეში; 23 - მოწყვლადია სიღარიბისადმი, 31% დაუცველი, 29% ელასტიური, ხოლო შეძლებული მხოლოდ 4%-ია). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები, სიღარიბის მხრივ, ერთ-ერთი რისკ-ჯგუფად არიან განხილული,  სახელმწიფოს ჩართულობას, მათი დაცვისა და დახმარების პროცესში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს მათ ოჯახებზეც. ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები ამცირებს  მათზე მზრუნველი პირების დასაქმების სურვილსა და შესაძლებლობას, ვინაიდან ხელფასის დიდი ნაწილი ისევ ბავშვის მოვლაში იხარჯება, ხოლო არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ხშირად არც ამ მიმართულებით არის საკმარისი. ოჯახის შემოსავლის ზრდასა და ბავშვთა კეთილდღეობის გაძლიერებაზე მორგებული პოლიტიკის გატარება,  ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ბავშვთა კეთილდღეობის ზრდას, არამედ ქვეყანაც დამატებით სარგებელს მიიღებდა უფრო პროდუქტიული სამუშაო ძალისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სტიმულის გაჩენით. ,,მშობელთა საინფორმაციო ცენტრის’’ მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული შეღავათები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. საქართველოს საგადასახო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თვისუფლდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აგრეთვე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე’’.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტერესების უპირატესობას ხაზს უსვამს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  უფლებების დაცვის კონვენცია ასევე, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის  23-ე მუხლიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია პრეამბულაშივე, უსვამს ხაზს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების გაძლიერების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ,,ისინი უნდა  იღებდნენ იმ აუცილებელ დაცვასა და დახმარებას, რაც საშუალებას მისცემს ოჯახებს თვიანთი წვლილი შეიტანონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სრულ რეალიზებაში.’’საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური დაცვის  ეფექტური სისტემის არქონა უარყოფითად აისახება საქართველოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. UNICEF-ის რეკომენდაციის თანახმად, ,,მიზანშეწონილია განვითარდეს სამართლებრივი ჩარჩო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური დაცვის, სიღარიბის შემცირების და სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების მიწოდების უზრუნველსაყოფად.’’ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მშობელთა საინფორმაციო ცენტრი’’ აუცილებლად მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების ან/და მათზე მზრუნველი პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე, გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თემად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ადამიანების უმრავლესობისთვის ხშირად ცხოვრების რუტინად ქცეული ისეთი აქტივობები, როგორიც  შვილებთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ქუჩაში სეირნობა თუ უბრალოდ მაკდონალდში ჩიზბურგერის ჭამაა,  სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის ყოველდღიურ ბრძოლას წარმოადგენს. შვილების საზოგადოების სრულფასოვნად ჩამოყალიბების და სხვა ბავშვების თანასწორად სოციუმის ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ისინი არაერთ ბარიერს აწყდებიან, რომელსაც ყველაზე ხშირად სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ჩართულობა და სფეროს შესახებ საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე ქმნის. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ საჯარო პოლიტიკის დონეზე მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ბავშვების მშობლებისა და კანონიერი მეურვეების მხარდაჭერა, გაუწიოს  მათ ოჯახებს სათანადო დახმარება, რათა გაუმჯობესდეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხი და მშობლებმა/კანონიერმა მეურვეებმა ბავშვის აღზრდაში თავიანთი მოვალეობის სრულფასოვანი შესრულება შეძლონ. მოგმართავთ თხოვნით, ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას და მხარი დაგვიჭირეთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სხვა ბავშვების თანასწორად ცხოვრობდნენ საქართველოში. 
gallery images

აიკრძალოს საქართველოში ონლაინ სესხები!!!!!

საქართველოში ონლაინ სესხების აღება უმარტივესია. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა და აქტიური საბანკო ანგარიშია საჭირო. ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენ ადამიანს აქვს სესხი არ არსებობს. თუმცა რეალობა იმდენად მწარეა, ონლაინ სესხების კომპანიებისა და ე.წ. ამომღები კომპანიების მხრიდან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სესხის აღებისას მომხმარებელმა იცის, რომ 200 ლარის აღების შემთხვევაში ერთ თვეში დაახლოებით 240 ლარის გადახდა მოუწევს, იმ შემთხვევაში თუ ვერ გადაიხადა, „გადავადების სერვისს“ სთავაზობს კომპანია. ერთი თვით სესხის გადავადება საშუალოდ 60 ლარი ღირს. 4 თვით სესხის გადავადებისას, ძირი წესით დაფარული უნდა იყოს, მაგრამ დავალიანება მაინც 240 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებულ დღეებზე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო და ყოველდღიური ჯარიმები, საშუალოდ თანხის 1,5%. სწორედ ასეთი სისტემის გამო, მსესხებელს 200 ლარის აღების შემთხვევაში თუ დროულად თანხა ვერ დაფარა, 600-800 ლარის უკან დაბრუნება უწევს. სესხები გაიცემა ყოველგვარი ცნობის ან პერსონის გადამოწმების გარეშე. რის გამოც, ხშირად ხდებიან ადამიანები თაღლითობის მსხვერპლნიც. არასრულწლოვანი შვილები, მშობლების მონაცემებს იყენებენ, რათა ისარგებლონ სესხებით. საგულისხმოა, რომ ონლაინ სესხების კომპანიის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი კონტროლისა და ლიცენზიის გარეშე. მთავარია გქონდეს თანხა. და რა ხდება მაშინ თუ თანხა ვერ გადავიხადეთ? ერთი თვის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენელი გირეკავს და გახსენებს რომ თანხა გაქვს გადასახდელი. მეორე-მესამე თვიდან კი სესხი ამომღებ კომპანიას გადაეცემა, შპს-ს რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით და საქართველოს კონსტიტუციას აქტიურად არღვევენ. იწყება მსესხებელზე ზეწოლა, ყოველდღიური რეკვები (განსაკუთრებით ხელფასის აღების პერიოდში), მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით მიდიან სამსახურში, ურეკავენ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, სამსახურის უფროსსაც კი.. ასმენინებენ პატრულის სიგნალიზაციას, ემუქრებიან რომ დაუყადაღებენ (თავად!) უძრავ-მოძრავ ქონებას, ზოგიერთ შემთხვევაში დაიჭერენ, ერთ-ერთი თანამშრომელი მოკვლითაც კი დაემუქრა მომხმარებელს. ამ ზემოთაღნიშნულმა ფაქტებმა, ბევრი ახალგაზრდა დაუფიქრებლად მიიყვანა თვითმკვლელობის ზღვარზე. ბევრ ადამიანს არც ინფორმაცია აქვს და არც საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული კანონდარღვევების აღსაკვეთად. უამრავ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც აიკრძალა ონლაინ სესხები, ასეთი კაბალური საპროცენტო განაკვეთები იქაც კი არ არსებობდა! სწორედ ზემოხსენებული, დაზარალებული მოსახლეობა ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის მთავრობისგან, იმ მთავრობისგან, რომელიც შექმნილია ხალხის კეთილი ნებით მოგვექცეს ყურადღება და გაგვეწიოს თანადგომა . დაწესდეს რეგულაციები ონლაინ სესხებისათვის და ამომღები კომპანიებისათვის! დაწესდეს მაქსიმალური წლიური 36% - 360%-ის ნაცვლად. გაკონტროლდეს ამომღები კომპანიის ქმედებები! იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა, ვერ განახორციელებს აღნიშნულ რეგულაციებს, აიკრძალოს და გაუქმდეს "თანამედროვე მევახშეების" არსებობა! წერილი იქნას განხილული და დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რაც მხოლოდ ერთი სიტყვით მაგრამგასაგებადაა ნათქვამი. წერილის გამოგზავნაში მონაწილეობას იღებს როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონში მცხოვრები დაზარალებულები.ვაცხადებთ ღიად და თამამად რომ თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქტიურად დაიწყვება ხმაურიანი აქციები ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქსა და რეგიონში!     https://www.youtube.com/watch?v=FU8psLPi0xQ https://www.youtube.com/watch?v=YmOZkcczAy4 https://www.youtube.com/watch?v=WARN33bz-a8 https://www.youtube.com/watch?v=dLCUFN1AhzE https://www.youtube.com/watch?v=p2JbgS6Whgw https://www.youtube.com/watch?v=FyLYIOCeKYU goo.gl/lZPvLO https://goo.gl/fLnHNH https://goo.gl/u4jIKn https://goo.gl/l0CXgw https://goo.gl/aPP1ub https://goo.gl/ZWaMtC https://goo.gl/BCuWPR    
gallery images

ვითხოვთ თამუნას და ნათიას მკვლელობის სწორი კოდექსით გამოძიებას და უკანონო რბოლების აღმოფხვრას!

http://rustavi2.com/ka/news/546192016 წლის 8 აგვისტოს, ხუდადოვის გზაზე, ლოტკინზე, უსაბუთო და არალეგალურმა მრბოლელმა იმსხვერპლა ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. თამუნა მჭედლიძე და ნათია დვალი ტროტუარზე სეირნობდნენ, როდესაც მრბოლელმა მათ ფეხით მოსიარულეთა გზაზე დაარტყა. ნათია და თამუნა ამ დარტყმით გამოწვეული მძიმე ფიზიკური დაზიანებებით და ტკივილით გარდაიცვალნენ. ისინი დააკლდნენ ოჯახებს და მეგობრებს.ამ დანაშაულის გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს, მუხლი ამ შემთხვევას უდგება როგორც ჩვეულებრიბრივ საგზაო ავარიას. შემთხვევის მოწმეები და ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, რომ ამ ტრაგედიის დროს უკანონო რბოლა მიმდინარეობდა და მრბოლელები მესამე სტარტს აკეთებდნედ, როდესაც მათ თამუნა და ნათია შეიწირეს. ოჯახის წევრებს და ადგილობრივ მოსახლებას სჯერა რომ სწორი ფაქტები ამ ტრაგედიისა დამახინჯებულია.საქართველოს და კერძოდ ლოტკინის მოსახლეობისათვის უკანონო რბოლებით გამოწვეული ასეთი ტრაგედია პირველი შემთხვევა არ არის. მოსახლეობას საკუთარი სიცოცხლე ყოველდღიური საფრთხის ქვეშ მიაჩნია. როგორც გაირკვა, ლოტკინის მოსახლეობამ უკვე რამდენიმეჯერ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს თუმცა უშედეგოდ.ცნობილი ფაქტია, რომ ეს არაკანონიერი მოქმედება ნეგატიური პოპულარული „თრენდია“ ქართველ ახალგაზრდებში. საქართველოში უკანონო რბოლების კლუბები ღიად არსებობენ სოციალურ ქსელებში და მათი აღრიცხვა რთული არ არის. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მოპყრობას, ყურადღებას და დაცვას მათგან არჩეული ხელისფლებისგან და შესაბამისი ორგანოებისგან.დაღუპულის ოჯახები და ზოგადად ქართველი ხალხი მოითხოვს ამ დანაშაულის სწორი მუხლით გამოძიებას,შემთხვევის გამოძიება უნდა მოხდეს როგორც უკანონო რბოლის აქტი და არა როგორც რიგითი საგზაო ავარია. ასევე მოითხოვენ არალეგალური რბოლების აკძალვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ საავტომობილო ფედერაციას და შესაბამის ორგანოებს რომ მიიღონ სასწრაფო და საჭირო ზომები არაკანონიერი რბოლების აღმოფხვრისთვის.პეტიცია შედგენილია თამუნა მჭედლიძის და ნათია დვალის ოჯახების თხვონით. იგი ასევე გამოხატავს ამ ტრაგედიით გამოწვეულ გულისტკივლს კერძოდ ლოტკინის მოსახლეობის და ფართო მასშტაბით ქართველი საზოგადოების აზრს არაკანონიერ რბოლებთან დაკავშირებით.http://rustavi2.com/ka/news/54619
gallery images

აბიტურიენტების პეტიცია

ჩვენ,აბიტურიენტები,ვეხმაურებით „ესემეს“ ჩარიცხვებს. მოგეხსენებათ,ყველა ნერვიულობს და მოუთმენლად ელოდება 25 აგვისტოს,რათა იხილონ შედეგები. სმს-ის საშუალებით კი დაუსრულებელი,ან თუნდაც დასრულებული შედეგების ნახვა,პირველ რიგში,თქვენს უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება იმ რეალურ თარიღს,25 აგვისტოს,რომელიც თქვენ დაასახელეთ.თითოეული აბიტურიენტის მიერ გადარიცხული 50 თეთრი,მითუმეტეს,არარეალურ პასუხებში,არაფერს გვაფიქრებინებს,სპეციალურად დაგეგმილი,ფულის მახის გარდა.აქედან გამომდინარე,მოვითხოვთ სწრაფად მოხდეს რეაგირება და გასწორება იმ პრობლემის,რომელიც დღეს ბევრი აბიტურიენტის რეაქციაზე აისახა.ვიმედოვნებთ,მსგავსი ფაქტი მომავლში აღარ განმეორდება.წინააღმდეგ შემთხვევაში,ჩვენი ლოგიკური აგრესია სხვა ქმედებებში გამოიხატება.
gallery images

მე მიყვარს მეუფე სერაფიმე !

მეგობრებო, გთხოვთ გაავრცელოთ და თქვენი ხელმოწერით დაადასტუროთ მეუფისადმი პატივისცემა, მადლობა!