add one
gallery images

მოვითხოვოთ საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების პრობლემის მოგვარება

ძალიან ბევრი მეგობარი, მწვრთნელი, მოთხილამურე, მაშველი, ჰოტელიერი, ადგილობრივი თუ ჩვენი ქვეყნის სტუმარი დამსვენებელი , გუდაურისა და სხვა სათხილამურო კურორტების ამაგდარი ადამიანი დიდი ხანია ლაპარაკობს ამ უაღრესად მტკივნეულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის ფორმებზე.სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ ველოდით, რომ ამ საქმეს რომელიმე ხელისუფლება თავს მოაბავდა და გააკეთებდა. როგორც ჩანს, უბრალო ლოდინში შეიძლება კიდევ მეტი ტრაგედიის მოწმენი გავხდეთ.მგონი დადგა დრო, რომ კატეგორიულად მოვითხოვოთ სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება. საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, ტრასებზე და საბაგიროებზე უსაფრთხოების წესების დასამკვიდრებლად საჭიროა სასწრაფო ღინისძიებების გატარება:• კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული იქნას ღონისძიებები წესრიგის მისაღწევად.• დადგინდეს უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ეკიპირების ჩამონათვალი და ყოველი მოსრიალე დავალდებულდეს იყოს სრულად აღჭურვილი.• დადგინდეს სათხამურო ტრასების კატეგორიები სირთულის მიხედვით და მკაცრად გაკონტროლდეს მაღალი სირთულისა თუ სპორტულ-სავარჯიშო ტრასებზე გარეშე პირთა შერწევა.• აიკრძალოს თოვლის სკუტერებითა და სხვა თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით ტურისტულ-სარეკრეაციო სათხილამურო ტრასებზე მოძრაობა და გამოიყოს მათთვის სპეციალური ზონები.• მკაცრად გაკონტროლდეს არასულწლოვან პირებზე ალკოჰოლური საშუალებების გაყიდვის ფაქტები სათხილამურო ტრასებზე მდებარე ობიექტებში და მთელს კურორტზე.დამკვიდრდეს ალკოტესტირების (შერჩევითი, შემთხვევითი) პრაქტიკა საბაგირო სადგურებთან თუ ტრასებზე. ნასვამ პირებს აეკრძალოთ სათხილამურო ტრასებზე გასვლა და მოხდეს მათი გაყვანა ტრასებიდან, დაჯარიმება თუ მათ მიმართ სხვა სამართლებლივი აქტის გატარება.ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია შეიქმნას სპეციალური რაზმები "სკი პატრული”, რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით განახორციელებენ მართლწესრიგის კონტროლს. "სკი პატრული” აღჭურვილი უნდა იყოს ყველა ტექნიკური საშუალებით რათა შეასრულოს ეს მოვალეობა.გვეყოფა ეს გულისდამდუღრავი მსხვერპლი. საფრთხე, რომელსაც ჩვენი მოუწესრიგებლობისა და უპასუხისმგებლობის გამო ამდენი ხანია იგნორირებას ვუკეთებთ უნდა აღმოიფხვრას.ყველანი ჩვენ, დამსვენებლები, მოთხილამურეები, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მთელი საზოგადოება ვალდებულები ვართ ბოლო მოვუღოთ ამ სამარცხვინო, პირდაპირი გაგებით მომაკვდინებელ ვაკხანალიას ჩვენს სათხილამურო კურორტებზე.
gallery images

აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები

მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით ვაჭრობა და მათი გამოყენება. აკრძალვა დარეგულირდეს შესაბამისი კანონის მუხლით, ან საგანგებო განკარგულებით, არ იყოს ერთჯერადი და სამართალდამრღვევი დაისაჯოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის და ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. „ბომბოჩკები“ გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის მიზეზი. აღნიშნული გასართობი საშუალებებით დასახიჩრდა არაერთი, სხვადასხვა ასაკის პირი. უკონტროლო, გართობის მიზნით აფეთქებები აღიზიანებს უამრავი ბავშვის და შეუძლოდ მყოფი, ზრდასრული ადამიანების ფსიქიკას. სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება სადიზმის გამოვლინების შემთხვევებიც, რა დროსაც ბავშვების მავნე მიდრეკილებების მსხვერპლი ხდებიან ცხოველები. ხშირია მათი წამების ფაქტები.აღნიშნული, სრულიად საკმარისი მიზეზების გამო მოვითხოვთ, ასაფეთქებელი საშუალებები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამით. სხვა შემთხვევაში ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდის და მათი უფლებების დარღვევად.
gallery images

დაკავდით კარგი საქმით, შექმენით უფასო და ყველა ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი საფეხბურთო ტელეარხი!

საქართველოში ფეხბურთის კიდევ უფრო პოპულარიზაციის მიზნით, მოვითხოვთ შეიქმნას საფეხბურთო ტელეარხი, რომელიც გააშუქებს მსოფლიოს წამყვანი ჩემპიონატების (ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, და ა.შ.) და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს და იქნება უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის.საქართველოში ამ ეტაპზე ფეხბურთის განვითარება დაბალ საფეხურზეა და მსგავსი პროექტი ბავშვებში ფეხბურთის მიმართ ინტერესს ბევრად გაზრდის. ამჟამად არსებული საფეხბურთო მაუწყებლობებიდან ყველა ფასიანია და ყველა ახალგაზრდას არ აქვს ბედნიერება უყუროს. მხოლოდ Silk-ს აქვს ერთადერთი უფასო არხი და ისიც ყველა საკაბელოსთვის არ არის ხელმისაწვდომი. არაერთ დიდ თუ პატარა ქვეყანაში მსგავსი უფასო და ხელმისაწვდომი არხების პაკეტები არსებობს, სადაც ფეხბურთი და სხვა სპორტი მაღალ ხარისხში შუქდება. საქართველოში ერთი ასეთი არხი მაინც უნდა არსებობდეს.ტელეარხზე ქართული და ევროპული, ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთი გაშუქდება. იქნება საინტერესო გადაცემები საინტერესო სტუმრებთან ერთად, პირდაპირი ტრანსლაციები, მიმოხილვები და სხვა მრავალი საინტერესო.კარგი იქნება თუ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წაიკითხავს და განიხილავს ამ პეტიციას, მიიღებს გადაწყვეტილებას განახორციელოს ან იპოვოს მსურველი ვინც ამ სამომავლოდ კარგი საქმით დაკავდება. საბოლოოდ ექნებათ შესაძლებლობა ფეხბურთზე შეყვარებულ ახალგაზრდებს, უპრობლემოდ უყურონ და უგულშემატკივრონ.
gallery images

მოვითხოვთ თამბაქოსგან თავისუფალ სივრცეს!

ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში სიგარეტის მოწევა შეიძლება ყველგან, მწეველები სარგებლობენ ბევრად მეტი პრივილეგიით ვიდრე არამწეველები!შეგახსენებთ, რომ პასიური მოწევა, ანუ თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ზუსტად ისეთივე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, როგორსაც მოწევა! შესაბამისად, მოვითხოვთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა თუ კლუბებში გაკეთდეს არამწეველთა ზონები!გთხოვთ მსურველებმა მოაწეროთ ხელი აღნიშნულ პეტიციას.ნუ იქნება მწეველი საზოგადოება პრივილეგირებული! დავიცვათ ერთმანეთის უფლებები!
gallery images

გადავარჩინოთ ხევი დაცლისგან!

მოგახსენებთ, რომ 2011 წლიდან ყაზბეგის რაიონში დაიწყო სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელთა მიმართაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია ცდილობს ხელისუფლებისა და სპეციალისტების ყურადღების მიპყრობას.2011 წლიდან დღემდე რაიონის მასშტაბით 4 ჰიდროელექტრო სადგური აშენდა. მიუხედავად ადგილობრივებისა და სპეციალისტების არაერთი გაფრთხილებისა, არ მოხდა იმ საფრთხეების გათვალისწინება, რაც ამ პროექტებს ახლდა თან და მივიღეთ კატასტროფული შედეგები ადამიანთა მსხვერპლით. გარდა ამ 4 პროექტისა, ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე პერსპექტიული პროექტების ნუსხაში წამოდგენილი 7 პროექტიც ელის ინვესტორს. მოცემულ პროექტებთან დაკავშირებითაც  უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.2015 წლის სექტემბერში სოფელ ცდოში გამოჩნდა სამშენებლო ტექნიკა - როგორც აღმოჩნდა გაურკვეველ პირებს მაღალი ძაბვის ახალი გადამცემი ხაზის  მშენებლობის დაწყება სურდათ. კომპანიას არ გააჩნდა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, ამასთან, მოხდა მოსახლეობის ტრადიციულ საკუთრებაში არსებული მიწების მისაკუთრება კომპანიის მიერ ისე, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები საქმის კურსში არ იყვნენ. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, სამუშაოები დღემდე ვერ დაიწყეს მოსახლეობის აქტიური წინააღმდეგობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას დღემდე არ აქვს შესაბამისი ნებართვა და სხვა შესაბამისი დოკუმენტები.ჩვენს მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  ყაზბეგის რაიონში იგეგმება 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის (220 კვ-ან გაბარიტებში) რეკონსტრუქცია და ახალი მაღალი ძაბვის 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობა.მოგეხსენებათ, ყაზბეგის რაიონის სოფლები გაშენებულია ვიწრო ხეობებში, ხოლო გადამცემი ხაზების გატარება სოფლების სამოსახლო ტერიტორიებზეა განზრახული  და, შესაბამისად, ეს პროექტები სპობს სოფლების განვითარების პერსპექტივას. იმის ფონზე, რომ მოსახლეობის შენარჩუნება მთაში, მით უმეტეს, სასაზღვრო რეგიონში სახელმწიფოს პრიორიტეტია, გაუგებარია, რას ემსახურება მსგავსი პროექტები, რომელთა საჭიროების შესახებ არგუმენტები ძალიან ბუნდოვანია?! 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის პროექტის განხორციელება იგეგმება ისე, რომ ოფიციალური და არაოფიციალური წარმომადგენლებისგან დღემდე ვერ მივიღეთ მისი განხორციელების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის დამადასტურებელი სერიოზული არგუმენტები, ხოლო რაც შეეხება 110 კვ-იანი (220 კვ-ან გაბარიტებში) ხაზის რეკონსტრუქციას, საჭიროდ მიგვაჩნია ჩატარდეს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი საპროექტო სამუშაოები, სადაც გათვალისწინებული იქნება დასახლებული პუნქტებიდან გადამცემი ხაზის მაქსიმალური არიდება, და  სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე  მავნე ზემოქმედების მინიმალიზაცია.ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი მნიშვნელობისა და მასშტაბის პროექტების მიზანშეწონილობისა და საჭიროების დასაბუთების გარეშე განხორციელება, მაშინ როცა ეს მთის მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს ხელყოფს და გარდაუვალ მიგრაციას იწვევს მნიშვნელოვან სასაზღვრო რეგიონიდან.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ შეისწავლოთ საკითხი და აღმოგვიჩინოთ მხარდაჭერა, რათა არ მივიღოთ  სავალალო და გამოუსწორებელი დემოგრაფიული შედეგები, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
gallery images

განათდეს თემქის მემორიალები საფრანგეთის დროშის ფერებით

დაამატეთ ხელმოწერები და გაანათებენ მემორიალებს საფრანგეთის დროშის ფერებით
gallery images

დაკანონდეს 2 უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა 120 კრედიტის აღების უფლებით

საქართველოს განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს,ჩვენ,ქვემორე ხელმომწერი საქართველოს მოქალაქეები,გთხოვთ განიხილოთ ორ უნივერსიტეტში სწავლის და კრედიტების წლიურ მაქსიმალურ რაოდენობაზე ცვლილების შეტანის  საკითხი,რადგან კანონით არ იკრძალება ორ უნივერსიტეტში სწავლა,თუმცა იზღუდება კრედიტების წლიური რაოდენობა,რაც შეუძლებელს ხდის ორ უმაღლესში ერთდროულად სწავლას,მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა კონკრეტული პიროვნება ახერხებდეს ამ ყველაფერს მინიმალური გაცდენების ხარჯზე,ან გაცდენების გარეშე. ჩვენი მიზანია პიროვნებას მიეცეს სასურველი განათლების მიღების საშუალება,მიუხედავად იმისა რომ ვაცნობიერებთ, ეს შეიძლება მოხდეს მინიმალური გაცდენების ხარჯზე,რაც არ არის სასურველი,მაგრამ როდესაც სტუდენტს ხელს უწყობენ იმის გამო რომ მუშაობს, აძლევენ გრაფიკს და ხელს უწყობენ გრაფიკის ხარჯზე გააცდინოს საგანი ,თუმცა აინაზღაუროს გაცდენილი საათები დამატებითი გამოცდებით ,მიუღებელია რომ    სტუდენტს, რომელსაც უნდა მიიღოს განათლება აეკრძალოს სწავლა ან შეეზღუდოს კრედიტების რაოდენობა იმ მიზეზით რომ შესაძლოა მოუწიოს დროდადრო გაცდენა.ამავდროულად უნივერსიტეტი არ აძლევს სტუდენტს მხოლოდ თხუთმეტი კრედიტის გავლის საშუალებას რომ,თუნდაც  სამოცდათხუთმეტი კრედიტი აიღოს წელში.
gallery images

''კაჭკაჭჯაფარას'' მეორე ნაწილის გახმოვანება პრემიერაზე

თუ გსურთ ''კაჭკაჭჯაფარას'' მეორე ნაწილი იხილოთ ორიგინალში (ინგლისურად) გახმოვანებული ხმა მიეცით პეტიციას!
gallery images

ერთი მიმართულებით-საქართველოში

მეგობრებო ძაან გთხოვთ რაა მიეცით 1 ხმა თქვენგან არაფერი არ დაგაკლდებათ ამით , მაგრამ ჩვენ one direction-ის ფანებს ძალიან გაგვახარებთ. ძაან გთხოვთ მიეცით თქვენი 1 ხმა
gallery images

მოვითხოვთ იფუნქციონიროს მეორადმა ჩარიცხვებმა 2015 წელს

მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ვინაიდან, წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის აბიტურიენტები დარჩნენ უნივერსიტეტის გარეთ, გთხოვთ, წელს იფუნქციონიროს მეორედმა ჩარიცხვებმა.დაახლოებით 18 000 ადგილი თავისუფალია, რაც სახელწიფოსათვისაც არ ქმნის სახარბიელო სიტუაციას, რადგან სწავლას ვერ აგრძელებენ სტუდენტები, რომლებმაც არა მარტო გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვრები, არამედ აიღეს საკმაოდ მაღალი ქულები, თუმცა აკლდათ უნივერსიტეტთა სწორად დალაგების გამოცდილება.
gallery images

შეწყალება თეა სირაძეს ! 28 წლით პატიმრობამისჯილ ოთხი შვილის დედას !

შეიწყალეთ ოთხი შვილის დედა თეა სირაძე !ბატონო გიორგი,ვფიქრობთ, რომ თუკი საქართველოში ვინმე იმსახურებს შეწყალებას, ეს უპირველეს ყოვლისა სწორედ თეა სირაძე გახლავთ, რომელიც ოთხი შვილის დედა და გამოჩენილი ქართველი სპორტსმენია, ამასთანავე მისი სასჯელი, რბილად რომ ვთქვათ უაღრესად არაადეკვატურია და 28 წელს შეადგენს !37 წლის თეა სირაძეს, 2010 წელს 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო 28 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ოთხი შვილის დედის ბრალდება ოფიციალურად საკმაოდ მძიმეა, მას ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება ბრალად, თუმცა მსჯავრდებული ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა. სასჯელი, 28 წელი ამინისტიის წყალობით შეუმსუბუქდა და ახლა მას 13 წელი დარჩა მოსახდელი. ქვემოთ მოგვყავს ამონარიდი მისივე მონათხრობიდან, რომლის გაბათილება დღემდე  არცერთი საჯარო სტრუქტურის წარმომადგენელს, არც კი უცდია...თეა სირაძე: " 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?".თეა სირაძეს უფროსი შვილი ამჟამად 20 წლისაა, შემდეგი 12 წლის, ხოლო უმცროსები 7 და 8 წლის. მათ თეას დედა და მეუღლე ზრდის, მათ კი დედის მზრუნველობა და სითბო სწორედ ახლა ჰაერივით სჭირდებათ...ბატონო გიორგი, გვაქვს რა თქვენი სამართლიანობისა და ჰუმანურობის იმედი, ვთვლით, რომ თქვენ აუცილებლად უნდა შეიწყალოთ ოთხი შვილის დედა თეა სირაძე. ეს გადაწყვეტილება კი უდაოდ ერთადერთი სწორი და სამართლიანი იქნება, რადგან ყოველივე ზემოთქმულთან  ერთად თეა სირაძის 28 წლიანი პატიმრობა, უმძიმეს დანაშაულებებთან დაკავშირებული ივანე მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაისა და გიგი უგულავასა 5-10 წლიანი საპატიმრო ვადის ფონზე უსამართლობისა და ცინიზმის აპოგეის გარდა სხვა არაფრად შეიძლება შეფასედეს  !     
gallery images

გადაეცეს თამაზ ელიზბარაშვილს ადგილი სადაც ააშენებს ახალ ძაღლების თავშესაფარს!!!

პირველად 3 ივნისს ადიდდა მდინარე ვერე, რომელმაც დააზარალა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. წყლის დონემ 2 მეტრს მიაღწია, დაიკარგა და დაიხრჩო ათობით ძაღლი. საბედნიეროდ, ათივე დათვი გადარჩა. თავშესაფრის ჩვეული რიტმით მუშაობის გაგრძელება მოხალისეების დაუზოგავი დახმარებით მოხერხდა.   13 ივნისის ღამეს განმეორებითი  წყალდიდობა საბედისწერო აღმოჩნდა თავშესაფრისთვის. თავსესაფარი მთლიანად გაანადგურა სტიქიამ,  დაიხრჩო და დაიკარგა ათეულობით ძაღლი, სამწუხაროდ დაიღუპა ყველა დათვი. ძაღლების ევაკუაცია მოხდა საბურთალოს სასაფლაოზე, რამდენიმე დღის შემდეგ   ეკონომიკის სამინისტრომ თავშესაფრისთვის დროებით გამოყო თავისი  კუთვნილი ტერიტორია, რომელიც მდებარეობს სამგორის რაიონში, კაიროს 26 ნომრის მოპირდაპირე მხარეს. ამ შენობაში არ არსებობდა ელექტროენერგია და საკანალიზაციო სისტემა. თამაზ ელიზბარაშვილმა კი ხალხის მხარდაჭერით მოაგვარა ეს პრობლემა. მიუხედავად ამისა, მრავალი საკითხი რჩება მოსაგვარებელი.   დროებითი თავშესაფრის ტერიტორია გამოუსადეგარია ძაღლების თავშესაფრის არსებობისთვის, რადგან: 1. ემეზობლება საცხოვრებელი სახლები, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.                  2. დროებითი თავშესაფრის ტერიტორია  მისასვლელად მოუხერხებელია, ჩვენთვის, ცხოველთა მოყვარულებისთვის.   როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბატონი თამაზი მერიისგან მოითხოვს თავის კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ალტერნატიულ ფართს და კომპენსაციას, რაც კანონიერად ეკუთვნის მას.    ჩვენი მოთხოვნაა, თამაზ ელიზბარაშვილს კანონის შესაბამისად გადაეცეს კომპენსაცია და  ტერიტორია, სადაც შეძლებს ახალი თავშესაფრის აშენებას!   
gallery images

დაისაჯოს BILETEBI.GE-ს ადმინისტრაცია და ტექნიკური ჯგუფი

ჩვენ მოვითხოვთ BILETEBI.GE-ს საქმის გამოძიებას და მათ დასჯას, ჩვენთვის მოყენებული მორალური და მატერიალური ზიანის გამო!ასევე საქართველოს რეპუტაციის შელახვის გამო ! დაიკარგა ჩარიცხული თანხები (ხოლო იშვიათ შემთხვევაში თუ ჩარიცხულ თანხას აბრუნებენ ბარათზე საკომისიოს მაინც აჭრიან!), რომელზეც პასუხისმგებლობას გაუგებარი მიზეზებით იხსნიან! ასევე ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ყველაფერი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს
gallery images

მოვითხოვთ ევროპული საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციებს ქართულ არხებზე!

ძალიან ბევრ გულშემატკივარს აწუხებს ეს პრობლემა, რადგან ქართული ტელევიზიები თითქმის არ ახდენენ ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატების მატჩების ტრანსლირებას. ამ პეტიციით ჩვენ გვინდა ვთხოვოთ ნებისმიერ ქართულ ტელევიაზიას, რომ შეისყიდოს რომელიმე წამყვანი ჩემპიონატის ტრანსლაციები და გადმოსცეს პირდაპირ ეთერში.
gallery images

მოიხსნას ქ.თბილისის 14 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო გამოცდები!!!

ქვეყანაში საშინელი მდომარეობაა . ჩვენი თაობისათვის გარეთ გამოსვლა არასოდეს ყოფილა ასეთი საშიში . გული შეგვტკივა ჩვენს ქალაქზე და გარდაცვლილ ხალხზე ,თუმცა ვფიქრობთ იმ საშიშროებაზეც რაც შეიძლება ჩვენ დაგვემუქროს არავინ იცის სად შეიძლება იყვნენ დაკარგული ცხოველები , გვინდა ქალაქიდან გასვლა და ამიტომ გთხოვთ რომ მე-14 საჯარო სკოლაში მოიხსნას შიდა სასკოლო გამოცდები