add one
gallery images

დაეხმარე ლეღვანს - აღადგინეთ ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვანის გზა

ხარაგაულის რაიონის სოფელი ლეღვანი 2019 წლის 7 ივნისიდან ფაქტიურად მოწყვეტილია გარე სამყაროს , რამდენადაც სტიქიამ დააზიანა ( ჩამოშალა და წაიღო) სოფელთან დამაკავშირებელი ერთდერთი საავტომობილო (და ამავდროულად საფეხმავლო) გზის ნაწილი . უკვე მეორმოცე დღეა სოფლის მოსახლეობა იმყოფება გაუსაძლის მდგომარეობაში . ფაქტიურად შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება, დროულად ვერ ეწევა სამედიცინო დახმარება, გაძნელებულია საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით სოფლის მოსახლეობის მომარაგება, რამაც  შესაბამისად გამოიწვია აღნიშნულ მომსახურეობებზე ფასების გაზრდა.გზის აღდგენის პროექტი უკვე შედგენილია და გადაგზავნილია მთავრობაში , მაგრამ დღემდე ( უკვე მეოცე დღეა ) არ ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა გზის აღსადგენად.მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან უახლოესი ( ერთი კვირის ) განმავლობაში სოფელ ლეღვანის გზის აღსადგენად თანხის გამოყოფას და სამუშაოების დაწყებასდაეხმარეთ ლეღვანს
gallery images

გავუშვათ ერეკლე ევროვიზიაზე!

თუ ფიქრობ რომ ერეკლე საქართველოს ნათელი მომავალია და იმსახურებს ევროვიზიას მოაწერე ხელი ამ პეტიციას!!!
gallery images

№196 ბაგა-ბაღის დირექტორის საქმე

№196 ბაგა-ბაღის მშობლები, ვითხოვთ დირექტორის ქალბატონი ნინო გომართელის დაბრუნებას თავის პოზიციაზე, ამავე ბაგა-ბაღში.
gallery images

შეეცვალოს სახელი მოსკოვის გამზირს და დაერქვს ტატუნაშვილის გამზირი

შეეცვალოს სახელი მოსკოვის გამზირს და დაერქვს ტატუნაშვილის გამზირი
gallery images

შეეცვალოს სახელი "მოსკოვის გამზირს"

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, მივმართვ ქალაქ თბილის მერიას შეეცვალოს სახელი "მოსკოვის გამზირს" და ეწოდოს არჩილ ტატუნაშვილის გამზირი.
gallery images

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტების პეტიცია

 ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, აღშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის გრძნობამ და იმედგაცრუებამ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოიყვანა.საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების სტუმრობა და მათი პარლამენტის ტრიბუნაზე ხილვა ჩვენთვის და ჩვენი ოკუპირებული ქვეყნისთვის ღირსების შემლახველია. ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ტატუნაშვილის, ბაშარულის და ოთხოზორიას სამშობლოში იმ პოლიტიკური პერსონების ზარზეიმით მიღება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, არის ქვეყნის ღალატი.ჩვენთვის ასევე მიუღებელია ის ფაქტი, რომ მთავრობამ სპეცრაზმის გამოყენებით, ძალადობრივი გზით დაარბია მომიტინგეები. აქედან გამომდინარე მოვითხოვთ: გადადგეს ყველა ის პიროვნება, რომელსაც შეხება ჰქონდა რუსეთის დელეგაციის სტუმრობის დაგეგმვასა და განხორციელებასთან.დაწესდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი!2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.დაისაჯოს ყველა, ვინც ნებართვა გასცა ან განახორციელა  20 ივნისის ღამეს მომიტინგეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.ყოველგვარი გასამართლების გარეშე გამოუშვან აქციის დროს დაკავებული მომიტინგეები, ისინი არ არიან კრიმინალები!სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა აქციის დროს ფიზიკურად დაზარალებული ადამიანების მკურნალობაზე.
gallery images

დაუბრუნდეს ფეხბურთს პაატა ღუდუშაური

ადრესატი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი, საქართველოს პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, საქართველოს სპორტის სამინისტრო, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საფეხბურთო კლუბები, სპორტული მედიის და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები.„გარიგებული მატჩების საქმე“ ქართულ საფეხბურთო რეალობაში, ძალზე სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტია. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მსგავსი ქმედება, დასაგმობი და გაუმართლებელია, მაგრამ ამ სკანდალის მონაწილეთა შორის, ასაკით ყველაზე უმცროსი, პაატა ღუდუშაურის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სპორტული განაჩენის ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას ბადებს.•          იყო კი პაატა ღუდუშაური გარიგებული მატჩების ორგანიზატორი?•          ჰქონდა მას ვინმესთან კომუნიკაცია თავისი ინიციატივით?•          იზიარებდა იგი თანაგუნდელების სურვილს, რომ მიეღო მონაწილეობა მსგავს ქმედებაში?•          ამოძრავებდა პაატა ღუდუშაურს ანგარება?       სწორედ ამ კითხვების გამო, რომელზე პასუხიც მხოლოდ არაა,  რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?სწორედ ამიტომ გვსურს, თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა რათა, გაითავისოთ და გულთან ახლოს მიიტანოთ არსებული ვითარება და გაიაზროთ ის მიზეზები, რის გამოც პაატა ღუდუშაურმა შესაძლოა სამუდამოდ დაასრულოს ის საქმიანობა, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილია. მიზეზი კი საკმაოდ ბევრია და ამაში თავადაც დარწმუნდებით:ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 21 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი მუდმივად იყო  თანაგუნდელების მხრიდან, ხვეწნა-მუდარის, გაუთავებელი სმს შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების ადრესატი, რათა   ზემოთ აღნიშნულ  ქმედებებში მონაწილეობა მიეღო. ისმის ლეგიტიმური კითხვა. ინიციატორების მხრიდან, რატომ გაკეთდა აქცენტი კონკრეტულად პაატა ღუდუშაურზე და არა რომელიმე სხვა ფეხბურთელზე.? პასუხი მარტივია: პაატა ღუდუშაური გახლდათ, ერთადერთი ძლიერი ხელისშემშლელი რგოლი, მათი გეგმის განხორციელებაში.     ყოველჯერზე მიღებულ უარს, მოჰყვა მის ადამიანურ და ემოციურ ფონზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თუ პაატა ღუდუშაური თანაგუნდელებს არ გაუწევდა დახმარებას, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.  ამ შინაარსის ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და მის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილმა სტრესულმა ფონმა, განაპირობა ახალგაზრდა ფეხბურთელის შეცდომაში შეყვანა, რასაც დღეს ყველაზე მეტად თავად პაატა ღუდუშაური განიცდის და ნანობს. აქედან გამომდინარე, ჩდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა. მაშინ, რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?ამ მიზეზებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, გვსურს თხოვნით მივმართოთ ყველას, ვისაც კი შესწევს უნარი და ძალა, რომ გადაიხედოს 21 წლის ღუდუშაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მიეცეს მას ერთი შანსი, რომელიც მის ფეხბურთში დაბრუნებას გულისხმობს. მითუმეტეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი და გარემოება, ეფუძნება აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს.
gallery images

შეჩერდეს უკანონო დაშენება - თავხელიძის #1

შეჩერდეს უკანონო დაშენება თავხელიძის #1-ში!!!გაუფრთხილდით ჩვენ სიცოცხლეს!
gallery images

გადავარჩინოთ ვაკის გამგეობის სკვერი

ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე სკვერი, კვლავ განაშენიანების საფრთხის წინაშეა;სამეზობლო თემმა, დაუღალავი ბრძოლის შედეგად ერთხელ უკვე შეაჩერა ინვესტორის მცდელობა, სკვერის მომიჯნავედ, ჩაედგა უზარმაზარი შენობა, თუმცა, მაისის თვეში, მშენებლობის იდეა კვლავ განახლდა;მოვითხოვთ, ქალაქ თბილისის მერიისგან, არ დაუშვას, ისედაც მშენებლობებით შევიწროვებული და შემცირებული სკვერის, კიდევ უფრო დაზიანება, უარი უთხრას კომპანია "ლიდერბეთს" მისი ოფისისათვის პროექტის შეთანხმებაზე და ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნოს სკვერი ქალაქს! 
gallery images

აღუდგეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას. გაუქმდეს კომპანია ,,ანაგისთვის’’ გაცემული ნებართვა მშენებლობაზე და მიწა დაუბრუნდეს ქალაქს.

დიღმის ტყე-პარკი სრულიად განსხვავდება ქალაქის  სხვა სარეკრეაციო სივრცეებისგან.  შუა ქალაქში არსებობს ძალიან მდიდარი ეკოსისტემა,   ფაქტობრივად, ტყე. აქ იზრდება უიშვიათესი ჯიშის მცენარეები, რომელთაგანაც 14 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.2019 წლის 15 მარტს საკრებულომ მიიღო ახალი გენერალური გეგმა,  რომლის მიხედვით,  დიღმის ტყე-პარკში 13000 კვ/მ ტერიტორიას მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი.   თბილისის მერიამ  ერთ-ერთ ნაკვეთზე (დღეს არსებული „კია მოტორსის“ შენობის ნაცვლად)  მრავალფუნქციური კომპლექსის „ორანჟერეის’’ მშენებლობის ნებართვა კომპანია ,,ანაგზე’’ გასცა. მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალჯერ აღემატება არსებულს და მხოლოდ დასახელებით არის „ორანჟერეა”, რეალურად  კი რესტორანია, დამატებითი კომერციული ობიექტებით, სადაც მარტო სამზარეულოსა და პროდუქტების შესანახი ბლოკის ფართობი 600 კვმ-ია. საერთო ფართობი კი - 6 476.26 კვ.მ. პროექტით გათვალისწინებულია 2 სცენა და 3 დარბაზი, საერთო დატვირთულობა 2000-ზე მეტ ადამიანზე. რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს აღმაშენებლის ხეივანში სატრასპორტო მოძრაობის გადატვირთვას.მერიის ნებართვით შეიძლება აშენდეს ტყე-პარკისთვის სრულიად შეუთავსებელი შენობა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ რეკრეაციულ გარემოს.   დიღმის ტყე-პარკს სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა.   ჩვენი მოთხოვნებია:1.      არ დავუშვათ ახალი მშენებლობა და გადავარჩინოთ  დედაქალაქში, ფაქტობრივად, ერთადერთი მცირე ტყე;2.      დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას (20.5 ჰა -ს, რომელიც ახლა მოქცეულია  დ. აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის) სტატუსი და მთელი ფართობი განისაზღვროს როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;3.      გაკეთდეს ყველაფერი, რათა დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია დაუბრუნდეს თვითმმართველ ერთეულს და მუდმივად არ არსებობდეს ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე. ამისათვის  აუცილებელია,  თბილისის მერიამ  დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება შპს „ანაგთან”  მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის თაობაზე.
gallery images

მოვითხოვთ გონივრულ ვადებს ჰიბრიდული ავტომობილების აქციზის გაძვირებაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსში,  188-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება , მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთის  შესახებ.  მარჯვენა საჭიანი ჰიბრდული ავტომობილები ვეღარ ისარგებლებენ არსებული (-60%იანი) შეღავათით.კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებულ იქნა ამა წლის 29 მაისს და ამოქმედდა   1 ივნისს . მიღებული კანონის დადგენილი ვადები არის უსამართლო!!!ავტოდილერები და რიგითი მოქალაქეები  მოვითხოვთ, კანონის მიღებამდე ნაყიდი ყველა მსუბუქი ავტომობილის აქციზის განაკვეთი განისაზღვროს ძველი ტარიფით..
gallery images

დაგვეხმარეთ პატარა თეკლას გადარჩენაში

მოგესალმებით დიდი მოწიწებით და პატივისცემით,პატარა თეკლა ხოსიტაშვილი 9 თვის გოგონაა, რომელსაც აქვს მძიმე დაავადება - სპინალური ამიოტროფია. ეს იშვიათი დაავადება სულ რამდენიმე წლის წინათ განუკურნებელი იყო. დღეს სიტუაცია შეცვლილია - არსებობს სამკურნალო პრეპარატი, თუმცა ძალიან ძვირადღირებული. თეკლას სასწრაფოდ სჭირდება მედიკამენტის (სპინრაზა) ინექციების კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ ამ სიცოცხლით სავსე პატარას. მისი მდგომარეობისთვის სხვა ალტერნატივა (აღნიშნული წამლის გარდა) არ არსებობს.ჩვენ, ვინც ამ წერილს ხელს ვაწერთ, მხოლოდ შორიდან ვიცნობთ ამ პატარა გოგონას, მისმა დედამ გაგვაცნო, როცა სასოწარკვეთილმა ყველას მოგვმართა დახმარებისთვის სოციალური ქსელით. მას შემდეგ უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და გულთან მიიტანა თეკლას მდგომარეობა. ჩვენ ვიცით, რომ თეკლა შეიძლებოდა ნებისმიერი ჩვენგანის შვილი ყოფილიყო. ჩვენც მშობლები ვართ და ვიცით, როგორია თეკლას დედის მდგომარეობა - არსებობს გადარჩენის იმედი და ეს იმედი ფინანსების არქონის გამო იკარგება. ჩვენ ყველამ მცირედი, რაც შეგვეძლო, გავიღეთ და საკმაოდ დიდი თანხა - 150 000 ევრო, უკვე შეგროვილია. მაგრამ საჭიროა კიდევ ამაზე ორჯერ მეტი. დრო არ იცდის, თეკლას მდგომარეობა მძიმეა. ამ სიტუაციაში, როცა აღარ ვიცით, რა ვქნათ, თქვენთან მოსვლა გადავწყვიტეთ, რომ გთხოვოთ დახმარება, თქვენს გარეშე ჩვენ ამ ბავშვს ვერ გადავარჩენთ. ჩვენ ვიფიქრეთ, იქნებ გვიშუამდგომლოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომ დაგვეხმაროს. მისი მსგავსი მეცენატის ან სახელმწიფო დონაციის გარეშე ამხელა თანხას დროულად ვერ შევაგროვებთ. ბოდიშს გიხდით, ასე რომ გავკადნიერდით, მაგრამ როგორც ყველაზე დიდი გაჭირვებისას დედასთან მივდივართ, ისე მოვედით თქვენთან, ჩვენს ეკლესიასთან და ამ პატარა გოგონას გადარჩენაში დახმარებას გთხოვთ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ.უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებისთვის შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევხვდეთ თქვენს წარმომადგენელს.  
gallery images

დაიშვას წვერის ტარების უფლება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში

მოგეხსენებათ,რომ დღეს თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში სავალდებულოა წვერის გაპარსვა,განსაკუთრებით კი თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.ჩვენ ვერ ვხედავთ წვერის გაპარსვის აუცილებლობას და აზრს თუ რატომ აღიქმება წვერი არაჰიგიენურად და მოვითხოვთ ყველა დაწესებულებაში დაიშვას წვერის ტარების უფლება მოწესრიგებულ მდგომარეობაში-ვაკონკრეტებ მოწესრიგებულ მდგომარეობაში.სწორედ ამიტომ,ვინც მეთანხმებით და ფიქრობთ რომ წვერის ტარება ნებაყოფლობითი უნდა გახდეს არ დაგეზაროთ და მოაწერეთ ხელი პეტიციას რათა მივაწვდინოთ ხმა შესაბამის ორგანოებს.
gallery images

საზოგადოებას დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია!

მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი შეიძინა, იგი მოწოდებულია დაიცვას უნივერსალური პრინციპები: დამოუკიდებლობა, მრავალფეროვნება, თვითმყოფადობა.  ეს პრინციპები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს  საზოგადოების ინტერესს და მაუწყებლის რეიტინგს. საზოგადოებრივი მაუწყებლი ანგარიშვალდებულია ფართო საზოგადოების წინაშე.ბოლო ორი წლის განმავლობაში  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  რეიტინგი მკვეთრად დაეცა და არის საშიშროება, რომ იგი საერთოდ დაკარგავს მაყურებელს (ბოლო მონაცემებით, სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში იგი მე-18 ადგილზეა).აჭარის ტელევიზია და რადიო  ვერ ასრულებს პროგრამულ პრიორიტეტებს, მათ შორის დოკუმენტური კინოს მიმართულებით.  დოკუმენტური  ფილმების   წარმოების ტრადიციას აჭარაში  ჯერ კიდევ გასული საუკუნეში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ  ეს  ტრადიცია  არ შეწყვეტილა, ხოლო, დღიდან მაუწყებლის დაარსებისა,  დოკუმენტური  ფილმები  ავტორისეული  ხედვით, მხატვრული ღირსებით  და  თემატური მრავალფეროვნებით  გამოირჩეოდა. სამწუხაროდ აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ  ხისტი,  ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და  2017 წელს გააუქმა   დოკუმენტური    კინოს მიმართულება.   ტელევიზიის ხელმძღვანელობამ   არ გაითვალისწინა    საზოგადოების წევრთა  მრავალრიცხოვანი მოთხოვნები  (პეტიცია),   ხელოვნებისა და კულტურის   გამოჩენილი მოღვაწეების, ასევე,  საქართველოს კინოაკადემის  წერილობითი    მიმართვები   და   უარი განაცხადა   დოკუმენტური კინომიმართულების  აღდგენაზე.  მას შემდეგ განსაკუთრებით შეინიშნება ისეთი ფილმების ნაკლებობა, სადაც მაღალმთიანი აჭარის (ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის) ისტორიული წარსული, თვითმყოფადობა და სოციალური რეალიები მხატვრული განზოგადებით აისახება. მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით მოეთხოვება კინო-ქრონიკალური მასალით მდიდარი საარქივო ფონდის შექმნა.ამას თან დაერთო  საკორესპოდენციო პუნქტის (ბიუროს)  გაუქმება შუახევის მუნიციპალიტეტში.  სამწუხაროდ,   აჭარის მაუწყებელი  ვერ  ახდენს აჭარის  მაღალმთიანი   მოსახლეობის  პრობლემათა სიღრმისეულ  შესწავლა-ანალიზს,  ტელევიზიას არ აქვს შემუშავებული   პრობლემათა   გადაჭრის  სტრატეგია  და   მათი მოგვარების  მეთოდი, ხოლო,  ფსევდოპრობლემებსა და ფსევდოღირებულებებზე  ორიენტირებული გადაცემები  ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი  მოსახლეობის  რეალურ მოთხოვნებს,  არ გამოხატავს   საზოგადოების დიდი ნაწილის  შეხედულებებს, მოსაზრებებსა და მისწრაფებებს.  აჭარის ტელევიზია  არ ასრულებს პროგრამულ პრიორიტეტებს, მათ შორის - საბავშვო პროგრამებთან დაკავშირებით,  რასაც  უდიდესი  სოციალური მნიშვნელობა აქვს და უაღრესად მოთხოვნადია. ამ მხრივ აჭარის მაუწყებელი უთანაბრდება კერძო  არხებს,  რომლებიც ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებენ საბავშვო გადაცემებზე კომერციული მოსაზრებების გამო. ამის შედეგია, რომ  საბავშვო და ხანდაზმულთა  ასაკის ადამიანები  სრულიად  მარგინალიზებულ „სეგმენტს“  წარმოადგენენ   სატელევიზიო სივრცეში.  უკვე სახეზეა, რომ ახალგაზრდა თაობას   ეზღუდება უფროს (უხუცესი ასაკის) თაობასთან   დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და  ურთიერთობის აღდგენის   შესაძლებლობა.აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აშკარად ახდენს საზოგადოების იმ ნაწილის უფლებებისა და ინტერესების იგნორირებას, რომელსაც უფროსი თაობის, უხუცესი და ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ. ამით   იგი  არღვევს საზოგადოებრივი ტელევიზიის უმთავრეს დებულებებას: „მაუწყებლობამ ასახოს საზოგადოებაში არსებული მოსაზრებათა პლურალიზმი; უზრუნველყოს სხვადასხვა პროგრამებს შორის საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა“.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო   ვერ აკმაყოფილებს  ასაკობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეულ,   ინტერესთა ფართო სპექტრის მქონე საზოგადოების მოთხოვნებს.    მაუწყებელი  არ  წარმოადგენს საზოგადოების თითოეული წევრისთვის ხელმისაწვდომ, სიტყვის თავისუფლების გამოხატვის  ტრიბუნას.აჭარის ტელევიზიამ დაკარგა აღმზრდელობითი და  შემეცნებით-საგანმანათლებო  ფუნქცია, იგი არ  ემსახურება ეროვნულ  ტრადიციებზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ოჯახურ  ფასეულობებზე  დაფუძნებულ,  მაღალხარისხოვანი  აუდიო-ვიზუალური პროდუქციის შექმნას.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია საგრძნობლად დაშორდა იმ მომხმარებლის მისწრაფებებს, რომელიც თავად უნდა წარმოადგენდეს ტელეპროდუქტის მთავარ შემკვეთს.აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასახავს საზოგადოების განწყობებსა და ინტერესებს, არადა იგი მუდმივ აქტიურ დიალოგში უნდა იყოს საზოგადოებასთან.მაუწყებლობის ირგვლივ განვითარებულმა უკანასკნელმა მოვლენებმა კი კიდევ ერთი საგანგაშო სიმპტომი წარმოაჩინა - აჭარის ტელევიზია ცდილობს მის წიაღში შექმნილ პრობლემათა დაფარვას  და კარგავს მოვლენათა ობიექტური, მიუკერძოებული და სამართლიანი  შეფასების უნარს. იგი აშკარად მოექცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ  ორგანიზაციების ინტერესთა სფეროში და მათ ზეგავლენას განიცდის. აღნიშნული პროცესი კიდევ ერთ საფრთხეს ქმნის - საზოგადოებრივი აზრის იგნორირებისა, რაც საზოგადოების დაქსაქსვისა და გათიშულობის საწინდარია.აჭარის ტელევიზიამ კონტაქტი დაკარგა მაყურებელთან, მას აღარ შესწევს საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი,  არ ემსახურება სოციალური და საზოგადოებრივი გაერთიანების იდეას.აჭარის ტელევიზიის სლოგანი: „ვმუშაობთ საზოგადოებისთვის!“ მხოლოდ  ფორმალურ  და დეკლარირებულ  ფრაზად რჩება.ყოველივე ამის შედეგია  აჭარის ტელევიზიის უკიდურესად  დაბალი რეიტინგული მაჩვენებელი და მის მიმართ  მაყურებლის   უნდობლობა. მოვითხოვთ:აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობამ  დაუყონებლივ შეასრულოს მასზე დაკისრებული პროგრამული პრიორიტეტები!მაუწყებელმა დაუყონებლივ აღადგინოს მაყურებლისადმი ნდობა და პრესტიჟი!მაუწყებელი გათავისუფლდეს პოლიტიკური, პარტიული და იდეოლოგიური ზეგავლენებისგან!საზოგადოებას დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია! 
gallery images

არა ცირკს !!! თავისუფლება ცხოველებს !!

ცირკი — ყველაზე სასტიკი შოუ დედამიწაზე! ყველა ცხოველი, რომელსაც ცირკის არენაზე ხედავთ, მუდმივი ძალადობის მსხვერპლია. ყოველდღე მათ სცემენ, რომ ნასწავლი ილეთები შეასრულონ. იმედია, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი გადააგდოთ ცირკის ბილეთი. 1. ბევრი ახალგაზრდა ცხოველი (მათ შორის სპილოები და ვეფხვები) ტყვეობაში იბადება. ისინი იძულებულნი არიან მთელი ცხოვრება გაატარონ მათთვის არაბუნებრივ გარემოცვაში. 2. ილეთების სასწავლებლად ცირკში გამოიყენება ჯოხები, თოკები და ელექტროშოკერები. ხშირად ცხოველებს დღე-ღამე აშიმშილებენ, რომ უფრო მორჩილები გახდნენ. 3. დიდ კატებს მუდმივად სცემენ და ელექტროშოკერს იყენებენ, რომ მწვრთნელის ეშინოდეთ. 4. სპილოებს ბევრჯერ ელექტროშოკერით ურტყამენ — მანამ, სანამ მათი ყურებიდან სისხლი არ წამოვა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ცხოველმა საშიში და არასასიამოვნო ილეთი შესრულოს — მაგალითად თავზე დგომა. 5. თუ რაღაცა მიზეზების გამო ცხოველი ვერ იღებს მონაწილეობას შოუში, მას ათავსებენ სპეციალურ საკანში, რომლებშიც ვერც მოძრაობს. მანდ სრულ იზოლაციაში ცხოვრობს. 6. ცირკის ცხოველები იძულებულნი არიან გადაადგილდნენ სპეციალურ ვაგონებში და ტრაილერებში 100 და მეტი საათის განმავლობაში! იქ ძალიან ცოტა ადგილია და ანტისანიტარია სუფევს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სპილო გადახურებისგან დაღუპულა. ტემპერატურამ კონტეინერში 50 გრადუს გადააჭარბა. 7. როდესაც ცხოველი ტყვეობაში ცხოვრობს, მას ბევრი „ფსიქოლოგიური“ პრობლემა აწუხებს. ხშირად ეს ხდება როგორც დეპრესიის ასევე თვითდასახიჩრების მიზეზი. 8. ეს ცხოველები არასდროს აკეთებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ, და არა მათ პატრონებს: ისინი არ დარბიან, არ ეთამაშებიან სხვა ცხოველებს. მათ უმრავლესობას არასდროს უნახავს ბიოლოგიური დედა 9. ხანდახან ცირკის ცხოველები ჭკუიდან გადადიან და თავის პატრონს თავს ესევიან. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მათ კლავენ. 10. არსებობენ კანონები ცირკის ცხოველების მოვლაზე, მაგრამ არავინ არ იცავს მათ. მათთვის ცხოველები არის უბრალოდ ბინზნესი. გახსოვდეთ, რომ როდესაც ყიდულობთ ცირკის ბილეთებს, მხარს უჭერთ ცხოველებზე ძალადობას. შეიტანეთ წვლილი მათ გადარჩენაში ❌ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ცირკი ცხოველებით, მათ შორის ავსტრიაში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, ჩეხეთში, ფინეთში, ესტონეთში, დანიაში, რუმინეთში, სლოვენიაში, იტალიაში, მალტაზე, ნიდერლანდებში, შვედეთში, ქორვატიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში.