add one
gallery images

არ მოვითხოვთ არამედ გთხოვთ დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები

გამარჯობა, მივმართავ საქართველოს მე-4 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მივმართავ იმ 482 ბავშვის სახელით, რომლებმაც 12 წელი ისწავლეს იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ სტუდენტები იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ ადამიანები და ქვეყნისთვის გამოსადეგი პიროვნებები. ამ ბავშვებმა წარმატებით ჩააბარეს ჯერ სატესტატო გამოცდები, ხოლო შემდეგ ეროვნული გამოცდები, მაგრამ უნივერსიტეტში კონკურენციის გამო ვერ მოხვდნენ. განათლების სამინისტრო გვეუბნება, რომ საკმარისი დრო გქონდათ უნივერსიტეტების უსაზღვრო სიმრავლით ჩასაწერად, მაგრამ იმას არ ფიქრობენ შეეძლოთ თუ არა ამ ბავშვებს ამ უნივერსიტეტებში ამდენი ფულის გადახდა?! შესაძლოა სწორედ ამიტომ არ ჩაწერეს ან თუნდაც იმიტომ, რომ ეგონათ იქ მოხვდებოდნენ სადაც უნდოდათ.ამ აბიტურიენტების ნახევარი 17 წლის არის და გთხოვთ 17-18 წლის ბავშვებს ნუ განსჯით მათი შეცდომის გამო ისინი არ არიან ღირსები ამდენი სწავლის და ნერვიულობის შემდეგ გარეთ დარჩნენ და 1 წელი დაკარგონ ისინი ხომ ახლა იწყებენ თავისი ოცნების ასრულებას.გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო თქვენ ხართ საქართველოს სახე და მისი წინამძღოლი. გთხოვთ დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები რის შემდეგაც ეს 482 ბავშვი გარეთ არ დარჩება და 1 წელს არ დაკარგავს იმიტომ, რომ ახალგაზრდული შეცდომა დაუშვა.გთხოვთ მიუხედავად ნაკლები ხელმოწერისა გადახედოთ ჩვენს განცხადებას და გაითვალისწინოთ ეს ბავშვბი. პატივისცემით თქვენი ერთ-ერთი თანამოქალაქე გივი გელაშვილი.
gallery images

ერთიანი ეროვნული გამცდები და შედეგები

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს,მთავრობას და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. გთხოვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამო დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები, ვინაიდან უნივერსიტეტის გარეშე დარჩნენ ის 482 ბავშვი, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ. სულ უნივერსიტეტებში თავისუფალია 15000-მდე ადგილი და მივიჩნევთ, რომ არასამართლიანი იქნება ამ ბავშვების გარეთ დატოვება. შეიძლება თქვათ, რომ ბავშვებს შეეძლოთ უნივერსიტეტების და ფაკულტეტების შეუზღუდავად ჩაწერა, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ წლევამდელი აბიტურიენტების თითქმის ნახევარი 17 წლისაა, ამიტომ 17-18 წლის ბავშვები ერთი შეცდომის გამო ერთი წლით არ უნდა დაისაჯონ. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მომართვა. გმადლობთ.
gallery images

სამართლიანი გათანაბრება მესამე და მეოთხე ვარიანტს!

მესამე და მეოთხე ვარიანტის აბიტურიენტები ვფიქრობთ, რომ ჩვენგან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს სრულიად გაუგებარი მეთოდით გათანაბრებული ნედლი ქულები, იმ ფონზე, რომ გაურკვეველ ალგორითმებსა და უმნიშვნელოდ განმასხვავებელ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ზოგ ვარიანტს +5-6-7 ქულა მოემატათ, სისტემამ კი ჩვენ მიმართ სრული უგულებელყოფა და გულგრილობა გამოიჩინა. სწორედ იმ სისტემამ, რომელმაც ჩანასახშივე მოგვისპო სწავლის სურვილი, როცა თავად უნდა გამხდარიყო მთავარი მოტივატორი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გულწრფელი სურვილი და ერთიანი მონდომება, კვლავ თანაბარ პირობებში განვაგრძოთ კონკურსში მონაწილეობა, რეაგირების გარეშე არ დარჩება. #ჩვენგვჯერაცვლილებების 
gallery images
gallery images

კანონით დაისაჯოს ცხოველებზე ძალადობა

ამ ბოლო დროს ხშირად გავრცელდა ცხოველებზე ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო ვალდებულია გაამკაცროს კანონი, რომლის მიხედვითაც დაისჯება ცხოველზე მოძალადე ნებისმიერი ასაკის ადამიანი. 
gallery images

აიკრძალოს "ლეზგინკას" ცეკვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!

ახალგაზრდებში სისტემატიური ხასიათი მიიღო ე.წ. "ლეზგინკის" ცეკვამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აღნიშნული ღონისძიებები იმართება ხმის აპარატურის გამოყენებით საკმაოდ დიდი ჯგუფის მიერ, რაც იწვევს სისტემატიურად შემაწუხებელ ხმაურს და მოძრაობის პარალიზებას. გარდა ამისა,უბრალოდ გოიმობაა, ქვეყანა რომელსაც აჭარული ცეკვა გაქვს, იდგე და გაძეგლებული იჭინთებოდე ლეზგინკას მუსიკაზე.გთხოვთ მოაწერეთ ხელი და ერთად აღვგავაოთ ეს ცეკვა პირისაგან მიწისა!
gallery images

ყველას ჩაგვეთვალოს 36-ე დავალების 5 ქულა! ვითხოვთ სამართლიანობასა და თანასწორობას!

2018 წლის გეოგრაფიის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტში იყო დავალება, რომლის სწორი პასუხის შემცველი ინფორმაციის ცოდნა აბიტურიენტს არ მოეთხოვებოდა ,ან და მოეთხოვებოდა ,თუმცა ამის სწავლის შესაძლებლობა წიგნებიდან არ ჰქონდა, საუბარი მაქვს 36-ე დავალებაზე. მართალია ,რომ მოცემული საკითხი (36-ე დავალება) პროგრამული იყო თემიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე უახლესი პროცესების შესახებ, რადგან არცერთ გრიფმინიჭებულ სასკოლო წიგნში არ არის ამის შესახებ პარაგრაფი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ყველა სკოლის წიგნი დაბეჭდილია 2016 წლამდე. 2016 წელს ვახსენებ იმის გამო, რომ ზემოთხსენებულ დავალებაში კითხვა იყო დაკავშირებული ამ წლის მოვლენებთან. შესაბამისად, ჩვენ ვერ გვეცოდინებოდა ამ დავალებაზე პასუხი და საერთო ჯამში, ჩვენ თეორიულად, წიგნებიდან გამომდინარე, 59 ქულის ნაცვლად 54ქულის აღება შეგვეძლო . (აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ სრულიად შესაძლებელი იყო მსგავსი თემიდან კითხვის დასმა წიგნებდან გამომდინარე, თუმცა ეს ასე არ გაკეთდა). ამ ხუთქულიანი დავალების შესრულებაში დაგვეხმარებოდა მხოლოდ მედია და ინტერნეტი, რაც დაუშვებელია, რადაგან პროგრამაში არ არის მითითებული რომ აბიტურიენტები, მასმედიითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ საგამოცდოდ მეცადინეობისას. არ მგონია, გამოცდების ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია იყოს ის, რომ აბიტურიენტი იჯდეს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან და თვალს ადევნებდეს პოლიტიკურ სიახლეებს. მოგეხსენებათ, იქნებოდნენ აბიტურიენტები, რომლებმაც ეს დავალება შეძლებისდაგვარად შეასრულეს მასმედიის წყალობით და ამით ჩვენზე მაღალი ქულის აღება შეძლეს, გამოდის რომ ჩვენ არათანაბარ სიტუაციაში გამოვდიოდით. მოცემულ პრობლემასთან დაავშირებით, აბიტურიენტთა უმრავლესობა პროსტესტს გამოვთქვამთ. იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ამ კონკრეტული დავალების დაძლევა არ გაუჭირდათ, გაუმართლათ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა არჩევით საგნებში მიღებულმა ცოდნამ (კონკრეტულად სამოქალაქოსა და ისტორიაში) მისცა მეტი ქულის აღების საშუალებას. ამასთანავე, გამოცდების წინ არ გაკეთებულა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ტექსტის სტრუქტურაში იკარგებოდა დავალება "ინფოემაციის ტრანსფორმაცია" და გვთავაზობდით "ინფორმაციის ანალიზს" არაანალიზური ტიპის კითხვებით. ასევე,ვერაფრით ვერ გაგვაგებინეს რით იყო შეცვლილო შესაბამისობების დავალებები, აქვე აღვვიშნავ, რომ აბიტურიენტთა უმეტესობას საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებაზე.თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და სამომავლოდ ველით სახელმძღვანელოს, რომელიც პროგრამას მთლიანად მოიცავს და აღარ გამოიწვევს უთანხმოებას.აღნიშნულიდან გამომდინარე, აბიტურიენტთა ნაწილი ვითხოვთ, რომ გაბათილდეს მოცემული დავალება და ყველა აბიტურიენტს დაეწეროს 5 ქულა 36-ე დავალებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი გახდება უფრო ფართომასშტაბიანი. 
gallery images

აიკრძალოს ჩადრით სიარული

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხალხმრავალ ადგილებში, სკვერებში, პარკებში, რესტორნებსა და კაფე ბარებში, სკოლებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამთავრობო და საჯარო დაწესებულებებში აიკრძალოს ჰიჯაბით, ნიქაბით, ჩადრით, ფარანჯით, ბურკით და სხვა ნებისმიერი ისეთი ტანსაცმლით სიარული რომელიც სახეს ფარავს. 
gallery images

მე თანახმა ვარ პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხაილო / I agree to be pardoned Michailo by the President

https://youtu.be/iEegIAVIuqEhttps://www.facebook.com/MICHAILOSecretArea/მიხაილო არის მუსიკოსი, რომელიც 2013 წელს დააკავეს და 9 წელი მიუსაჯეს 12 გრ. მდმას ფლობისთვის. ის უკვე 5 წელია სასჯელს იხდის, თუმცა ცდილობს თავისი საყვარელი საქმე გისოსებს მიღმაც გააგრძელოს. 12 გრ. მდმას ფლობა კი დანაშაულია, მაგრამ რამდენად ექვივალენტურია 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას არავისთვის არაფერი არ დაუშავებია, ის მუსიკოსია და უსამართლობაა რომ დაისაჯოს როგორც მოძალადე. ასევე თუ ყურადღება ექცევა სასჯელის მოხდის პერიოდში მის აქტივობას, ის არის არა ერთი ისეთი პროექტის ავტორი, რომლებსაც სასჯელაღსრულების ისტორიაში პრეცედენტი არ გააჩნია. მან დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახი საკუთარი ხარჯებით გარდაქმნა მუსიკალურ სტუდიად, სადაც გამოყოფილი დროის მონაკვეთში წერს მუსიკას. გარდა ამისა ჩართულია იქ არსებულ სხვადასხვა აქტივობებში და ინიციატორია დაწესებულებაში გაკეთებული პროექტების. დროდადრო ატარებს პატიმრებისთვის მუს. თერაპიას. წელს გამოვიდა მიხაილოს ალბომები ბრიტანულ და გერმანულ ლეიბლებზე, ხოლო უახლოეს მომავალში გამოდის გერმანულ და იაპონურ ლეიბლებზე. ასევე გერმანული ჟურნალი “Telekom Electronic Beats” ესტუმრა მას დაწესებულებაში და ჩაწერა ინტერვიუ. ამჟამად კი მუშაობს გერმანიაში მცხოვრებ არტისტთან ერთად კოლაბორაციულ ალბომზე.Michailo is a musician, who was arrested in 2013 and was sentenced for 9 years for owning 12 gr. MDMA. He is sentenced already for 5 years, but he tries to keep doing behind the bars his favorite business, to making music. 12 gr. is a crime, but how much is it equivalent to be imprisonment for 9 years. He has nothing injured to someone, he is just a musician and is Injustice to punish as an violent man. Also, if it is paying attention to his activity during the sentence, he is an author of not an one project, which doesn’t have a precedent in the history of penitentiary history. He made the room allocated by the administration with his own funds as a music studio where he writes music in the timeframe. Besides he is involved in various activities and initiatives in the establishment. From time to time he’s making music therapy for other prisoners. This year was released Michailo’s album on British and German labels. Also In the near future will be releasing on German and Japanese labels. Also in this year the German magazine "Telekom Electronic Beats" visited him in the jail and recorded an interview. Currently he’s working on a collaborative album with the artist living in Germany.
gallery images

თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი ახალ აკრძალვებს აწესებს

გთხოვთ სასწრაფოდ გააუქმოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას 2018 წლის 20 ივნისის ბრძანება  #358, რომლის საფუძველზეც დაწესდა აკრძალვები და შეზღუდვები მუნიციპაური თავშესაფრის მონახულებაზე და ფოტო-ვიდეო გადაღებაზე.კერძოდ, 1. ამიერიდან "უცხო პირთა" მიღება მხოლოდ კვირაში 2-ჯერ 15 საათიდან 17 საათამდე იქნება. ამასთან, სააგენტო ღიად და დაუმალავად ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას მათზე, რომლებიც “მხოლოდ ნეგატივის დანახვაში" არიან დაინტერესებულნი" და მათზე, რომლებიც მხოლოდ პოზიტივს ხედავენ და ამისდა მიხედვით იძლევა განკარგულებებს!!!2. შეზღუდულია ვიზიტის დრო.3. მუნიციპალურ თავშესაფარში არსებული ხარვეზების ამსახველი კადრების გასაჯაროების შემდეგ, არასრულწოვნები დაიშვებიან მხოლოდ "კანონიერი წარმომადგენლის მეურვის ან მზრუნველის თანმხლებით".4. ვიზიტორი ვალდებულია დაემორჩილოს თანამშრომლის "კანონიერ მითითებებს". საინტერესოა, კონკრეტულად რა შედის "კანონიერ მითითებებში". მე პირადად არ შემიშვეს არსად, გარდა ძველი ვოლიერებისა, მათ შორის, საკარანტინოში და კატებთან. ყველა კარს აკრული აქვს ამოპრინტერებული "უცხო პირთა შესვლა აკრძალულია", მაგრამ არ არსებობს რაიმე წერილობითი ბრძანება, მითითება ან ახსნა-განმარტება.''ასევე, კვლავ აიკრაძალა ფოტო-ვიდეო გადაღება!!!დღეს მუნიციპალურის ხელმძღვანელობა თავშესაფრის ციხის რეჟიმზე გადაყვანას ცდილობს!!! ყველა ცვლილება მოკლებულია გონივრულობასა და ობიექტურებას.მასიურად ირღვევა ცხოველების უფლებები და ამის დასამალად, ჩვენი უფლებების დარღვევაზე გადავიდნენ.ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, არასდროს შევეგუებით აღნიშნულ აკრძალვებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დასაცავად!!!
gallery images

ცირკი ცხოველების გარეშე! აიკრძალოს ცირკში ცხოველების მონაწილეობა!

                                        ვითხოვთ - აიკრძალოს ცირკში ცხოველების მონაწილეობა!დღესდღეობით, მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. ყველაზე კეთილმოწყობილ პირობებშიც კი, მათ ბუნებრივი ქცევის გამოვლინების საშუალება არ ეძლევათ. მათი გაწვრთნის მთავარი იარაღი შიში და დასჯაა, რომელიც მრავალი ფარული გამოძიებით არის ნაჩვენები. წარმოდგენებისთვის ,,დასწავლილი’’ ქცევა გამოწვეულია დიდხნიანი და ხშირშემთხვევაში, ძალადობრივი წრთვნით. პატარა ცხოველებს თავიდანვე წრთვნიან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ტკივილის მიყენებით, შიმშილობით.როცა ცხოველები არ გადიან წრთვნას, ისინი მთელ ცხოვრებას იზოლაციაში ატარებენ, გამომწყვდეულნი გალიებში. მოგზაური ცირკების შემთხვევაში, გადასაადგილებლად ცხოველებს პატარა, დახურულ გალიებში დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ყოფნა. დიდხნიანი მგზავრობისას, მათ არანაირ პირობას არ უქმნიან: არ ხდება სანიტარიის ბაზისური წესების დაცვა, ვენტილაცია და ასე შემდეგ. ცხოველები ხშირად სწორედ, გადაადგილების დროს იხოცებიან აუტანელი პირობების შედეგად.დღესდღეისობით, ცირკი არ თამაშობს არც საგანმანათლებლო, არც კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან როლს და ამ ცხოველების წამება მხოლოდ, ადამიანის რამდენიმე წუთიან გართობას ემსახურება. რა ღირებულება უნდა ჩამოუყალიბოს ცირკში დანახულმა ცხოველმა ბავშვს? ის, რომ ცხოველები მხოლოდ ადამიანთა გართობისთვის არსებობენ.აუცილებელია, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს ცირკში ცხოველების გამოყენება. აგრეთვე, სახელმწიფო დაეხმაროს ცირკის დასს და ინვესტიცია სწორედ იმ ადამიანებში ჩადოს, რომლებიც ახალ, თანამედროვე, ჰუმანურ ცირკს შექმნიან, რომელშიც ადგილი აღარ ექნება ცხოველთა ექსპლუატაციას.  
gallery images

უპატრონო ცხოველებისთვის კეთილმოწყობილი თავშესაფრის (პიტომნიკით და ადგილობრივი ვეტ-კლინიკით) მოწყობა, ჩიპირება და დონაციების სისტემის და მოხალისეთა პროგრამების დანერგვა

ერის კულტურა ცხოველებთან მოპყრობით განისაზრვრება...  გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წინადადება, რომლის განხორციელება წერტილს დაუსვავს ბევრ არსებულ პრობლემას, როგორც მოქალაქეების ჩივილების უსახლკარო და მაწანწალა ცხოველების გამო, ისევ ცხოველების გაჭირვებული მდგომარეობის მხრიდანაც. 1) ვითხოვთ კეთილმოწყობილი თავშესაფრის მოწყობას ან რსებუი მუნიციპალური თავშესაფრის გაფართოეებას და გაუმჯობესებას;  მთავარია საკმარისი რესურსი და სივრცე იყოს ცხოველებისთვის, იმისთვის, რომ მარტივად განხორციელდეს დაავადებათა გავრცელების კონტროლი, როგორც შიდა ტერიტორიაზე ისე გარეთაც. (თბილისში არსებული მუნიციპალური თავშესაფარი თავისი შესაძლებლობებიდან და მათი ხელთარსებული საშუალებებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ყველა უსახლკარო ცხოველის განთავსებას/მიკედლებას და კარანტინში მყოფი ცხოველების ერთმანეთზე დაავადებების გავრცელების კონტროლს. მათ შორის დაავადებული ცხოვლების დაჭერის/გადაყვანის შემდეგ არ ხორციელდება სათანადო სადიზინფექციო პროცედურები, რაც საფრთხეს უქმნის ჯამრთელ ცხოველებს, რომლებიც ხდებიან თავშესაფრის ტერიტორიაზე. აგრეთვე, ანალიზების და სამედიცინო დათვალიერების ეტაპამდე თავშესაფრის საკარანტინო სივრცეში თავსდება ყველა ცხოველი ერთად, ერთ გალიაში, სადაც დაავადებების გავრცელების რისკი უაღრესად იზრდება. ხშირ შემთხვევაში დაკარგული ან სახლიდან გაპარული ცხოველები იჩენენ თავს ამ თავშესაფარში სადაც ამ თავშესაფრიდან ბრუნდებიან პატრონთან უკვე დაავადებულები). აუცილებელია ამ გადაუდებელი საკითხის განხილვა და მკაცრი ზომების მიღება, რადგან არსებული ვითარებიდან გამომდინარე წარმოიქმნება უამრავი კანონდარღვევა, ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის ქმედებები და იქმნება ზოგი მოქალაქისთვის დიდი დისკომპორტი, რაც ზრდის უამრავ უთანხმოებას და კონფლიქტს ცხოველთა დამცველებს და უქმაყოფილო მხარს შორის. თავშესაფარი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო საშუალებით და რესურსით (კვალიფიცირებული ვეტ-ექიმები და მომვლელები, სადაც მოხდება ცხოველების მკურნალობა ( და არა დაძინება დაავადების გამო!) და გასტერილება. სადაც ცხოველები იქნებიან მათთვის უსაფრთხო კომფორტულ გარემოში, სადაც ახალი მიღებული დაავადებული ცხოველებისგან დაავადებების გავრცელება ჯამრთელ ცხოველებისთვის იქნება შეუძლებელი!) 2) ვითხოვთ ცხოველთა მოყვარულებისათვის მოხალისეთა პროგრამების დანერგვა და თავშესაფრისთვის დონაციების გამჭირვალობის კონტროლის მექანიზმების მოწყობას. ეს ახალი/განახლებული თავშესაფარი იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებული მკაფიო დილემისთვის. ცივილურ ქვეყნებში ყველგან არსებობს მსგავსი ორგანიზაციები, სადაც მოსახლეობის ნაწილი სპონსირებას უწევს ამ თავშესაფარს, რომელიც თავის რიგად წარმოადგენს პიტომნიკსაც საიდანაც იშვილებენ, ანუ აყავთ ცხოველი ოჯახში ან იყენებენ და წვრთნიან ოგორც ძალოვანი სტრუქტურებისთვის, ისე უსინათო ადამაინებისთვის. ამ შემთხვევაში ცხოველი მოვლილია, ჯამრთელია, შემოწმებულია, აცრილია, სუფთაა და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ოჯახისთვის ან სხვა ცხოველებისთვის. ამ გზით ჩვენ ავღმოფხრავთ დაავადებების გავრცელებას და სასტიკი მოპყრობის აქტებს საგრძნობლად შევამცირებთ. და 3) შემოყვანილი იქნას ცხოველების ჩიპირება, რის მიხედვით ძალზე გამარტივდეა ცხოველის იდენტიფიცირება და პოვნა დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. დამატებით ეს მიდგომა უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს პატრონს, იმ შემთხვევაში თუ მას მოუნდება ცხოველის ქუჩაში გაგდება.  ერის კულტურა ცხოველებთან მოპყრობით განისაზრვრება...   
gallery images

გამკაცრდეს ზომები ცხოველების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში

სამწუხაროდ საქართველოში მომრავლდა უსაფუძვლო და გაუმართლებელი აგრესია ცხოველების მიმართ. ბოლო და ყველაზე ნათელი მაგალითი 2018 წლის 21 მაისს ავლაბარში, ლაგოდეხის ქუჩაზე მოხდა. კაცმა სრულიად უმოწყალოდ გადაუარა მანქანით ძაღლს. მამ ადამიანის ქმედებით დაზალდა საბრალო ცუგა, რაც დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ. ვრცელდება ინფორმაცია რომ ამ შემთხვევამდე 1 კვირის განმავლობაში დამნაშავე ითხოვდა ძაღლის ამ ქუჩიდან გაგდებას.ძაღლი იყო გასტერილებული, ყურზე შესაბამისი პლასტმასის ბიჯით და მიკედლებული იყო ზემოთ ხსენებულ ქუჩას.თხოვნით მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამიყენოს კანონით მინიჭებული ზომები კერძოდ, სსს 259 მუხლი. ასევე გამკაცრდეს ზომები ცხოელების მიმართ აგრესიის გამოხატავი პირების მიმართ 
gallery images

გაკეთდეს ხელოვნურ საფარიანი სტადიონი სურამის ტყეში!

       მოგეხსენებათ სურამი საკურორტო ადგილია, აქ საფხულის პერიოდში ხალხის დიდი მასა იყრის თავს , გარდა ამისა სურამი დაბის ტიპის დასახლებაა და არც თუ ისე პატარა ტერიტორია უკავია და არც თუ ისე ცოტა ხალხი ცხოვრობს,მაგრამ, მიუხედავად ამისა ძალიან ცოტა სპორტული კომპლექტია, რაც ასე საჭიროა ახალგაზრობისათვის, სულ რამდენიმეა, ისიც ცუდ მდგომარეობაში.       მოვითხოვთ გაკეთდეს ხელონურ საფარიანი სტადიონი სურამის ტყეში ("ახლი გზის" მიმდებარედ)!       აღნიშნული ტერიტორიის ახლოს არ არსებობს არცერთი ასეთი სპორტული მოედანი და ბავშვებს ფეხბურთის, კალათბურთის სათამაშოდ წასვლა, სურამის მეორე ბოლოში უწევთ. რამდენჯერმე დაიწერა განცხადება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე ამ თხოვნით, მაგრამ ამაოდ. ამჯერად ასეთ გზას მივმართეთ.
gallery images

გუგული მაღრაძემ დაიკლოს 50 კილოგრამი.

ჩვენი აზრით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარმდგენი უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონპროექტს, რომლის წარდგენასაც აპირებს. კონკრეტულად კი, გუგული მაღრაძის ახალი ინიციატივა ჭარბ წონასთან დაკავშირებით.