add one
gallery images

გაკეთდეს ხელოვნურ საფარიანი სტადიონი სურამის ტყეში!

       მოგეხსენებათ სურამი საკურორტო ადგილია, აქ საფხულის პერიოდში ხალხის დიდი მასა იყრის თავს , გარდა ამისა სურამი დაბის ტიპის დასახლებაა და არც თუ ისე პატარა ტერიტორია უკავია და არც თუ ისე ცოტა ხალხი ცხოვრობს,მაგრამ, მიუხედავად ამისა ძალიან ცოტა სპორტული კომპლექტია, რაც ასე საჭიროა ახალგაზრობისათვის, სულ რამდენიმეა, ისიც ცუდ მდგომარეობაში.       მოვითხოვთ გაკეთდეს ხელონურ საფარიანი სტადიონი სურამის ტყეში ("ახლი გზის" მიმდებარედ)!       აღნიშნული ტერიტორიის ახლოს არ არსებობს არცერთი ასეთი სპორტული მოედანი და ბავშვებს ფეხბურთის, კალათბურთის სათამაშოდ წასვლა, სურამის მეორე ბოლოში უწევთ. რამდენჯერმე დაიწერა განცხადება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე ამ თხოვნით, მაგრამ ამაოდ. ამჯერად ასეთ გზას მივმართეთ.
gallery images

გუგული მაღრაძემ დაიკლოს 50 კილოგრამი.

ჩვენი აზრით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარმდგენი უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონპროექტს, რომლის წარდგენასაც აპირებს. კონკრეტულად კი, გუგული მაღრაძის ახალი ინიციატივა ჭარბ წონასთან დაკავშირებით.
gallery images

ძიუდოს გულშემატკივრების პეტიცია დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით

ძიუდოს ფედერაციამ, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ქართული ძიუდოს განვითარებაში და სპორტსმენებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შექმნაში.ძიუდოს ფედერაციისთვის ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს სპორტსმენების, ეროვნული ნაკრების წევრების სრული პოტენციალის მომართვა და იმგვარი მომზადება, რაც შედეგის მომტანი იქნება ფართო საერთაშორისო ასპარეზზე.ძიუდოს ფედერაციის საქმიანობის წარმატებისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან თითოეული სპორტსმენის მიმართ თანასწორობის პრინციპის დაცვა და მიუკერძოებლობა. ასევე მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა ნაკრების თითოეულ წევრთან და ინდივიდუალური მიდგომა მათ საჭიროებებთან.სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ქართველის ძიუდოისტების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სრულიად შეუსაბამო და შემაშფოთებელ ქმედებებთან დაკავშირებით გამოიწვია ქართველი გულშემატკივრების არაერთგვაროვანი და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. კრიტიკას ვერ უძლებს დავით ქევხიშვილის განცხადება, რომელმაც ეროვნული ნაკრების მთავარ წევრებს “მცირე ჯგუფი” უწოდა და გადაგდგომის მოთხოვნას უარით უპასუხა. მთლიანობაში, დავით ქევხიშვილის ქმედებები და განცხადებები იმაზე მიუთიებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რასაც ფედერაციის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს სრულიად შეუსაბამოა.ხელმომწერი ძიუდოს გულშემატკივრები, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა გადახდილი გადასახადებითაც ფინანსდება აღნიშნული ფედერაცია და მისი ხელმძღვანელი, რომელიც ამავდროულად გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მივიჩნევთ, რომ დავით ქევხიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი. ხოლო ახალ პრეზიდენტად უნდა იქნეს არჩეული პირი, რომელსაც აქვს ფედერაციის საქმიანობაზე და სპორტსმენებთან ურთიერთობაზე, მათ საჭიროებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც ნაცვლად პირადი ინტერესებისა, იქნება ძიუდოს განვითარება და მაქსიმალური შედეგზე ორიენტირება.ასევე, ხელმომწერი გულშემატკივრები სრულად ვიზიარებთ  ეროვნული ნაკრების პროტესტს, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს. ვუცხადებთ მათ სრულ თანადგომას და ვუდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერასა და უდიდეს პატივისცემას ქვეყნისთვის გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.ასევე, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტსა  და სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტს, დაუყოვნებივ დაინტერესდნენ ძიუდოს ფედერაციაში არსებული შემაძრწუნებელი მდგომარეობით - თანხების სავარაუდო არამიზნობრივი ხარჯვით, სავარაუდო კორუფციით, ნეპოტიზმით, რომელიც ყოვლად მიუღებელ ფორმებს იძენს და ა.შ. ასევე მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაინტერესდით ძიუდოისტების რეალური საჭიროებებით და ვითხოვთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მათ დასახმარებლად.აქვე, თხოვნით მივმართვათ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, ფედერაციის სრულ შემადგენლობასა და ევროპის ძიუდოს კავშირს დაინტერესდნენ ქართულ ძიუდოში არსებული სავალალო მდგომარეობით.
gallery images

რეაბილიტირდეს კალათბურთის მოედანი სურამში

სურამის ერთადერთი კალათბურთის სტადიონი (რკინიგზის სადგურის მიმდებარედ) არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მოედნის საფარი იმდენადაა გაფუჭებული, რომ მოედნის გამოყენება სერიოზულად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ასევე სრულფასოვნად არ მუშაობს ღამის განათება და  დაზიანებულია კალათბურთის ფარები, რომლებსაც პერიოდულად ადგილობრივი მოსახლეობა არემონტებს.მოვითხოვთ, მოხდეს აღნიშნული მოედნის რეაბილიტირება, რაც შეიძლება მალე, რადგან ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულის სეზონზე, მოედანს იყენებს უამრავი ადგილობრივი, თუ ტურისტი და ასეთ მდგომარეობაში მყოფი სპორტული მოედანი ცუდ რეპუტაციას უქმნის კურორტს.  ბმულზე ნახავთ აღნიშნული საკალათბურთო მოედნის ფოტოებს: https://photos.app.goo.gl/vgAa3CS2HbfVZym66
gallery images

დაუშვას პრეზიდენტმა რეზიდენციაზე დროშა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. მხოლოდ 2018 წელს 18 ადამიანი უკვე შეეწირა სახელმწიფოს უგნურ ეკონომიკურ პოლიტიკას. უმძიმესი სტატისტიკიდან და კიდევ უფრო მძიმე შრომის პირობებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ჩვენი მშრომელები იმსახურებენ სახელმწიფოსგან მეტ დაფასებას. ამიტომ ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, 28 აპრილს იმ ასობით ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც სამუშაო ადგილზე დაიღუპა დაუშვას დროშები საკუთარ რეზიდენციაზე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას დასაქმებულის სიცოცხლე და თუ ამას ვერ ახერხებს პატივი მაინც სცეს მათ ხსოვნას!
gallery images

პირველ კლასში მიიღონ კონკრეტული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები

მოგეხსენებათ, ახლანდელი კანონის თანახმად, პირველ კლასში იღებენ მხოლოდ იმ ბავშვებს რომლებსაც სასწავლო წლის დაწყებამდე (15, ზოგჯერ 17 სექტემბრამდე) შეუსრულდათ 6 წელი. ვფიქრობ, ეს კანონი არის დისკრიმინაციული და არღვევს იმ ბავშვების უფლებებს ვინც 15 სექტემბრდან 31 დეკემბრის ჩათვლით  დაიბადა. უფრო სამართლიანი იქნება, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი უფლება სკოლაში მისვლისა და რამოდენიმე დღისა თუ თვის გამო არ დააკარგვიონ მთელი წელი. მოსაზრება, იმის შესახებ, რომ 5 წლის ბავშვი მზად არაა სკოლისთვის, ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია, რადგან შეუძლებელია 15 სექტემბერს დაბადებული ბავშვი მზად იყოს სკოლისთვის, ხოლო 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვი, რომელიც ჯერ ისევ 5 წლისაა და სასწავლო წლის დაწყებამდე 1 დღე უკლია 6 წლამდე, უკვე აღარაა მზად სკოლისთვის. ეს არის დისკრიმინაცია! ბავშვის უფლების დარღვევა!მოვითხოვ, პარლამენტმა შეიტანოს კანონში ცვლილება და კონკრეტული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს მისცენ თანაბარი უფლება პირველ კლასში მისასვლელად.პატივისცემითმარინა გულისაშვლი
gallery images

109-ე ბაგა-ბაღის შენობის განმეორებითი ექსპერტიზა და სხვა საკითხების შესწავლა

მთავარია ბავშვების უსაფრთხოება და ბავშვების ინტერესებისწორედ ამიტომ მოვითხოვთ ჩატარდეს 109-ე  ბაგა-ბაღის შენობის ორივე ფრიგელის განმეორებითი ექსპერტიზა.ასევე გასაჯაროვდეს იმ ბაგა-ბაღების ექსპერტიზის დასკვნები სადაც იგეგმება 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების გადანაწილება. ამ ბაღში 750 ბავშვი და 107 თანამშრომელია, რომელთა ბედი გაურკვეველია.ასევე ვითხოვთ პასუხს! რადგან  ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 16 მარტს  გაუგზავნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საინჟინრო დასკვნა ნომერი  #001616818, რატომ გახდა ეს დასკვნა საჯარო მხოლოდ 2018 წლის 17 აპრილს?! ერთი თვის განმავლობაში რას აკეთებდა ბაღების მართვის სააგენტო?აქვე აღსანიშნავია რომ 2015 წლის 14 დეკემბერს  გაიხსნა 109-ე ბაგა-ბაღის დახურული ფრიგელი, მას შემდეგ რაც თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ მოახდინა ამ ბაღის დახურული ფრიგელის აღდგენა რეკონსტრუქცია, რაც თბილის მერიის ბიუჯეტიდან 325 000 ლარი დაჯდა. საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი და სხვა პირები.ანუ რასთან გვაქვს საქმე? 2015 წელს გაარემონტეს, ისე რომ შენობა თურმე ავარიული იყო თუ ორ წელიწადში გახდა ავარიული? ამ პერიოდში საბედნიეროდ მიწისძვრა არ ყოფილა მაშ რამ გამოიწვია შენობის სეისმომდგრადობის დაქვეითება?დასკვნაში ვკითხულობთ რომ შენობის ოთახების დათვალიერების დროს შენობის ზედა სართულებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის შთაბეჭდილებას რომ თითქოს შენობას დაზიანებები არ გააჩნია. გამოდის რომ თბილისის მერიამ ფასადურად შეალამაზა იქაურობა, გაფლანგა 325 000 ლარი და რაც ყველაზე მთავარია ამ ხნის განმავლობაში საფრთხეში იყვნენ ბავშვები?აუცილებლად უნდა აგონ პასუხი ამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისმა პირებმა. ამიტომ უნდა ჩატარდეს 109-ე ბაგა-ბაღთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა საკრებულოს სარევიზიო კომისის მიერ და თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ.დაუკავშირდით პეტიციის ავტორს შეკითხვების შემთხვევაში 591051601
gallery images

მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი

მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი.არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის.
gallery images

ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტს!საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!ბატონო პარლამენტის წევრებო!ბატონო ირაკლი!ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვისთვისაც სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია ჩვენი სამშობლო და მისი მომავალი თაობების ბედი, მოგმართავთ ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონში ცვლილებების შეტანამდე ნარკომომხმარებელთა წარმომადგენლების განსაკუთრებული გააქტიურება, ღია ნარკოპროპაგანდა და სხვა ასპექტები იწვევს მომავალი თაობების ბედით შეწუხებული მოქალაქეების შეშფოთებას. არ გვსურს მოარული ხმებით, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ნაწყვეტებით ვიმსჯელოთ შემოთავაზებულ კანონპროექტზე.ჩვენ არ ვართ მომხრე ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვისა.ასევე, უკიდურესად წინააღმდეგნი ვართ ნარკოტიკების ე.წ. „ჩადებებისა“.მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ნარკოსაშუალებების გაუაზრებელი და მეცნიერულ დასაბუთებას მოკლებული ლიბერალიზაცია, მათი სამართლებრივი დოზების დადგენა, გადატანის, შენახვის და რეალიზაციის თავისუფალი უფლება, კანონის მიღებისთანავე დააყენებს დღის წესრიგში ნარკოტიკული საშუალებების ოფიციალური მწარმოებლების გამოჩენის, მათ მიერ პროდუქციის განაწილებისა და გაყიდვის აუცილებლობას. უაღრესად დიდია საშიშროება იმისა, რომ ეს პროცესი უმართავი გახდეს. იგი დაღუპავს მომავალ თაობებს!ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონის მიღება ნაუცბათევად, საყოველთაო განხილვის გარეშე, დაუშვებელია. მოვითხოვთ, კენჭისყრის წინ მის უცილობელ გამოქვეყნებას! კენჭისყრა უნდა იყოს სახელობითი და ჩატარდეს არაუადრეს ერთი თვისა გამოქვეყნებიდან! თუ კანონი, საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ, მაინც იქნება მიღებული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის ადამიანები, ვინც მომავალი თაობის სიჯანსაღეზე არ ფიქრობს, ჩამოვაცილოთ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ჩვენ მართალნი უნდა ვიყოთ მომავალი თაობების წინაშე! თუ დღეს არ ძალგვიძს ქვეყნის სამომავლო, ღირსეული განვითარებისათვის აუცილებელი კანონის მიღება, ნუ მივიღებთ! მომავალ თაობას ნუ წავართმევთ უფლებას, მიიღოს უკეთესი კანონი!
gallery images

წარადგინეთ საზოგადოების ინტერესების დამცველი კანდიდატურა!

                                                    მიმართვა - პეტიცია                                              საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,                                                                            ბატონ ირაკლი კობახიძეს;                                              საქართველოს სახალხო დამცველს,                                                                            ქალბატონ   ნინო ლომჯარიას       საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალ წევრთა შესარჩევად  მიმდინარე კონკურსს  უპრეცენდენტოდ დიდი  ინტერესი და ვნებათა ღელვა ახლავს.        გაჩნდა რეალური  შანსი, რომ საბჭო მართლაც ღირსეული წევრებით შეივსოს.        თქვენც გეძლევათ შანსი, ამჯერად,  ყოველმხრივ ღირსეული კანდიდატურის წარსადგენად.        ჩვენი ღრმა რწმენით, სახალხო დაცველის მიერ შერჩეული კანდიდატი სამეურვეო საბჭოში ჭეშმარიტად, ხალხის წარმომადგენელი, საზოგადოების ინტერესების დამცველი უნდა იყოს.         სწორედ ამ რწმენით გთავაზობთ ნამდვილი პროფესიონალისა და სამაგალითო მოქალაქის იოსებ(სოსო) ჭუმბურიძის კანდიდატურას.         იოსებ ჭუმბურიძე  აღიარებული ჟურნალისტი და მედიამკვლევარია, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, მრავალი წიგნისა და გამოკვლევის ავტორი, შესანიშნავი ოჯახის თავკაცი... ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, მის აზრს პატივისცემით ეპყრობიან და ითვალისწინებენ ქართული განათლების, მეცნიერების, ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები.          მას შეუძლია, პროფესიული სიღრმით  გააანალიზოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი პროდუქციაც და, იმავდროულად,  მიუკერძოებლად და პრინციპულად შეაფასოს მენეჯმენტის საქმიანობაც.           ჩვენს მომართვა -  პეტიციას, ხელმოწერების სანაცვლოდ,  დავურთავთ გამოხმაურებებს, რომლებიც სოციალურ ქსელში იოსებ ჭუმბურიძის კანდიდატურის დასახელებას მოჰყვა, რაც უეჭველად დაგარწმუნებთ ყოველივე ზემოთქმულის ჭეშმარიტებაში.              ეს მართლაც არის ხალხის ხმა, რომელიც სახალხო დამცველმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.                  გვჯერა, ასეც იქნება.                      წარადგინეთ იოსებ ჭუმბურიძის კანდიდატურა და გარწმუნებთ, რომ ის საზოგადოებისა და თქვენს  ნდობას აუცილებლად გაამართლებს.                                                                      საინიციატივო ჯგუფის სახელით:ვახტანგ დავითაია -არიტექტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი;ანზორ ერქომაიშვილი- საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი; რობერტ სტურუა- რეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი;ჯამლეტ ხუხაშვილი-სპორტული კომენტატორი, თბილისის საპატიო მოქალაქე;ჯემალ ქირია, მათემატიკის დოქტორი, პროფესორი;ვიანორ ახალაია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თამარ თათარაშვილი-საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი; ნატო კორსანტია-ჟურნალისტი, პუბლიცისტი, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი; მარინე ტურავა- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;ელგუჯა მარღია- პოეტი, ჟურნალისტი, მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიის ლაურეატი, ,,საბას’’ ნომინანტი, აფხაზეთის ა/რ  განათლებისა და კულტურის სამინისტროს, მწერალთა კავშირის ახალგაზრდული პრემიის, თბილისის მერიისა და საკრებულოს  პრემიების ლაურეატი და ფინალისტი;სულ 147 ხელმოწერა        
gallery images

სამართლიანობისთვის #სალომესსახელით

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვფიქრობთ, რომ 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე საქართველოში კანონის უზენაესობის მორიგი მარცხია. მან ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა და ქვეყანაში არსებული დაუსჯელობის ძალიან საშიში კულტურა დაგვანახა. დაუსჯელობის კულტურა გულისხმობს იმას, რომ გავლენიანი დამნაშავე პასუხს არ აგებს, ხოლო მსხვერპლი კი არანაირად არ არის დაცული. 2016 წლის 10 იანვარს 12 წლის სალომე ტატიშვილს 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი გუდაურში, თხილამურებით სრიალისას ზურგიდან დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა. 2017 წლის 29 დეკემბერს კი გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა. გიორგი ლიპარტელიანი აგრძელებს განათლების მიღებას საზღვარგარეთ, სალომე ტატიშვილის ოჯახი კი კვლავ ელის მართლმსაჯულების პასუხებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, მაგრამ ამ საქმეში მოსამართლემ ყველა შესაძლო მტკიცებულება უგულებელყო და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ მტკიცებულებებს შინაარსი და უტყუარობა დაეკარგათ. ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაც სალომე ტატიშვილის საქმეში მოსამართლემ არ გაითვალისწინა: გიორგი ლიპარტელიანი თხილამურებით სრიალისას  ნაბახუსევზე იყო და მიღებული ჰქონდა ალკოჰოლი, რაც არ უარყვიათ თავად ბრალდებულს და მის მეგობრებს (ბრალდება მიუთითებს, რომ გიორგი ლიპარტელიანს სისხლის ანალიზი შეჯახებიდან 8 საათში აუღეს. ამ პერიოდში მას სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მათ შორის იყო გადასხმაც. სასამართლოზე დაკითხულმა ექიმმა დაადასტურა, რომ აღნიშნულის ფონზე, სისხლში ალკოჰოლის კვალი 3-5 საათში წაიშლებოდა)  გიორგი ლიპარტელიანი გადაჭარბებული სიჩქარით სრიალებდა და სიჩქარე არ შეუსაბამა არსებულ პირობებს (მოსამართლე არ დაეთანხმა პროკურატურას, რომელიც აღნიშნავდა, რომ მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს თხილამურებით სრიალის მაქსიმალურ სიჩქარეს, მაგრამ უსაფრთხოდ სრიალის წესები დადგენილია ”ადამიანის ცხოვრებისეული და სასრიალო გამოცდილებით”. ამ წესების მიხედვით კი მოთხილამურე ვალდებულია, სრიალისას საფრთხე არ შეუქმნას სხვას, განსაკუთრებით წინ მყოფს, სრიალის მანერა და სიჩქარე შეუსაბამოს საკუთარ გამოცდილებასა და გარემო პირობებს) როგორც ცნობილი გამონათქვამი ამბობს: მოსამართლე არ არის ნაზი ყვავილი, რომ ის კრიტიკამ დააჭკნოს. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს სრული უფლება გვაქვს მკაცრად გავაკრიტიკოთ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი, განსაკუთრებით ის ნაწილები, სადაც მოსამართლე სათხილამურო სპორტის ექსტრემალური ხასიათით ცდილობს დამნაშავის გასამართლებლად ასეთი აბსურდი ამტკიცოს:  „შეუძლებელია ვიმსჯელოთ, რომ დაშვებული სიჩქარე უნდა იყოს ის სიჩქარე, რომელიც უზრუნველყოფს მოსრიალის კონტროლს და უსაფრთხოებას. რადგან, თუ საუბარია სიჩქარის ზღვარზე, ზღვარი, როგორც წესი, რეგულირდება საშუალო შესაძლებლობების დონით და არა რომელიმე კონკრეტული ინდივიდის უნარით, რადგან შესაძლებლობები ინდივიდუალურია. ამასთან მსჯელობა, რომ შეჯახება თავიდან იქნებოდა აცილებული, თუ ბრალდებული შედარებით ნაკლები სიჩქარით ისრიალებდა, რომლის განსაზღვრაც (რა სიჩქარით ნაკლებად უნდა ესრიალა) ასევე შეუძლებელია ისევ და ისევ რეგულაციის არარსებობის გამო, არ არის არგუმენტი და წარმოადგენს ვარაუდს, რადგან ექსტრემალური სპორტი თავისი შინაარსით სახიფათო სპორტია და თავის თავში მოიცავს ტრავმებს“. სალომე ტატიშვილი, მისი სამი მცირეწლოვანი და, და მშობლები იმსახურებენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიან სასამართლოს, რომელიც მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობის  პრინციპი მოქმედებს. კანონის უზენაესობა კი იმას ნიშნავს, რომ კანონს ყველა ემორჩილება გამონაკლისის გარეშე, გავლენის და სოციალური სტატუსის მიუხედავად. სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის აგრეთვე აუცილებელია დაუსჯელობის პრეცედენტების თავიდან აცილება, რადგან დაუსჯელობის კულტურას სწორედ ასეთი შემთხვევები აყალიბებს და ის ახლა აზიანებს სალომე ტატიშვილის ოჯახს, მომავალში კი სხვა ოჯახებს, ბავშვებს და მთელ ქვეყანას დააზიანებს.  2018 წლის 19 მარტს 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს სააპელაციო საჩივარს სალომეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე. სალომე ტატიშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. შემოგვიერთდით თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან. მეტი დეტალებისთვის იხილეთ ფეისბუქის ღონისძიება: https://goo.gl/8kxvBT  საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სალომე ტატიშვილის დედის, ნინო ჟვანიას ბლოგი: https://goo.gl/bXXMua და ნეტგაზეთის მასალა: https://goo.gl/HPRTyy
gallery images

გადავარჩინოთ ზემო რაჭა! Save Zemo Racha!

2018 წლის 19 თებერვალს, ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო სს „ონის კასკადის“ მიერ „ონის ჰესების კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ე.წ. საჯარო განხილვა. ეგრეთ წოდებული იმიტომ რომ, მოსახლეობამ მხოლოდ წინა დღეს შეიტყო დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. მეტიც, მოსახლეობამ ინფორმაცია მიიღო არა მერიის თანამშრომლებისგან, არამედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან. პროექტის მიხედვით, მდინარე რიონზე უნდა აშენდეს 200 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური.ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ზემო რაჭა სეისმურად აქტიურ ზონას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება რისკების შემცირებაზე, აღქმული იქნა, როგორც სიცრუე და არაპროფესიონალიზმი, როგორც საქმისადმი და ქვეყნისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ვაცხადებთ, რომ ჰესის მშენებლობის პროცესიც კი გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს ზემო რაჭას და არა მხოლოდ ამ მხარეს. ე. წ. საჯარო განხილვისას ითქვა, რომ პროექტის ფარგლებში, სოფლების თავზე, დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობზე, მეწყერსაშიშ ზონაში 4200 ხის მოჭრა იგეგმება, რომელიც, თურმე, წითელ ნუსხაში არ არის შეტანილი. ამ რაოდენობის ხის ჭრა, ასეთ ზონაში, თავისთავად, გამოიწვევს სტიქიას. ამასთან, ამ პროქტის ავტორები ვერ გვისაბუთებენ, რა სარგებელს მოიტანს პროექტი იმ ზიანის სანაცვლოდ, რასაც ზემო რაჭას მიაყენებს.            აღსანიშნავია, რომ ე.წ. საჯარო განხილვაზე, კომპანიამ პროექტის ნორმალური პრეზენტაციაც კი ვერ მოაწყო. გვერდი აუარა ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხოლო კითხვებზე პასუხისას, კომპანიის დირექტორი და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელი დასაბუთებული არგუმენტების ნაცვლად, საკუთარ მოსაზრებებს გვაცნობდნენ (ალბათ, არა მგონია, ნაკლებსავარაუდოა და ა.შ.).ნათელია, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში მხოლოდ ფორმალური პროცედურების ჩატარების მიზნით არის შესრულებული. მიგვაჩნია, რომ ამ სახით ჰესის აშენება წერტილს დაუსვამს როგორც სოფლების არსებობას, ასევე ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. საფრთხე დაემუქრება როგორც პროექტს, ასევე იქ დასაქმებულ ადამიანებსაც. ფირმა, რომელიც პროექტს ახორციელებს (შპს „ფერი“), არის  ამჟამად დანგრეული, უმოქმედო პროექტების ავტორი. ვგულისხმობთ "დარიალი ჰესსა"  და "ლარსი ჰესს". „დარიალი ჰესის“ შემთხვევაში, ადგილზე მომხდარ ტრაგედიას, ღვარცოფის ჩამოწოლას, მოჰყვა მსხვერპლიც. „ლარსი ჰესი“ კი სამჯერ დაანგრია მოვარდნილმა მეწყერმა. ონის კასკადის განხორციელების შემთხვევაში, მსგავსი სახის ტრაგედია დაემუქრება რაჭასაც და იქ მცხოვრებ ადამიანებსაც. საფრთხეების მცირე ჩამონათვალი:მშენებლობის ეტაპზე გაიზრდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიები, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და ცხოველთა სამყაროზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები; მშენებლობის ეტაპზე საგულისხმო იქნება მდ. რიონის ხეობის ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა) ზემოქმედების რისკები; მიწის სამუშაოები და გარკვეულ ზოლში ხე-მცენარეული საფარის გასუფთავება (დაახლოებით 10 ჰა. 4200 ხე)  უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობაზე, კიდევ უფრო გაიზრდება მეწყერის ჩამოწოლის რისკი; ასევე, ზემოთ ხსენებული მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მდ.რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე. არსებობს  მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების  რისკები, შესართავებიდან ჩამონადენი ღვარცოფების საფრთხე, რაც გამოიწვევს წყლის დაგუბებას და შესაბამისად გამოუსწორებელ შედეგებს.წლების მანძილზე გაწეული შრომის და დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ჩამოყალიბებულია ზემო რაჭის რეალური პოტენციალის განვითარების ხედვა, რომელიც გამორიცხავს ბუნებაში უხეშ ჩარევას.             ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ, შეწყდეს პროექტის დაფინანსების ყოველგვარი შესაძლებლობის განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, ზემო რაჭისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობა, იძულებული ვიქნებით, ყველა ღონე ვიხმაროთ სოფლებისა და ხეობის გადასარჩენად. არ დავუშვებთ, სამშენებლო სამუშაოების დაწყებას საპროექტო ტერიტორიაზე.--Attn: Government of GeorgiaOn February 19, 2018, at Oni Municipality City Hall, so-called public discussion of the environment impact evaluation report of the Project “Oni HES Cascade Construction and Operation” was arranged by the Company JSC “Oni Cascade” (so-called because the population learned only on previous day that this arrangement was planned).According to the project, at the River Rioni, over 200 MW capacity HES shall be constructed.Zemo Racha allocated at the southern slope of the Central Caucasus is seismically active zone. Therefore, the statement by the Company on decrease of the risks was perceived as false and non-professional, as negligent attitude toward business and country. We declare that the process of HES construction will cause irremediable damage to Zemo Racha and not only this region. During the so-called public discussion, it was mentioned that in the framework of the project, over the villages, approximately at 10 ha area, in the landslide zone 4200 trees are planned to be cut, which as it turned out were not introduced into the red list. Cutting down of so many trees in such zone will surely cause the natural calamities. And at the same time, the authors of the project fail to substantiate the benefit, which the project might bring for the damage caused to Zemo Racha.            It shall be indicated that at the so-called public discussion, the Company fail to arrange normal presentation of the project. The Company neglected all the significant issues, and while answering the questions, the Company Director and the representative of the consultancy group, instead of the substantiated argument, will share their opinions(perhaps, I do not think so, less probably, etc.).It is clear that the project environment affect report is implemented only with the purpose of implementation of the formal procedures. I think HES construction is this form will end existence of the villages as well as development of tourist infrastructure at the valley. The project will be endangered as well as the employees involved in it. The Company implementing the project – Peri LLCin other cases also cannot provide examples of peaceful completion of the projects.There are lots of the projects implemented by the company, now destructed and non-functional. I mean Dariali HES and Larsi HES. In case of Dariali HES, tragic case incurred, torrent came down and there were victims. Larsi HES was destroyed by the torrent three times. In case of implementation of the project, tragedy might incur with Racha just like in cases of construction of Dariali HES and Larsi HES.Shortlist of the dangers:At the construction stage, emissions of malicious substances will increase in atmospheric air, negative affect risks on population and wildlife by spreading noise and vibration;At the construction stage, the risks of affect on the River Rioni valley biological environment (flora, fauna);The ground works and cleaning of the floral cover in particular belt (approximately 10 ha 4200 trees)will negatively affect stability of the geological environment, and the risk of landslide will increase even more;Besides, the above mentioned construction will negatively affect the River Rioni natural flow. There are the river water quality deterioration risks, the danger of torrent from outfalls, which will cause water damming and therefore, irreparable outcomes.As the result of the work implemented for the years and the accumulated experience, Zemo Racha real potential development vision has been developed, excluding harsh interference with the nature.            Hence, taking into account all the above-mentioned, we refer to you to stop consideration any opportunities of funding of the project, otherwise, we, population of Zemo Racha and entire Georgia will be forced to refer to all the reasonable means in order to save the villages and the valley. We will not allow commencement of the construction works at the project territory. 
gallery images

პრეზიდენტმა აქტიური პოზიცია უნდა გამოხატოს სიძულვილის ენის და შუღლის წინააღმდეგ!

ბატონო პრეზიდენტო!მიგვაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პრობლემების თავი და თავი ჯანსაღი, ინტელიგენტური, ზნეობრივი ურთიერთობების დიდი დეფიციტია.ჩვენი ქვეყანა ვერა და ვერ განერიდა იმ წყევლას, რასაც ჰქვია ცინიზმი, შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილი, პოპულიზმი, სხვისი აზრის შეუწყნარებლობა...მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობას - მშვიდობის პოლიტიკაზე, დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეებისა და სხვა ჯგუფების ეთიკურ დიალოგზე ზრუნვას! მოგმართავთ ასევე იმიტომ, რომ სწორედ თქვენგან გვაქვს იმედი ამ საკითხზე ადეკვატური გამოხმაურებისა.მოვითხოვთ, პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და თქვენი პირადი ძალისხმევით კონკრეტული ღონისძიებები გაატაროთ სახელმწიფოში მშვიდობიანი, საზოგადოებრივი და პირადი ეთიკური ურთიერთობების დასამკვიდრებლად, ამ მხრივ დღევანდელი აუტანელი სიტუაციის გასაუმჯობესებლად.უცხოური ორგანიზაციებზე მეტად ამ თემაზე ჩვენი ხელმძღვანელი ინსტიტუციები უნდა ზრუნავდნენ.დარწმუნებული ვართ, ამ მიმართულებით წარმართულ ყველა ინიციატივაში მხარს დაგიჭერთ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი.
gallery images

გამკაცრდეს ფსიქოტროპულ აფთიაქებზე კონტროლი!(არა - სააფთიაქო ნარკომანიას) #ჩვენბევრნივართ

არსებული, ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია გამკაცრდეს ფსიქოტროპულ აფთიაქებზე კონტროლი - აიკრძალოს ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო გაყიდვა! უმკაცრესად უნდა დაისაჯონ "სიკვდილის გაყიდვით" გამდიდრებული აფთიაქების მეპატრონეები და მათი მფარველები! ესენი არიან ჩვეულებრივი გამსაღებლები, აუბედურებენ ათასობით ოჯახს. ჯარიმა ამ კატეგორიისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს! ჯარიმდებიან იმ თანხით, რასაც 1 საათში შოულობენ. გატარდეს რიგი საკანონმდებლო ღონისძიებები, შეიცვალოს კანონი და ფსიქოტროპული წამლის "ბარიგები" წავიდნენ ციხეში, აფთიაქის ლიცენზირების სამუდამო გაუქმება/ჩამორთმევით! საქართველოს მომავალი საფრთხეშია... არა სააფთიაქო ნარკომანიას! #ჩვენბევრნივართ
gallery images

მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ თავდაპირველ სტატუსში აღადგინოს დოკუმენტური კინოს მიმართულებით მოღვაწე ავტორ-რეჟისორები

მას  შემდეგ, რაც  2013  წელს აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიიღო, დოკუმენტური კინო  მის  პრიორიტეტულ მიმართულებად  და შეიძლება თამამად ითქვას, საფირმო  ნიშნად იქცა. თემის მრავალფეროვნება, პროფესიონალთა გუნდის მუშაობა  განაპირობებდა არა მარტო დადებით შეფასებებს კომპეტენტურ ადამიანთა მხრიდან, არამედ საზოგადოების ინტერესსა და მაღალ რეიტინგს.ტელევიზიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის  2017  წლის  ოქტომბრის გადაწყვეტილებით,   დოკუმენტური ფილმები გავიდა გარეწარმოებაზე, რასაც მოყვა  ავტორ-რეჟისორების სამსახურიდან დათხოვნა. სატენდერო მოთხოვნით,  უნდა  შეიქმნას ერთი ისტორიულ-პოლიტიკური ჟანრის ფილმი (სამ ნაწილიანი)  -   საერთო თემატიკით. მიგვაჩნია, რომ,  დოკუმენტური  კინოს, როგორც  აჭარის ტელევიზიის შიდაპროდუქციის  სეგმენტის  შენარჩუნება,  სასიცოცხლოდ   აუცილებელია;  მისი  განვითარება  უნდა   ხდებოდეს  მაუწყებლის შიდა რესურსების  მოძიებისა და რეალიზების  ხარჯზე. აჭარის მაუწყებელი ფლობს საკმარის ფინანსურ, ტექნიკურ და  შემოქმედებით  რესურსს, რათა გაგრძელდეს ტელეფილმების  შიდაწარმოება და ამგვარად არ დაირღვეს უწყვეტობის პრინციპი, - ამ გზით შეინარჩუნოს  ის  ფართო აუდიტორია, რომელიც წლების განმავლობაში,  თემატურად მრავალფეროვანი,  რეიტინგული პროდუქციის მიწოდების შედეგად ჩამოყალიბდა.  სატენდერო პირობებისგან განსხვავებით, ადგილობრივი  კადრები  უფრო  ახლოს  იცნობენ   აჭარის რეგიონის  კულტურულ-ეკონომიკურ  და  სოციალურ   ცხოვრებას;  დოკუმენტალისტებს   ხელეწიფებათ,  ყოველდღიურ რეჟიმში   ასახონ    მნიშვნელოვანი  მოვლენები,  რეგიონის მასშტაბით   მიმდინარე    საინტერესო დოკუმენტური  რეალიები, იმავდროულად,   უნიკალური  მასალებით,  ფილმებით   შეავსონ  და გაამდიდრონ   არქივის  ფონდი.  ამიტომ  მიგვაჩნია, რომ  სწორედ  ადგილობრივი   კადრები   უნდა  ქმნიდნენ    დოკუმენტურ კინოპროდუქციას.   ამ  სეგმენტის  ამოქმედება  კვლავ და კვლავ   უზრუნველყოფს   აჭარის ტელევიზიის   პროგრამულ პრიორიტეტს - ხელი  შეუწყოს  ქვეყნის  თვითმყოფადობის,  სულიერი ფასეულობებისა  და კულტურული  მრავალფეროვნების   განვითარებას.მოვითხოვთ,   რომ  დოკუმენტური კინოს  მიმართულებით მოღვაწე  კვალიფიციურ  ავტორ-რეჟისორებს:  ოლიკო ჟღენტს,  გია დიასამიძეს და ნერონ აბულაძეს,  რომლებსაც,   2017 წლის დეკემბერში   შეუწყდათ  შრომითი  ხელშეკრულებები, მიეცეთ  საშუალება,  გააგრძელონ  შემოქმედებითი  საქმიანობა  საზოგადოებრივი  მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიაში,   დოკუმენტური კინოს მიმართულებით.