დასრულებული
ადრესატი:
- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- თბილისის მერია
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს პროკურატურა
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
- ფინანსთა სამინისტრო
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ვითხოვთ მედიკამენტს ბავშვებისთვის
მიმართვა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ყველა ექიმს და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ექიმებს, ყველა ჭეშმარიტ, სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ‼️❗️‼️
დღეს სხვა რომელ უფლებებზე შეიძლება ვისაუბროთ რომ ამჟამად საქართველოში ბავშვებს წართმეული აქვთ ჯანმრთელობის უფლება?
ერთი წელია უსირცხვილოდ გვატყუებენ და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტი ვერ შემოუტანია ჩვენს ქვეყანას სულ რაღაც 12-16 ბავშვისთვის 😔
რა ვუთხრათ შვილებს?
როგორ ავუხსნათ რომ ვინაიდან ამ ქვეყანაში დაიბადნენ, და არა ევროკავშირის რომელიმე ნებისმიერ ქვეყანაში ან ამერიკის ნებისმიერ შტატში უნდა განწირულები იყვნენ საკუთარი ქვეყნის მთავრობის მიერ???
როგორ ავუხსნათ რომ თუ მათი მშობლები არ გადაიხვეწებიან სხვა ქვეყანაში ლტოლვილებად, არ წაიყვანენ უცხო ქვეყანაში საკუთარ შვილებს, არ დატოვებენ ჩვენი შვილები მშობლიურ ოჯახებს, საბავშვო ბაღებსა თუ საკლასო ოთახებს და არ იცხოვრებენ უცხო ქვეყნის ლტოლვილთა ბანაკებში, საკუთარი სახელმწიფოს ჯანდაცვა არ აპირებს მათზე ზრუნვას????
საქართველოს ექიმებო, ჯანდაცვის სამართლიანო ხელმძღვანელებო, გულითადო ადამიანებო, გვიშველეთ, მოგვეხმარეთ, გვიშუამდგომლეთ, მიაღებინეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს მთავრობას!!!!
მოსთხოვეთ რომ შემოიტანონ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი ვოზორიტიდი-მედიკამენტი, რომელსაც 10 წელია ელოდებოდა მსოფლიო და რომელიც ამჟამად სამკურნალოდ ოფიციალურად წარმატებით გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც მედიცინის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში!
მედიკამენტი, რომელსაც მინიჭებული აქვს FDA და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები, რომელიც არის ერთადერთი და უალტერნატივო ეფექტური მედიკამენტი მსოფლიოში!!!!
ბავშვები ყოველ დღე ელოდებიან ამ წამალს. ისინი ხომ ისეთივე უმანკო არსებები არიან, როგორიც მათი თანატოლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც მთავრობები ზრუნავენ ამ ბავშვების ჯანმრთელობაზე!!!! ნუ გაწირავთ ბავშვებს!!!! დრონი მეფობენ და არა მეფენი! ეს ბავშვები სულ მალე თავად გეტყვიან სათქმელს იმავე პარლამენტის ტრიბუნიდან, სადაც ამჟამად თქვენ იმყოფებით ძვირფასო პარლამენტარებო!
ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას!!!!!
ვაგროვებთ ხელმოწერებს‼️❗️‼️
🙏🙏🙏
LIttle People from Georgia Country - პატარა ადამიანები საქართველოდან