საკონტაქტო ინფორმაცია
გაზიფიცირება ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს

დასრულებული

3532
3500
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

გაზიფიცირება ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს

#გაზიფიცირებალეჩხუმიქვემოსვანეთს.

🖍️ მოაწერე ხელი პეტიციას
#ლეჩხუმისადაქვემოსვანეთისგადარჩენისთვის

მე როგორც ერთი ლეჩხუმელი დავიწყებ მადლობით, ბოლო წლებში ბევრი ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდა, არაერთი ბაღი და სკოლა აშენდა თუ განახლდა, მოწესრიგდა გზები, ამოქმედდა მთიანი რეგიონის კანონი, რომელიც სხვადასხვა შეღავათს ითვალისწინებს, შემოეშველენ მრავალშვილიან დედებსაც ( ვიცი, არაა ეს საკმარისი, მაგრამ იყო დრო, როცა ესეც არ იყო), გალამაზდა ჩემი საყვარელი ცაგერი და გულს ათბობს განახლებული შენობები თუ ქუჩები. არ მიჭირს და არც მეძნელება, მადლობა ვუთხრა ყველას, ,ვინაც ეს ყველაფერი შეძლო.

ჩვენი ლეჩხუმელების და ქვემო სვანეთის გადასარჩენად საჭიროა გაზიფიცირება❗️❗️❗️

ჩემი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე მთავარს გამოვყოფ .სამწუხაროდ, ჩვენი ულამაზესი ლეჩხუმი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მიგრაციულ მხარედ,ახალგაზრდები მიდიან და სამწუხაროდ, თითქმის აღარ ბრუნდებიან. რაჭის მაგალითს მოვიყვან რაც გაზი შემოვიდა რაჭაში ოჯახები დაბრუნდნენ მთაში, ტურიზმა დაიწყო აყვავება, ბიზნესი მუშაობს და ყოველ წლიურად ემატება კიდევ და კიდევ ახალი სასტუმრო თუ მარმები.მე არ ვარ ეკონომისტი,არც მეწარმე, არც ბიზნესია ჩემი სფერო, მაგრამ ერთი რამ ვიცი ზუსტად , გაზიფიცირება ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს გადაარჩენს.

ჩვენს მხარეში ექვსი თვე ( მინიმუმ ! ) სჭირდება ადამიანებს გათბობა ( აღარ შევჩერდები, რა თანხას უკავშირდება შეშის შეძენისა და დამუშავების პროცესი). ეს უპირველესია, მაგრამ გაზი ხომ მარტო გათბობა არ არის ?! გაზიფიცირება არის ბიზნესის განვითარება, სასათბურე მეურნეობის, ბოსტნეულის წარმოების,სხვადასხვა საწარმოს ამუშავების პერსპექტივა და ხელშეწყობა. ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ შეიძლება მოაგვაროს?! გაზის პრობლების მოგვარება , უდავოდ, არის გამარტივებული ცხოვრების შესაძლებლობა, მყარად დაფუძნებული ოჯახები და დაბრუნებული ახალგაზრდები...
ბევრს არას ვიტყვი იმის შესახებ, ამ პრობლემის მოგვარება ეკოლოგიურად როგორ შეეშველება ჩვენს გაჩეხილ ტყეებს, გააქტიურებულ მეწყერს, დაზიანებულ გარემოს.

🖍️🖍️🖍️ ჩემო ლეჩხუმელებო, ქვემო სვანებო ,ნაცნობებო, უცნობებო, დავდგეთ ერთად, გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები, გავავრცელოთ პეტიცია ,მივიდეთ ყველგან და ყველასთან თხოვნით სადაც საჭიროა. მე მჯერა ჩვენი ერთობის და ხელისუფლების გულისხნიერების. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ
🖍️#გაზიფიცირებალეჩხუმიქვემოსვანეთს

პეტიციასთან დაკავშირებული სიახლეები
გამოქვეყნებულია ადმინისტრაციის მიერ

გაზიფიცირება ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს