დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
- european parliament
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირს მიმართავს #გახსენითვაწერთ
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირს მიმართავს #გახსენითვაწერთ
ჩვენ, კეთილდღეობის მოსურნე საზოგადოება ხმამაღლა ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ყველა მხრიდან.
გვინდა გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ ჩვენთვის, საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის, წარმოუდგენელია ის ყველაფერი რაც ბოლო დღეებია ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ზიზღი, ბულინგი, თავდასხმა და ერთმანეთის ვერ ატანა - არახსოვს საქართველოს.
ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა - ერთმანეთისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას ყველა მხრიდან, როგორც ფიზიკურს ისე ფსიქოლოგიურს - დაუშვებელია ქართველი- ქართველს ასე ექცეოდეს, დაუშვებელია ამ გზით გვინდოდეს ევროპული მომავლის შენება!
ჩვენ უნდა გავხდეთ მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, რომ ზიზღით და ურთიერთდაპირისპირებით, მომავალი ვერ აშენდება და ამით მხოლოდ მტერს ვახარებთ.
ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ ჩვენი შვილების, შვილიშვილების ევროპული მომავალისთვის, ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე.
პროცესებმა ნათლად აჩევენა, რომ არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის ხელი მოაწეროს და გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, რასაც ცხადყოფს მათი განცხადებები და ქმედებები.
ჩვენ, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუციური უფლება იმისთვის, რომ დავიცვათ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, რომელსაც სურს საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის ურყევი, მშვიდობიანი განვითარება.
შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელმაც ჩვენი არჩევანი 26 ოქტომბერს მკაფიოდ დავაფიქსირეთ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და მშვდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად - მივმართავთ ევროკავშირს - გახსენით მოლაპარაკებები.
#გახსენითვაწერთ