დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს პროკურატურა
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თავისუფლება ექიმ გიორგი ახობაძეს!!!
2024 წლის 8 დეკემბერს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი ექიმი, სამშობლოს ერთგული პატრიოტი, ჩვენი მეგობარი და აქტივისტი გიორგი ახობაძე დააკავა. დაკავების პროცესში გიორგი ახობაძეს, ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ყველაფერი სადამსჯელო პოლიციურმა ძალებმა ისე შეასრულეს, რომ არცერთი მოწმე, არცერთი სამხრე კამერის ჩანაწერი არ არსებობს!!! მიუხედავად აღნიშულისა, რეჟიმის მოსამართლე - ლელა მარიდაშვილმა, სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის ყოვლად უსაფუძვლო და სიცრუეზე დაფუძნებული ვარაუდები და გიორგი ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. უსამართლო რეჟიმი, გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთისთვის იმეტებს. მაგრამ, ჩვენ აღნიშნულს არ შევეგუებით.
გიორგის თავდაუზოგავმა აქტიურობამ, როგორც აქციებზე, ისე სოციალურ ქსელში, უსამართლო რეჟიმის ყურადღება მიიქცია, მაგრამ გიორგი არ არის ის ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ბედზე ზრუნვისას, რეჟიმის შიში დაადუმებდა. გიორგი სოლიდარობას უცხადებს ყველა დაკავებულს და დაპატიმრებულს, რომლებიც ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვიან და გიორგის მსგავსად რეჟიმის პოლიტიკურ პატიმარებს წარმოადგენენ,
ჩვენ, გიორგის მეგობრები, საზოგადოების წარმომადგენლები, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს უდანაშაულო ექიმის გათავისუფლება, რომელიც არის არსებული რეჟიმის მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარი. გიორგი უნდა დავუბრუნოთ მის ოჯახს!!!!
თავისუფლება გიორგი ახობაძეს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!!!