საკონტაქტო ინფორმაცია
მართვის მოწმობის მეორე ეტაპზე გასასვლელი თანხის შემცირება

დასრულებული

10119
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

მართვის მოწმობის მეორე ეტაპზე გასასვლელი თანხის შემცირება

მოგეხსენებათ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდა კანონი, რის საფუძველზეც მართვის მოწმობის აღება გახდა ორ ეტაპიანი. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ავტომობილის ქალაქში-რეალურ პირობებში მართვას, აღნიშნულს მივესალმები, ვინაიდან, მსურველები გაცილებით მოტივირებულნი და მომზადებულნი გავლენ გამოცდაზე და საბოლოო ჯამში, საქართველოს მასშტაბით მეტად დახვეწილი მძღოლები იმოძრავებენ. განსხვავებული პოზიცია მაქვს მეორე ეტაპის გადასახადთან დაკავშირებით, მეორე ეტაპზე გეგმიური გასვლა 90 ლარი, ხოლო არაგეგმიური 250 ლარი ღირს, რაც ვფიქრობ, ისეთი ღარიბი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, შეუსაბამოა. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გათვალისწინებით მოგიწოდებთ გადაიხედოს კანონი და შესაძლებლობის შემთხვევაში მინიმალურ თანხამდე დავიდეს მართვის მოწმობის მეორე ეტაპზე კანდიდატის გასვლა.