საკონტაქტო ინფორმაცია
პეტიცია პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ

დასრულებული

25995
25000
ადრესატი:
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

პეტიცია პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ

პიროტექნიკის გამოყენება სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამას ადასტურებს გასული წლების სტატისტიკა. 2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანი, აგრეთვე დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც. გარდა აღნიშნულისა, პიროტექნიკის და ერთჯერადი ასაფეთქებლების გამოყენება ზიანს აყენებს და ხშირად სიკვდილამდეც კი მიჰყავს ცხოველები და ფრინველები. საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ზიანდებიან მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც თავშესაფრის გარეშე  არიან ღია ცის ქვეშ. ამ დროს,  იმატებს შინაური ცხოველების დაკარგვის ფაქტებიც.

საქართველოში პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და მოხმარება ფაქტობრივად არ კონტროლდება. საგანგაშოა, რომ ქვეყანაში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.

 

ახლოვდება ახალი წლის დღესასწაული და ტრადიციულად გამოჩნდა დახლებზე არაერთი პიროტექნიკული მოწყობილობა. მიუხედავად დაპირებისა, ხელისუფლებას კვლავ არ განუხორციელებია ქმედითი ნაბიჯი პრობლემის აღმოსაფხვრელად.

აღსანიშნავია, 2023 წლის 28 მარტს საქართველოს პარლამენტში ინიცირებლ იქნა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და გამოყენება მკაცრი რეგულაციების ქვეშ ექცეოდა. თუმცა, პროექტი ჯერაც არ არის განხილული პარლამენტის მიერ.

ვინაიდან, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკის მოხმარება და იმატებს შესაძლო ნეგატიური შედეგის რისკები, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს პარლამენტისგან მოვითხოვთ:

ვთხოვთ და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ის უდიდესი ზიანი, რომელსაც ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს აყენებს პიროტექნიკის უკონტროლო გამოყენება და უმოკლეს ვადებში დაიწყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (07-3/305/10) კანონპროექტების განხილვა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც გარდაუვალია საახალწლო პერიოდში.

პეტიციასთან დაკავშირებული სიახლეები
გამოქვეყნებულია ადმინისტრაციის მიერ

პეტიცია გაგზავნილია ადრესატებთან


ორგანიზაციის მთავარი მიზანია, ძაღლები და კატები ქუჩაში აღარ ცხოვრობდნენ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს კომპანიონი ცხოველების მოვლის კულტურა და ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება. ჩვენი გუნდი ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებასა და განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებს. ორგანიზაციის მიმართულებებია: ▫ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ▫ სახელმწიფოსთან პრობლემებზე ადვოკატირება; ▫ საქველმოქმედო და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელება კერძო სტრუქტურებთან, დონორ ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://drive.google.com/drive/u/1/folders/1-j2V8kPzJymbM53sYJcH28DON_NJw7oZ

ვრცლად