საკონტაქტო ინფორმაცია
დევნილთა 45 ლარიანი შემწეობა გაიზარდოს საარსებო მინიმუმამდე

დასრულებული

10416
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

დევნილთა 45 ლარიანი შემწეობა გაიზარდოს საარსებო მინიმუმამდე

მიმართვა საქართველოს პარლამენტს

იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია “ დევნილები დევნილებისთვის “

როგორც თქვენთვის ცნობილია დევნილები წარმოადგენენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს, რომელთა 45 ლარიანი შემწეობა წლებია არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში უკიდურესად მოიმატა ფასებმა ყველაფერზე. შესაბამისად აღნიშნული შემწეობა ვერანაირად ვერ პასუხობს დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებს.

გამომდინარე დევნილთა საჭიროებებიდან, გამომდინარე უამრავი გამოკითხვიდან რომელიც ჩავატარეთ დევნილთა შორის, გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და 2024 წლის ბიუჯეტში 45 ლარიანი შემწეობა გაუთანაბროთ საარსებო მინიმუმს, ასევე გთხოვთ მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა (მათ შორის სახელფასო  ზღვარი და საზღვრის კვეთა). ჩვენი ღრმა რწმენით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს დევნილთა თემის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე და არა მის დასუსტებაზე.

პატივისცემით,

ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

ირაკლი ტორუა