საკონტაქტო ინფორმაცია
აღდგეს ხაშური-ზესტაფონის მატარებლის შუადღის რეისები და თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის მოძრაობა

საჭიროა 1508 ხელმოწერა

3492
5000
ადრესატი:
  • საქართველოს რკინიგზა
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია
  • საქართველოს მთავრობა

აღდგეს ხაშური-ზესტაფონის მატარებლის შუადღის რეისები და თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის მოძრაობა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გამყოფი რაიონია, რთული გეოგრაფიული პირობებით გამოირჩევა. რაიონზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო გზა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო სარკინიგზო ქსელის ნაწილია. ხარაგაულის რაიონი 2 საუკუნეა მნიშვნელოვნად ემსახურება საქართველოს, როგორც ეკონომიკური, ისე საყოფაცხოვრებო მიზნების უზრუნველსაყოფად და ატარებს მნიშვნელოვან ტრანსპორტს. დღეს კი, ჩვენი ბუნების ფაქტობრივი განადგურების ხარჯზე, საქართველოს რკინიგზა აწარმოებს ფართო გზის მშენებლობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ეს ცვლის რაიონის ბუნებრივ იერსახეს. ბუნებრივია, მით უმეტეს, ამ პირობების გათვალისწინებით, ადგილობრივებს აქვთ პრეტენზია, კომფორტულად სარგებლობდნენ რკინიგზით და არ ექმნებოდეთ კომუნიკაციის პრობლემა. ვაჟღერებ ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილის წუხილს და მოვითხოვ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით მოხდეს რკინიგზასთან მოლაპარაკება თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის აღდგენასთან დაკავშირებით და ასევე ხაშური-ზეატაფონის ელექტრომატარებლის შუადღის რეისების დამატების თაობაზე. 


საქმიანობა: სტუდენტი დაბადების თარიღი: 2.09.2004

ვრცლად