საჭიროა 4456 ხელმოწერა
ადრესატი:
- აშშ-ს საელჩო საქართველოში
დასანქცირდეს პრემიერი ღარიბაშვილი
ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში,
ქალბატონ კელი დეგნანს
საქართველოს მოქალაქეებისგან:
ქალბატონო ელჩო, დიდ პატივისცემას გიდასტურებთ თითოეული, იმ ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოსთვის აკეთებთ. ყველა იმ ქმედებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება თქვენი მხრიდან. დღევანდელი წერილის მიზეზი კი, ჩვენი სამშობლოს საგანგაშო მდგომარეობაა, რაც ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან გვაწუხებს.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, საქართველო საუკუნეების მანძილზე ოკუპირებულია აგრესიული მეზობლის - რუსეთის მიერ. ქართველი ოდითგანვე სისხლით იცავდა თავისუფლებას და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ისტორიიდან, თუ დღევანდელობიდან. დღეს კი, რუსეთი სისხლისმღვრელ ომს აწარმოებს უკრაინასთან, რასაც უდანაშაულო ხალხი ეწირება. ქართველები გულმხურვალედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და მისი გამარჯვებისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. რასაც ჩვენს ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვით.
ქალბატონო ელჩო, დღეს ჩვენი თხოვნა ისევდაისევ საქართველოს და მის ტრაგიკულ მდგომარეობას ეხება. 2012 წელს მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება“ , როგორც შემდგომში აღმოჩნდა- რუსული ძალა მოვიდა. რაც თავაპირველად არ იყო ისეთი ცხადი, როგორც ეს უკრაინის ომის შემდგომ გახდა. ხელისუფლება უკვე აღარც კი მალავს ანტიდასავლურ რიტორიკას, აგრესიას ამერიკისა და ევროპის მიმართ, თქვენს მიმართ, ლანძღავს ევროპარლამენტარებს. სახეზე იყო რუსული კანონის მიღების მცდელობა, რაც კონსტიტუციასაც კი ეწინააღმდეგებოდა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მაქსიმალურად ვცდილობთ , ჩვენი აზრის დაფიქსირებით, დემონსტრაციებით, დაუმორჩილებლობით წინააღმდეგობა გავუწიოთ აღნიშნულ პროცესს. აღნიშნულის საპასუხოდ, სახელისუფლებო ძალოვანები გვიჭერენ, გვარბევენ, ციხეში გვიშვებენ უკანონო ბრალდებებით, პროტესტისა და ცარიელი ფურცლისთვისაც კი.
ქალბატონო ელჩო, თქვენთვისაც აშკარაა, საქართველო დაადგა რუსეთის დიქტატურის გზას. ხელისუფლება ყველანაირად ხელს უშლის ჩვენს ევროპულ მომავალს და ჩვენი შვილებისთვის მხოლოდ რუსეთის ჭაობი ემეტება, როცა საკუთარ შვილებს ამზადებენ ევროპული სკოლებითვის, დასასვენებლად მიდიან ევროპასა და ამერიკაში და ბედნიერ მომავალს ისევ ცივილურ ქვეყნებში იწყობენ. გამონაკლისი არც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახია. მისი ვაჟი ნიკოლოზ ღარიბაშვილი წელს სწავლის გაგარძელბას აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში აპირებს(UPEN), არა იმიტომ, რომ მათ ევროპული ან ამერიკული ღირებულებები აქვთ, ან ცოდნის შეძენა უნდათ, არამედ - ისევ ჩვენზე, ქართველებზე, მაღლა რომ იდგნენ და ისევ რუსული ინეტერესები გაატარონ ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ამას აკეთებენ სხვა, ევროპაში განათლებული, კორუმპირებული მაღალჩინოსნები: ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვები.
საქართველოს მოქალაქეები გთხოვთ, შექმენით პრეცედენტი და დაასანქცირეთ მოღალატე პრემიერ-მინისტრის ოჯახი, რომელიც ანტიკონსტიტუციურად იქცევა, ბოროტად იყენებს მის თანამდებობას და ევროპულ მომავალს უკლავს ჩვენს შვილებს. ნუ მისცემთ მის შვილს ამერიკაში წასვლის და იქ სწავლის საშუალებას. იმედია, ამ პრეცედენტით გონს მოეგებიან ხელისუფლების სხვა წამომადგენლებიც და შეეშვებიან ჩვენი ქვეყნის რუსეთიფიკაციას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილებს ეწინააღმდეგება. დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენზე და თქვენს გონიერ ნაბიჯებზე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პატისცემით საქართველოს მოქალაქეები:
To Ambassador Kelly Degnan:
Dear Madam Ambassador,
We extend our utmost respect for the tireless efforts you are making on behalf of the American people to foster democratic development in our beloved country, Georgia. We write to you today deeply concerned about the alarming state of our nation, a matter that weighs heavily on the hearts of Georgian citizens, particularly the youth.
Throughout history, Georgia has endured centuries of occupation by its aggressive neighbor, Russia. The Georgian people have consistently fought for their freedom, often sacrificing their lives in the process. Today, as Russia wages a brutal war against Ukraine, resulting in the loss of countless innocent lives, we, the people of Georgia, stand firmly in support of Ukraine's cause. Regrettably, we cannot say the same about our own government.
Madam Ambassador, we urgently request your attention to the state of Georgia and its ongoing tragic circumstances. Since 2012, our government has been infiltrated by a covert Russian influence, which has become more apparent following the conflict in Ukraine. Our government now openly expresses anti-Western sentiments, aggression towards America, and disrespect for European parliamentarians. Blatant violations of our constitution, such as the adoption of a Russian law, are evident. Media professionals are imprisoned, and the third president faces inhumane treatment and illegal imprisonment. As Georgian citizens, we express our opinions through demonstrations and peaceful means, only to face arrests, harassment, and false charges from the government. It is clear to us that Georgia is sliding towards Russian dictatorship.
Our government obstructs every conceivable avenue towards our European future, leaving our children with the bleak prospect of a Russian quagmire. While we endeavor to prepare our children for European schools and seek opportunities in Europe and America, our leaders, including Prime Minister Irakli Gharibashvili, demonstrate a different inclination. His son, Nikoloz Gharibashvili, is set to commence his studies at the University of Pennsylvania (UPENN) in the USA this year. However, it is not due to a shared belief in European or American values or a genuine pursuit of knowledge. Rather, it is a testament to their privilege and their mission to advance Russian interests within our nation—a pattern observed among other corrupt officials educated in Europe, such as Irakli Kobakhidze and others. Madam Ambassador, on behalf of the youth of Georgia, we implore you to set a precedent and impose sanctions on the family of our deceitful Prime Minister. His unconstitutional actions, abuse of power, and destruction of our children's European aspirations must not go unchecked. Prevent his son from studying in America. Through this precedent, we hope to inspire a wake-up call among other government representatives, putting an end to the increasing Russian control over our country. Our expectations rest high upon your wisdom and decisive action for the betterment of our nation.
Sincerely,
Concerned Citizens of Georgia