საკონტაქტო ინფორმაცია
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხარდაჭერა მზია ამაღლობელს

საჭიროა 95 ხელმოწერა

105
200
ადრესატი:
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხარდაჭერა მზია ამაღლობელს

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აქტივისტები ვუერთდებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) განცხადებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ,,ბათუმელებისა" და ,,ნეთგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც რუსთავის N5 დაწესებულებაში პირადად დაესწრო მზია ამაღლობელის გამოკითხვის პროცესს, აცხადებს რომ როგორც პოლიციის განყოფილების ეზოში, ასევე განყოფილების შენობაში, მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთ ფაქტს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან.

საიას ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა თავს დასხმოდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მზია ამაღლობელისთვის, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თითოეულ ეპიზოდზე ჩაატაროს დროული და სათანადო გამოძიება და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი
  • ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  • მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  • ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი 
  • შშმ ქალთა ალიანსი
  • სოლიდარობის თემი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საორსა

#თავისუფლებამზიაამაღლობელს   
#თავისუფლებარეჟიმისპატიმრებს