დასრულებული
1024
1000
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
ხელოვანთა პეტიცია
„ხელოვანების ფონდი“
ჩვენ, ხელოვნების სფეროს ყველა პროფისიული მიმართულების წარმომადგენლები, ვემიჯნებით ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას. მოვითხოვთ: ჩვენი კონსტიტუციის 78 -ე მუხლის უპირობოდ დაცვას, ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობის შეწყვეტას და ქვეყნის ევროპული კურსის დაბრუნებას.
ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს!
ამისთვის მიგვაჩნია:
სასწრაფოდ შეიკრიბონ, ოპოზიციური პროდასავლური კოალიციებისა და პარტიების ლიდერები, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის - საქართველოს პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ!
- შექმნან ერთიანი საკოორდინაციო საბჭო და აიღონ პასუხისმგებლობა სამოქალაქო პროტესტების მშვიდობიან მართვაზე, მთავარი მოთხოვნით - დაინიშნოს ახალი არჩევნები!
- დააფუძნონ დროებითი წარმომადგენლობითი ორგანო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თავმჯდომარეობით .
- მიავლინონ სპეციალური მისია ბრიუსელში, ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად. წარმოადგინონ ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციური მოთხოვნა - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.