საჭიროა 37 ხელმოწერა
1963
2000
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ექიმების მანიფესტი
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები სრულად ვაცნობიერებთ, პროფესიულ პასუხისმგებლობას. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება, რასაც ყველაზე უკეთ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში შევძლებთ.
ვხედავთ, რომ ქვეყნის დღევანდელი მმართველები არ იცავენ კანონს, თელავენ ადამიანის უფლებებს, ძალადობენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან საქართველოს ევროპულ მომავალს.
ექიმები ვდგავართ, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენი თავისუფლებისა და საერთო სახელმწიფოს გადარჩენისთვის ბრძოლაში.
საქართველოს მომავალი დემოკრატიულ საერთაშორისო თანამეგობრობაშია. საქართველოს ადგილი ევროპის კავშირშია.