დასრულებული
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ექიმების და ჯანდაცვის მუშაკების მოთხოვნა დემონსტრანტების მიმართ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით
2024 წლის 28 ნოემბრიდან - 4 დეკემბრამდე საპროტესტო აქციების პერიოდში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, კლინიკებს ყოველდღიურად სულ უფრო ბევრი ადამიანი აკითხავს, ვინც შესაბამის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. მწვავედ მიმდინარე სიმპტომების გარდა, შეუძლებელია ამ ტოქსიკური ნივთიერებების შემდგომი შედეგების პროგნოზირება. აღნიშნული საკითხის განვრცობა წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას, რომელიც პარალელურად, მუდმივად, ღიად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს, შეეწინააღმდეგონ ამ კატასტროფულ პრაქტიკას და ამას მასიური საინფორმაციო საშუალებებით აცხადებდეს.
CDC-ის ინსტრუქციებში (*) ხაზგასმით წერია, რომ მსგავსი ქიმიური აგენტების მიერ ადამიანისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია სხვადასხვა ენდო და ეგზოგენურ ფაქტორებზე.ქვეყანაში უამრავი ქრონიკული დაავადების მატარებელი პირია, მკვეთრადაა გაზრდილი ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი, მათ შორის ახალგაზრდა პოპულაციაში.
ჩვენი, ექიმების საფუძვლიანი შეშფოთების მიზეზია აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივი და მასიური გამოყენება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს აღნიშნულ ფონს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ,აუცილებლად მიგვაჩნია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოახსენოს საზოგადოებას და, პირველ რიგში,მედიცინის მუშაკებს, რა ქიმიური აგენტები იქნაგამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ. ეს საშუალებას მოგვცემს, სპეციფიკური მკურნალობის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განვახორციელოთ აღნიშნული ნივთიერებებით დაზიანებული ადამიანების დახმარება, არა მხოლოდმწვავე ფაზაში, არამედ ვიცოდეთ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ ნივთიერებებს ჯანმრთელობისათვის შორეულ პერიოდში, რათა შევძლოთ მდგომარეობის მართვა ჩვენი მოსახლეობის სასარგებლოდ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად სამედიცინო საზოგადოება მოვითხოვთ:
1. სასწრაფოდ შეასრულოს სახელმწიფომ თავისი ვალდებულება და გაასაჯაროოს რა ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული აღნიშნულ პერიოდში. ეს ინფორმაცია პირველ რიგში ესაჭიროება ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მან შეიმუშაოს ინსტრუქცია დაზარალებულთა სწორი მკურნალობისთვის (ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ დააყენა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს საკითხი შსს-ს მიმართ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისთანავე!)
2. ექიმების მთავარი და უპირველესი სამოქმედო არეალია “არ ავნო”! ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა,დაუყოვნებლივ შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება!