საჭიროა 637 ხელმოწერა
ადრესატი:
- კავეა
დაგვიბრუნეთ კინოთეატრი ქუთაისში
ცნობილი ფაქტია, რომ ქუთაისის კინო ასსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, აქ კინოთეატრები ფუნქციონირებდა ჯერ კიდევ მეორე საუკუნის დასაწყისში და მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ფუნქციონირება განაგრძო რამოდენიმე კინოთეატრმა "კომუნამ", "საქართველომ", "სულიკომ" და "გამარჯვებამ", 2000-იანი წლების დასაწყისში ქუთაისში ყველა კინოთეატრი დაიხურა. ამის შემდგომ ქუთაისელი მაყურებელი თითქმის 20 წელი ელოდა კინოთეატრს და როგორც იქნა განახლებული კინო საქართველო დაგვიბრუნდა. არ ვიცი ეს ერთგვარი წყევლაა თუ რა არის, თუ ცუდ მენეჯმენტსა და პიარს დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან ქუთაისს კინო აღარ აქვს, ფილმების საყურებლად კი ყველა თბილისში წასვლას ვერ ახერხებს.
ძალიან გთხოვთ, იქნებ კინო გახსნათ და ქუთაისლებს საშუალება მოგვცეთ მშობლიურ ქალაქში კინოს ვუყუროთ, მითუმეტეს ახლა როცა საავტორი უფლებები მკაცრად არის დაცული, და ბევრს აღარ აქვს წვდომა ონლაინ საიტებზე, სადაც ადრე ფილმებს უყურებდნენ, შესაბამისად, მოთხოვნა ხარისხიან კინოზე ჩვენს ქალაქში უფრო გაიზარდა. აღნიშნულ პირობებში, შესაბამისი დაგეგმვის შემთხვევაში ყველაფერთან ერთად კინოთეატრი შესაძლებელია მოგების წყაროც გახდეს, მთავარია ჩვენებების სწორი დაგეგმვა.