საჭიროა 4938 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი
დღეს რამდენი ბავში შიმშილობს, რამდენს არ აქვს ფეხსაცმელი, რომ წავიდეს სკოლაში, იყიდოს წიგნი და მიიღოს განათლება - ამ დროს კი ღარიბაშვილის შვილისთვის ხელმისაწვდომია ჩარტერული რეისები, რომ გაფრინდეს ამერიკაში სასწავლებლად. ეს არის ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება.
ეს არის სწორედ რუსული სტანდარტით ქვეყნის მართვა, როცა ხალხი არის უბედურებაში, ხოლო ელიტა არის ზე-მდიდარი.
ჩვენ ვნახეთ, რა დონეზეა გახრწნილი და განადგურებული სისტემა. საქართველოს პრემიერ მინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, იცლის ევროპის და ევროპელი კოლეგების მიმართ საბოტაჟისთვის. რაც მთავარია თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს. ხალხის ფულს იყენებენ პირადი სიამოვნებისთვის და სიმდიდრისთვის. დიახ, ეს არის ის ქვეყანა, რომელიც ასეთად ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერი ღარიბაშვილი არის ამის სახე.
პასუხი უნდა ვაგებინოთ ასეთ ადამიანებს. ასეთი პრემიერ მინისტრით და ასეთი "ქართული ოცნებით" ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით.
მოაწერე ხელი პეტიციას და ერთად მოვითხოვთ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა!