საჭიროა 1733 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
ნუ იქნებით ოკუპანტის ხმოსნები !!! მოწოდება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს !!!
აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო მიმართვა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 1991 წელს არჩეულ აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, მოგენიჭათ პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის (300 წევრიდან) ხმოსნობა. რაც არ გაძლევთ სამართლებრივ უფლებას მიიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა არც ერთმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ევროკავშირმა, აგრეთვე სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა აშშ-მა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის გარანტია.
აქედან გამომდინარე, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს, არ მიიღოთ მონაწილეობა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგმულ ფარსში, გაემიჯნოთ ამ უკანონო პროცესებს.
ქვეყნის ,,მთავარსარდლის’’ არალეგიტიმურ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა მოახდენს აფხაზეთის ა/რ-ის ისედაც რეპუტაციაშელახული ინსტიტუციების ძირეულ დისკრედიტაციას.
ნუ იქნებით ოკუპანტის ხმოსნები !!!