საჭიროა 116 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს საზოგადოება, აკადემიური წრეები
უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა ღია წერილი
ჩვენ, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, ვიზიარებთ რა საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ახალგაზრდა თაობის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, გავხდეთ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები, რაც დადასტურებულია პლებისციტის შედეგებით და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერით, ვთვლით, რომ ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როგორც არაერთხელ, საქართველოს ისტორიაში, ამჯერადაც აუცილებელია სამოქალაქო ერთობა, რომელშიც ყველა ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენი სამშობლოს - საქართველოს - უკეთესი, ევროპული მომავლის წინაშე.
ქართველი პატრიოტების მიერ საუკუნეების წინ დაწყებული ბრძოლა დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრირების მიზნით გრძელდება და დღეს, როგორც არასდროს, ისე რეალურია სასურველი მიზნის მიღწევა.
ვგრძნობთ რა უდიდეს პასუხისმგებლობას, როგორც მოქალაქეები და იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მომავალ თაობებს ქვეყანაში დარჩენის, სამშობლოზე ზრუნვის საქმეში წვლილის შეტანის, წარმატებული, განათლებული, მრავალფეროვანი საქართველოსთვის ყოველდღიური შრომისკენ მოვუწოდებთ, მიგვაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გვქონდეს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ბავშვს, ახალგაზრდას, ზრდასრულს თუ ხანდაზმულს, ნებისმიერ მოქალაქეს, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების, საკუთარი შეხედულებისა თუ იდენტობის მიუხედავად, თანაბრად მიუწვდება ხელი სახელმწიფოს სიკეთეებზე.
ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც თითოეული ადამიანის უფლებები თანაბრად იქნება დაცული, კანონი - სამართლიანი, სამართალი კი - მოქმედი და ყველასთვის აღქმადი.
ჩვენ ვერ გავემიჯნებით მიმდინარე პროცესებს, ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ევროპული განვითარების ნათელი პერსპექტივის დაკარგვას სიძულვილის, დაპირისპირების, პოლარიზაციისა და ოლიგარქიზაციის გამო - პროცესების, რომლებიც საქართველოს დასუსტებას იწვევს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ისტორიული მტრის - ოკუპანტი რუსეთის ინტერესებშია.
ქართველი ხალხი და მისი განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მეტს იმსახურებს.
საქართველო მეტს იმსახურებს.
აქვე გამოვთქვამთ მზაობას, ჩვენი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსით ჩავერთოთ ერთიან სამოქალაქო პლატფორმაში, რომელიც მოამზადებს საფუძველს ევროპარლამენტის რეზოლუციით გათვალისწინებული რეფორმებისთვის და ჩვენი ძალისხმევა მოვახმაროთ ევროკავშირში გაწევრების მიზნის განხორციელებას.
დრო ძალიან ცოტა გვაქვს, შესაძლებლობა კი - ისტორიული.
გავერთიანდეთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის!
ხელმომწერთა სია:
- ალექსიძე თამარ - ლექტორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
- ბარნოვი გოჩა - პროფესორი, თეოლოგიის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საბაუნი)
- ბუაძე თეიმურაზ - პროფესორი, თეოლოგიის დოქტორი, საბაუნი
- ბურდული ნანა - პროფესორი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი. EAGT გეშტალტთერაპევტი;
- გარიშვილი მარინა - ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
- გეგენავა დიმიტრი - პროფესორი, სამართლის დოქტორი, საბაუნი
- გერსამია მარიამ - პროფესორი, მედიაფსიქოლოგი, თსუ
- გეფერიძე დავით - პროფესორი, სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- გორაძე გიორგი - პროფესორი, სამართლის დოქტორი, საბაუნი
- დავითაშვილი ზურაბ - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- დემეტრაშვილი ავთანდილ - ემერიტუს პროფესორი, სამართლის დოქტორი, თსუ; პროფესორი, საბაუნი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე (1996-2001წ.)
- დემეტრაშვილი სოფიო - ასოცირებული პროფესორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)
- ერემაძე ქეთევან - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (2006-2016წ.)
- ვარდიძე ვაჟა - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
- ვასაძე ხატია - ლექტორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სტუ
- თავაქარაშვილი არინა - სამართალმცოდნე, ასისტენტ-პროფესორი, საბაუნი
- კალანდარიშვილი-მიულერი ნათია - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლექტორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ; სამართლის დოქტორი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი, ალტე უნივერსიტეტი
- კევლიშვილი მარიამ - ასისტენტ-პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
- კევლიშვილი ეკატერინე - ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
- კვაშილავა ბაკურ - პროფესორი, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა).
- კოპალეიშვილი მაია - პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (2009 -2019წ.)
- ლოლაძე ბესიკ - სამართლის დოქტორი, აფილირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (2006-2010წ.)
- ლურსმანაშვილი გურამ - ლექტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- მაცაბერიძე მალხაზ - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მესხიშვილი ნინო - ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი
- მჭედლიძე ნანა - ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლა, ალტე უნივერსიტეტი; ლექტორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
- ნუცუბიძე მაკა - ასისტენტ-პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
- პატარაია დავით - პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
- სონღულაშვილი მალხაზ - პროფესორი, შედარებითი თეოლოგიის მიმართულება, ილიაუნი
- ტორაძე მაია - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციის მიმართულება, თსუ
- ქობულაძე თამარ - ასისტენტ- პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, საბაუნი
- ჩოკორაია კონსტანტინე - ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ჯაფარიძე ელენე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი
Open Letter by the Teachers and Professors of Higher Education Institutions of Georgia
We, the teachers and professors of Higher Education Institutions of Georgia,
Sharing the European and Euro-Atlantic aspirations of the citizens of Georgia, civil society, including our young generation, the desire of the vast majority of the Georgian citizens to become full members of a European family, based on common values, as confirmed by the results of the plebiscite and the Article 78 of the Constitution of Georgia,
Believing, that at this turning point, as many times in the history of Georgia, this time too, civil unity is necessary, in which we will all take our share of responsibility for a better, European future of our homeland - Georgia.
The struggle started by the Georgian patriots centuries ago to integrate with the Western civilization continues, and today, as never before, it is realistic to achieve the desired goal. We feel great responsibility, as citizens and even more so, as representatives of the profession, who call on future generations to stay in the country, to contribute to the care of the homeland, to work daily for a successful, educated, diverse Georgia. We believe that once and for all, we must have such a state in which children, youth, adults and elderly, any citizen, regardless of nationality, ethnicity, religion or other affiliation, regardless of one’s views or identity has to have equal access to public goods. Let us build a state in which the rights of every human being are equally protected, the legislation is fair, where rule of law prevails and is equally perceptible to all.
Unable to distance ourselves from the current processes, we can not tolerate losing clear perspective of Georgia’s European development due to hatred, controversy, polarization and oligarchization processes that weaken Georgia and which, above all, are in the interests of our historical enemy - the Occupant Russia.
The Georgian people and its integral part, our talented young generation deserve more!
Georgia deserves more!
We are hereby expressing our readiness to engage our human and intellectual resources in a unified civic platform that will lay the groundwork for the reforms envisaged by the Resolution of the European Parliament and contribute our efforts to achieving the goal of becoming full members of the European Union.
We have very little time, while the opportunity is historic! Let us unite our efforts for Georgia's better future!
- Aleksidze Tamar - Lecturer, International Law Institute, Ivane Javakhishvili Tbilisi State University (TSU)
- Barnovi Gocha - Professor, Doctor of Theology, Sulkhan-Saba Orbeliani University (SABAUNI)
- Buadze Teimuraz - Professor, Doctor of Theology, SABAUNI
- Burduli Nana - Professor, Head of the Department of Psychology, School of Social Sciences, University of Georgia. EAGT Gestalt Therapist;
- Garishvili Marina - Associate Professor, Faculty of Law, TSU
- Gegenava Dimitry - Professor, Doctor of Law, SABAUNI
- Gersamia Mariam - Professor, Media Psychologist, TSU
- Geperidze David - Professor, Faculty of Law, International Black Sea University
- Goradze Giorgi - Professor, Doctor of Law, SABAUNI
- Davitashvili Zurab - Professor, Tbilisi State University
- Demetrashvili Avtandil - Emeritus Professor, Doctor of Law, TSU; Professor, SABAUNI; First Chairman of the Constitutional Court of Georgia (1996-2001)
- Demetrashvili Sophio - Associate Professor, Faculty of Law and International Relations, Georgian Technical University (GTU)
- Eremadze Ketevan - Professor, Ilia State University; Judge of the Constitutional Court of Georgia (2006-2016)
- Vardidze Vazha - Doctor of Theology, Professor, Sulkhan-Saba Orbeliani University.
- Vasadze Khatia - Lecturer, Faculty of Law and International Relations, GTU
- Tavakarashvili Arina - Lawyer, Assistant Professor, SABAUNI
- Kalandarishvili-Mueller Natia - Lecturer in International Humanitarian Law, International Law Institute, Faculty of Law, TSU; Doctor of Law, Professor of International Law, Alte University
- Kevlishvili Mariam- Assistant Professor, International Law Institute, Faculty of Law, TSU
- Kevlishvili Ekaterine - Associate Professor, School of Business, Grigol Robakidze University
- Kvashilava Bakur - Professor, Dean of the School of Law and Politics, Georgian Institute of Public Affairs (GIPA).
- Kopaleishvili Maia - Professor, Faculty of Law, TSU; Judge of the Constitutional Court of Georgia (2009-2019)
- Loladze Besik - Doctor of Law, Associate Professor, Georgian National University (GNU), Judge of the Constitutional Court of Georgia (2006-2010)
- Lursmanashvili Guram - Lecturer, Sulkhan-Saba Orbeliani University
- Matsaberidze Malkhaz - Professor, Tbilisi State University
- Meskhishvili Nino - Associate Professor, Doctor of Law, University of Georgia, Caucasus University.
- Mchedlidze Nana - Associate Professor, School of Law, Alte University; Lecturer, International Law Institute, TSU
- Nutsubidze Maka - Assistant Professor, Faculty of Law, TSU
- Pataraia Davit - Professor of International Law, International Law Institute, Faculty of Law, TSU
- Songhulashvili Malkhaz - Professor, Department of Comparative Theology, ILIAUni
- Toradze Maia - Associate Professor, Journalism and Mass Communication Department, TSU
- Kobuladze Tamar - Assistant Professor, Doctor of Psychology, SABAUNI
- Chokoraia Konstantine - Associate Professor, Ilia State University
- Japaridze Elene - Psychologist, Psychotherapist, Professor, University of Georgia