საჭიროა 4849 ხელმოწერა
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მედპუნქტი გომისმთაზე
ბოლო წლების განმავლობაში პიკს აღწევს გომის მთის განვითარება. 2020 წელს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა. დაიგო გზა, მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი, რამაც საგრძნობლად გაზარდა ტურისტების რაოდენობა. აქამდე გომის მთაზე თუ მხოლოდ მემთეურებს და ზოგადად, ადგილობრივებს შეხვდებოდით ახლა აქ როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, ასევე უცხოელებსაც ნახავთ.
თუმცა ეს ულამაზესი ბუნების მქონე მთა არც ისე უსაფრთხოა ტურისტებისთვის, რადგან არ არსებობს მედპუნქტი, აფთიაქი ან რაიმე სხვა დაწესებულება სადაც მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ვინმე პირველად დახმარებას გაუწევს. ამ რამდენიმე დღის წინ გომის მთაზე ბავშვი გარდაიცვალა, ამბობენ, რომ მედპუნქტის არსებობის შემთხვევაშიც ვერ გადაარჩენდნენ მაგრამ ეს არავინ იცის - კურორტზე, რომელიც ასეულობით ტურისტს მასპინძლობს არ შეიძლება არ იყოს მედპუნქტი. ჩვენი მოქალაქეებისა და არამარტო ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ მხოლოდ იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ შესაბამის დროულ პირველად დახმარებას ვერავინ გაუწევს.
ამრიგად, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ᲓᲔᲕᲜᲘᲚᲗᲐ, ᲨᲠᲝᲛᲘᲡ, ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲡᲐᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲝს დროულად უზრუნველყონ გომის მთაზე მედპუნქტის განთავსება.