10 ივნისი

2017

ანა
ჩადუნელი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 2234 ხელმოწერა
    17766
    20000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

    ბახალასთვის

    გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) უსამართლო სისტემის მორიგი მსხვერპლია. სამართალდამცავებმა მას ოთხი თვის წინ ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს.

    გიორგის სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ (სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის).

    ბოლო დროის მსგავსი გახმაურებული საქმეების მსგავსად, მის საქმეშიც მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. ისიც გაჩხრიკეს და ამოუღეს 0,3726 გრამი ბუპრენორფინი. ჩხრეკას (ბნელ და უკამერო ადგილას) მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. გიორგიც უშედეგოდ ითხოვდა ექსპერტიზა ჩატარებოდა, თუნდაც, მის ქურთუკს. 

    “რეპერების საქმემ” კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა როგორი სასტიკი და უსამართლოა არსებული სისტემა, როგორ წარმატებით აგრძელებს პოლიცია ნარკოტიკების “ჩადების” პრაქტიკას, როგორ უსპობს ახალგაზრდებს რაიმეს კეთების სურვილს და ჩვეულებრივ ჯალათად გვევლინება. განსაკუთრებით ცინიკურია სასჯელის ზომა (8-20 წელი ან უვადოდ!!!), მაშინ, როდესაც განზრახ მკვლელობისთვის სასჯელი 7დან 15 წლამდეა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა ყაჩაღობა, გაუპატიურება და სხვა.

    გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მიუხედავად ძალიან დიდი და რეალური რისკისა წლები გაატაროს ციხეში, მზადაა ბოლომდე იბრძოლოს სიმართლისთვის! 

    19 ივნისს გიორგის მორიგი სასამართლო პროცესია. გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში, გიორგი უნდა იყოს გარეთ, აკეთოს თავისი საქმე, რომელიც უყვარს და კარგად გამოსდის, იყოს თავის ოჯახთან და მეგობრებთან, უბრალოდ მიეცეს საშუალება იცხოვროს და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. 

    გიორგი გიორგანაშვილი არის 37 წლის. შესრულებული აქვს ათობით როლი მხატვრულ ფილმებში, თეატრში თუ სატელევიზიო სერიალებში. არის სოციალურად აქტიური და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი. გიორგი თავად, ყოველთვის გამოხატავდა პროტესტს უსამართლობის და უფლებების დარღვევის მიმართ, ყოველთვის იდგა იქ, სადაც იგი მეგობრებს და უბრალო ადამიანებს ჭირდებოდა. 

    ეხლა ჩვენი ჯერია ბახალას, და სხვა, მის მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს დავუდგეთ გვერდში. ეს მხოლოდ მათი დახმარება არ არის, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა პირველ რიგში, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს უსამართლობის მორიგი მსხვერპლი! 

    გვჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას, მით უფრო მალე და მძლავრად მიწვდება ხალხის გზავნილი ხელისუფლებას. ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის სასტიკი და აუცილებლად დროულად შესაცვლელი! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიციაში გამეფებული მახინჯი “ჩადების” პრაქტიკაც! უსამართლობა უნდა დასრულდეს!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლელა შეყილაძე საქართველო თბილისი 13/07/2018
    2
    ზურა კიკნაძე საქართველო რუსთავი 12/07/2018
    3
    ირაკლი ბიგვავა საქართველო თბილისი 09/07/2018
    4
    ალექსანდრე შუბითიძე საქართველო თბილისი 06/07/2018
    5
    ადუ ინალიფა საქართველო თბილისი 29/06/2018
    6
    ბიჭიკო მხეიძე საქართველო თელავი 27/06/2018
    7
    თამარ ნიჟარაძე საქართველო თბილისი 24/06/2018
    8
    ნიკა ქარუმიძე საქართველო თბილისი 12/06/2018
    9
    მარაიმ ისოელიანი საქართლვეო თბილისი 08/06/2018
    10
    ალექსანდრე თეიმურაზიშვილი საქართველო თბილისი 07/06/2018
    11
    დავით ჭუმბურიძე საქართველო ჭიათურა 06/06/2018
    12
    ლუიზა აკობია საქართველო თბილისი 06/06/2018
    13
    თორნიკე უჩავა საქართველო თბილისი 28/05/2018
    14
    მარიამ ვართაგავა საქართველო თბილისი 09/05/2018
    15
    თეიმურაზ ჯვარშეიშვილი საქართველო თბილისი 07/05/2018
    16
    მიხეილ ლუცკი საქართველო ქუთაისი 14/04/2018
    17
    დე მამ საქართველო თბილისი 11/04/2018
    18
    მაია იველაშვილი საქართველო ახალციხე 06/04/2018
    19
    თამთა ტერაშვილი საქართველო მცხეთა 03/04/2018
    20
    ანასტასია უჩანეიშვილი საქართველო თბილისი 02/04/2018