საკონტაქტო ინფორმაცია
ონლაინ პეტიციების საიტზე www.manifest.ge რეგისტრაცია უფასოა, დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ფიზიკურ, იურიდიულ ან საინიციტივო ჯგუფს.
პეტიციის გასახსნელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც შესაძლებელია პეტიციის გახსნა. გახსნისას აუცილებელია დავიცვათ წესები
1. პეტიცისს დასახელება უნდა იყოს მტკიცებითი ფორმით და ჰქონდეს რაიმეს მოთხოვნის, მხარდაჭერის ფორმა.
2. პეტიციას აუცილებლად უნდა ჰქონდეს აღწერა (ტექსტი) რომელიც თქვენი მოთხოვნის შესაბამისი უნდა იყოს.
3. პეტიციას სასურველია ჰქონდეს სურათი ან ვიდეო, ვიდეოს ჩასმა შეგიძლიათ youtube.com დან ბრაუზერში განთავსებული ლინკის გადმოტანით საიტზე შესაბამის ველში.
4. პეტიციაში აუცილებელია მონიშნოთ ადრესატი, ერთი ან რამოდენიმე. თუ ადრესატების ჩამონათვალში არ არის თქვენთვსის სასურველი უწყება/პიროვნება აირჩიეთ „სხვა“ და თავად ჩაწერთ ადრესატის სახელი და ელ-ფოსტა.
5. პეტიციაში აუცილებელია მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ხელმომწერების რაოდენობა. მაქსიმალური რაოდენობა-შეუზღუდავია. მოითხოვეთ საჭირო ხელმომწერების რეალური რიცხვი. ეს დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.
6. პეტიციის გახსნისას აუცილებელია კატეგორიის არჩევა.
7. პეტიციის გახსნისას არის ფუნქცია „დამატებითი ველი“.მისი გამოყენება შეგიძლიათ, თუ თქვენ გსურთ ხელმომწერებისგან, დამატებით, რაიმე სპეციფიკური ინფორმაციის მოთხოვნმა.
8. პეტიციაში მონაწილეობა შეუძლია ნიბისმიერ ფიზიკურ პირს. ამისათვის ავსებთ მოთხოვნილ ველებს და აჭერთ ღილაკს „ხელმოწერა“, რის შემდეგაც ავტომატურად დაფიქსირდებით პეტიციის ხელმომწერებში.
გაითვალისწინეთ ! პეტიციაზე ხელმოწერილის წაშლა შეუძლებელია.
9. საიტზე იკრძალება ისეთი შინაარსის ინფორმაციის განთავსება, რომელიც დისკრიმინაციულია, ზღუდავს სხვათა უფლებას, შეურაცხმყოფელია მესამე პირებისათვის, ახდენს სიძულვილის და აგრესიის წახალისებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან ფართოდ გავრცელებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
10. პეტიციის შინაარსზე პასუხისმგებელია თავად პეტიციის ავტორი საიტის ადმინისტრაცია არ ერევა, სრულად ან ნაწილობრივ რედაქტირებაში, შეცვლაში ან საიტიდან მის წაშლაში, მიუხედავად პეტიციის პოლიტიკური თუ სხვაგვარი შინაარსისა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი წესების 1, 2, 9 პუნქტების დარღვევის აღმოჩენისას. ასეთ შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეზღუდოს და ავტორს მოთხოვოს მისი მოყვანა საიტის წესებთან შესაბამისობაში ან საერთოდ წაშალოს ასეთი პეტიცია, თუ კი არ მოხდება მითითებული ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრა
11. პეტიციის გამარჯვების შემთხვევაში მისი ელექტრონულად გადაგზავნა ხდება მითითებულ ადრესატებთან, მაგრამ თუ პეტიციის ადრესატებია სახელმწიფო ორგანოები, ადრესატებთან გასაგზავნად პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 5000 ადამიანი.
ვებ საიტზე არსებული მასალის გადაბეჭდვა ან გამოყენება წყაროს მითითების გარეშე დაუშვებელია.
რა არის პეტიცია?
პეტიცია არის, წერილობითი კოლექტიური თხოვნა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისადმი, მთავრობის მეთაურისადმი