17 ნოემბერი

2017

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1773 ხელმოწერა
    1227
    3000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    შეჩერდეს ე.წ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კაბალური სქემის მოქმედება

    აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელმოწერას ვთხოვთ პედაგოგებს, მშობლებს და სრულიად საქართველოს, ყველას, ვინც ოდნავ მაინც ზრუნავს  მომავალ თაობაზე 

    პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა იმთავითვე მკვეთრად კრიტიკულად და მიუღებლად შეაფასა ე.წ. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა (შემდეგ: სქემა) ჩვენ ვსაუბრობდით განათლების სისტემის დანგრევისა და შესაბამისად, ახალგაზრდა თაობის სრულყოფილი განათლების მიღმა დარჩენის საშიშროებაზე. ე.წ. სქემის მოქმედების პირობებში უკვე რეალური გახდა, რომ  მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის ოფიციალური სისტემა აღარ არსებობს; პედაგოგთა საზოგადოებაში ადრინდელზე მეტია დაბალ მოტივაცია და ამით გამოწვეული დაბალი კომპეტენციები, პროფესია გახდა არაპრესტიჟული, მასწავლებელი  სოციალურად ახლა უფრო დაუცველია, ხოლო მოსწავლეს წაერთვა უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.
    სქემის მოთხოვნები თავისი ვადებით, მასშტაბურობითა და სიძნელით წინააღმდეგობაში მოდის სქემითვე გათვალისწინებულ მიზნათან, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას.

    პედაგოგს არ ყოფნის ინტელექტუალური და ფიზიკური ძალა და დრო - გაართვას თავი სქემის მოთხოვნებს, საამისო ტექნიკური, ადამიანური და უფრო მეტად კი დროის  რესურსები არ ყოფნის სკოლებსაც სწორედ ამ ე.წ. სქემის ბრალია, რომ დაეცა სწავლება-სწავლის ხარისხის და სკოლა ვეღარ უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის კონკურენტუნარიანი საბაზო ცოდნის პაკეტის მიწოდებას. ყველაზე მეტად ზარალდება მოსწავლე.

    ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მივმართავთ მთავრობას და ვითხოვთ სასწრაფოდ შეაჩეროს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ.

    ამავდროულად, ვითხოვთ, შეუნარჩუნდეთ სახელფასო ანაზღაურების დანამატი იმ პედაგოგებს, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ მოქმედი სქემით განსაზღვრული კონკრეტული სტატუსი;

    ვითხოვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩვენთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავოს მასწავლებელთა გადამზადებისა და მოტივაციის ალტერნატიული მოდელი და უკვე ე.წ. ზედა საფეხურის პედაგოგთა ამ მოდელთან თავსებადობის სისტემა;

     

    დავით ფერაძე

    პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლანდა ბეგიჯანაშვილი საქართველო ქარელი 01/06/2018
    2
    Mzevinar Baramidze Saqartvelo Batumi 23/03/2018
    3
    Maia Shervashidze Saqartvelo Batumi 23/03/2018
    4
    მამუკა რუსიტაშვილი საქართველო კასპი 17/03/2018
    5
    ნანი ბერიაშვილი საქართველო კასპი 17/03/2018
    6
    ლალი ტუკვაძე საქართველო ქუთაისი 16/03/2018
    7
    თამარ კალანდია საქართველო ზუგდიდი 16/03/2018
    8
    ნონა შიოშვილი საქართველო საგარეჯო 16/03/2018
    9
    ნანა ჭოლოკავა საქართველო ხონი 16/03/2018
    10
    მარიზა მელქაძე საქართველო ხონი 15/03/2018
    11
    Marine Qurdovanidze Sakartvelo Tbilisi 15/03/2018
    12
    მარიამ ოქრიაშვილი საქართველო რუსთავი 15/03/2018
    13
    მაია ნახუცრიშვილი საქართველო თბილისი 15/03/2018
    14
    ლიანა ლომინაძე საქართველო ბათუმი 15/03/2018
    15
    მანანა შინჯიკაშვილი საქართველო თბილისი 15/03/2018
    16
    მაყვალა ნიკოლაშვილი საქართველო თბილისი 15/03/2018
    17
    ჟუჟუნა ჟუჟუნაშვილი საქართველო თბილისი 15/03/2018
    18
    ირინე აბრამიშვილი საქართველო თბილისი 15/03/2018
    19
    მერი ზაკალაშვილი საქართველო თბილისი 15/03/2018
    20
    ლარისა კიკნაძე საქართველო ხაშური 14/03/2018