09 თებერვალი

2018

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    2000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    გახადე შრომა უსაფრთხო !

    მოვითხოვთ ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას        

    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ათ წელიწადზე მეტია აქტიურად ითხოვს უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას. აღნიშნული საკითხი დავაყენეთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიის წინაშე, რის შედეგადაც მთავრობამ 2017 წლის ივნისში მოახდინა  პარლამენტის წინაშე  კანონპროექტის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირება. 

    უკვე მეცხრე თვეა პარლამენტში ამ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს - კვლავ აწყდება დაბრკოლებებს (მათ შორის ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის მხრიდან, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე) და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტი მუდმივ ცვლილებებს განიცდის - ბიზნეს ლობისტების ზეწოლით დასაქმებულთა უფლებების დაკნინების და გაუარესების მიმართულებით.

    ამ ეტაპზე კვლავ არ არის  გათვალისწინებული პროფკავშირების მიერ დაყენებული  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:

    - კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტის  მიხედვით იგი ვრცელდება  მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობიან სამუშაოზე და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებით უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მით უმეტეს, რომ პროექტი არ შეიცავს არანაირ დათქმას კონკრეტული ვადის შესახებ, როდესაც ის სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე;

    - პროექტი ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას და ყოველგვარი რეგულირების გარეშე ტოვებს შრომის კანონმდებლობისა და შრომის უფლებების აღსრულების საკითხს;

    - შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არა აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები;

    აქედან გამომდინარე კანონპროექტი კვლავ შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და არ გვთავაზობს ინსპექტირების რეალურად ეფექტურ მექანიზმს.

    მოვუწოდებთ, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შექმნან და აღასრულონ კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა ღირსეულ შრომას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიორგი დოდაშვილი საქართველო თბილისი 09/03/2018
    2
    მედეა ვასაძე საქართველო ბათუმი 05/03/2018
    3
    ლამარა ძმარიაშვილი საქართველო ბათუმი 05/03/2018
    4
    ნაირა მენაგარიშვილი საქართველო ბათუმი 05/03/2018
    5
    ვლადიმერ ჟორჟოლიანი საქართველო ბათუმი 05/03/2018
    6
    ბეჟან მელუა საქართველო ბათუმი 05/03/2018
    7
    ინდირა ბოლქვაძე საქართველო ბათუმი 05/03/2018
    8
    გულიკო ჯაიანი საქართველო ბათუმი 05/03/2018
    9
    ლიანა გორდელაძე საქართველო ბათუმი 05/03/2018
    10
    კონსტანტინე ქორიძე საქართველო ბათუმი 05/03/2018
    11
    ნატო ჯაბნიძე საქართველო ბათუმი 05/03/2018
    12
    ადამ დიასამიძე საქართველო ბათუმი 05/03/2018
    13
    ნათია მელაძე საქართველო თბილისი 02/03/2018
    14
    დიანა მექვაბიშვილი საქართველო თბილისი 02/03/2018
    15
    გოგი ქარჩავა საქართველო თბილისი 02/03/2018
    16
    გიორგი ტაკიძე საქართველო თბილისი 02/03/2018
    17
    კავლე კრეიდენკო საქართველო თბილისი 02/03/2018
    18
    ინგა შარაძე საქართველო თბილისი 02/03/2018
    19
    ნატალია გიორგაძე საქართველო თბილისი 02/03/2018
    20
    ეკა თურმანიძე საქართველო თბილისი 02/03/2018