20 თებერვალი

2019

ია
თაბაგარი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 761 ხელმოწერა
    1739
    2500
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

    „სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“ იუნესკო-ს არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში

    პეტიცია ეხება საქართველოს მიერ იუნესკოში არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრების წარმომადგენლობით სიაში ახალი წინადადების წარდგენას სახელწოდებით:

    „სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“.    

    სვანეთში ჯერ კიდევ შემონახულია უძველესი წეს-ჩვეულებები, სვანური ენა, ეკლესიები, კოშკები, უნიკალური ფრესკული მხატვრობა, ხელნაწერები და ჯვარ-ხატები, ფოლკლორი, ოქროს მოპოვების ტრადიციული მეთოდები, ძლიერი სამეურნეო ტრადიციები და მატერიალური კულტურა. თავისი მრავალფეროვნებით და უნიკალურობით სვანეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.     

    სვანეთში ოქროს მოპოვების ისტორია უძველეს ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ცხადად ჩანს დღევანდელ რეალობაში.

    სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი მეთოდები აღწერილია ძველ ბერძენ და რომაელ ისტორიკოსთა ჩანაწერებში.  ოქროს ნაკვალევს ძვ.წ. II ათასწლეულამდე მივყავართ, რომელიც ოქროს საწმისისა და არგონავტების ლეგენდასაც კი  უკავშირდება. იშვიათია მსოფლიოში ისეთი კუთხე, სადაც შემონახულია ოქროს მოპოვების მსგავსი მეთოდები. უძველესი კულტურა არ უნდა გაქრეს... შევინარჩუნოთ კულტურა!     

    საინიციატივო ჯგუფი მიმართავს საზოგადოებას და მოუწოდებს მოქალაქეებს, ხელმოწერით დაადასტურონ პროექტის მხარდაჭერა: „სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“ შევიდეს იუნესკო-ს არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. 

    საინიციატივო ჯგუფი სახელმწიფოს სთხოვს მხარდაჭერას, კომისიის შექმნას, ოქროს მოპოვების უძველესი მეთოდის უნიკალურობის, მსოფლიო მნიშვნელობის და განსაკუთრებული კულტურულ-სოციალური ღირებულების აღიარებას; იუნესკო-სთვის წინადადების მომზადებას და დადასტურებას, რომ წარდგენილი ნომინაცია აკმაყოფილებს არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

    ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის კულტურას და იმიჯს, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს UNESCO-სთან კულტურის კონვენციების შექმნას, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო თანამშრომლობის მდგრად მმართველობის სისტემას, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ადამიანის უფლებებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და კულტურულ ფასეულობებს.

    UNESCO-ს კონვენციების მიზანია მატერიალური და არქეოლოგიური ძეგლების, სამუზეუმო კოლექციების, არა-მატერიალური მემკვიდრეობის და სხვა სახით წარმოდგენილი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

    საინიციატივო ჯგუფის წევრები იზიარებენ UNESCO-ს საქმიანობის პრინციპებს, რომ ძლიერი კულტურული კომპონენტისა და ისტორიული მემკვიდრეობის  გარეშე, მდგრადი განვითარება ქვეყნისთვის შეუძლებელია.

    საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან ხელოვნებათმცოდნეები, მხატვარ-რესტავრატორები, ისტორიკოსები, ეთნოლოგები, არქეოლოგები, კულტურის მკვლევარები, გიდები, ტურ-ოპერატორები, მწერლები, მთარგმნელები,  კინო-რეჟისორები, ტურიზმის ექსპერტები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, ეკოლოგები, გარემოს დამცველები, არქიტექტორები და საკითხით დაინტერესებული საზოგადოება.  

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მნიშვნელოვანი იქნება ტურისტული მიმზიდველობის, რეგიონის ცნობადობისა და ეკონომიკური აღმავლობის კუთხით, რაც კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიო ტურისტული საზოგადოების წინაშე.  

    საინიციატოვო ჯგუფის სახელით ია თაბაგარი - ტურიზმის სპეციალისტი, ეთნოლოგი, კულტურის მკვლევარი

    საინიციატივო ჯგუფის წევრები:

    1.      ია თაბაგარი; 2.  ნიკა თუშაბრამიშვილი; 3.      ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი; 4.      ვანო ვაშაყმაძე; 5.      ზვიად კვიციანი; 6.      ვახტანგ ფილფანი; 7.      მარიამ ხაჭვანი; 8.      ბექა დადეშქელიანი; 9.      მადონა ჩამგელიანი; 10.  ლევან წიქარიშვილი; 11.  ცოტნე ჯაფარიძე

    12.  დათო ტურაშვილი; 13.  სალომე კვარაცხელია; 14.  ნუცა ცქიმანაური; 15.  თვალთა სიჭინავა; 16.  თამარ ნათენაძე; 17.  მარიამ ყიასაშვილი; 18.  ქეთი ღლონტი; 19.  ელენე ბუხაიძე; 20.  ნატა ბახტაძე; 21.  კობა  ჩოფლიანი; 22.  ირაკლი მაჭარაშვილი; 23.  ნინო გუჯარაიძე; 24.  ია ჯაყელი; 25.  თამუნა გოჩიაშვილი; 26.  ნინო ჩაჩხიანი; 27.  თელარა გელანტია; 28.  ბიძინა გუჯაბიძე; 29.  თორნიკე ბაქრაძე; 30.  ნინო ბაგრატიონი; 31.  გიორგი ბაგრატიონი; 32.  ნატა ლომოური; 33.  ნათია მიქელაძე; 34.  ალექსანდრე გიორგიძე; 35.  ანა მარგველაშვილი; 36.  თინა მოსიაშვილი; 37.  ვიკა ფილფანი; 38.  მარიკა ლაფაური-ბურკი

    39.  დათა ლაფაური; 40.  ნინო ყვავილაშვილი; 41.  გია ლაფაური; 42.  ლამზირა გურჩიანი; 

    43.  ლევან ქურდიანი; 44.  სოფო ჩანქსელიანი; 45.  ნათია ნაცარაშვილი; 46.  დავით ქურდიანი; 47.  რეზო ხოჯელანი; 48.  დათო გაგოშიძე; 49.  ლევან მარგიანი; 50.  ლუარსაბ ტოგონიძე; 51.  დათო გულბანი; 52.  ირინა კოშორიძე; 53.  თეა გოგუაძე; 54.  ნანა ავალიანი; 55.  ნინო არაბული; 56.  ლევან ღამბაშიძე; 57.  ლიკა ჭკუასელი; 58.  ელენე რაქვიაშვილი; 59.  თინა თუშიშვილი; 60.  დავით გოცაძე; 61.  ქეთი ქანთარია; 62. ნათია კვიციანი; 63.  ნათია ნაკანი; 64.  თედ ჯონასი; 65.  შალვა ჩუგუნაძე 66. ანა ბუთხუზი; 67. თეა ძინძიბაძე 

     

    საზოგადოების მიერ ხელმოწერების შეგროვების პარალელურად, აღნიშნული წინადადება განსახილველად და ნომინაციის მოსამზადებლად გაიგზავნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ საააგენტოში,

    საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიაში და  სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებში.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მარიამ კალანდაძე საქართველო თბილისი 18/03/2019
    2
    ნინო აბაშიძე საქართველო თბილისი 18/03/2019
    3
    ნათია გოგიბერიძე საქართველო თბილისი 18/03/2019
    4
    თამუნა გოგიბერიძე საქართველო თბილისი 18/03/2019
    5
    ნათია ქურდიანი საქართველო თბილისი 18/03/2019
    6
    ქეთევან ქურდიანი საქართველო თბილისი 18/03/2019
    7
    ნიკა ბოჭორიშვილი საქართველო ჯვარი 18/03/2019
    8
    ცოტნე ქობალია საქართველო ჯვარი 18/03/2019
    9
    გივი სორდია საქართველო ჯვარი 18/03/2019
    10
    ქრისტინა ქობალია საქართველო ჯვარი 18/03/2019
    11
    ვიქტორია გაიდაროვა საქართველო თბილისი 17/03/2019
    12
    მიხეილ ასლანიშვილი საქართველო თბილისი 17/03/2019
    13
    ოლღა გოგოლაძე საქართველო ბორჯომი 17/03/2019
    14
    ირმა ნემსაძე საქართველო ქუთაისი 17/03/2019
    15
    რაულ წულუკიძე საქართველო თბილისი 17/03/2019
    16
    დავით გავარდაშვილი საქართველო თბილისი 17/03/2019
    17
    sergi vanishvili georgia tbilisi 17/03/2019
    18
    რეზო ჩხარტიშვილი საქართველო ozurgeti 17/03/2019
    19
    ნინო ბასილაშვილი საქართველო გურჯაანი 16/03/2019
    20
    მაია ურუშაძე საქართველო თბილისი 16/03/2019