11 აგვისტო

2019

David
Giunashvili
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 3786 ხელმოწერა
    1214
    5000
    ადრესატი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    ბიოლოგიის ტესტში არსებული შეცდომის გამო ყველა აბიტურიენტს მოემატოს 1 ქულა!

    მივმართავ განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. 

    2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ბიოლოგიის ტესტში, კერძოდ 45-ე დავალებაში, დაშვებული იყო შეცდომა. სავარაუდო პასუხებში არ ეწერა სწორი პასუხი (პირველი და მეორე) და შესაბამისად, აბიტურიენტს 4 არასწორი პასუხიდან უწევდა ნაკლებად არასწორი პასუხის არჩევა. ყველა ბიოლოგიის მცოდნემ იცის, რომ ციტოპლაზმაში სინთეზდება ნუკლეინის მჟავა პროკარიოტის (უბირთვოს) შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს რომ მოცემულ კითხვაზე სწორი პასუხი ატფ-სთან ერთად არის ნუკლეინის მჟავაც (ვინაიდან კითხვაში დაკონკრეტებული არ იყო პროკარიოტზე იყო საუბარი თუ ეუკარიოტზე და აბიტურიენტი იძულებული იყო განეხილა ორივე შემთხვევა) , თუმცა ეს პასუხი სავარაუდოებში არ ეწერა, რის გამოც ყველა აბიტურიენტს, რომელმაც ბიოლოგია ჩააბარა, მოუწია არასწორი პასუხის დაფიქსირება!  ამიტომ ყველა აბიტურიენტს უნდა მოემატოს 1 ქულა!

    გარდა ამისა, 48-ე დავალების პასუხი სკოლის წიგნებში არ ეწერა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვინმარტავს, რომ ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ეყრდნობა სკოლის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. მოცემულ კითხვაზე პასუხის დადგენა კი სკოლის წიგნებიდან შეუძლებელია. 

    ჩვენ ვითხოვთ, რომ 45-ე დავალება ყველა აბიტურიენტს ჩაეთვალოს სწორად და ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განგვიმარტოს 48-ე დავალებაზე სწორი პასუხი საიდან და რაზე დაყრდნობით უნდა სცოდნოდა აბიტურიენტს. 

    ვიმედოვნებ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სხვა, უფრო კომპეტენტურ პირებთან გადაამოწმებს მოცემულ საკითხებს და აბიტურიენტებს მხარს დაუჭერს.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნინო მესაბლიშვილი საქართველო თბილისი 23/08/2019
    2
    ნინო ბაქრაძე საქართველო თელავი 23/08/2019
    3
    ელენე ფიფია საქართველო ზუგდიდი 23/08/2019
    4
    მარი გიორგაშვილი საქართველო გორი 21/08/2019
    5
    ქეთი ტალახაძე საქართველო თბილისი 21/08/2019
    6
    ნინი ტოფაძე საქართველო თბილისი 21/08/2019
    7
    სალომე გელაშვილი საქართველო თბილისი 21/08/2019
    8
    ინგა ოთანაძე საქართველო თბილისი 21/08/2019
    9
    კარენ ხაჩატურიანი საქართველო თბილისი 21/08/2019
    10
    არნოლდ ხაჩატრიანი საქართველო თბილისი 21/08/2019
    11
    ანრი ხაჩატურიანი საქართველო თბილისი 21/08/2019
    12
    ამალია ჩიტიკიანი საქართველო თბილისი 21/08/2019
    13
    ანა ელიზბარაშვილი საქართველო თბილისი 21/08/2019
    14
    ვანო გულუა საქართველო ჩხოროწყუ 21/08/2019
    15
    Gvanca Beria Saqartvelo Chxorowyu 20/08/2019
    16
    მარიამი გოგილაშვილი საქართველო თბილისი 20/08/2019
    17
    ანა მერკვილაძე საქართველო თბილისი 19/08/2019
    18
    Kato Dolidze Saqartvelo Tbilisi 19/08/2019
    19
    მარი თაფლიაშვილი საქართველო თბილისი 19/08/2019
    20
    გიორგი რამაზაშვილი საქართველო თბილისი 19/08/2019