Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

29 ნოემბერი

2019

გიორგი
ჯაფარიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4776 ხელმოწერა
    5224
    10000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    ავტომობილის გამონაბოლქვი გახდეს დაჯარიმებადი !

    ჩემი ქალაქი მკლავს  გუნდის სახელით წარმოგიდგენთ პეტიციას .

    საქართველოს კონსტიტუცია:

    მუხლი 29

    ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.

     

    თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება.. მსოფლიო პოპულაციის ზრდასთან ერთად სულ უფრო უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, მათ შორის კრიტიკულია ჰაერის დაბინძურების დონე.

    მეცნიერებმა პირველად დააკავშირეს ტვინის კიბოს განვითარების რისკი ჰაერის დაბინძურებასთან. ჰაერის ამგვარი დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს დიზელზე მომუშავე ავტომობილები!!

    ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად სხვადასხვა განვითარებული სახელმწიფოები ახორციელებენ კონკრეტულ აქტივობებს, რათა სავალალო მდგომარეობა შეცვალონ უკეთესობისკენ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არავითარი მზაობა არ არსებობს იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს.

    2019 წლის მონაცემებით საქართველოში 1 321 745 ავტომანქანაა რეგისტრირებული. (შსს მონაცემები)

    მათი 89.9 % 2009 წლამდეა გამოშვებული, ხოლო ტექ-ინსპექტირებაში მონაწილე ავტომობილების 83 %-ის წლოვანება არის 10 წელი და მეტი. მათი უმრავლესობა კი ტექნიკურად გაუმართავია.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 91% ცხოვრობს ტერიტორიაზე, სადაც ჰაერი დაბინძურებულია. მეცნიერების თქმით, 2010 წლის განმავლობაში მსოფლიო პოპულაციიდან 3.3 მილიონი ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა, ამის მიზეზი კი იყო ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებსა და ნაწილაკებთან შეხება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს მაჩვენებლი 2016 წელს 4.4 მილიონი გახდა. მეცნიერების აზრით, თუ ეკოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, 2050 წლისთვის მსოფლიო პოპულაციიდან ნაადრევი სიკვდილის რაოდენობა გაორმაგდება და 8 მილიონს გადააჭარბებს.

    საქართველოში 2018 წელს სულ დაიღუპა 46 524 ადამიანი.

    2017 წელს სიმსივნით დაიღუპა 7 095 ადამიანი.

    2018 წელს სიმვსივნით დაიღუპა 7 329 ადამიანი

    2017 წელს სასუნთქი გზების დაავადებით დაიღუპა 2 608 ადამიანი.

    2018 წელს სასუნთქი გზების დაავადებით დაიღუპა 3 676 ადამიანი

     

    ამ ვითარების შესაცვლელად ჩვენს ქვეყანას გასავლელი აქვს რამდენიმე ეტაპი. პირველ ეტაპს წარმოადგენს: გაუმართავი ავტომობილის მძღოლის ხილულ კვამლზე დაჯარიმება.

    როგორ უნდა მოხდეს ეს?! ( რას ვითხოვთ ჩვენ სახელმწიფოსგან ) მიღებულ უნდა იქნას კანონი:

    საპატრულო ეკიპაჟმა რეაგირება უნდა მოახდინოს, როდესაც შეინიშნება ავტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ხილული კვამლიანობა. აუცილებელია, საპატრულო ეკიპაჟმა ასს-ს შემოწმება განახორციელოს გაჩერებულ მდგომარეობაში. ეს კი შესაძლებელია შემდეგი მეთოდით: ავტო სატრანსპორტო საშუალების ძრავის ბრუნვათა რიცხვი აყვანილ უნდა იქნას 2500 ბრუნზე 3-5 წამის განმავლობაში, თუ გამოვლინდა ნაცრისფერი, შავი ან ლურჯი შეფერლობის მქონე კვამლი (არა თეთრი შეფერილობის ორთქლი) უნდა განხორციელდეს ავტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმება.

    ( კვამლიანობის შემთხვევაში ავტომობილი ტექ-ინსპექტირების დროს ხარვეზდება )

    1.      შემთხვევის პირველად გამოვლენა - მძღოლს ეძლევა გაფრთხილდება, არ აკლდება ქულა.

    2.      შემთხვევის მეორედ გამოვლენა - მძღოლს ეძლევა 50 ლარიანი ჯარიმა, აკლდება 10 ქულა.

    3.      შემთხვევის მესამედ გამოვლენა - მძღოლს ეძლევა 200 ლარიანი ჯარიმა, აკლდება 20 ქულა.

    4.      შემთხვევის მეოთხედ გამოვლენა - მძღოლს ეძლევა 1000 ლარიანი ჯარიმა, აკლდება 40 ქულა.

     

     

    ამ კანონის მიღება დღეს ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის არის აუცილებელი, ნუ წაგვართმევთ იმას რაც კონსტიტუციით გვეკუთვნის ვცხოვრობდეთ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში .

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიორგი ჯანიაშვილი საქართველო თბილისი 15/07/2020
    2
    ია მოწყობილი საქართველო თბილისი 23/05/2020
    3
    სალომე კორძაძე საქართველო თბილისი 08/04/2020
    4
    Giorgi Doliashvili Saqartvelo Tbilisi 03/04/2020
    5
    სალომე ტაბატაძე საქართველო თბილისი 25/03/2020
    6
    ნინო გოგილავა საქართველო ფოთი 19/03/2020
    7
    ნია ცხადაძე საქართველო თბილისი 15/03/2020
    8
    მარიამ ნოზაძე საქართველო თბილისი 20/02/2020
    9
    თეა ქორიძე საქართველო თბილისი 10/02/2020
    10
    სალომე მოსიძე საქართველო თბილისი 06/02/2020
    11
    სალომე ჩოფიკაშვილი საქართველო თბილისი 06/02/2020
    12
    საბა ონიანი საქარტველო თბილისი 04/02/2020
    13
    გვანცა კვაჭაძე საქართველო ფოთი 04/02/2020
    14
    გიორგი ქაჯაია საქართველო ფოთი 04/02/2020
    15
    ლიზი სალაყაია საქართველო ფოთი 04/02/2020
    16
    ლაშა გუგუნავა საქართველო ბათუმი 31/01/2020
    17
    სალომე ტყეშელაშვილი საქართველო ქუთაისი 31/01/2020
    18
    მარიკა ყარალაშვილი საქართველო თბილისი 29/01/2020
    19
    თამარ ამირხანაშვილი საქართველო თბილისი 27/01/2020
    20
    ნატა დათუკიშვილი საქართფელო თბილისი 27/01/2020