28 დეკემბერი

2015

დაიცავი ბათუმის ბულვარი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 5119 ხელმოწერა
    4881
    10000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის მთავრობა

    დაიცავი ბათუმის ბულვარი

    დაიცავი ბათუმის ბულვარი

    პეტიციაზე ხელმომწერები არ ვეთანხმებით ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას.

    ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

    კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას.

    მოვითხოვთ:

    1. ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებას; მათ სათანადოდ მოვლას, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნებას.
    2. კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;
    3. გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.
    4. ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.
    5. სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას.

    ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით.

    საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმის ბულვარი

  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ჯემალ ბრუნჯაძე საქართველო ბათუმი 21/05/2017
    2
    ნინო ოქროპილაშვილი საქართველო თბილისი 02/04/2017
    3
    მარეხი ალელიშვილი საქართველო თბილისი 02/04/2017
    4
    მარიამ ერისთავი საქართველო თბილისი 02/04/2017
    5
    გვანცა ერისთავი საქართველო თბილისი 02/04/2017
    6
    ანი ჯაფარიძე საქარტველო თბილისი 24/11/2016
    7
    გიორგი ანდრიაძე საქართველო თბილისი 22/11/2016
    8
    ირაკლი მაზმიშვილი საქართველო თბილისი 05/11/2016
    9
    ლუკა სიხარულიძე საქართველო თბილისი 31/10/2016
    10
    სანდრო ქიზიყურაშვილი საქართველო თბილისი 16/08/2016
    11
    შორენა ვეფხიშვილი საქართველო თბილისი 28/06/2016
    12
    ნინო სულხანიშვილი საქართველო თბილისი 13/05/2016
    13
    შალვა ამირეჯიბი საქართველო თბილისი 21/04/2016
    14
    სალომე მიქელაძე საქართველო ბათუმი 30/03/2016
    15
    ირენა გვიმრაძე საქართველო თბილისი 13/03/2016
    16
    დალი ალანია საქართველო ბათუმი 13/03/2016
    17
    თამარ გაგლოევა საქართველო თბილისი 08/03/2016
    18
    ირინა დობორჯგინიძე საქარტველო ბათუმი 07/03/2016
    19
    ელიზა დავითაძე საქართველო ბათუმი 05/03/2016
    20
    გოგიტა ღვედაშვილი საქართველო თბილისი 03/03/2016