საკონტაქტო ინფორმაცია
ნუცუბიძის IV ფერდობზე ნაგვის გატანის უზრუნველყოფა დაფასოებული ურნების საშუალებით

საჭიროა 9988 ხელმოწერა

12
10000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ნუცუბიძის IV ფერდობზე ნაგვის გატანის უზრუნველყოფა დაფასოებული ურნების საშუალებით

ქ. თბილისის 102-ე საჯარო სკოლის ეკო-კლუბი "სკოლა 102" მუშაობს CENN-ის პროექტზე "ნიკო კეცხოველის პრემია 2024"-ის ფარგლებში "დედამიწის ეკოსისტემა". ეკოლოგიური პრობლემის გაუმჯობესების მიზნით მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიას გამოგვიყოს ნუცუბიძის ფერდობზე ნაგვის დასაფასოებელი ურნები: მაკულატურის, პოლიეთილენის ნაკეთობებისა და ორგანული ნარჩენებისთვის და უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება. 

განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მყარი ნარჩენების მართვა ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევებს, ფინანსურ და გარემოსდაცვით პრობლემებს უკავშირდება. ნაგვის განცალკევება-დაფასოება ხელს შეუწყობს და აადვილებს ამ პრობლემის მოგვარებას. 

ამგვარად, ბოლო წლებში სიტუაციის გამოსწორების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: თბილისსა და რეგიონებში შეიქმნა ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ნარჩენების გარემოსა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოდ განთავსების სისტემა. ნარჩენების მართვის კოდექსმა, თანმხლებმა კანონქვემდებარე აქტებმა, „ნარჩენების მართვის ეროვნულმა სტრატეგიამ (2016-2030)” და „ნარჩენების მართვის ეროვნულმა სამოქმედო გეგმამ” გამოკვეთა სასურველი კურსი საქართველო გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ რომ ფერდობის ტერიტორიაზე მოგვარდეს პრობლემა, სხვადასხვა რაიონებში (რუსთაველი, ვაკე... ) არის ამის გამოცდილება - გვხვდება ურნები ცალცალკე ნაგვის განცაკლევების მიზნით.

 


ნანა ოზბეთელაშვილი - ქალაქ თბილისის 102-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი.

ვრცლად