საკონტაქტო ინფორმაცია
სახელმწიფო დევიზის შეცვლა

საჭიროა 9995 ხელმოწერა

5
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

სახელმწიფო დევიზის შეცვლა

მოცემული პეტიციის იდეას წარმოადგენს - სახელმწიფო დევიზად ვეფხისტყაოსნიდან ერთ-ერთი აფორიზმის განსაზღვრა, მაგალითად: 

  • ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

თუმცა, პოემაში გვხვდება სხვა არაერთი აფორიზმი, რომელსაც შესატყვისად შეუძლია სახელმწიფოს მიერ სათქმელის სათანადოდ გამოხატვა. ქართული ლიტერატურის მსოფლიო „შედევრია ვეფხისტყაოსანი“, ჩვენი იდენტობის ნაწილადაა ქცეული და ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში – მას „ქართველთა მეორე ბიბლიასაც“ უწოდებდნენ. აქვე, ამჟამინდელი სახელმწიფო დევიზი - "ძალა ერთობაშია", გამომდინარეობს სულხან საბა ორბელიანის იგავარაკის სახელწოდებიდან. ამასთან, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბელგიის, ბულგარეთის, მალაიზიის და ბოლოვიას აქვთ ჩვენი მსგავსი დევიზი - Unity makes strength, სერბების არის - Only Unity Saves the Serbs, ანდორას და აგოლას არის - Strength United Is Stronger, უზბეკეთის არის - The Strength Is In Justice. ფაქტიურად ისინი იდენტურია და ერთ იდეას გამოხატავენ. ხსენებული აფორიზმი კი მრავლის მეტყველი იქნებოდა.