საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს საპატიო საკონსულოებში კენჭისყრის შენობების განთავსება

საჭიროა 9999 ხელმოწერა

1
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

საქართველოს საპატიო საკონსულოებში კენჭისყრის შენობების განთავსება

პეტიციის მიზანს წარმოადგენს ემიგრანტებისათვის საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

საქართველოს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და გენერალური საკონსულოების გარდა, ასევე, წარმოადგენს საქართველოს საპატიო კონსულებიც, რომელთა რიცხვი 70-ს აჭარბებს. მათ შორის ისინი დაფუძნებულნი არიან საქართველოს მოქალაქეებით კონცენტრირებულ ქალაქებშიც (რაც შესაძლოა კენჭისყრის შენობამდე შეუმცირებს მანძილს მაგ.: აშშ-ს შემთხვევაში Mount Pleasant-ში Houston-ში, Philadelphia-ში, Atlanta-ში, საფრანგეთის შემთხვევაში Bordeaux-ში, პოლონეთის შემთხვევაში Wrocław-სა და Katowice-ში, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში Bristol-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და ა.შ.). უკვე შექმნილია პრეცენტენდი საპატიო კონსულის მიერ საკონსულო ფუნქციებისათვის გამოყოფილ შენობაში (მიუნხენი) არჩევნების ჩატარებაზე (და სხვა ევროპული ქვეყნების პრეცენდენტებიც - საპატიო კონსულების შენობა-ნაგებობის საარჩევნოდ გამოყენებაზე). საელჩოს ნაცვლად საპატიო კონსულის ოფისში არჩევნების ჩატარებაზე საელჩოსგან განსხვავებით უპირატესია იმით, რომ იგი არ იქნება დაკომპლ ექტებული უსაფრთხოების და პოლიციის ატაშეებით, რაც შესაბამისად თავსებადი იქნება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.

უცხოეთში საქართველოს საპატიო კონსულებზე ინფომრაცია განთავსებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის www.mfa.gov.ge სექციაში - „ქვეყნები და წარმომადგენლობები”